30 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი ამირ აზმი მოჰამედ მეგაჰედი ბოლო წლებში საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობდა
ორი დღეა, რაც "ზუგდიდში" ეგვიპტელი ფეხბურთელი ამირ აზმი მოჰამედ მეგაჰედი ვარჯიშობს, რომელიც ბოლო წლებში საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობდა.

მას კარგად იცნობს ზუგდიდელთა მწვრთნელი კობა წიტაიშვილი. თავის დროზე ისინი ერთად თამაშობდნენ "ანორთოსისში".

"ჩვენს ქვეყანაში არეულობის გამო ეროვნული ჩემპიონატი ჩაიშალა. ამის შემდეგ კობა წიტაიშვილს თავად დავუკავშირდი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოვთქვი.

ჩემს შესაძლებლობაზე ყველაზე უკეთ მას მოეხსენება. სადაც მითამაშია, ყველგან ძირითად შემადგენლობაში ვიყავი.

ახლაც კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, "ზუგდიდს" აუცილებლად დავეხმარები," - განაცხადა ამირ აზმიმ "ზუგდიდის" პრესსამსახურთან კომენტარში.

30 წლის ეგვიპტელი ტანმაღალია - 190 სმ. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველისთვის უცხო არც ცენტრალური მცველის როლია - ბოლო პერიოდში სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშებდნენ.

ეგვიპტის ეროვნული ნაკრებში პირველად 2005 წელს მიიწვიეს, თუმცა მხოლოდ 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტჯერ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშა.

რაც შეეხება ამირ აზმის საკლუბო კარიერას, ის საკმაოდ შთამბეჭდავია: 2004-07 წლებში საბერძნეთის პაოკ-ის ღირსებას იცავდა, 2007-08 წლებში საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამოდიოდა, 2008 წელს კვიპროსული "ანორთოსისის" მაისურა მოირგო და გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

იმავე წლის ივნისში აზმი თურქეთის სუპერლიგის "ჰაჩეთეფეში" (ყოფილი "არასფორი") გადავიდა, სადაც რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა: 2008 წლის სექტემბერში "ფენერბაჰჩესთან" გუნდის ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო. თუმცა გუნდი სუპერლიგიდან გავარდა, ამირ აზმი კვიპროსში დაუბრუნდა და ლარნაკას აეკ-ში ჩაირიცხა.

ამ პერიოდში გერმანული ვებგვერდი "ტრანსფერმარკტი" მის სავარაუდო ფასად 1.5 მილიონ ევროს ასახელებდა, თუმცა ახლა 30 წლის ფეხბურთელს ზუსტად 10-ჯერ ნაკლებად, 150 ათას ევროდ აფასებს.

მალე, მცირე ხნით, აზმი ისევ თურქულ კლუბში, ამჯერად "დიარბაქირში" ჩაირიცხა. მერე კი, როგორც ჩანს, მისი კარიერა დაღმა დაეშვა: ჯერ საუდის არაბეთს მიაშურა, 2011 წლიდან დღემდე კი ეგვიპტის პრემიერლიგის კლუბ "მისრ ელ მაკაშას" შემადგენლობაში თამაშობდა. იქ ცენტრალური მცველი გახლდათ.

25 აგვისტოს ეგვიპტელს მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ არ უთამაშია. როგორც კობა წიტაიშვილი ამბობს, ზუგდიდელთა შორის ამირ აზმი მეგაჰედის დებიუტი მე-4 ტურში, ბოლნისის "სიონთან" განმუხურში გასამართ შეხვედრაში შედგება.

საინტერესოა, რა პირობებს სთავაზობს "ზუგდიდი" ეგვიპტელს?

"შეიძლება დაუჯერებლად გეჩვენოთ, მაგრამ ამირ აზმი საქართველოში წიტაიშვილის ხათრით ჩამოვიდა, მეგობრობდნენ და თამაში ყოველგვარი პირობისა და ვაჭრობის გარეშე მოისურვა.

ეგვიპტელმა ისეთი თვისებები გამოავლინა, გაოცებული დავრჩი. კარგი მოთამაშე და კიდევ უკეთესი ადამიანი ჩანს. მისი სურვილი ფორმის შენარჩუნებაა, ჩვენი კი - გაძლიერება და ეს სურვილები ერთმანეთს დაემთხვა", - გვითხრა "ზუგდიდის" დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
გიორგი დარასელია "ზუგდიდის" მწვრთნელად, კობა წიტაიშვილი - დირექტორად...
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
ᓕᕘ
ᓠ
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ლევან კუტალაია: ისევ უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში მსურს და ეს რეალურია
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ზუგდიდის "ოდიში": მოვიპოვოთ ევროსაგზური, შევავსოთ სტადიონი!
სიჭინავა პირველივე შეხვედრისას დამემუქრა - რას ჰყვება "ზუგდიდის" ყოფილი დირექტორი
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ
მალხაზ ჭეჟია "ზუგდიდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა
"ზუგდიდი" კიდევ ორი ეგვიპტელი ლეგიონერის მოლოდინში
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა