საქართველოს ნაკრებმა კაუნასში ლიტვასთან ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და დამატებით დროში - 83:88 დამარცხდა
ფოტოზე: კოტე ტუღუში (მარცხნივ), იგორ კოკოშკოვი, დავით უსტიაშვილი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიტვასთან ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და დამატებით დროში - 83:88 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხებასთან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა დამატებით დროში, საბოლოოდ მცირე სხვაობით იმარჯვეს.

ნამატჩევს კაუნასში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, გუნდის თამაშით კმაყოფილები ვართ. ჩვენ ვეთამაშებოდით ნაკრებს, რომელიც ყველა სათამაშო რგოლში ძლიერია და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოგების სამართლიანი ამბიცია გააჩნია.

ლიტვა საკუთარი ქომაგების წინაშე თამაშობდა და როგორც ჩვენთვის, მათთვისაც, ეს ბოლო მოსამზადებელი მატჩი იყო და მოგება, ცხადია, ძალიან უნდოდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლიტველებმა მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში მხოლოდ 1 მატჩი წააგეს, ისიც ბერძნებთან.

- იყო ეპიზოდი, როცა 16 ქულით ვაგებდით, თუმცა გათანაბრება მოვახერხეთ. რისი დამსახურება იყო ეს?

- კონკრეტულად დაცვის ან შეტევის, ან რომელიმე მოთამაშის დამსახურება იყოო, ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, სერბეთთან მატჩი გაიხსენეთ, როცა სწორედ 16-18 ქულით ვაგებდით და ჩამორჩენა გავაბათილეთ, საბოლოოდ მოვიგეთ კიდეც ის მატჩი.

ახლაც თითქმის ასე მოხდა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი ბევრად ჯობდა ლიტვას და ბოლოს რომ ვერ მოვიგეთ, შემთხვევითობის, გამართლების საქმე იყო. შეიძლებოდა, ყველაფერი პირიქით დასრულებულიყო.

ამას არც ვაქცევთ ყურადღებას, თამაში ოვერტაიმში გადავიყვანეთ, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით. სასიამოვნოა, როცა გუნდი ასეთი ბრძოლისუნარიანია და მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, არ ტყდება.

- სათადარიგოებზე რას იტყვით?

- მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მატჩში, ძირითადად, სასტარტო ხუთეულის წევრები დაიტვირთნენ, ეს არ ნიშნავს, რომ სათადარიგოების იმედი არ გვაქვს. მათ სლოვენიაშიც მოუწევთ თამაში და იმედი მაქვს, იქ ისეთი სიტუაცია არ შეგვექმნება, რომ დიდი ჩამორჩენის გაბათილება მოგვიხდეს. გუნდის ყველა წევრი მზადაა, ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

- ლიტვასთან მატჩი, რომელიც ბოლო საკონტროლო შეხვედრა იყო ევროპის ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ნიშნავს ეს, რომ ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია?

- ნაკრები კარგ ფორმაშია, თუმცა მჯერა, რომ სლოვენიაში უფრო გულიანად და შემართებით ითამაშებენ. დღეს ძირითადის წევრები შედარებით მეტად დაიტვირთნენ და შესაბამისად, გადაიღალნენ. 3 დღეში თამაში გვაქვს და ძალებს აღიდგენენ. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან რთული გრაფიკია, ყოველდღეა თითქმის თამაში, მხოლოდ 1 დღე ვისვენებთ და მთავარია, ფორმა შეინარჩუნონ, ენერგია ოპტიმალურად გადაანაწილონ.

- ბოლოს რიკი ჰიკმანზე გკითხავთ, რომელმაც დღეს ორჯერ აიღო საკუთარ თავზე თამაში გადამწყვეტ მომენტში. ასე იყო ისრაელში მოგებულ მატჩშიც...

- ჰიკმანი დიდებული შემსრულებელია. სხვათა შორის, დღეს მას დაბადების დღე აქვს, რასაც თქვენი საიტითაც ვულოცავ. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე მან 2 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა ოვერტაიმის ბოლო წამებზე გამთანაბრებელი 3-ქულიანი ვერ ჩააგდო. თამაშის შემდეგ თქვა, არა უშავს, სლოვენიაში აუცილებლად ჩავაგდებო.

წყარო: GBF.GE

ასევე იხილეთ:

ლიტვა-საქართველო 88:83 - ოვერტაიმი ლიტვაში

odala
5 თამაში 6 დღეში საშინელებაა - რეცეპტი ტრავმისთვის. სათადარიგოები კიდევ როგორც ჩანს ვერ ქაჩავენ სათანადოდ რომ ძირითადის ხალხმა მეტ-ნაკლებად დაისვენოს.
vaxvax
გისურვებთ წარმატებებს,მთელი საქართველო თქვენი გარჯისა და წარმატებული ქმედებების მოლოდინშია.მაგრამ სათადარიგოები ალბათ უქმად დარჩებიან,ბურთს ვერ აგდებენ კალათში,ალბათ ნებაც არ აქვთ ჩარჩოში ზიან,სამწუხარო ფაქტია.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე
ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე რიკი ჰიკმანი, სავარაუდოდ, არ დაეხმარება
ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" ევროლიგაში "ფენერბაჰჩესთან" ვერაფერი გააწყო
ხორვატიაში სასეირნოდ არ მივდივართ! - ექსკლუზიური ინტერვიუ იგორ კოკოშკოვთან
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
თორნიკე შენგელიას 11 ქულა და დასანანი მარცხი სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან"
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა