"ბრილიანტის ლიგის" გამარჯვებულების სია
ციურიხში გაიმართა "ბრილიანტის ლიგის" მეოთხე სეზონის პირველი ფინალი. შვეიცარიაში სარბენ ბილიკზე მთავარი ვარსკვლავი იყო უსაინ ბოლტი.

იამაიკელს არ ჰქონდა ზედიზედ მეორედ 100 მეტრზე სეზონის მთავარი პრიზის მოგების შანსი, რადგან ის წელს იშვიათად გამოდიოდა "ბრილიანტის ლიგის" ეტაპებზე. მიუხედავად ამისა, უსაინმა ციურიხში კვლავ მოიგო - 9.90 წამი. მას მხოლოდ ოთხი მეასედით ჩამორჩა ნიკელ ეშმიდი. მესამეზე გავიდა ჯასტინ გეტლინი, რომელმაც მოიგო ამ დისციპლინაში "ბრილიანტი". შეგახსენებთ, რომ წლევანდელი "ბრილიანტის ლიგის" პირველ ეტაპზე გეტლინმა შეძლო ბოლტის დამარცხება, ასე რომ, მისი საბოლოო წარმატება შემთხვევითი არ არის.

სპრინტის მეორე იამაიკელმა ვარსკვლავმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა სეზონი მოიგო 200 მეტრზე. მსოფლიოს წლევანდელი პირველობის სამგზის ჩემპიონმა იოლად მოიგო გარბენი ციურიხში და პირველი არაამერიკელია, ვინც "ბრილიანტის ლიგაზე" გაიმარჯვა "გრძელ სპრინტში".

მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ბრწყინვალე სეზონი ბოგდან ბონდარენკომ. უკრაინელმა სიმაღლეზე მხტომელმა წელს ორჯერ აიღო 2.41 მეტრი, რაც ამ საუკუნეში საუკეთესო შედეგია. ციურიხში მან მორიგი სტარტი მოიგო და "ბრილიანტი" მიიღო. ამისთვის მას ეყო 2.28 და 2.33 მეტრის აღება. ამ სეზონში მისმა მთავარმა კონკურენტმა მუთაზ ბარშიმმაც აიღო 2.33 მეტრი, მაგრამ ამისთვის მეტი ცდა დასჭირდა. ბოლოს, უკრაინელმა ერთი ნახტომი შეასრულა 2.46 მეტრზე, მაგრამ მსოფლიოს რეკორდის დამყარება არ გამოუვიდა.

ძალიან საინტერესო ბრძოლა განვითარდა ქალებს შორის ჭოკით ხტომაში. გამარჯვებისთვის იბრძოდნენ შპიგელბურგი, სილვა და მიურერი. სამივემ აიღო 4.72 მეტრი, ხოლო 4.79 მეტრზე გადებულ თამასას კი მხოლოდ გერმანელი შპიგელბურგი გადაევლო. ამ უკანასკნელმა წელს ჩააგდო დიდი სტარტები, სამაგიეროდ, ზედიზედ მესამედ მოიგო "ბრილიანტის ლიგა".

400 მეტრზე შედგა ტრადიციული დაპირისპირება კირანი ჯეიმსსა და ლაშონ მერიტს შორის. სეზონის დასაწყისში ახალგაზრდა გრენადელი იმარჯვებდა, მაგრამ მერიტი უფრო სწრაფი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. მან აქაც მოუგო კირანის და პირველად მოიპოვა "ბრილიანტი".

ქალებს შორის 400 მეტრზე თარჯრბენში კვლავ გაიმარჯვა სიუზანა გეინოვამ. ჩეხმა ამ სეზონში ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვა - 32! მან წელს ყველა სტარტი მოიგო, რასაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაც ემატება.

6 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება "ბრილიანტის ლიგის" დასკვნითი ეტაპი, სადაც სეზონის გმირების დაჯილდოვება გაიმართება.

დღეისთვის, "ბრილიანტის ლიგის" გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

კაცები

100 მ - ჯასტინ გეტლინი (აშშ);

400 მ – ლაშონ მერიტი (აშშ);

1500 მ - აინლეჰ სულეიმანი (ჯიბუტი);

სტიპლჩეზი - კინსელსუს კიპრუტო (კენია);

სიგრძე - ალექსანდრ მენკოვი (რუსეთი);

სიმაღლე - ბოგდან ბონდარენკო (უკრაინა);

ბირთვი - რაიან უაიტინგი (აშშ);

ბადრო - გერდ კანტერი (ესტონეთი)

ქალები

200 მ - შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა);

800 მ - იუნის სუმი (კენია);

5000 მ - მეზერეტ დეფარი (ეთიოპია);

400 მ/თარჯრბენი - სუზანა გეინოვა (ჩეხეთი);

ჭოკი - სილკე შპიგელბურგი (გერმანია);

სიგრძე - შარა პროქტორი (ბრიტანეთი);

ჭოკი - კრისტინა ობერგფოლი (გერმანია);

ბირთვი - ვალერი ადამსი (ზელანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფინანსებშიც მაგარი უსაინ ბოლტი

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს
უსაინ ბოლტი, "მანჩესტერის" ფორმით, "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს
უსაინ ბოლტი დოპინგის მომხმარებლების სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს
უსაინ ბოლტმა ტიტული დაიბრუნა
"თუ დავლევ, ყველას გცემთ..." - ხაბიბი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა
9.45 - ქარიანი რეკორდი
ნესტა კარტერის საქმეს 15 ნოემბერს განიხილავენ
რამდენ კაცს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით და სხვა მხიარული სტატისტიკა
ასეც ხდება: უსაინ ბოლტმა წააგო
შოუმენი უსაინ ბოლტი