გორელი იოსებ სტალინისა და ავსტრიელი ადოლფ ჰიტლერის ცნობილი ფრაზები, რომლებიც "დილა"-"რაპიდის" მატჩს შეესაბამება
რუბრიკა "ტაიმლაინმა" მზის სინათლე რომ იხილა, პირველივე დღეს შესავალში დავწერეთ: სოციალურ ქსელებში იმდენი საინტერესო ინფორმაცია თუ ფოტო ქვეყნდება, მათი გადამუშავების შედეგად საინტერესო და სახალისო რუბრიკის შექმნა შეიძლებაო.

მართლაც, "ფეისბუქზე" "დილა"-"რაპიდის" საპასუხო მატჩის წინ ერთი საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა. გადავწყვიტეთ, არ მოგვეცადა და რუბრიკა ამ კვირაში ორჯერ შემოგვეთავაზებინა. დღეს სპეცგამოშვებაა, ხოლო ხვალინდელ ნომერში ჩვეულებრივად ერთგვერდიან "ტაიმლაინს" იხილავთ.

რომელ ფოტოზე ვწერთ, თავადაც ხედავთ. გამჭრიახ გულშემატკივარს კარგ დროს გაუხსენებია, რომ იოსებ სტალინი გორელი იყო, ხოლო ადოლფ ჰიტლერი - ავსტრიელი.

მათი ცნობილი ფრაზები "დილა"-"რაპიდის" შეხვედრასაც შეესაბამება...

იოსებ სტალინი:

"არ არის დედამიწაზე ციხესიმაგრე, რომლის აღება მშრომელებს არ შეუძლიათ."

..."დილას" 0:1 აქვს აღმოსაფხვრელი.

"არცერთი ნაბიჯი უკან! ახლა ასეთი უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოწოდება."

..."დილას" მინიმუმ ერთი გოლი აქვს გასატანი, უნდა შეუტიოს.

"ჩვენი საქმე მართალია, მეტოქეს გავტეხთ, გავიმარჯვებთ!"

"ყველაფერს კადრები წყვეტენ".

ვნახოთ, გორელებს უკეთესი კადრები ჰყავთ თუ ვენელებს.

"ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. ეს არასწორია. მოგებულები უნდა განვსაჯოთ, გავაკრიტიკოთ. ეს საქმისთვისაც სასარგებლოა და თავად გამარჯვებულთათვისაც: უფრო თავმდაბლები იქნებიან."

ადოლფ ჰიტლერი:

მას მერე, რაც ჰიტლერმა ევროპის რამდენიმე ქვეყანა დაიპყრო, გერმანიისა და ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატები გააერთიანა. იცით, ვინ გაიმარჯვა პირველივე სეზონში (1940-41 წლებში)? "დილას" დღევანდელმა მეტოქემ, ვენის "რაპიდმა".

გთავაზობთ ჰიტლერის მხოლოდ ერთ ფრაზას, რომელიც მატჩის წინ ერთგვარ მოწოდებად გამოდგება:

"ვისაც სიცოცხლე უნდა, უნდა იბრძოლოს. ვისაც წინააღმდეგობის გაწევა არ უნდა, სიცოცხლის უფლება არა აქვს".

29 აგვისტოს თბილისში გადამწყვეტი ბრძოლაა, "დილასა" და "რაპიდის" მატჩში გამარჯვებული ევროპალიგაზე კიდევ დიდხანს "იცოცხლებს", წაგებული კი მომავალ ზაფხულამდე ევროპისთვის არსებობას შეწყვეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა VS რაპიდი - ვუქომაგოთ და გავიხაროთ!

nauCi
რა სიდებილეა
დავით
მერე აქ არ იქნებიან? ნახავენ ჩვენ სტუმარმასპინძლობაც ვიცით და ღირსეული დახვედრაც
სკ დილა
ჩვენ თანამემამულეებს რომ ტყიულუბრალოდ ჩხრეკდნენ ერტი კვირის უკან იმათი ფრიც-პოლცაები, ეგ ამბავი როგორაა?
fc dila
ჩვენ თანამემამულეებს რომ საქონლებივით მოექცნენ ერთი კვირის წინ ავსტრიაშ იმათი ფრიც-პოლიციელები, მაგისთვის ვის უნდა მიერჭოს და რა უნდა მიერჭოს ნეტა?
dalesi
ერთ დროს ვიძახეთ მამალს შეწვა აკლიაო და ტოტენჰემმა 5-1 მოგვიგო
123
თქვენს ადგილზე ამ ფოტოს გამოყენებისგან თავს შევიკავებდი და იგივეს ვურჩევდი ფოტოს ავტორსაც! ჰიტლერის და რაპიდის გაიგვებით შესაძლოა საჩივარიც მოგარჭოთ ვინმემ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა
[PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
ერდოღანი ბათუმში მომხდარს პირადად აკვირდება - "ბეშიქთაშის" განცხადება და თურქეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი სტამბოლური გუნდის პრეზიდენტთან
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
TimeLine: ცვლილებების ქარი
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
TimeLine: ხინკლის მაკრატელა
TimeLine: ...ის მოიგებსო
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
TimeLine: ცეცხლი აენთო...
"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"რობერტ ლევანდოვსკი ჰიტლერის დის შვილიშვილია?!" - პოლონელის შესახებ უცნაური ცნობა გავრცელდა
გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს
გიორგი ქვილითაია "გენტის" განაცხადშია და დიდი ალბათობით, დღეს მისი დებიუტი შედგება
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?
ბოლო დეტალები მოგვარებულია - "გენტი" გიორგი ქვილითაიას დღეს წარადგენს
ჰიტლერისა და მუსოლინის საყვარელი კლუბები - "დუჩეს" ფავორიტი გუნდის მწვრთნელი ოსვენციმში მოკლეს...
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: IV ოლიმპიური თამაშები