რატომ ვერ ახერხებს გორის "დილა" იმას, რომ გუნდი ჩარტერული რეისით გადააფრინოს ვენაში და იქიდან - თბილისში?
ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს ქართული გუნდი არ ჰყავს, ჩვენთვის უფრო აქტუალურია ის, თუ რა სიტუაციაა ევროპალიგაზე...

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი წარმატებული ადამიანია ამ თანამდებობაზეც. მან უეფას პრეზიდენტის არჩევნებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით გაიმარჯვა და წინასაარჩევნო დაპირებებს პირნათლად ასრულებს. პლატინის რეფორმებით აღმოსავლეთ ევროპის კლუბებს მეტი შანსი გაუჩნდათ, გავიდნენ ჩემპიონთა თუ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

გარდა ამისა, უეფა პლატინის პრეზიდენტობით მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის კლუბების ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე გახლავთ.

აღმოსავლეთ ევროპის კლუბები ამ თანამშრომლობითაც ხეირობენ. მაგალითად, თანამშრომლობის შედეგია ის, რომ უეფამ 2013/14 წლების სეზონისთვის უკვე მეორედ გაზარდა solidarity payments-ის თანხა, ანუ იმ კლუბების საპრიზო ფონდი, რომლებიც ვერ ხვდებიან ჩემპიონთა თუ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

solidarity payments-ი აგრეთვე მოიცავს დახმარებას უეფას წევრი ასოციაციების იმ კლუბებისთვისაც, რომლებიც ვერ მონაწილეობენ ევროტურნირებზე.

2013/14 წლების სეზონში უეფას ევროტურნირების საპრიზო ფონდი 1.34 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ახლა ევროპალიგაა. მივყვეთ თანმიმდევრობით:

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 120 000 ევრო

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 130 000 ევრო

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 140 000 ევრო

პლეი ოფი: 150 000 ევრო

გორის "დილა" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო ტურნირში და გავა თუ არა ჯგუფში, 420 ათასი ევრო უკვე იშოვა და ამ თანხას უეფადან ოქტომბერში მიიღებს, თუ ჯგუფში ვერ მოხვდება.

ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრისთვის უეფა ყველა კლუბს დამატებით 1.3 მილიონი ევროთი დაასაჩუქრებს. გარდა ამისა, ჯგუფში ერთი მატჩის მოგება 200 000 ევროთი ფასობს, ფრე 100 ათასით, პირველ ადგილს 400 000 ევრო მოაქვს, მეორე ადგილს - 200 000.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ არ გაუწყეთ, რომ ინფორმაცია მიიღოთ, ამ ციფრებით სხვა რამის დანახვაც შეიძლება.

ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში ჩასატარებელი "ტორპედო"-"დილა" გადაიდო, რადგან "დილამ" 22 აგვისტოს "რაპიდთან" რომ ითამაშა, შინ მიუნხენის გავლით დაბრუნდება და თბილისში 24 აგვისტოს ჩამოვა.

ცხადია, ასეთ პირობებში ფეხბურთელები ძალების აღდგენას ვერ მოახერხებენ და 25 აგვისტოს მატჩისთვის მხნედ ვერ იქნებოდნენ.

მაგრამ ჩნდება კითხვა - თუ "დილამ" წლევანდელ ევროტურნირზე უკვე გამოიმუშავა 420 ათასი ევრო, კლუბის ხელმძღვანელობა რატომ ვერ ახერხებს იმას, რომ გუნდი ჩარტერული რეისით გადააფრინოს ვენაში და იქიდან - თბილისში?

არ ვიცი, ზუსტად რა დაჯდება ასეთი რეისები. დაახლოებით, ეს თანხა 50 ათას ევროს უტოლდება. ევროპულ გუნდებს მარტო იმიტომ კი არ უადვილდებათ 8 დღეში 3 მატჩის გამართვა, რომ სეზონის წინ კარგად ემზადებიან და კარგი ფარმაკოლოგია აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ თვითმფრინავით კომფორტულად (ჩარტერით) მგზავრობენ.

ალბათ, დროა, რომ ქართული კლუბების მესვეურებიც დაფიქრდნენ ამაზე. ყველაფერზე ფულის დაზოგვა ყაირათიანობა ნამდვილად არ არის. თუ კლუბი ხარ, ფეხბურთელების კომფორტულად მგზავრობაზეც უნდა იზრუნო, მით უმეტეს მაშინ, როცა უეფა ამაში ყველანაირად გიწყობს ხელს.

8 დღეში 3 თამაში - ეს ჩარტერის გარეშე არ გამოდის და თუ გვინდა, რომ ევროპას ფეხი ავუწყოთ, ჩარტერის კომფორტზე უარის თქმა, უბრალოდ, არ გამოდის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
და თუ არ ვცდები გორს გაეწია დახმარება ბიუჯეტიდანაც 2 მილიონი ლარის ოდენებით, + ეს უეფას ბონუსებიც და წესით ნამდვილად უნდა იზრუნონ საკუთარ ფეხბურთელებზე... მარტო ხელფასები არაა ზრუნვა ჩემი აზრით... წარმატებას ვუსურვებ დილას.
rize
რაგე ევროპება ჩარტერის ტრაკი თუარ გაქ. ტორპედო ბაზარი არაა გადაუწევს თამაშს მარა.... ამით ჩვენ სისუსტეს ვავლენთ :D
katalonuri universiteti
გილშემატკივრები ამის თაობაზე უკვე დიდი ხანია წერენ კარგია რომ ზოგიერთმა მოდერატორ-ჟურნალისტმა,თუმცა იმ გულშემატკივრების მესიჟებს არ აქვეყნებდენ,მაგრამ ალღო აუღეს საჭირო მასალას და ინფორმაცია მოგვაწოდეს თანადგომა,ალალი თანადგომა წინ წავწევს ქართველობას,თუნდა ფლაგიატურად გამოყენებული თანადგომა.ხშირად ბეჭდეЕ ხალხის აზრი ძალა ერთობაშია
gizog
სხვის ჯიბეში ფულის თვლა, სულ ცოტა უხერხულია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ეს მისასალმებელია, როგორც წინა სტატიებიდან იკვეთება ქართულ ფეხბურთში არის საკითხები, ჟურნალისტურ გამოძიებას კი არა დროა შესაბამისმა ორგანოებმა მიაქციონ სერიოზული ყურადღება. ხოლო ევროპულ ოჯახში ამ საფეხბურთო მეურნეობით შესვლის სურვილი, სადაც ფეხბურთში პროფესიონალიზმის გარდა ყველაფერზე მუშაობენ , ვფიქრობ უტოპიის სფეროა. გაკვირვებული ვარ, ავსტრიის გუნდთან თამმაშში ავსტრიელები უფრო მიმართავდნენ დრიბლინგ, ვიდრე ქართველები, ყოველ შემთხვევაში მატ ეს უფრო უკეთესად გამოსდიოდათ.
Dinamo Fan
კარგი სტატიაა... მადლობა დავით
Elizabeth.Great London
GIVI-ერთ ერტი ქართული გუნდი მუქთახორა ბოსი ხომ არ ბრძანდები? რა ხარჯები,რის ხარჯები ჯურნალისტებმ ძლივს ნორმალურად გარჯა,წერა დაიწყეს,მხოლოდ გამჭვირვალობა ყველა სფეროში,მათ შორის ფინანსურშიც,თუ ქვსურს ქართული ფეხბურთი ამოვიყვანოთ ნაგვიდან,და არა მარტო ფეხბურთი რეფორტირებო მიაწექით ბოლომდე,თუ ფროფესიონალები გქვიათ და დემოკრატიული ევროფულ ოჯახში შესვლა გვსურს.ნუ შეშინდებით!
givi
datvla kargad ici sxva xarji ar akvt netaa
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
რუმენიგე: მესიზე დევისი იზრუნებს - ის ამ სეზონში არავის დაუჯაბნია
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
რუმენიგეს ჩემპიონთა ლიგის რეფორმირება უნდა
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რუმენიგე: ჰოლანი? ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბაიერნი" დატოვა
მათეუსისა და რუმენიგეს ნათქვამმა "ბარსელონა" გააღიზიანა და უფრო მოტივირებული გახადა