ოთხი ერის გათამაშების მეორე ტური პირველთან შედარებით ბევრად უფრო დაძაბული გამოდგა
ოთხი ერის გათამაშების მეორე ტური პირველთან შედარებით ბევრად უფრო დაძაბული გამოდგა.

"ვოლაბებმა" და "პუმებმა" მეტოქეებს წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ და, სავარაუდოდ, პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. თუმცა წინ ჯერ კიდევ ოთხი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ველინგთონში ახალი ზელანდიის ნაკრებმა მეზობელ ავსტრალიას უმასპინძლა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა - 27:16. "ვოლაბებმა", პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, მეტოქეს დასაწყისიდანვე დიდი პრობლემები შეუქმნეს. მეტიც, მასპინძლები 27-ე წუთამდე უქულოდ იყვნენ, რაც ძალზედ იშვიათად ხდება.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ახალზელანდიელები ზედმეტად თავდაჯერებულნი ჩანდნენ, გუნდური თამაში არაფრით გამოსდიოდათ და, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინდივიდუალურ გარღვევას, ხეირიანი არაფერი გაუკეთებიათ. ამასობაში კი სტუმრები ექვსი ქულით დაწინაურდნენ - 6:0.

27-ე წუთზე "ოლ ბლექსმა" პირველი გუნდური შეტევა განახორციელა. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი მარჯვნივ, ბოლომდე ჩაათამაშეს და გარემარბი ბენ სმითი ჩათვლის მოედანში შეიჭრა. მგეზავმა ტომ ტეილორმა, რომლისთვისაც, ალბათ, ჯერ კიდევ ადრეა ნაკრებში თამაში, გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:6.

მანვე ათ წუთში საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა თავისიანები, რასაც ისევ ბენ სმითის ლელო მოჰყვა.

"ოლ ბლექსმა" ტაიმი 15:6 მოიგო. შესვენების შემდეგ ტეილორმა კიდევ სამი საჯარიმო გაიტანა და 64-ე წუთისთვის "ოლ ბლექსი" უკვე 15 ქულით დაწინაურდა - 24:9.

ავსტრალიელებმა თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე მაა ნონუს შეცდომით ისარგებლეს. გარემარბმა იზრაელ ფოლაუმ მისი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 70 მეტრი ირბინა. მატჩში ბოლო წერტილი "ოლ ბლექსის" ფულბეკმა იზრაელ დაგმა დასვა, რომელმაც საჯარიმო გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 27:16.

შეგახსენებთ, რომ ორივე მატჩის გმირი გარემარბი ბენ სმითი იყო, რომელმაც ჯამში ხუთი ლელო გაიტანა.

არგენტინის პროვინციულ ქალაქ მენდოსაში კი ლამის სენსაცია მოხდა. "პუმებმა" პირველ მატჩში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ძალების მობილიზება მოახერხეს და "ბოკესთან" მეორე შეხვედრაში ლელო პირველივე წუთზე გაიტანეს.

თავი მესამეხაზელმა ხუან მანუელ ლეგუსამონმა გამოიჩინა. გარდასახვა ფელიპე კონტეპომიმ მიითვალა. მალე მან და "ბოკეს" მგეზავმა მორნი სტეინმა საჯარიმოები გაცვალეს და მე-10 წუთისთვის მასპინძლები 10:3-ით დაწინაურდნენ.

ოთხ წუთში სამხრეთაფრიკელთა გარემარბმა ბიორნ ბესონმა ლელოს გატანა შეძლო და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ამაზე მასპინძელთა შუამარბმა მარსელო ბოსხმა ლელოთივე გასცა პასუხი. პირველი ტაიმი არგენტინელებმა ოთხი ქულის სხვაობით, 17:13 მოიგეს.

შესვენების შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და მასპინძლებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. "ბოკეს" მგეზავმა მორნი სტეინმა კი კიდევ სამი საჯარიმო გაიტანა და გუნდი მარცხისგან იხსნა - 22:17.

ახ. ზელანდია-ავსტრალია 27:16

ახალი ზელანდია (15-9) დაგი, ბ. სმითი, კ. სმითი, ნონუ (სლედი 76), სავეა, ტეილორი, ა. სმითი (კერლ-ბარლოუ 71). (1-8) ვუდკოქი (კროკეტი 63), ჰორი (კოლი 48), ფრენქსი (ფაუმუინა 68), რეტალიკი, ვაითლოქი, ლუატუა, მაქოა, რიდი.

2ლ: ბ. სმითი. 5ს: ტეილორი (4), დაგი. გ: ტეილორის.

ავსტრალია (15-9) მოგი, ფოლაუ, ეშლი-კუპერი (კურიდრანი 64), ლეალიიფანო, ოკონორი, ტოომუა (კუპერი 58), გენია (ვაითი 77). (1-8) სლიპერი (სიო 36), მური (ფაინგაა 77), ალექსანდერი (კეპუ 55), საიმონსი (დუგლასი 72), ჰორვილი, ფერდი, ჰუპერი, მოვენი (გილი 65).

ლ: ფოლაუ. 3ს,გ: ლეალიიფანო.

მსაჯი: იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა)

არგენტინა-სამხრეთი აფრიკა 17:22

არგენტინა (15-9) ამოროსინო, კამაჩო, ბოსხი, კონტეპომი (ფენანდესი 48), აგუჯა, სანჩესი, ლანდახო (კუბელი 56). (1-8) აიერსა, გუინასუ (კრევი 66), ფიგალო, კაბეჯო, გალარსა (ლავანინი 68)ს, მატერა, ლეგუსამონი, სენატორე (მაკომე 60).

2ლ: ლეგუსამონი, ბოსხი. 2გ,ს: კონტეპომი.

სამხრეთი აფრიკა (15-9) ლე რუ, ბესონი, ენგელბერხტი (სერფონტეინი 68), დე ფილიერსი, ჰაბანა, სტეინი, პინარი. (1-8) მთავარირა (სტენკამპი 58), სტრაუსი (ბ. დუ პლესი 52)), ი. დუ პლესი (ოოსტჰუიზენი 68), ესტებესი, კრუხერი (ფან დერ მერვე 56), ლოუ, ალბერტსი (კოლიზი 68), ვერმულენი.

ლ: ბესონი. 5ს,გ: სტეინი.

მსაჯი: მარშალ კილგორი (ირლანდია)

სატურნირო მდგომარეობა

1. სამხრეთი აფრიკა - 9 ქულა, 2. ახალი ზელანდია - 9, 3. არგენტინა - 1, 4. ავსტრალია - 0.

III ტური

ახალი ზელანდია-არგენტინა

ავსტრალია-სამხრეთი აფრიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
ზაზა ფაჩულიას აკადემიამ 16 წლამდელთა ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო
[VIDEO] წარმოუდგენელი სიხარული - ნახეთ რა ხდებოდა კონგოში, როცა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
[VIDEO] განამ პანამა ბოლო წამებზე დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-3 დინამო (ბთ). ახალი იმპულსის აუცილებლობა
[VIDEO] რონალდოს პორტუგალიამ კონგოს ვერ მოუგო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
ტყუპისცალიც ავსტრიაში - ოთარ მამაგეიშვილი "ვოლფსბერგერში" გადაბარგდა
"ვოზინიამ პირად შეტყობინებაში მომწერა და ეს მთხოვა" - რუს ბლოგერს კაპო ვერდელთა გმირი მეკარე გაახსენდა და ისტორია მოჰყვა
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
ოთხი ერი. IV ტურის წინ: ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი
ოთხი ერი. II ტური: ბლედისლოუ, დიდი ომის შემდეგ
ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?
ოთხი ერი: რა მოხდება ბუენოს აირესში?
ოთხი ერი. III ტურის წინ: პერთსა და ნიუ პლიმუთში
ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?
ოთხი ერი. III ტური: დიდი სენსაცია ახლოს იყო...
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ