ევროპის ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩი
გორის "დილამ" წლევანდელ ევროსარბიელზე გოლგაუშვებელი სერია შეწყვიტა, თუმცა ისეთი ანგარიშით დამარცხდა, რომ ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

ვენის "რაპიდი" გერმანულ სტილში მოთამაშე გუნდს ჰგავდა, რომელმაც მეტოქეს აჯობა სისწრაფეში, აგრესიასა და, ალბათ, მონდომებაშიც. "რაპიდი" უფანტაზიო გუნდი აღმოჩნდა და ეს "დილას" შანსია საპასუხო შეხვედრაში.

22 აგვისტოს "დილამ" კარგად ვერ ითამაშა, ნაწილობრივ ალბათ იმიტომაც, რომ "რაპიდი" დანიურ "ოლბორგსა" და ხორვატულ "ჰაიდუკზე" უკეთესი გუნდია. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, "დილასგან" მეტს ველოდით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაპირისპირება ორმატჩიანია და ერთი ნახევარი კიდევ წინ არის.

"დილამ" ისევ სამი სტოპერით ითამაშა და ამ სამეულში არ აღმოჩნდა ადგილი გულვერდ თომაშვილისთვის, რომელიც გიორგი დევდარიანმა საყრდენ ნახევარმცველად გადასწია.

ექსპერიმენტმა არ გაამართლა. მწვრთნელის პოზიცია გასაგებია - დევდარიანი უფრო გამოცდილ ფეხბურთელს ენდო, ვიდრე, მაგალითად, გიორგი აბურჯანიას ან ირაკლი მაისურაძეს.

პირველ ტაიმში "დილას" ნახევარდაცვამ საშინლად ითამაშა. გადაცემებში იმდენი წუნი იყო, რომ ავსტრიელებს ხშირად ეძლეოდათ მწვავე იერიშის წამოწყების შანსი. "დილას" მცველებსაც უჭირდათ ბურთის ამოტანა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ "დილამ" ბურთზე კონტროლი ვერ მოახერხა - ხან პასი არ ვარგოდა, ხან კი ბურთი პირდაპირ მოწინააღმდეგესთან მიდიოდა.

"დილამ" ვერ ითამაშა მწყობრად, ვეღარ ვნახეთ ამ გუნდის საფირმო შეტევებიც მარჯვენა ფლანგიდან - ევროსარბიელზე რაც უფრო შორს მიდის ქართული გუნდი, მით უფრო ახსენებს თავს ის, რომ დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს.

არც "რაპიდი" გამოდგა დიდი ხვითო, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ინჩი-ბინჩი მაინც ეტყობოდა. საგოლე კომბინაციაც ისე სწრაფად და აგრესიულად გაშალა, რომ "დილა" უშანსოდ დატოვა. გაშვებული გოლი კი გრიგოლ დოლიძის გაცუდებულ მომენტს მოჰყვა - ოთარ ხიზანეიშვილის პასით დოლიძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მერე მცველი წამოეწია, კუთხეც დაიმახვილა და ოდენ კუთხურს გამორჩა. ნაკუთხურალზე კი ავსტრიელებმა განახორციელეს კიდეც საგოლე იერიში...

"დილას" ძალიან დაეტყო ირაკლი მოდებაძის არყოფნა. ამ ცენტრფორვარდს ბურთის მიღება, დამუშავება და შემაგრება კარგად ეხერხება, რითიც თანაგუნდელებს ამოსუნთქვის საშუალებასაც აძლევს და შეტევაში გადმოსვლისასაც.

გიორგი ილურიძე "რაპიდის" მცველებთან ბრძოლაში არაერთხელ აღმოჩნდა გამარჯვებული, მაგრამ მის ჩუბინობას კარგი გაგრძელება, ფაქტობრივად, არ ჰქონდა.

მოკლე სკამი - ევროსარბიელზე ეს კიდევ უფრო მწვავედ ჩხვლეტს გუნდს. "დილასაც" ასე დაემართა. მეორე ტაიმში დევდარიანის მიერ განხორციელებულმა შეცვლებმა თითქოს გამოაკეთა "დილას" მდგომარეობა, ბურთს ადვილად აღარ კარგავდა, თუმცა მწვავე შეტევები მაინც ვერ გამოსდიოდა.

ამასობაში ნუკრი რევიშვილს მოუწია რამდენიმე ძნელი ბურთის მოგერიება და "დილას" ოდენ ერთი გაშვებული გოლი აკმარა.

22 აგვისტოს "დილა" ავანტიურაზე არ წასულა, თითქოს შეეგუა მინიმალური ანგარიშით მარცხს. არც "რაპიდმა" გამოიდო დიდად თავი, ნამეტანი გაუფრთხილდა ერთბურთიან ფორას.

დევდარიანმა აღარ შეუშვა მოედანზე მიხაილ გორელიშვილი და კონსტანტინე გაბაშვილით სცადა შეტევაში რაღაცის შეცვლა. "დილამ" მეორე ტაიმში საგოლე მომენტი ვერ შექმნა.

იხილეთ ვიდეო

როგორც უნდა იყოს, "დილა" უიმედო სიტუაციაში ნამდვილად არ არის, დევდარიანის გუნდს რეალურად შეუძლია, რომ უკეთ ითამაშოს. "რაპიდი" იყო, ქართულ საკლუბო ფლაგმანს რამდენიმე წლის წინ ორი მატჩის ჯამში 8:0 რომ მოუგო და ძალიანაც ნუ დავაკნინებთ ახლანდელი "რაპიდის" შესაძლებლობებს...

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გიორგი დევდარიანი: ვინაა უძლიერესი, თბილისში გამოჩნდება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beri@posta.ge
გამოშიგნული დინამოს შემდეგ დილაც რომ პატარა ბიჭუნასავით ათამაშდა, ხელი ჩავიქნიე: თურმე საქართველოს გუნდები ელემენტარულ ფეხბურთსაც ვერ თამაშობენ! სამწუხაროა!
MESXI
ჯგუფში გასვლის შანსი გვაქვს,როგორც არასოდეს. ტოტალური შეტევა ქართულად,ორი ბურთის გატანამდე,ვენაში რომ დავუშვით,ორი ერზე გასვლით,იმგვარი ავსტრიული კონტრ შეტევის გამორიცხვით.თინეიჯერების მოდური ხტუნაობით კი არა დრო და დრო,მიზეზით და უმიზეზოდ, ტრიბუნებზე,არამედ ქართული ერთგულად ჯიგრული ქომაგობით მთელი მატჩის მსვლელობისას.გესმოდათ?ავსტრიელები როგორ ქომაგობდენ.ინგლსელების ქომაგობა ნახეთ ლონდონში,მიუხედავად იმისა რომ დაანგრის დვანდელი ქართული სირცხვილი და თავისმოჭრა-დინამო!ამგვარი ანგარიშით ქართულ გუნდს ევრო მტჩები,ჯერ არ წაუგია გორის ციხეს კი შანსია აქვს.Hკა მაგას დილა!
v.v.a.
აქ სხვა თამაში იქნება. დილა შეუტევს და გოლებსაც გაიტანს. თბილისი დაგვეხმარეთ მარტო გორი სტადიონს ვერ გაავსებს! ერთად გავიმარჯვოთ!
sdfghjk
ჩაურთავს წამმზომს ფედერაცია "დილა"-ს.არ აპატიებენ წინსვლას.მაგრამ მაინც გავლენ.გაიხარონ.
giorgi
დევდარიანი გონიერი მცვრტნელია. რაც მან გააკეთა ბოლო რამდენიმე თამაშში ამდენის მიგცევა ვერცერტმა კარტულმა გუნდმა ვერ სჰეძლო. ამ მწვრტნელმა აირჩია სწორი ტაქტიკა მოკლე პასები, და სწრაფი ტამაში. რაც მგონია გაამარტლებს და შემდეგში აუცილებლად გამოსწორდება. ერთი თამაშით არ განისასზგვრება არაფერი. დილა მჯერა კიდევ გაგვახარებს და ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს მეტოქეს. რაც მთავარია ხალხო ამ მწვრთნელმა მოგვცA შჭOღI MIMAღტULEBA ფEXBUრთის თამაშში. მოკლე პასებიტ თამაში ადვილი არარის ამას ბევრ მოძრაობა და ტექნიკური თამაში სჭირდება რაც გორელებს ძალიან კარგად გამოსდით. ავიგოთ თუნდაც დიინამოსთან ნათამაშევი . დილას რომ გამართლებოდა ტოტენფემმა რომ გაუტანა იმაზე ნკლებს არც დააკლებდნენ. მჯერა რომ გორის დილა კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს და ქართული ფეხბურთის იმიჯს დაიცავს.მთავარია საკმე სწორად მიდის დილაში. ბურტი კი მრგვალია ხან ხან ჩვენ გაგვიტანენ ან ჩვენ გავუტანთ, მთავარია სწორად თამაში გავიხსენოთ.
R
დილას და დევდარიანს და საერთოდ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს მეტი მხარდაჭერე სჭირდებათ
bibo
ცქიფო ჭკვიანი კაცი ხარ და მჯერავ შენი მაგრამ თომაშვილის პოზიცია საერთოდ გაუგებარი იყოო მეორე თამაშში ატამაშე სადაც თამაშობს, ეგ ყველაფერი უპასობა და ბევრი რამ გამოწვეული იყო ტაქტიკიდან რამაც არ გაამართლა. ღმერთო გადმოგვხედე და გაგვიმართლე
gaga
საოცარია მაგრამ დილას რო უმართლებდა,მაგრამ ისე აქედიტ რომ მიკვირდა სხვა თამაშს ხომ უყურებდნენ მეთქი.თორე თამაშს რასაც თამაშობდა დილა გუშინდელ თამაშით არფრით განსხვავდებოდა.ერთ ნორმალურ პასაც ვერ აკეთებდნენ.ცენტრს ვერ ცდებოდნენ,საერთოდ რობოტებს ჰგავდნენ.მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობა, სირცხვილია.და საერთოდ როგორც რაგბში ფეხბურთშიაც შეზღუდვები უნდა იყოს საქართველოსნაირ ქვეყნებისთვის.სირცხვილია ცენტრს ვერ ვ ცდერბოდნენ.როცა ქართულ ფეხბურთს ვუყურებ ოჯახში უსიამოვნება მეწყება.
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს
გიორგი ქვილითაია "გენტის" განაცხადშია და დიდი ალბათობით, დღეს მისი დებიუტი შედგება
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ბოლო დეტალები მოგვარებულია - "გენტი" გიორგი ქვილითაიას დღეს წარადგენს
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე