ავსტრალიის ნაკრები ახალი მწვრთნელის ევან მაკკენზის ხელმძღვანელობით ველინგთონში მეორე მატჩს გამართავს ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან
ავსტრალიის ნაკრები ახალი მწვრთნელის ევან მაკკენზის ხელმძღვანელობით ველინგთონში მეორე მატჩს გამართავს ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან.

შინ პირველ მატჩში განცდილი მარცხის მიუხედავად, მან თითქმის უცვლელი დატოვა გუნდის შემადგენლობა. ერთადერთი ცვლილება მესამე ხაზს შეეხო და ისიც იძულებითი იყო. ტრავმირებული ჰიუ მაკმენიმანის ნაცვლად "ოლ ბლექსთან" სკოტ ფერდი ითამაშებს.

მაკკენზიმ მგეზავის პოზიცია ისევ მეთ ტოომუას ანდო. ეს მისი ბოლო შანსია თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს, რათა ქუადე კუპერს სამუდამოდ მიუჩინოს ადგილი სათადარიგოთა შორის. ალბათ, ბოლო შესაძლებლობა მიეცა ფულბეკ ჯესი მოგსაც, რომელიც ერთი კვირის წინათ "ვოლაბების" შემადგენლობაში ყველაზე სუსტი იყო.

"ახლა ყველაზე მეტად მოთამაშეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაღელვებს. ძალიან საინტერესოა, როგორ რეაგირებენ ისინი წაგებაზე. მთავარია, ჩვენი საქმიანობის მიმართულება შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ.

დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში უკეთეს ავსტრალიის ნაკრებს იხილავთ", - თქვა "ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა ევან მაკკენზიმ.

ავსტრალია

15. ჯესი მოგი, 14. იზრაელ ფოლაუ, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. კრისტიან ლეალიიფანო, 11. ჯეიმზ ოკონორი, 10. მეთ ტოომუა, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. სკოტ ფერდი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. ბენ მოვენი.

16. საია ფაინგაა, 17. სკოტ სიო, 18. სეკოპე კეპუ, 19. კენ დუგლასი, 20. ლიამ გილი, 21. ქუადე კუპერი, 23. ტევიტა კურიდრანი.

გვერდი მოამზადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის