ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩი
თავი დავიმშვიდოთ...

...ევროტურნირებზე ქართული გუნდის ნებისმიერი მარცხი საწყენია, მით უფრო, არავის სიამოვნებს საკუთარ მოედანზე 0:5-ით წაგება, მაგრამ, მოდი, გულახდილად ვთქვათ - 22 აგვისტოს "დინამო-არენაზე" შეკრებილი ქართველი ქომაგი იმედგაცრუებასთან ერთად, ალბათ, მეტოქითაც დატკბებოდა!

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად შორს ვართ იმ "საქმისგან", რასაც... ფეხბურთის თამაში ჰქვია. უფრო ზუსტად, თანამედროვე ფეხბურთისგან ვართ შორს და საქართველოს ჩემპიონატის დონეც რამდენად ჩამორჩება ინგლისურ პრემიერლიგას, ამაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!

...უცნაური მატჩი გამოდგა, - თამაში წუთების დაწყებული იყო, რომ მაშინვე ნათლად გამოჩნდა მეტოქეთა შორის კლასში სხვაობა. გულახდილად ვამბობთ: ალბათ, ყველაზე ოპტიმისტ ქართველ გულშემატკივარსაც არ ექნებოდა იმედი, "დინამო" რომ შეძლებდა და "ტოტენჰემს" მეტ-ნაკლებად ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა.

კარგად დაუკვირდით: "ღირსეულ წინააღმდეგობაზეა" ლაპარაკი და არა - ჩვენთვის მეტ-ნაკლებად სასურველი შედეგის ჩვენებაზე. არადა, ერთი შეხედვით, მასპინძლებს დასაკარგი რა უნდა ჰქონოდათ: "ტოტენჰემის" დამარცხებას ხომ არავინ ითხოვდა!

მაგრამ მეტოქეთა შორის კლასში აშკარაზე მეტი სხვაობა რომ იყო, ამაზე მეტად სხვა რამ გვეწყინა: ერთი-ორი დინამოელის გარდა, მასპინძელ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ კაპიტულაცია, ფაქტობრივად, მატჩის პირველსავე წუთებზე გამოაცხადა!

აღარაფერს ვამბობთ უამრავ ინდივიდუალურ წუნზე, ზოგიერთი დინამოელის აშკარად არასასურველ კონდიციებში ყოფნაზე, არაორგანიზებულ კონტრშეტევებსა თუ კიდევ ბევრ სხვა უამრავ საფეხბურთო კომპონენტზე, ყველაფერზე, რითაც ჩამოვრჩებოდით სახელოვან მეტოქეს.

რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებთ საშინაო მატჩში ხუთბურთიანი სხვაობით წაგებული მატჩის მერე რაიმე გასამართლებელი მიზეზების ძებნასა თუ ჩამოთვლას, მაგრამ იმით ხომ მაინც შეგვიძლია თავი "დავიმშვიდოთ", რომ ძალიან, ძალიან მაღალი დონის გუნდთან წავაგეთ, პრემიერლიგის მომდევნო ტურის წინ მშვენიერი სპარინგი რომ ჩაატარა...

ტკბობა... მეტოქით!

აარონ ლენონი, ჯერმეინ დეფო, იან ვერტონგენი, - "ტოტენჰემს" თბილისში სამი ლიდერი აკლდა. ამას დავუმატოთ ამ გუნდის აწ უკვე ყოფილი უპირობო ლიდერის, გარეთ ბეილის არყოფნა, თუმცა ინგლისურ გრანდს სულაც არ ეტყობოდა, რომ, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა!

თანაც, ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც: ქართული გუნდების მწვრთნელებს ხშირად უყვართ ხოლმე ერთი "ფრთიანი ფრაზის" თქმა: "კლუბში ბევრი ახალწვეული მყავს და ფეხბურთელების შეთამაშებასაც გარკვეული დრო ხომ სჭირდებაო!"

არადა, "ტოტენჰემის" ძირითადში 22 აგვისტოს 4 ახალწვეული (თაუნსენდი, კაპუ, პაულინიო, სოლდადო) ვიხილეთ, ერთიც შეცვლაზე შემოვიდა (შადლი), ასევე შეცვლაზე შემოსულ ორ ახალგაზრდას (კეროლი, კეინი) კი ოფიციალურ მატჩებში თამაში იშვიათზე-იშვიათად უწევს!

თუმცა "ტოტენჰემმა" ისე ითამაშა, გეგონებოდათ, ამ შემადგენლობით უკვე წლებია ასპარეზობს! თანაც, სტუმართა ახალგაზრდა და ერთობ გონიერ მწვრთნელს, ანდრე ვილაშ-ბოაშს მშვენიერი სპარინგიც გამოუვიდა პრემიერლიგის მომდევნო ტურის წინ...

...ჩვენმა მეტოქემ ამ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი კვირას, 18 აგვისტოს ჩაატარა. იმის შემდეგ პირველი ვარჯიში თბილისში, 21 აგვისტოს ჰქონდა, 22-ში კი, ჩვენდა სამწუხაროდ, მეორედაც წაივარჯიშა და ახლა უკვე კვირის მატჩისათვის ("სოუნსისთან") მოემზადება.

თანაც, ხშირად გვინახავს, ამა თუ იმ მწვრთნელს თავისი შეგირდებისათვის ვარჯიშზე ქანცი რომ გაუძრია, მაგრამ თბილისში "ტოტენჰემს" ერთობ "სახალისო" სპარინგი ჰქონდა და ამ გუნდის ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (რაღა თქმა უნდა, მეკარე უგო ლორისის გარდა) საკუთარი შესაძლებლობების, ალბათ, 25 პროცენტი თუ გამოავლინა.

მიზეზი? მეტი არც იყო საჭირო და იმიტომ! უბრალოდ, მარჯვენა გარემარბი ენდი თაუნსენდი (გოლი და ორი საგოლე პასი რომ მიითვალა) სხვებისგან გამორჩეულად "ზედმეტად" აქტიურობდა, რამეთუ "ტოტენჰემში" იჯარის მერე დაბრუნებულს სურდა დაემტკიცებინა, რომ თავის სახელოვან კონკურენტს აარონ ლენონს ბევრით არაფრით ჩამორჩებოდა...

ერთი სიამოვნება იყო სტუმართა მრავალფეროვანი შეტევების ხილვა! მარჯვნიდან, მარცხნიდან, სიღრმიდან, - არც ერთი ზედმეტი მოძრაობა და არც ერთი გაუაზრებელი კომბინაცია! აღარაფერს ვამბობთ ბურთის ოსტატურად "ამოტანასა" თუ "ერთი შეხებით" თამაშზე: სტუმართა ყველა ფეხბურთელი ჩვენიანებთან შედარებით ბევრად სწრაფად აზროვნებდა და მრავალფეროვანი შეტევებითაც ხომ, საერთოდ, თავგზა აგვიბნიეს!

გრანდი და ანტირეკორდი

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი დონის გუნდი თბილისში არ ჩამოსულა; მეტსაც ვიტყვით: 1979 წელს მართლაც ლეგენდარული "ლივერპული "რომ დავამარცხეთ (3:0), აი, იმის მერე პირველად ვნახეთ მართლაც ძალიან მაღალი დონის კლუბი!

კლუბი, რომელთანაც დიდი ანგარიშით წაგება, რაღა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ არა - დამთრგუნველი: ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ აშკარად სხვა განზომილებასთან გვქონდა საქმე. ანუ საწყენი და დამთრგუნველი უფრო ის იყო, რომ 22 აგვისტოს მატჩმა უიმედობის გრძნობა უფრო დაგვიტოვა: ჩემპიონთა თუ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ძალიან, ძალიან ბევრი გვაკლია!

საწყენი ისიც იყო, რომ "დინამომ" ევროტურნირებზე თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო საკუთარ მოედანზე (აქამდე სარეკორდი მარცხი 2004 წელს, პორტუგალიურ "სპორტინგთან" გვქონდა - 0:4), თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე ისეთი სიტუაცია იყო, საბოლოო ანგარიშს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა; ისე, როგორც იმ ფაქტს, შეძლებდნენ თუ არა ქაოსურად შემტევი მასპინძლები პრესტიჟის გოლის გატანას...

...ზემოთ უგო ლორისი ვახსენეთ, რომელსაც, სავარაუდოდ, თბილისში ორი კვირის შემდეგ კვლავაც ვიხილავთ: საფრანგეთის ნაკრების მეკარემ "დინამოსთან" კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი! ყოველ შემთხვევაში, ბევრი მისი კოლეგა, ალბათ, ვერ მოახერხებდა ისეთ კონცენტრაციას, როგორც ლორისმა მოახერხა "დინამო არენაზე": თავისი გუნდი 5:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ჯაბა დვალისა და ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმებზე ისეთი რეაქცია გამოავლინა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ყოფილიყო.

აღარაფერს ვამბობთ ჩვენების მიერ შექმნილ ყველაზე რეალურ მომენტზე: პირველ ტაიმში, როცა ანგარიში 0:1 იყო, დავით კვირკველიას ფლანგური პასის მერე ჯაბა დვალი ახლო მანძილიდან, ურთულესი მდგომარეობიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ლორისმა მართლაც აუღებელი ბურთი აიღო!

რა თქმა უნდა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ეს გოლი რომ გასულიყო; თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ გოლს, შესაძლოა, თუნდაც პირველი ტაიმის თამაშის სცენარი მაინც შეეცვალა. ასეა, ხანდახან კი არა, უფრო ხშირ შემთხვევაში, იღბალიც ძლიერთა და ღირსეულთა მხარესაა. ოღონდ ისეც არავინ გაიგოს, თითქოსდა, 22 აგვისტოს იღბალმა გადმოხედა "ტოტენჰემს" და მხოლოდ ამის გამო ჩაგვიტარა მართლაც მშვენიერი "საფეხბურთო გაკვეთილი"...

იხილეთ ვიდეო

უიმედო რეალობა

მატჩამდე არაერთხელ ვახსენეთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრისას ყველაზე ძალიან თბილისის "დინამოს" არ გაუმართლა და ეს სამწუხარო ვარაუდი, ფაქტობრივად, 100 პროცენტით გამართლდა! კიდევ ვიმეორებთ, 0:5 წაგება ძალიან საწყენია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა "სხვა განზომილებასთან" გვაქვს საქმე, ისღა დაგვრჩენია, ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელ ყოფას შევეგუოთ.

ჰო, სხვა რა გზაა, როცა მეტოქეს ყველაფერში ჩამორჩები და ისიც ყველა შენს შეცდომას თავის სასარგებლოდ იყენებს. აბა, გაიხსენეთ, როგორ გაიტანეს სტუმრებმა პირველი გოლი: ელგუჯა გრიგალაშვილმა (დინამოელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და უშიშარი რომ გახლდათ) მშვენიერი რეიდი განახორციელა, ბოლოს კუთხურით რომ დამთავრდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

თუმცა ამ სტანდარტულის გათამაშებას ის მოჰყვა, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში დარკო გლიშიჩმა ბურთი დაკარგა და ჩვენი ნახევრიდან ენდი თაუნსენდმა მთელი მოედანი გადაირბინა და ბოლოს ზუსტადაც დაარტყა!

ასეთი შეცდომა უამრავი იყო, თუნდაც მეორე გოლის დროს სტუმრებმა ულამაზესი კომბინაცია რომ გაითამაშეს: მუსა დემბელემ რბილი პასით მატჩის გამორჩეული მოთამაშე ენდი თაუნსენდი მოძებნა, ამ უკანასკნელმა გლიშიჩი მეორედაც გააბითურა და ბურთი პირდაპირ თავზე დაასვა პაულინიოს - 0:2 და ყველაფერი ამით დამთავრდა.

...შესვენების შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა (რომელმაც ბევრისთვის საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და გამოცდილ უსტარიცს ახალგაზრდა გიორგი გველესიანი ამჯობინა დაცვის ცენტრში) გლიშიჩი მოედნიდან გაიყვანა და ახალგაზრდა საყრდენი გიორგი პაპავა გამოიყვანა. სამაგიეროდ, მერებაშვილი დაუბრუნდა თავის "კუთვნილ ადგილს". "დინამომაც" რამდენჯერმე მოინდომა თამაშის გამწვავება (ჯაბა დვალს აქტიურობას ვერ დავუკარგავთ), მაგრამ გოლები (თანაც, ერთიმეორეზე ეფექტური კომბინაციების შემდეგ) ჩვენს კარში გადიოდა!

...თბილისში ჯერ კიდევ შემორჩენილნი არიან ნაღდი ფეხბურთის დამფასებლები და ამიტომაც არ დაინანეს ტაში სტუმართა მიმართ. აი, მასპინძლებისათვის კი ობსტრუქცია არავის მოუწყვია - დღევანდელ "დინამოსა" და დღევანდელ "ტოტენჰემს" შორის კლასში სხვაობა მართლაც ასტრონომიული საზომებით უნდა განგვესაზღვრა...

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ანდრე ვილაშ-ბოაში: ქართველების დახვედრით კმაყოფილი ვარ

დუშან უჰრინი: რა გინდათ, რომ გავაკეთო?

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• beri@posta.ge

~რა გითხრათ? რით გაგახაროთ?~ დიდი ილიას ეს სიტყვები გამახსენდა, დინამოს თამაშზე კომენტარის დაწერა რომ დავაპირე. ასეთი თამაში საერთოდ არ არის რაიმე კომენტარის ღირსი!

• ანდუყაფარი

საქართველოში უნდა აიკრძალოს ფეხბურთის თამაში. სჯობს რაგბი და კალათბურთი დააფიანსოს სახელმწიფომ.

• kaxeli

ამათ ვერც წითელკანიანი ჩინგა ჩუნგი უშველის და ვერც შავ .....იანი კახელი

• ნიკო-s

აზრზე არა ხარ ვის მოუგე ვის და როდის,40 ცლის უკან ვეთამაშეთ ტოტენხემს თბილისში და 1-1 დამთავრდა,ასათიანმა სეაგდო ის ერთი ბურთი და გასვლაზე ინგლისში 5-1 წავაგეთ,პრაფესორ შენ თუ არ იცი სხვას შეეკითხე მცოდნეს,რაც შეხება ეხლანდელ დინამოს მაინც ბანძები არიან გინდ ტოტენხემთან და გინდ გორის დილასთან,უკადრებელს კადრულობენ

• gocha

zalian didi bodishi mara me piradad sakartveloshi chamokvanili fexburteli rames ro gavda iseti ar minaxavs da tkven ar vici, tavs rato vitkuebt,chamokvanilebidan ro gadaxarsho erti ar gamova rames ro gavs iseti, ak ra gachirvebulebis tavshesafari xo araa kartuli fexburti, nu ar vici zalian datrgunuli da agshfotebuli var, tu rame tkuils vambob tviton gansajet

• ynwa

მწვრთნელი თამაშის წინ, რომ კაპიტულანტურ განცხადებას გააკეთებს (ტოტენჰემი სხვა საფეხბურთო პლანეტიდანააო)იმ გუნდს რა უნდა მოთხოვო. მართალია კლასში დიდი სხვაობაა, მაგრამ, ხომ შეიძლება იბრძოლო, ცოტა მიარტყა, ეუხეშო (ვინაა მოედნის პატრონი აგრძნობინო). დინამოელებს გარდა იმისა, რომ კლასი არ ჰყოფნიდათ, აშკარად ჩანდა, რომ მეტოქის მიმართ შიში და რიდი ჰქონდათ. მოკლედ ამ ტოტენჰემმა ხუთოსნებად გვაქცია 2-5, 1-5, 0-5 :)

• ნიკო

რა უსინდისობაა.იმდენი როგორ ვერ შესძლეს,თავი მაინც დაეცვათ . არადა ეს ის ტოტენჰემია იქ,ინგლისში,სახლში რომ მოვუგეთ 4 - 1. ცხონებული რამაზ შენგელია მართლა გადაბრუნდებოდა საფლავში.

• pativiscemit patrioti

არ ვიცი , ცოტა მიკვირს კველაფერი ხო, ცუდად ვითამაშეთ მარა ასეთმა ცუდებმა როგორც ავტორი ამბობს ( დავით კვირკველიას ფლანგური პასის მერე ჯაბა დვალი ახლო მანძილიდან, ურთულესი მდგომარეობიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ლორისმა მართლაც აუღებელი ბურთი აიღო!) ესეტი ურტულესი საგოლე მომენტი როგორ შევქმენით, და ყველაზე ცუდი , მეტოქის თამაშით დატკბებოდით, ხოდა სანამ მათშებზე მეტოქის ცნობილი თამაშების დასატკბობად ვივლიტ, არ იქნება არაფერი, სირცხვილია, ყველას აკვს ეს საკუთარის სიკვარული და ჩვენ ერთადერთი ერივართ რომელსაც მხოლოდ წარმატებულები გვიხარია და გვიყვარს, გვირჩევნია სხვის წარმატებულ მეტოქეს ვუბალერშიკოთ ვიდრე ჩვენ მართლაც ქომადის იმედად დარჩენილ გუნდს. ვამაკობ იმით რომ ესეტ დიდ გუნდთან თუნდაც ერთი საგოლე მომენტი მაინც შევქმენიოთ, მოვა დრო და მოვა ცარმატება,არც შენ ხარ ჯურნალისტო ბბს-ის ჯურნალისტიან რომელიმე ცნობილი სპორტული გაზეტის და არც შენი სტატიები ქუხს, და რა არ წავიკიტხო, გული მტკვივა კოველ ჩვენს წარუმატებლობაზე, და სხვა გუნდის კარგი თამაშიტ ტკბობა ვერ მანუგეშებს. და ერთი სანამ გადავხტებით მანამდე ჰოპას დზახილს არ ჯობია გავჩუნდეთ, არც ისე სამარცხვინო იკნება წაგება, სიცჩუმის ფონზე.

• semi

უპრინისთვის უპრიანი იქნება თუ დროზე ახვევს აქედან . დინამო თავისი უცხოელი ლეგიონერებით საფეხბურთო ნაგავსაყრელს დაემსგავსა დროა რადიკალურ ზომებს მიმართოს მეპატრონემ მაგ თანხიტ რასაც ის ამ გუნდს ახარჯავს ბევრად უკეთესი გუნდის შექმნს შეიძლება, ყოველ შემთხვევაში ისეთის მაინც ასე რო არ გაფარჩაკდება. ჩემპიონატის დონე ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არააა უფრო პირიქიტ დინამოსთანა დაფინანსების გუნდებმა უნდა აწიონ ეროვნული ჩემპიონატის დონე

• gocha

santlit ro ezebo aset fexburtelebs versad ipovi, akaurebs kapikebs azleven da sadgac aeroportshi daicheren vigac upatronos da imas atamasheben didi anazgaurebit tanac, an chiskos an gogas an vuos natamashevi fexburti vin an sad naxes, shedegic saxezea, arsad gaushvat es fexburtelebi tore dxom davigupet mere

• gocha

getanxmebit batonebo rom klasshi didi gansxvaveba iko mara tamashamde lamis tasi agebuli gvkonda, ar damtavrda chveni bakibukoba rom dinamo magari gundia da esa da isa. goris dilas da zestapons ver ugebs msajis daxmarebis gareshe gundi da totenxemis momgebi iko? an stiauastan ra daglijes xo?

• ვალიკო

ხომ გყავთ უძლიერესი ჩისკო,უძლიერესი ციგანი გოგა,უძლიერესი შავკანიანი ვუო,ეხლა ჩამოიყვანეთ წითელკანიანი ჩინგა-ჩუნგი და ყვითელკანიანი ნა ხუი და გამარჯვებებიც არ დააყოვნებს!!!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ბენფიკა VS ზენიტი - ანდრე სამშობლოში

"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი სახიფათო რბოლაში მიიღებს მონაწილეობას [PHOTO]

დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის

დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

"ვალენსია" ნევილის წასვლის შემდეგ ვილაშ-ბოაშს განიხილავს

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება

რობერტ ლევანდოვსკის დაკარის რალიში უნდა მონაწილეობის მიღება

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

რალიში გადანაცვლებული ვილაშ-ბოაში რბოლის დროს დიუნებს შეეჯახა

ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს