"დნიპროს" ქართველი ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას ქეცბაია განსაკუთრებით მოელოდა
"აი, ჯაბა კანკავა და ლევან ყენია გამოჯანმრთელდებიან და ნაკრების ნახევარდაცვა უკეთ ათამაშდება" - აღნიშნა ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შესარჩევი ციკლის ერთერთი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და... ეს დღეც დადგა: დიდი პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა გამოჯანმრთელდა, "დნიპროს" დუბლებში თამაშიც მოასწრო, გოლიც გაიტანა და მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინულ ვიშა ლიგაში თამაშმა არ მოუწია.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც კანკავა ეროვნულ გუნდში ვარჯიშობს და სლოვენიასთან მატჩისთვის ემზადება. იგი ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში პირველადაა. დიდი პაუზის შემდეგ ეროვნულში დაბრუნებულ ჯაბას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ჯაბა, საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია აღარ გითამაშიათ...

- ძალიან გახარებული ვარ. ამ დღეს დიდხანს ველოდი. სამწუხაროდ, ტრავმების გამო საკმაო პერიოდი გამიცდა. თუმცა ეს უკვე წარსულია და მთავარია, რომ ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე.

- დიდი ხანი არ არის, რაც ვარჯიში განაახლეთ. როგორ ფორმაში ხართ?

- ვარჯიში თვენახევრის წინ დავიწყე. რა თქმა უნდა, ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, რადგან საამისოდ დრო არ მეყო, თუმცა მოუმზადებელიც არ გახლავართ. "დნიპროს" დუბლებში რამდენიმე მატჩი ჩავატარე, მთავარი გუნდის 18-კაციან შემადგენლობაშიც ვიყავი, მაგრამ პაუზის შემდეგ ჯერ თამაშმა არ მომიწია. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, სანაკრებო დონეზე თამაში შემიძლია და თუ მოედანზე შემიშვებენ, ყველაფერს გავაკეთებ ნაკრების წარმატებისთვის.

- ეროვნული გუნდის თავკაცმა სლოვენიაში წამსვლელთა 21-კაციან სიაში დაგასახელათ...

- დიახ ასეა და ძალიან გამეხარდა. უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ სლოვენიაში თამაში მომიწევს.

- როგორც ვიცი ნაკრების თავკაცი გესაუბრათ.

- თემურ ქეცბაიამ მომიკითხა, დაინტერესდა ჩემი ამბით. მკითხა, თუ როდის განვაახლე წვრთნა, რა ინტენსივობით ვვარჯიშობდი, რამდენ შეხვედრაში ვითამაშე და ა. შ. ერთი სიტყვით, საქმიანი საუბარი გვქონდა.

- ერთ-ერთი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ თქვა - კანკავა და ყენია გამოჯანმრთელდებიან და ნაკრების ნახევარდაცვაც უკეთ ათამაშდებაო. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ნაკრების მწვრთნელი თქვენზე დიდ იმედს ამყარებს...

- ეს ძალიან მახარებს. ფეხბურთელისთვის მწვრთნელის ნდობა ბევრს ნიშნავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს იმედები გავამართლო.

- სლოვენიაზე რა წარმოდგენის ხართ?

- მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდია და რთული მატჩი გველის. "ლელოში" წავიკითხე, სლოვენიელები ძლიერი შემადგენლობით ემზადებიანო. წლეულს ჩვენს ნაკრებს თამაში არ წაუგია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა წელიწადი დაუმარცხებლად ჩავამთავროთ. სლოვენიაში მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.

- თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში პირველად ხართ გამოძახებული. ვარჯიშები როგორ მოგწონთ?

- შინაარსიანი და მიზანმიმართული ვარჯიშებია. მწვრთნელის ყველა დავალებას გარკვეული დანიშნულება აქვს.

- ახლა საკლუბო თემაზეც გკითხავთ. "დნიპროს" მთავარ მწვრთნელად ესპანელი ხუანდე რამოსი გასულ თვეში დაინიშნა. თქვენზე რა წარმოდგენის არის?

- იცის, რომ ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა. მწვრთნელი დუბლების მატჩებსაც ესწრება ხოლმე, ჩემი თამაშიც ნახა და შემდეგ მთავარ გუნდში გადამიყვანა. თუ ნაკრებში თამაში მომიწევს, ეს ჩემს საკლუბო კარიერასაც დიდად წაადგება.

- "დნიპროდან" ნაკრებში თქვენი თანაკლუბელი უჩა ლობჟანიძეც იყო გამოძახებული, მაგრამ გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. რამდენად სერიოზულია უჩას ტრავმა?

- მას მუცლის კუნთი აქვს დაზიანებული. თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაშიც აწუხებდა, მაგრამ თამაშის დროს გახურებული იყო და იმდენად არ ემჩნეოდა. იმ შეხვედრაში უჩამ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ნახევარფინალში გავედით. ვფიქრობ, ლობჟანიძის მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ ექიმებმა დროებით დასვენება და სპეციალური მკურნალობა დაუნიშნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

gigi
უკრაინაში ჯაბას მებრდზოლი სულისტვის და კარგი ტამასჰისტვის "მხეცს"ეძახიან
dito
მიდი ჯაბა ფორმა აღიდგინე აბა შენ იცი . გვჭირდება ნაკრებში შენნაირი იგროკი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე