კლასიკოს ბარომეტრი

ვაგრძელებთ, "ელ კლასიკოს" თემაზე წერას. ამჯერად 29 ნოემბრის დიდი მატჩის დებიუტანტებს შევეხებით. "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის არაოფიციალური ფინალივითაა. ბუნებრივია, ამ დაპირისპირებაში პირველად მონაწილეებს განსაკუთრებული გრძნობები უჩნდებათ.

"სამეფო კლუბს" 7 ასეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ესპანურ დერბიში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ: რიკარდო კარვალიო, ანხელ დი მარია, სერხიო კანალესი, პედრო ლეონი, მესუთ იოზილი, სამი ხედირა და მატეოსი. მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი დებიუტანტი - ჟოზე მოურინიო! "ბარსელონაში" სულ სამი ფეხბურთელია ისეთი, რომელთაც "ელ კლასიკოს" გამოცდილება არ აქვთ: ადრიანო, ხავიერ მასკერანო და დავიდ ვილია. ჯამში 10 ფეხბურთელი და მწვრთნელი.

განსაკუთრებით ჟოზე მოურინიოს ელიან კატალონიაში. არავის ავიწყდება იქ მოზეიმო პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ.

მართალია, ისინი დებიუტანტებად შევრაცხეთ, მაგრამ ბევრ მათგანს აქვს გამოცდილება პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ თამაშის, ოღონდ სხვა კლუბის მაისურით. პედრო ლეონს "ხეტაფეში" თამაშისას, ხოლო სერხიო კანალესს "რასინგში" ყოფნისას მოუწითა "ბარსელონასთან" რკენა. რიკარდო კარვალიოსაც უთამაშია "ბარსელონას" წინააღმდეგ. საპირისპირო მხარეს, დავიდ ვილიას იკერ კასილიასის კარშიც გაუტანია, მასკერანოს "ენფილდზე" 4:0 ჰყავს განადგურებული "რეალი". ასე რომ, "ნამდვილ" დებიუტანტთა რიცხვი კიდევ უფრო მცირეა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, "ელ კლასიკოს" მონაწილე 10 ფეხბურთელი და 1 მწვრთნელი არ ყოფილა...

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა