ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად - "საბურთალოს" დებიუტი დიდ ფეხბურთში შოუს თანხლებით მოხდება
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება დაიწყო. 31 აგვისტოს გათამაშებაში B ზონის ახალი მონაწილე თბილისის "საბურთალო" ჩაერთვება, რომელიც ამავე სახელწოდების საფეხბურთო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა.
30 აგვისტოს კლუბის ხელმძღვანელები და მოთამაშეები მედიას შეხვდნენ და მიზნებზე ილაპარაკეს...
ტარიელ ხეჩიკაშვილი, "საბურთალოსა" და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი:
"გვსურს, დავამტკიცოთ, რომ ქართული ფეხბურთის პრობლემა არა უნიჭო ფეხბურთელები, არამედ - არასწორი მართვაა.
ჩვენ ისედაც ბევრი სპონსორი გვყავდა, რომელთაც მალე კიდევ 5 კომპანია დაემატება - მათთან ხელშეკრულებებს მალე გავაფორმებთ. სწორი მიდგომით სპონსორების მოზიდვა სხვა კლუბებშიც შესაძლებელია...
..."საბურთალომ" ორი მოთამაშე ჰოლანდიაში გაუშვა, ერთიც მალე ესპანეთში ჩაირიცხება, ახალგაზრდული ნაკრების ბოლო შეხვედრაში ჩვენი სკოლის აღზრდილმა ექვსმა საბურთალოელმა ითამაშა - ეს ფაქტებიც მეტყველებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
ჩვენი პრიორიტეტი ნიჭიერი ბავშვების ევროპაში გაყვანაა, შემდგომ ნაკრებებს რომ გამოადგნენ. ალბათ, შემთხვევითი არ იყო, ბოლო წლებში საუკეთესო სკოლად რომ დაგვასახელეს. მაგრამ ამაზეც არ დავკმაყოფილდით და ესპანეთიდან ანდრეს კარასკო ჩამოვიყვანეთ, რომელიც ჩვენს მუშაობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს...
"საბურთალო" სხვა გზით მიდის. საფეხბურთო სკოლა 2004 წელს დაფუძნდა, "იბერია ბიზნეს ჯგუფი" კი 2005 წლიდან პატრონობს. მას შემდეგ ბევრჯერ გვქონდა პირველ ლიგაში თამაშის საშუალება, მაგრამ ეტაპობრივ, ევოლუციურ განვითარებას ვამჯობინებდით და არა - რევოლუციურს. ახლა კი ყველა ასაკის, თანაც, ძლიერი გუნდები გვყავს და პროფესიული კლუბის ჩამოყალიბების იდეაც "მომწიფდა".
მაგრამ ეტაპობრივი განვითარება იმასაც გულისხმობს, რომ პირველივე წელს მიზნად უმაღლესში გადასვლას არ დავისახავთ. აჯობებს, კლუბი განვითარდეს და იქამდეც მივაღწევთ.
არ დავმალავ, მიმდინარეობს მოლაპარაკება მადრიდის "ატლეტიკოსთან" და იმედია, მალე პარტნიორობის ხელშეკრულებაც გაფორმდება. ეს კი მწვრთნელებისა და მოთამაშეების სტაჟირებაზე გაგზავნას გულისხმობს. თანამშრომლობაზე დავილაპარაკეთ ვენის "რაპიდის" ხელმძღვანელებთანაც...
..."საბურთალოზე" წესიერი ხალხი მუშაობს და მოთამაშეებსაც ამ კრიტერიუმით ვარჩევდით. ამიტომ დავიმატეთ რეზო გოცირიძე და ზურაბ მენთეშაშვილი. იმედია, ისინი ჩვენთან ურთიერთობას კარიერის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ.
აქვე ვიტყვი, რომ "საბურთალომ" უკვე აიღო "ამერის" სტადიონის კომპლექსი, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს არენა მოემსახურება არა მხოლოდ მთავარ გუნდს, არამედ გლდანის, მუხიანის, თემქისა და ნაძალადევის მოსახლეობასაც.
31 აგვისტოს კი სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონზე პირველ შეხვედრას ხობის "კოლხეთთან" გავმართავთ. გვსურს ეს დღე საფეხბურთო დღესასწაულად ვაქციოთ. საამისოდ, საზეიმო ღონისძიებებს ვგეგმავთ, რომელსაც ბევრი ცნობადი სახე დაესწრება, იქნება შოუ და საჩუქრები კომპანია "სალერისგან"...
ერთი სიტყვით, გვინდა, ხალხი დავაინტერესოთ და ევროპული დამოკიდებულების მოდელი ჩვენს ფეხბურთშიც დავამკვიდროთ".
გია ჭიაბრიშვილი, "საბურთალოს" სპორტული დირექტორი:
"წარმატებულ სკოლას წარმატებული გუნდი სჭირდება. მჯერა, პირველ ლიგაშიც ღირსეულად ვითამაშებთ და, რაც მთავარია, ნაკრებებს ფეხბურთელებს მოვუმზადებთ. ეს უნდა იყოს წარმატებული ჯაჭვი: სკოლა-გუნდი-ევროპა-ნაკრები".
თემურ შალამბერიძე, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი: "მიხარია, რომ "საბურთალოს" ხელმძღვანელობა მენდო და გუნდი ჩამაბარა. მადლობა გოცირიძესა და მენთეშაშვილს, რადგან მათ გვერდით ბავშვები ბევრს ისწავლიან და უფრო ჩამოყალიბდებიან".
რევაზ გოცირიძე, "საბურთალოს" მოთამაშე:
"სასიხარულოა,"საბურთალოში" რომ მოვხვდი. ვეცდები, კლუბის განვითარებასა და ზრდაში ჩემი წვლილი შევიტანო. აქ ბევრი ნიჭიერი ბავშვი დაგვხვდა, რომლებიც, თუ ბევრს იშრომებენ, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ".
ზურაბ მენთეშაშვილი, "საბურთალოს" მოთამაშე:
"ასეთ კოლექტივში მოხვედრა მეც მახარებს. იმედია, ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას გუნდს მაქსიმალურად მოვახმართ".
გიორგი ხარაიშვილი, "საბურთალოს" მოთამაშე:
"ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, გვერდით ასეთი გამოცდილი ფეხბურთელები რომ გვეყოლება. გუნდი ემზადება და მიმაჩნია, რომ პირველ ლიგაში თავს არ შეირცხვენს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
tijana513
უფრო სწორად 100 მეტრი აქ 11 წამში ი დაფარული თავისი საჯარიმოდან დაიწყო და მეტოქის საჯარიმოში შეირბინა
bazi
ნიჭი რაში გამოიხატება? ნელი მატაობის გარდა რა შეუძლია რომელიმეს, დიდს თუ პატარას? ვითომ ქართული ნიჭიერებით თავს ვიტყუებთ
kote
ეს ფეხბირთი, საერთოდ უნდა აიკრწალოს საქართველოში!!!!!!!
tijana513
ბატონო გუჯა ბებერ პუიოლს ვინ დაეჯიბრება 100 კილომეტრი აქ 11 წამში დაფარული ტუ არ გჯერათ ჩემი ნდა იუტუბიხ ვიდეო პორტალზე
guja_kakhadze
ქართული ფეხბურთის პრობლემა კარგი მწვრთნელების ნაკლებობა და არასწორი სელექცია. ასევე საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ სწრაფგამძლეობის მომატება არის პირველი აუცილებლობა. რამდენ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია 40 წუთში დაფაროს 10 კილომეტრი? ეს თანამედროვე ფეხბურთელისთვის აუცილებელია ტესტია. ამის გარეშე დიდ ფეხბურთს ახლოსაც კი ვერ გავეკარებით და მხოლოდ ილუზიებში ვიცხოვრებთ!
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
თბილისის "დინამომ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
ალექს გარსიამ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "საბადელში" "საბურთალოს" სკოლის დირექტორი წაიყვანა
რევაზ გოცირიძე: სტუმრად ფრე ნორმალური შედეგია
თბილისის "ლოკომოტივი" ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"თელავს" რევაზ გოცირიძე გაწვრთნის
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
PRO & CONTRA: ᓙᓠᕘᓨᕢ
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
ვინ მიჰყავს ანდრეს კარასკოს საქართველოდან ესპანეთში?
"თელავი" რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა
საქართველოს ჩემპიონატი. II ლიგა: თოდუა, ელიავა, მენთეშაშვილი...
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?
ანდრეს კარასკო "დინამოში" აკადემიის მწვრთნელად დაბრუნდა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ზურაბ მენთეშაშვილი მოედანს მალე დაუბრუნდება
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს
36 წლის ასაკშიც ისეთივე აზარტით ვთამაშობ - ზურაბ მენთეშაშვილი ფეხბურთს დაუბრუნდა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან