24 აგვისტოს, სერბულ ზრენჯანინში დაწყებულ პირველობაზე ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე გახდა, მესამე პრიზიორი - ირაკლი მხეიძე
ფოტოზე: რამაზ ზოიძე (მარცხნივ)

შაბათს, 24 აგვისტოს, სერბულ ზრენჯანინში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის სტარტზე თითო-ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე (58) გახდა, მესამე პრიზიორი ირაკლი მხეიძე (50).

ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, პლუს - მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანმა რამაზ ზოიძემ წლეულს ევროპის პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა. მან მესამედ იჭიდავა პლანეტის პირველობის ფინალში, მაგრამ მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა თურქ სელიმ კოზანთან - ევროპის წლევანდელ პირველობაზეც მასთან წააგო.

ფინალამდე ბათუმელმა ფალავანმა, გაზეთ "ლელოს" ვერსიით შარშანდელი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდამ, ოთხი მეტოქე დაამარცხა დამაჯერებლად - მონღოლი ჩოიდოგჯამტს ჯამსრანჯავი (2:2; 3:0), მოლდოველი მაქსიმ საკულტანი (1:3; 5:0), რუსი ურუზბეგ ცომარტოვი (9:5) და ბელარუსი დზიანის მაქსიმაუ (8:0). სამწუხაროდ, ფინალში ვერაფერს გახდა თურთან, რომელმაც ფიზიკურადაც აჯობა და ტაქტიკურადაც სწორად წარმართა ჭიდაობა - 0:7. ამდენად, ზოიძემ წლევანდელი სეზონი ვერცხლ-ბრინჯაოთი დაასრულა, რაც არაა ურიგო შედეგი.

ბედინეიშვილმა მხეიძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეიყვანა ნაკრებში და ცვლილებამ გაუმართლა. უნგრელ რიჩარდ ვილჰელმთან იოლი გამარჯვების შემდეგ (9:1 პირველივე ორ წუთში) მხეიძე აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტთან, ევროპის წლევანდელ მესამე პრიზიორ მახირ ამირასლანოვთან დამარცხდა - 4:8; 0:4.

დამამშვიდებელ წრეში სამ პაექრობაში იმარჯვა, მათ შორის ბრინჯაოსთვის პაექრობაშიც პოლონელ პატრიკ ოლენცზინთან, რომელსაც წმინდად მოუგო - 8:0 პირველივე პერიოდში.

შაბათს ბედინეიშვილის შეგირდთაგან ბრინჯაოსთვის ტარიელ გაფრინდაშვილმაც (69) იჭიდავა, მაგრამ წააგო და ევროპის პირველობის მგავსად, ამჯერადაც მეხუთეზე დარჩა.

ძირითად ბადეში ის უპრობლემოდ გავიდა ნახევარფინალში, სადაც ირანელთა მომავალ ვიცე-ჩემპიონ კამრან გასემპოურთან სუფთად დამარცხდა (0:8), დამამშვიდებლის ფინალში კი რუს ტიმურ ბიზოევთან ვერ გახდა ვერაფერს - 2:7. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ტრავმირებული ხელით ჭიდაობდა.

შაბათს 42 კილოგრამში მონაწილე არ გვყოლია, ვაჟა ომარაშვილი (85) კი ნაადრევად გამოვარდა. ბედინეიშვილის გუნდი კვირასაც კაცნაკლული გავა საჭიდაოდ - ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი შმაგი თოდუა (46) დაშავდა. გიორგი ყაზარაშვილი (54) პირველ წრეში ინდოელ რავი კუმარის ეჭიდავება, გიორგი ნიკოლიშვილი - ირანელ ალი ესმაილპურჯოუბარის, გიორგი გიორგობიანი (76) - უკრაინელ ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ბოგდან პოპკოვს, გივი მაჭარაშვილი (100) - ლიტველ დენის ნედობორს.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზოიძე ტიტულოვან მეტოქესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ბოლო აკორდი - "თავისუფლებს"
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
მსოფლიოს ჩემპიონატი გივი მაჭარაშვილის ბრინჯაოთი დავხურეთ
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა