ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საქართველოს ეროვნული ნაკრები: სია და ამბავ-ხა ბარი

საქართველოს ეროვნული ნაკრები: სია და ამბავ-ხა ბარი

რისთვის იყენებს დარჩენილ მატჩებს ქეცბაია - ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად თუ მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად?
საქართველოს ნაკრებს თითქოს ჩვევად აქვს - შესარჩევი ციკლის ბოლოს, შემოდგომაზე, ერთი გემრიელი მოგებით გაახარებს ხოლმე გულშემატკივარს. ამის შანსი ჩვენს ეროვნულ გუნდს ახლაც აქვს - 6 სექტემბერს ფრე საფრანგეთთან, ხოლო ოთხი დღის შემდეგ გამარჯვება ფინეთთან.

ეს ის შედეგი იქნება, რაც ჩაფლავებულ ციკლს დაგვავიწყებს და ქომაგს მომავლის იმედს გაუღვივებს...

დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა. გუნდში ვერ არის ის ატმოსფერო, როგორიც გვინდა, რომ იყოს, მაგრამ საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება და იქნებ დადებითი მუხტი ამან გააჩინოს.

ამ მატჩებისთვის სანაკრებო სია უკვე ცნობილია. ხშირად ეროვნული გუნდის მწვრთნელი შემადგენლობას თვეებით ადრე ატრიალებს ტვინში, სადაც ჩვენ არ ვიცით, რა ხდება, მაგრამ ვარაუდების უფლება ნამდვილად გვაქვს.

თემურ ქეცბაია, ალბათ, 29 აგვისტოს ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩებს დაელოდება, რათა გადაწყვიტოს - საფრანგეთთან კარში გიორგი ლორია დააყენოს თუ ნუკრი რევიშვილი. საფრანგეთთან სტუმრად 1:3 რომ წავაგეთ, ლორიამ თავისი საუკეთესო თამაში ვერ გვიჩვენა. ამასობაში რევიშვილი ათამაშდა კარგად და თუ ვენის "რაპიდთან" თბილისში რიგიანად გაირჯება, ნაკრების მწვრთნელისგან მეტ ნდობასაც დაიმსახურებს.

დაცვაში ჩვენს გუნდს, რომ იტყვიან, ჭაკად აქვს საქმე. ზურაბ ხიზანიშვილი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც - თავის საუკეთესო წლებში, მაგრამ ქეცბაია მას მაინც იწვევს ნაკრებში - ვეტერანის ალღო და გამოცდილება ცოტას როდი ნიშნავს. თუ მწვრთნელი საფრანგეთთან და ფინეთთანაც ჩაკეტილ თამაშს აირჩევს, ხიზანიშვილი ალბათ ისევ სასტარტოში იქნება და მის მეწყვილედ დაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, ალექსანდრე ამისულაშვილს ვიხილავთ.

სიას თუ გადავხედავთ, დაცვის ხაზზეც შეიძლება იმის თქმა, ესა თუ ის ფეხბურთელი რატომ არ გამოიძახაო. მაგალითად, გორის "დილას" ჰყავს ორი ისეთი ცენტრალური მცველი, სანაკრებო დონისთვის შესაფერისად რომ მივიჩნიოთ - ოთარ ხიზანეიშვილი და მამუკა კობახიძე. როცა ნაკრების უკვე მერამდენე შეხვედრაში მოირღვა დაცვის ცენტრი, რატომ არ შეიძლება, რომ 21 წლის კობახიძეს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება? მით უმეტეს მაშინ, როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ არსებობს.

ხიზანიშვილი ოქტომბერში 32 წლის გახდება, ამისულაშვილს ახლახან შეუსრულდა 31 წელი და, ალბათ, დროა, დამდეგი შესარჩევისთვის გუნდის მომავალზეც ვიფიქროთ.

სწრაფი, მოდრიბლინგე, ჭკვიანი, აგრესიული - ეროვნული ნაკრებისთვის ასეთი განაპირა მცველები დღეს ნამდვილად არ გვყავს და ალბათ, იმას უნდა დავჯერდეთ, რა კონტინგენტიც არის გამოძახებული.

ნაკრების ნახევარდაცვაში გამოჩნდა საინტერესო ფეხბურთელი - 23 წლის ელგუჯა გრიგალაშვილმა "ტოტენჰემთან" თბილისურ შეხვედრაშიც დაამტკიცა, რომ ნაკრებში გამოძახების ღირსია. ქეცბაიამ აღარ გამოიძახა გორის "დილას" შუახაზელი ლაშა გვალია და მას დინამოელი ირაკლი ძარია ამჯობინა.

სათამაშო პრაქტიკა უკვე აქვს ჯანო ანანიძეს და ვნახოთ, იქნებ ისე აღარ ჩაიკარგოს მოედანზე, როგორც საფრანგეთთან გასვლით შეხვედრაში.

ქეცბაია და ლევან ყენია - ვფიქრობ, სანამ საქართველოს ნაკრებს ეს მწვრთნელი თავკაცობს, ყენია სტრატეგიული მნიშვნელობის ფეხბურთელი ვერ იქნება ჩვენი ეროვნული გუნდისთვის.

ქეცბაიამ აღარ გამოიძახა ირაკლი სირბილაძე. სამაგიეროდ, ნაკრების სიაში პირველად გამოჩნდა ორი თავდამსხმელი - გიორგი ილურიძე და ბაჩანა ცხადაძე.

ილურიძე 21 წლისაა და ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელად მოიაზრებოდა 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან და 9 სექტემბერს სლოვაკებთან მატჩებისთვის. ალექსანდრე ჩივაძის გუნდს შესარჩევი ეტაპი ამ შეხვედრებით ეწყება და კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი 21-წლამდელები ხომ ჯგუფიდან გასვლას გეგმავენ. ამ დროს კი ქეცბაიამ ჩივაძეს ილურიძე წაჰგვარა.

თქმა რად უნდა, პრიორიტეტი ეროვნული გუნდი უნდა იყოს, მაგრამ ეროვნული ნაკრები ჩაფლავებულ ციკლს ამთავრებს, ახალგაზრდული კი შესარჩევს იწყებს და მიზანიც აქვს დასახული.

25 წლის ბაჩანა ცხადაძე სამი წელია, რაც საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდა, ბოლო დროს გოლებს მოუხშირა. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ქეცბაია ჩასული აზერბაიჯანში ცხადაძის თამაშის სანახავად, მაგრამ ნდობა რომ გამოუცხადა, ფაქტია.

უფრო რისთვის იყენებს შესარჩევში დარჩენილ მატჩებს ქეცბაია - ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად თუ მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად? - ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ, მალე მივიღებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის ორ დებიუტანტს უხმო

NO COMMENT! - ლევან ყენიამ თემურ ქეცბაიას თემა დახურა

ბაჩანა ცხადაძე: საქართველოს ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი

უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... "ჰაიდუკში"

კვირის 1000 წვრილმანი: თავისუფალი დრო

• kritikosi

ისე ხალხო ეს ჟურნალისტებიც ბევრ ტყუილს არ წერენ, ჩართეთ ბოლო შვიდი მატჩი და ნახეთ 7 დან 6-ში ხიზანეიშვილის გამო გადის გოლი

• turi

რა დონის დებილები ხართ სტატიის ავტორიც და მეკომენტარეები:) აზრზე არ ხართ ფეხბურთის, ტაქტიკის...... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ სწორედ თქვენნაირი უვიცების გამო არის დღეს ქართული ფეხბურთი ამგვარ დღეში.

• zviadi

კი მაგრამ, ნაკრებს ბირთვი ყავს თუ არა? სადაა ბირთვი? აქამდე რითი ვერ დაასრულა ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება ქეცბაიამ? არადა ახალი დანიშნული რომ იყო, პირველი ეგა თქვა ბირთვი უნდა შევარჩიოო. ელემენტარული ავიღოთ - რევიშვილსა და ლორიას შორის ვერ გაუკეთებია არჩევანი, ამაში საჭოჭმანო არაფერი არ არის... რევიშვილზე ძლიერი მეკარე არ გვყავს საქართველოში, ის ყველანაირად ძირითადი მეკარეა! ლორიაც კარგია მაგრამ "ვალდესია", სუსტია რევიშვილთან შედარებით. ძირითადის მეკარე (რევიშვილი) ამოაგდო ძირითადიდან, მხოლოდ იმიტომ რომ ერთ პერიოდში ლორიამ უკეთესად ითამაშა და რევიშვილს პრაქტიკა მოაკლდა. და კიდევ ბევრი ფეხბურთელი მოაშორა ძირითადს პრაქტიკის ნაკლებობის ან რუსეთის პირველ დივიზიონში გადასვლის გამო. ეეჰ.. ფეხბურთის თამაში ვინც მართლა იცის ის უნდა ათამაშო, ერთი-ორი თამაში რომ ჩააგდოს მაინც უნდა ათამაშო. ამას ჭირდება ნდობა

• vvv

თუ გაუვარდა და მესამე ან მეოთხე ადგილი დაიკავა მაშინ იტყვის ამისთვის ვამზადებდი გუნდსო და თუ ბოლოზე გავიდა მაშინ მომოვალი ციკლისთვის ვამზადებ გუნდსო!!!

• Dinamo Fan

"ქეცბაიამ კი ჩივაძეს ილურიძე წაჰგვარა" ვაი თქვენს პატრონს თქვე ვაი ჟურნალისტებო ! რაზე აკრიტიკოთ ქეცო აღარ იცით!:)))))))))

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

კვირკველია და ამისულაშვილი ანტირეკორდსმენებში

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ლევან კობიაშვილი: მადლობა ამისულაშვილს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის

ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია

12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან