"დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩის მერე ერთმა ჩვენებურმა ფეხბურთელმა პირდაპირ ეთერში თქვა - "ტოტენჰემს" ბიუჯეტი 200 თუ 300 მილიონი აქვს და ასეთ გუნდს როგორ უნდა მოვუგოთო?
"დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩის მერე იყო, ერთი ჩვენებური ფეხბურთელი რომ გამოვიდა პირდაპირ ეთერში და თქვა - "ტოტენჰემს" ბიუჯეტი 200 თუ 300 მილიონი აქვს და ასეთ გუნდს როგორ უნდა მოვუგოთო?!

როგორ უნდა მოვუგოთ "ტოტენჰემს", ეს უფრო მწვრთნელის საქმეა, ხოლო ფულს რაც შეეხება - კლუბის, ოღონდაც, ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ და ილუზიებში არ უნდა ვიყოთ.

რაც ამ თვალსაზრისის მეორე აბზაცში წერია, ოდენ ჩემი აზრია, ფაქტები კი იმისთვის არსებობს, რომ გავიხსენოთ ისინი და სხვებსაც შევახსენოთ.

1998 წელი გამახსენდა. მაშინ თბილისის "დინამომ" ევროფრონტი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით გახსნა. დინამოელებმა ჯერ ალბანური "ვლაჟნია" დაამარცხეს, მერე კი ბილბაოს "ატლეტიკს" გადაეყარნენ.

"ატლეტიკს" მაშინ ლუის ფერნანდესი წვრთნიდა. 1998 წელს იმ გუნდმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა.

მოკლედ, იმ მომენტისთვის "ატლეტიკი" ესპანეთის მეორე გუნდი იყო, რომელშიც ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობდნენ, მაგალითად - ხულენ გერერო და ხოსება ეჩებერია.

"დინამო"-"ატლეტიკის" წყვილში ფავორიტი, ცხადია, ბასკური გუნდი იყო, მაგრამ მატჩის წინ დიღმის ბაზაზე არ იყო კაპიტულანტური განწყობა. "დინამოს" მაშინ მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა, ხოლო შემადგენლობას რაც შეეხება, არა მგონია, ახლანდელი "დინამო" მაშინდელს ბევრად ჩამოუვარდებოდეს, შესაძლოა, არც არაფრით იყოს ნაკლები.

პირობებს რაც შეეხება, 1998 წლის "დინამოს" უკვე ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, წამყვანი ფეხბურთელების ხელფასი კი 1 000-2 000 დოლარი იყო.

დღეს ამხელა ხელფასს ისეთ ქართულ გუნდებშიც არიგებენ, საქართველოს ჩემპიონობისთვის რომ ვერ იბრძვიან. მაშინ კი ასეთი ჯამაგირი დინამოელებს ჰქონდათ.

მოკლედ, 1998 წელს "დინამოს" ბილბაოს "ატლეტიკისთვის" რომ მოეგო, ჩემპიონთა ლიგაში შეაბიჯებდა. დინამოელებმაც მოინდომეს და მეტოქე თბილისში 2:1 დაამარცხეს. "დინამოს" მაშინ არ ჰყოლია 250 ათას ევროდ ნაყიდი აფრიკელი ლეგიონერი, არც უცხოელი მწვრთნელი, არც პრიმერა დივიზიონში ნათამაშები ფეხბურთელი, მაგრამ ესპანეთის მეორე გუნდს მაინც მოუგო.

საპასუხო შეხვედრაში "დინამო" კაცნაკლული დატოვეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში შესვლის საკითხი გიორგი კიკნაძეს შეეძლო გადაეწყვიტა, მაგრამ საგოლე შანსი ვერ გამოიყენა, "დინამო" 0:1 დამარცხდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში "ატლეტიკმა" შეაბიჯა...

მას შემდეგ 15 წელი გავიდა, ფეხბურთში დონე კიდევ უფრო გათანაბრდა და 5:0 ძალიან იშვიათი ანგარიში გახდა, თუ ფარერებს, ანდორას ან სან მარინოს გუნდებს არ ეთამაშები.

შარშანდელი ამბავიც მახსოვს, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბორისოვოს ბატე-მ "ბაიერნი" 3:1 დაამარცხა. ბავარიელები ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ, მხოლოდ ბასტიან შვაინშტაიგერი იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

როგორ გგონიათ, ბატე-ს და "ბაიერნის" ბიუჯეტი ძალიან დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან?! ბატე და "ბაიერნი" ძალიან განსხვავებულ ჩემპიონატებში არ თამაშობენ?!.

ფეხბურთი დემოკრატიული თამაშია და მხოლოდ ფული არ არის გადამწყვეტი, როცა გუნდს აქვს მომზადების და განვითარების ელემენტარული პირობები. არავინ დაძრახავდა "დინამოს", თუ ის "ტოტენჰემს" ვერ მოუგებდა, მაგრამ ხალხი სტადიონზე მაინც მივიდა, ალბათ, იმიტომ, რომ სჯეროდა "დინამოს" ფეხბურთელების ევროპული პოტენციალის; სტადიონზე მისულ ქომაგს არ ჰქონდა უიმედობის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა იმ დიდ განსხვავებაზე, რაც არის "დინამოსა" და "ტოტენჰემის" ბიუჯეტებს შორის.

ვისაც ინგლისის ასოციაციის თასის თამაშები უნახავს, იქაც მასეა - დაბალბიუჯეტიანი კლუბები მაღალბიუჯეტიანებს ხვდებიან, ოღონდაც, ისეთ ბრძოლას უმართავენ, რაც ვერ ვნახეთ "დინამო"-"ტოტენჰემის" შეხვედრაში...

ინგლისში ამიტომაც უყვართ ფეხბურთი სხვანაირად...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]

sosos
ფერნანდო, მე საქართველო არ მინახავს და შენი არ ვიცი. რაც დავიბადე სსრკ-ში მიწევს მას მერე ცხოვრება!
ფერნანდო
სოსოს---შენ რომელი, არაგოიმი ერის წარმომადგენელი ხარ? ქართულად თუ წერ-მინიმუმ ცხოვრობდი საქართველოში..უმადურობა--ძალიან ცუდი ჩვევაა!
ფერნანდო
გუნდი ბოლო ორ წელიწადში გაიზარდა, მაგრამ დონე ევროპულისაგან ჯერ შორსაა , თამაშში ძალიან სერიოზული პრობლემებია,განსაკუთრებით პასია ცუდი-ხშირად იკარგება ბურთი. მე პირადად უჰრინს გავუშვებდი, ალბათ მაგის მაქსიმუმი საქართველოში დუბლის გაკეთება იყო.
sosos
რა გოიმებიც ხართ ქართველები ისეთი გოიმური ფეხბურთიც გაქვთ ზოგადად. გაგებაში არ ხართ ფეხბურთი რა არის. ჯერ კიდევ სსრკ-ში ცხოვრობთ და გგონიათ, რომ თუ წააგებს უნდა დაითრგუნოს, მოწინააღმდეგეს ხელი არ უნდა ჩამოართვას და ა.შ. ამიტომაცაა დაგრუზული მწვრთნელები და ფეხბურთელები არაადეკვატურ კომენტარებს რომ აკეთებენ, იმიტომ, რომ ეგეთი მოლოდინი გაქვთ თქვენ და ისინიც არ გიცრუებენ იმედებს, რომ ილუზიებში გაცხოვრონ. ეს ილუზიები კი მალე იმსხვრევა და რჩებით ასე ხახამშრალი და აკეთებთ ამ სირულ კომენტარებს.
sos
პეხბურთელი რომელიც 0-5 ცაგების შემდეგ მივა მეტოქის ფეხბურთელთამ მაისური გამიცვალეო მე ვერ დავიჯერებ რომ ის ფეხბურთელი რამეს განიცდის და დათრგუნულია . მთავარი ხო ისსაა რო ვიგაცის ოფლიანი მაისური ჩაუგდო ხელში და მერე რა კაცო ვის არ წაუგია და მერე რა რომ 0-5. სირცხვილია ესეთი დამოკიდებულება. ხურცილავა თამაშის შემდეგ ერთ ერთ ტოტენჰემელთან მივიდა და არ გაიცვალა ინგლისელმა მაისური მე გამიტყდა მაგრა და რატო იმცირებენ ესე თავს და ჩვენც რატო გვაყენებენ შეურაწყოფას ვერ ვხდებირა.ეს ხო იმას ნიშნავს რომ კიდიათ ყველაფერი
ynwa
სამარცხვინოა, როცა დინამოს ფეხბურთელები ფინანსურ სხვაობაზე საუბრობენ. მაგათ მილიონები რომც მისცე, მაინც ჩაფახდებიან მეტოქის დანახვაზე. ასე იყო სტიაუასთან და ასე იყო ტოტენჰემთან. ტოტენჰემთან ისეთი შიში ჰქონდათ, რომ მეტოქეს ახლოსაც ვერ ეკარებოდნენ. მეტი თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს კაცს?! მართალია მეტოქეზე სუსტი ხარ, მაგრამ ასე ხომ არ უნდა გაუწვე. თვით მეძავსაც კი აქვს თავისი ღირსება, მაგრამ დინამოს!!! აი ნახეთ, ინგლისის თასის თამაშების შედეგები. მართალია ფაქტიურად ყველა პრემიერლიგელი გავიდა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ როგორი ბრძოლები გადახდათ. ლივერპული - ნოთს ქაუნთი 4-2 დამატებით დროში. არადა ეს ნოთსი ინგლისის პარამეტრებით 4 დივიზიონში ასპარეზობს, მაგრამ მისი ფეხბურთელები ნამდვილი კაცები არიან და ენფილდზე ბრძოლა გაუმართეს ლივერპულს. და ამ გუნდებს შორის კიდევ უფრო დიდი სხვაობაა ფინანსურად, ვიდრე ტოტენჰემსა და დინამოს შორის, მაგრამ ფეხბურთი ის სახეობაა, სადაც შეგიძლია შენზე მდიდარს და ძლიერს ებრძოლო, თავი დადო, და დაგიფასდება, როგორც შენი გულშწემატკივრებისგან ისე მეტოქისგანაც. მით უმეტეს ინგლისელებს ეთამაშები და მათ იციან ვაჟკაცური და ღირსეული თამაშის ფასი. სირცხვილია, როცა ღირსებას კარგავ. ალბათ ინგლისელებს ეზარებათ კიდეც ამ უღირსოებთან თამაში . . .
ioio
მართალია მენტალური პრობლემები აქვთ ნახევარ გუნდს პირზე ეკერა კიდე კარგად გადავრჩითო ამას რო ფეხბურთელი იტყვის რაღაზეა ლაპრაკი როგორღა გინდა მერე მიხვიდე თამაშზე და 90 წუთი გაუჩერებლად უგულშემატკივრო მაგრამ მე იმის იმედი მაქ რო ესენი მალე წავლენ ნახევარზე ემტი იმენა გასაყრელები არიან და იქნება პატარები მაინც გაიზარდონ ჯანსაღ გარემოში თორე ესეთის გვერძე რო გაზრდი პატარას მერე ისიც იგივეს იტყვის შევადაროთ ეხლა წარმოიდგინეთ 5-0 წაგების მერე ყიფიანი და ჩივაძე მაგას იკადრებდნენ ეგეთი რამის თქმას? არ ვიცი რა გული მაქ დწყვეტილი დინამოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ არ განვეკუთვნები ფანების იმ რიცხვს ფეღბურთელს ხელს რო ჩამოართმევენ და მერე სამი დღე რო არ ძIნავთ ჩემთვის კლუბია მთავარი და არა Fეხბურთელი!!! დარწმუნებული ვარ ეხლა დინამოშI რო მიხვიდე დინამოს ელემენტარული ისტორია არ ეცოდინება გუნდის ნახევარს ამაზე თავს დავდებ!! კარგია ფიფია ფულს რო ხარჯავს პროსტა ცოტა მიზანმიმართულად რო დახარჯოს და ხმალაძის სეთურიძIს ტყავაძIს და კიდე ბევრი ეგეთის უაზროთ შენახვით რო არ იყოს დაკავებული
joni
ჩვენი ე.წ. ფეხბურთელების კომენტარებიდან ცხადია, რომ მაგათ მენტალური პრობლემები აქვთ, რაც მწვრთნელის ბრალია პირველ რიგში. ასე კურდღელის პოზიციიდან რომ გადიხარ მოედანზე წააგებ 0:5-ს აბა რა იქნება. ბეილი, ლენონი, დეფო და კიდევ 2-3 კაცი, ჯამში ტოტენჯემის 200 მილიონიანი ბიუჯეტის 70% რომ შეადგენენ, ეგენი რომ ყოლოდათ 0:15 -ის წაგებას აპირებდნენ, ასე მილიონებით თუ დავიწყებთ დათვლას?
sos
უბრალოდ არ მესმის ფეხბურტელების როცა ესეთი ანგარიშიტ აგებ როცა ესეთი განადგურებული ხარ რა დროს მაისურების გაცვლაა ან ის რა იყო პირველი ტაიმის შემდეგ ძარიამ ერთერთ ინგლისელს რომ გაუცვალა მაისური .უბრალოდ ვერ ვხდები თუ განადგურებული ხარ როგორ გაკ ხალისი მაისურის გაცვლის
შაკო
სამარცხვინოები არიან "დინამოს" ფეხბურთელები. უთავმოყვარეო და უსირცხვილოები, კიდევ იმით რომ იმართლებენ თავს სად ჩვენი ბიუჯეტი და სად მაგათიო. ტოტენჰემის ფეხბურთელებთან ორთაბრძოლებს ერიდებოდნენ, არიქა არ შევრცხვეთო და პირიქით ათმაგად შეირცხვინეს თავი
jelo
ყოჩაღ ჟურნალისტს, ყველა ქართველის სათქმელი ერთ სტატიაში თქვი. უმაღლესი შეფასება ჩემგან. 5:0 ის წაგაება ისე რომ ეთი ხეირიანი შეტევა ვერ გაახერხო მატჩში სირცხვილზე მეტია. ფული არ უნდა იყოს მარტო მოტივაციის განმსაზღვრელი, თავმოყვარეობა და სპორტული ჟინი უნდა გაძლევდეს მოტივაციას. პს. თამაში რო დამთავრდა ერთ ფეხბურთელს მაინც დასწყდა გული? დამწუხრებული სახეები მაინც მიეღოთ სირცხვილია. ვითომდა არაფერი კუნტრუშით გავარდნენ. ბოდიში მოხდა მაინც შეეძლოთ მაყურებლებისთვის გინდ მწვრთნელს გინდ ხელმძღვანეობას
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
გიორგი კიკნაძე თბილისის "შევარდენი 1906-ს" გაწვრთნის
სად შევძლებთ "ლივერპულისა" და "ბილბაოს" მატჩების ყურებას?
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "ბილბაოსთან" "ლივერპულის" პირველ მატჩში არ ითამაშებს - Evening Standard-ი მიზეზს განმარტავს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
მამარდაშვილი სასტარტოშია - "ლივერპულმა" პირველი მატჩი "ბილბაოს" დამაჯერებლად მოუგო
[VIDEO] მამარდაშვილმა "ენფილდზე" პირველად ითამაშა და თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მან მსოფლიოს ასწავლა ფეხბურთი - დიდი მაესტრო ფეხბურთიდან მიდის [VIDEO]
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
გიორგი კიკნაძე: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ბევრი შეუძლია!
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა