2010 წელს, მოსკოვში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსებმა სუშილ კუმარის მოსყიდვა სცადეს
თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიურმა პრიზიორმა, ინდოელმა სუშილ კუმარმა გაზეთ The Times Of India-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2010 წელს, მოსკოვში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი მოსყიდვა სცადეს.

კუმარი, რომელიც 66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, აცხადებს, რომ რუს ალან გოგაევთან ფინალური ორთაბრძოლის წინ, მას ერთ-ერთი მწვრთნელის პირით შეუთვალეს "დიდი ფული" წაგების სანაცვლოდ.

ინდოელი სპორტსმენი ვარაუდობს, რომ ვიღაცას სურდა მოსკოვის ჩემპიონატი სწორედ რუს მოჭიდავეს მოეგო.

კუმარი ამბობს, რომ შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან ძალიან უნდოდა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. საბოლოოდ, ინდოელმა მოჭიდავემ გოგაევი დაამარცხა ანგარიშით - 2:1, 1:0.

მსოფლიოს ჩემპიონატის ეს ოქრო ერთადერთია ინდოელის კარიერაში. 2008 წლის ოლიმპიადაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიგო, შარშან, ლონდონის თამაშებზე კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, კუმარმა დაასრულა სპორტული კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა