ზუგდიდურ კლუბს ფული არ აქვს, მაგრამ გუნდი ახალ ფეხბურთელებს იმატებს, თანაც - უცხოელებს
ფოტოზე: ჯამალ ჰამზა

"ზუგდიდს" ფული არ აქვს, მაგრამ გუნდი ახალ ფეხბურთელებს იმატებს, თანაც - უცხოელებს.

გუნდს 3 თამაშიდან მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხადია, გაძლიერება სჭირდება. ზუგდიდელი გულშემატკივარი მარტო ქულების რაოდენობით კი არა, თამაშის ხარისხითაც უკმაყოფილოა.

არადა, კობა წიტაიშვილს არაერთი კვალიფიციური შეგირდი ჰყავს.

"მიუხედავად შედეგებისა, მე თამაშით კმაყოფილი ვარ, - თქვა წიტაიშვილმა "მერანთან" მატჩის შემდეგ, - ბიჭებმა იბრძოლეს... საერთოდ, გასათვალისწინებელია, რომ "ზუგდიდს" შეკრებაც არ გაუვლია, ფეხბურთელებმა ვარჯიში ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე დაიწყეს, შეთამაშება და კონდიციები გვაკლია, მაგრამ მჯერა, გუნდი მალე დალაგდება და შედეგიც მოვა".

"ლელო" უკვე წერდა, რომ რამდენიმე დღეა, "ზუგდიდში" ეგვიპტის ნაკრებში ნათამაშები (5 მატჩი, 1 გოლი) ამირ აზმი მოჰამედ მეგაჰედი ვარჯიშობს. გულშემატკივარი უკვე "მერანთან" შეხვედრაში ელოდა მის გამოჩენას, თუმცა ეგვიპტელი განაცხადში არ იყო.

წიტაიშვილი ამის მიზეზსაც განმარტავს და უფრო საინტერესო სიახლეებსაც გვიმხელს:

"მეგაჰედი მზადაა, "ზუგდიდს" უხელფასოდ დაეხმაროს, მაგრამ სულის მოსათქმელად ორიოდე დღე მივეცით და, ალბათ, შემდეგ ტურში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ კიდევ ორი ეგვიპტელი ფეხბურთელი ჩამოგვყავს: ჯამალ ჰამზა, რომელიც "ალ ზამალეკსა" და გერმანიის ბუნდესლიგის "მაინცში" ირიცხებოდა. მას ეგვიპტის ნაკრებშიც უთამაშია. ბოლოს კი, თავის ქვეყანაში დაწყებული არეულობის გამო, ერაყში წავიდა.

ის თავდამსხმელია, თუმცა უკანდახეულ შემტევ ნახევარმცველადაც გამოგვადგება. მეგაჰედის დახმარებით, შესაძლოა, მესამე ეგვიპტელიც ჩამოვიყვანოთ. ეს არის აჰმედ აბუ მოსალემი. ის ფრანგულ "სტრასბურსა" და "აიაჩოში" თამაშობდა, მარცხენა მცველია და ევროპულ ტურნირებზე გამოსვლის გამოცდილება აქვს.

იმედია, ამ გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ჩვენი ბიჭებიც გაიზრდებიან, გუნდი გაძლიერდება და ჩემპიონატში ყველა მეტოქესთან იბრძოლებს. არ მსურს, ჩემი სამწვრთნელო კარიერა წარუმატებლად დაიწყოს".

ფოტოზე: აჰმედ აბუ მოსალემი

ახლა უფრო კონკრეტულად "ზუგდიდის" ახალ "ფარაონებზე" (ეგვიპტის ნაკრების მეტსახელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეთერი კვირკვია
"იმედია, ამ გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ჩვენი ბიჭებიც გაიზრდებიან, გუნდი გაძლიერდება და ჩემპიონატში ყველა მეტოქესთან იბრძოლებს".-----იმედია ამ სიტყვებს გაამართლებთ. ჭარმატებებს გისურვებთ
Walkabout
ძალიან კარგია...
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
რატომ ჩამოვიდა ეგვიპტელი "ზუგდიდში"? - გარიგება პირობებისა და ვაჭრობის გარეშე
ახალი წლიდან "ზუგდიდს" ვერ იცნობთ! - "კამიკაძე" გიორგი დარასელიას ოპტიმიზმი
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
"არაფრისმომცემ ეგვიპტელებს "ზუგდიდში" აქაურებზე მეტი ხელფასი ჰქონდათ!"
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ
მალხაზ ჭეჟია კობა წიტაიშვილს პასუხობს: ეს საერთოდ აღმაშფოთებელია!..
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
ᓕᕘ
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ᓠ
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა