ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელი თემურ ქეცბაიამ ნაკრებში პირველად გამოიძახა
ბაჩანა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახეს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის (6 სექტემბერს "დინამო არენაზე" - საფრანგეთის ნაკრებთან, 10 სექტემბერს - "მიხეილ მესხზე" ფინეთთან) თემურ ქეცბაიამ სიაში ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელიც შეიყვანა.

ბოლო ორი წელია, ბაჩანა ცხადაძე "ინტერის" თავდასხმის ლიდერია. 25 წლის ფორვარდმა წლეულს, ევროპალიგაზეც თავი გამოიჩინა - ფინურ "მარიეჰამნთან" გასვლაზე მოგებულ (2:0) შეხვედრაშიც გაიტანა და შინ - ნორვეგიულ "ტრომსოსთანაც" (1:0).

აზერბაიჯანის ჩემპიონატი კი "ინტერმა" ცუდად დაიწყო - ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო.

კახა ცხადაძის გუნდმა პირველი გამარჯვება (5:1) გასულ უქმეებზე, ბაქოს "რავანთან" გასვლით შეხვედრაში მოიპოვა და ამაში მთავარი მწვრთნელის ვაჟმა ლომის წილი დაიდო: 1:1-ზე მან 12 წუთში ჰეთ-თრიქი შეასრულა და "ინტერისთვის" 3 ქულა უზრუნველყო.

უმცროსი ცხადაძის კარგი თამაში "აზერი ფუტბოლმა" დააფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველის მოხვედრა ასე ახსნა:

"ეს იყო კრიტიკოსების მიმართ ბაჩოს ღირსეული პასუხი.

გასულ სეზონში "ინტერის" საუკეთესო თავდამსხმელმა ისეთი გოლები გაიტანა, ყველა გემოვნების მაყურებელს მოეწონებოდა: თავით, დასწრებაზე და საჯარიმოს გარედან შორეული დარტყმით, თანაც - როგორი დარტყმით!

უცნაურია, რომ ცხადაძის კარგი თამაში გუნდში ილჩო ნაუმოსკის გამოჩენას დაემთხვა. ნუთუ ზურგსუკან კონკურენტს უნდა გრძნობდე, კარგად რომ ითამაშო?"

"ცხადია, ნაკრებში გამოძახება სასიხარულოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც არ მითამაშია. ამიტომ, გულახდილად რომ გითხრათ, ქეცბაიას დაინტერესება მოულოდნელი იყო.

მით უფრო, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს ნაკრებში იშვიათად იწვევენ.

ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და სულ სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ახლა საფრანგეთსა და ფინეთს ვმასპინძლობთ. უნდა ვეცადოთ, რომ ნაკრების რეიტინგი გავაუმჯობესოთ. კარგი იქნება, თუ ჯგუფში მე-3 ადგილს დავიკავებთ", - ამბობს ცხადაძე.

სხვათა შორის, ცხადაძემ კარიერაში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა:

"ორი გოლი რამდენჯერმე გამიტანია, მაგრამ ერთდროულად სამი - პირველად. მახარებს ისიც, რომ გუნდს, და პირადად მამაჩემს, მძიმე მომენტში დავეხმარე.

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "რავანთანაც" ცუდად დავიწყეთ და გოლი გავუშვით. თან გასვლაზე ვთამაშობდით და თამაშის შემოტრიალება ძნელი იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ამდენი წაგების გამო კახას გადადგომა სურდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ გადააფიქრებინა. ჩვენ გვამშვიდებდა, არადა, თავად უფრო ნერვიულობდა. მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. მეც, რაც ძალა და ღონე მქონდა, მოედანზე დავდე და მიხარია, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე".

...მაგრამ მანამდე იყო ზედიზედ სამი მარცხი, რაც კახა ცხადაძის გუნდს არასოდეს ჰქონია. "ინტერის" შემტევი წარუმატებელი სტარტის მიზეზებზეც ლაპარაკობს:

"ასეთმა დასაწყისმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, მაგრამ წარუმატებლობას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.

ჯერ ერთი ის, რომ ევროპალიგაზე კარგად ვითამაშეთ. "მარიეჰამნის" შემდეგ "ტრომსოს" შინ მოვუგეთ, მეტოქეს გასვლაზეც ვჯობდით და გვეგონა, გავიდოდით, მაგრამ... მაინც წავაგეთ და გავვარდით. ამას კი ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ყველას გული დაგვწყდა და ამან ფსიქოლოგიაზეც იმოქმედა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ პირველივე ტურში, "ყარაბაღთან", ლაშა სალუქვაძე დაგვიშავდა და დაცვაში აშკარად ავირიეთ.

მესამე მიზეზი კი საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი დონეა. "რავანთან" მოგებამ ყველაფერი შეცვალა, ახლა ფსიქოლოგიური წნეხი მოგვეხსნა და თავს უკეთესად ვგრძნობთ".

ბაჩანა ცხადაძეს გუნდის ახალწვეულზე, ალექსანდრე იაშვილზეც ვკითხეთ:

"მასზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. ჯერ ერთი, იაშვილი ძალიან კარგი ადამიანია და მეორეც - სამაგალითო პროფესიონალია და მეამაყება, მის გვერდით რომ ვთამაშობ.

რომ არ იცოდე, რომ 36 წლისაა, ვერც შეატყობ. ყველა ახალგაზრდაზე ბევრს მოძრაობს და ყველაზე მეტად მონდომებულია, თან კარგ ფორმაშიცაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის ორ დებიუტანტს უხმო

joni
Dinamo Fan - სანამ ფანები შენნაირად იაზროვნებენ, მანამდე დინამო ისე იტამაშებს როგორც ტოტენჰემთან. ზესტაფონში რომ წამოვიდეს და 'ქართული ფეხბურთისთვის რამე გააკეთოს', თამაშს რომ თავს დაანებეს შენ შეინახავ? გადაიხადე რამდენსაც იმსახურებს და წამოვა, რა არის აქ ასე ძნელად შესაგნები?
Dinamo Fan
იმ ბიჭს ჩემს კომენტარს რომ გამოეხმაურა... მერე შე დალოცვილო მაგას არ ამბობს ყველა? ფულის გამო აზერბაიჯანებში ყატარებში და რუსეთის მეთვრამეტე დივიზიონებში რომ თამაშობენ? რატო უნდა ქონდეს ამას ამხელა ხელფასი? აზერბაიჯანის ჩემპიონატში ერთი ფეხი გაიქნია და 4000 ევრო უნდა ჩაუჯიბონ? თუ იმიტომ რომ მანდ მაგდენს უხდიან? მანდ თუ მაგდენს უხდიან ეგ აზერბაიჯანია და ეს საქართველოა , ეს მისი სამშობლოა და სანამ ამას ყველა არ გაითავისებს არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს! შენ კი ცოტა ტვინი გაანძრიე და ფულებზე ნუ ლაპარაკობ!
dinamo fans
მართლა ფანი ხარ , წამოდი წამოდიო გაიზახი სჰენ გადაუხადე ზესტაპონსჰი 4000 ევრო ტვეში და წამოვა რა ჰაერზე აზროვნებტ ბოლო ბოლო ფანატები ხარტ ვიგაც ფანები...
Dinamo Fan
წამოდი ბიჭო გორის დილაში ან ზესტაფონში... რა გინდა მაგ წუმპეში...:))))) შენ დილაში გელაშა ზესტაში იფ იფ ...:))))) იაშვილიც ზესტაში 1 სეზონით... სალუქვაძეც დაბრუნდეს საქართველოში... ჩამოდით რამე გააკეთეთ ქართული ფეხბურთისთვის... თქვენი წარმატება როგორ უნდა მიხაროდეს როცა აზერბაიჯანულ გუნდში თამაშობთ!?:)))))))
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს