ამერიკის ღია პირველობის ქალთა ტურნირმა სერიოზული დანაკლისი განიცადა
ამერიკის ღია პირველობის ქალთა ტურნირმა სერიოზული დანაკლისი განიცადა - "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ჩემპიონატში თამაშზე უარი განაცხადა მესამე ნომრად განთესილმა მარია შარაპოვამ.

მიზეზი მარცხენა მხრის ტრავმა გახლავთ, რომლის გამოც მან მონაწილეობა ვერ მიიღო ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირში.

"მარია შარაპოვამ ოფიციალურად თქვა უარი აშშ-ის ღია პირველობაში თამაშზე, - განაცხადა ტურნირის დირექტორმა დევიდ ბრიუერმა. - ჩვენ მას მალე გამოჯანმრთელებასა და მომავალ წელს აქ დაბრუნებას ვუსურვებთ".

შეგახსენებთ, რომ ივნისიდან მოყოლებული, როცა შარაპოვამ უიმბლდონის საწყის რაუნდში განიცადა მარცხი, რუსმა ვარსკვლავმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა - ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე პირველივე მატჩი წააგო ამერიკელ სლოუნ სტივენსთან.

სწორედ ამ მატჩის შემდეგ შეწყვიტა მან ურთიერთობა ახალ მწვრთნელ ჯიმი კონორსთან. მათი თანამშრომლობა მხოლოდ თვე-ნახევარი გაგრძელდა.

მარცხენა მხრის ტრავმა შარაპოვასთვის ქრონიკული დაზიანებაა. ამ მიზეზით მას ცხრა თვე გაუცდა 2008 წელს და შემდეგ დიდი ხანი დასჭირდა ელიტაში დასაბრუნებლად.

ამ უარის გამო შესამჩნევად შეირყევა მარიას პოზიციები WTA-ს კლასიფიკაციაში, რადგან ის შარშან, აშშ-ის ღიაზე ნახევარფინალში გავიდა და ახლა ძალიან ბევრ სარეიტინგო ქულას დაკარგავს.

მარიას არყოფნაში ტურნირის მესამე ნომერი გახდება პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა, მის ქვემოთ მყოფი განთესილი ჩოგბურთელები კი ერთი საფეხურით მაღლა აიწევენ და 32 განთესილს შორის შევა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა.

22 აგვისტოს კიდევ ერთი დანაკლისის შესახებ გახდა ცნობილი. მამაკაცთა ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს ამერიკელი მერდი ფიში.

31 წლის ჩოგბურთელის უარის მიზეზი გახდა გულთან დაკავშირებული ძველი პრობლემები.

"სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს აშშ-ის ღიაზე გამოსვლის საშუალებას.

ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის", - დაწერა ფიშმა თავის "ტვიტერზე".

ფიშს გულის ავადმყოფობა გასული წლის გაზაფხულზე დაუდგინეს და ამის გამო ამერიკელს ამ სეზონში "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის გამოტოვება მოუწია, სულ კი წელს მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და სამში მოიპოვა გამარჯვება.

მსოფლიოს ყოფილი მეშვიდე ნომერი ამჟამად 173-ე ადგილს იკავებს ATP-ის კლასიფიკაციაში.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე აშშ-ის ჩემპიონატს გამოაკლდა ორი ფრანგი ჩოგბურთელი - ჟო-ვილფრიდ ცონგა და ჟილ სიმონი. ასევე, ვერ ვიხილავთ ნიუ იორკში ხორვატ მარინ ჩილიჩს, რომელიც დოპინგის მიღების გამოა დისკვალიფიცირებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ცნობილია, როდის ითამაშებს ნიკა ბასილაშვილი მორიგ შეხვედრას Us Open-ზე
ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი ჯეკ სოკთან გამარჯვების შემდეგ
ოკსანა კალაშნიკოვა Us Open-ის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში გავიდა
ნადალამდე ერთი ნაბიჯია - ვინ არის გუიდო პელა, რომელიც Us Open-ზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო
US OPEN: როჯერ ფედერერი ისტორიაში პირველად 55-ე ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...