მსოფლიოს ჩემპიონატი მეორე ადგილისთვის ფანტასტიკური ბრძოლით დასრულდა
რალის მსოფლიოს ჩემპიონატი მეორე ადგილისთვის ფანტასტიკური ბრძოლით დასრულდა. ბოლო ეტაპამდე ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ სებასტიან ოჟიეს უპრობლემოდ უნდა გაეფორმებინა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ფრანგმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "სიტროენის" მეორე გუნდში გამოსვლამ არ მისცა მას ტიტულისთვის ბრძოლის საშუალება. მოკლედ, ახალგაზრდა პილოტისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მხოლოდ ბოლო ეტაპამდე...

შაბათს ოჟიე ტრასიდან გადავარდა და მისი მცირედი უპირატესობა პეტერ სოლბერგსა და ლატვალაზე სადღაც გაქრა. სკანდინავებმა ეს რალი კარგ დონეზე ჩაატარეს და ზუსტად ის ქულები მიიღეს, რომელიც ფრანგის გასასწრებად იყო საჭირო. სამწუხაროდ, ოჟიემ საერთო ჩათვლაში მხოლოდ მეოთხე ადგილი მოიპოვა - შესაძლოა, ეს მკაცრი სასჯელია ერთი დასანანი შეცდომის გამო, მაგრამ ქულები ითვლება ყველა ეტაპის ჯამში და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მეტოქეები ასევე ვერ ახერხებდნენ ფინაშამდე მისვლას.

საბოლოოდ, სწორედ ლატვალამ და სოლბერგმა გამართეს მეორე ადგილისთვის ბრძოლა. ეს არათანაბარი დაპირისპირება იყო, რადგან სოლბერგს ლოების გასწრება სჭირდებოდა ამ ლოკალურ დუელში გასამარჯვებლად. ფრანგმა არ გაატარა ნორვეგიელი, თავის მხრივ კი პეტერმა ვერ გაბედა მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლა, რადგან რისკზე წასვლას საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი ამჯობინა - რბოლიდან რომ გავარდნილიყო, მესამე პოზიცია ოჟიეს შეხვდებოდა.

ლატვალამ ბრიტანეთის რალი მესამე ადგილზე დაასრულა. ბევრს გაუჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მიკო ჰირვონენმა გაატარა თანაგუნდელი. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ ჰირვონენს შარშანდელი სეზონის გამო ლატვალას ვალი ჰქონდა, გარდა ამისა, წელს "ფორდის" მთავარი ვარსკვლავი სწორედ იარი-მატი გახლდათ. მართალია, სეზონის წინ ის ოფიციალურად გამოაცხადეს მეორე ნომრად, მაგრამ შემდეგ ყველაფერი განსხვავებული სცენარით წარიმართა.

ლატვალამ თავისი კლასი ბრიტანეთის რალიშიც დაამტკიცა - ბრძოლა გაუმართა სამივე "სიტროენს" და სერიოზულ პრეტენზიას აცხადებდა ეტაპში გამარჯვებაზე, მაგრამ საბურავის დაზიანებამ ეს შანსი მოუსპო და მხოლოდ ჰირვონენთან მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა შერჩა ხელთ. სხვათა შორის, ლატვალას თავადაც შეეძლო თანაგუნდელის გასწრება, რადგან პირველ დღეს მათ შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. ასე რომ, "ფორდის" მხრიდან გუნდური ტაქტიკის გამოყენება სულაც არ არის დამტკიცებული.

რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ეტაპის გამარჯვებულ სებასტიან ლოებს, რომლისთვისაც ეს 62-ე ტრიუმფი იყო კარიერაში. უელსში ფრანგმა კვლავ უშეცდომოდ იარა - მასზე მეტოქეთა მხრიდან ზეწოლამაც ვერ იმოქმედა.

XIII ეტაპი. ბრიტანეთის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:14.54,0; 2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +19,1; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +1:35,3; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - +1.53,3; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +2:12,2; 6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +6.26,5; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +8.37,8; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +10.27,9...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 276 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 171; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 169; 4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 167; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 150; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 126; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 74; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 45; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 36; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 25...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის