საქართველოს ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელის აზრით, დიდწილად ხელს არასრულფასოვნების კომპლექსი გვიშლის
საფრანგეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა პარიზული მატჩიდან რამდენიმე დღეში მათე ვაწაძე დაშავდა. "ორჰუსის" თავდამსხმელი "ნორდსიელანდთან" დანიური სუპერლიგის შეხვედრაში, მცველთან შეჯახების შედეგად 31-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

მათეს კოჭის მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც ხუთი თვე დაისვენა და ეს იმ დროს, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი ათამაშდა და თემურ ქეცბაიას გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც იმკვიდრებდა ადგილს.

ვაწაძე მოედანს 27 აგვისტოს, დანიის თასზე მესამელიგელ "სტიერნენთან" გასვლით მატჩში (6:1) დაუბრუნდა და თავი დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

3 სექტემბერს მათემ კვლავ ითამაშა და ამჯერადაც გაიტანა, ოღონდ - დუბლშემადგენლობაში. "ორჰუსის" რეზერვისტები "რანდერსთან" 1:2-ს აგებდნენ, როცა მათემ 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, "ორჰუსის" დუბლებმა 4:3 გაიმარჯვეს. მათე ძირითადში იყო. ის 66-ე წუთზე შეცვალეს.

ვაწაძეს დანიაში დავუკავშირდით...

- ამხელა პაუზის შემდეგ, პირველივე თამაშში დუბლი შეასრულეთ და საგოლე პასიც გამოგივიდათ. როგორც ჩანს, ფორმას იმაზე ადრე აღიდგენთ, ვიდრე მოსალოდნელი იყო...

- მეც ამის იმედი მაქვს, მაგრამ მეორე ტაიმში დავიღალე და შემცვალეს. ჯერ 90 წუთის ჩასატარებლად მზად არ ვარ. კოჭის მოტეხილობა იოლი სამკურნალო არ არის, დრო სჭირდება, ტკივილებმა სრულად რომ გაგიაროს. ზოგჯერ ახლაც მაწუხებს. თან ფსიქოლოგიური მომენტიც არის, უკვე იმდენჯერ დავშავდი...

თუმცა საშიში არაფერია, ტკივილი ნელ-ნელა გაქრება. სხვათა შორის, ფეხი თამაშის წინა დღესაც ამტკივდა და ვიფიქრე, არ ვითამაშებ-მეთქი, მაგრამ მერე გამიარა. მთავარია, დაზიანებული ადგილი 100 პროცენტით აღდგა და პროგრესსაც ვგრძნობ: სამი თვის განმავლობაში მოძრაობა არ შემეძლო, მერე ვარჯიში დავიწყე, ოღონდ თავიდან ფეხებში ძალა არ მქონდა...

იმედია, წლის ბოლოს ფორმაში ვიქნები. არადა, "ნორდსიელანდის" მცველსაც ვერაფერს ვაბრალებ, თოვდა, ხელოვნურ საფარზე გავსრიალდი და კოჭზე ფეხი შემთხვევით დამაბიჯა.

- დანიელებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა გორის "დილამ" ევროპალიგიდან მათი მეორე წარმომადგენელი, "ოლბორგიც" გამოაგდო?

- "დილას" მართლაც ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა და მეამაყება, რომ დაამარცხა. უფრო მეტად დანიელების აღიარებამ გამახარა - ეტყობა, საქართველოს ლიგა ჩვენსაზე ძლიერიაო. ამაზე უკვე ღიად წერენ და ჩემი თანაგუნდელებიც ლაპარაკობენ.

სულ ვეუბნებოდი, რომ საქართველოში ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს და იმ ფულით, თქვენ რომ გაქვთ, ბევრად ძლიერი ჩემპიონატი გვექნებოდა-მეთქი. ვამჩნევდი, თავიდან ჩემი არ სჯეროდათ და შარშან "ორჰუსთან" "დილას" მოგებასაც შემთხვევითობად მიიჩნევდნენ, მაგრამ ახლა "ოლბორგიც" რომ დაამარცხა, უკვე დამიჯერეს, ზედიზედ ორი შემთხვევითობა გამორიცხულია.

ყველაზე მეტად ის გაუკვირდათ, რომ წელს "დილას" შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა, რომ გორელებს ძალიან მწირი ბიუჯეტი ჰქონდათ და ამის მიუხედავად, ბევრად დიდი ბიუჯეტის მქონე "ოლბორგი" პირწმინდად დაამარცხეს.

სხვათა შორის, დანიელები ვერც იჯერებენ, როცა ჩვენი გუნდების გაჭირვებაზე ვუყვები... ასეა თუ ისე, ამის შედეგია, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელი პეტერ სორენსენი ქართველების ნიჭიერებაში დარწმუნდა - ვამჩნევ, დევდარიანის, სხირტლაძისა და ჩემ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა.

გაგეცინებათ და, ადგილობრივებს ეუბნება, თქვენ ბევრი უნდა ირბინოთ, ქართველებმა კი იციან, რაც უნდა გააკეთონო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დანიელებისგან ამას მოვისმენდი.

- თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ფინანსური გაჭირვებაა?

- არა, ეს ერთ-ერთი პრობლემაა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლო 20 წელიწადში ჩვენ მეორეხარისხოვანი ერის სინდრომი შეგვეყარა და ევროპელებთან პირველ ნომრად თამაში გვიჭირს, ზოგჯერ გვეშინია კიდეც.

- გვეშინია?!

- დიახ, გვეშინია. აბა, გაიხსენეთ, როცა ევროთასებზე თუნდაც მესამეხარისხოვანი ევროპული გუნდი შეგვხვდება, საქართველოში რა რეაქციაა?!

იგივე "დილა" დანიელებს რომ ხვდებოდა, გარკვეული შიში გვქონდა. არადა, დანიელები ოცნებობდნენ ჩვენნაირ მოთამაშეებზე, მაგალითად - სალუქვაძისნაირ მცველზე, რომელიც "რუბინთან" ერთად "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" დამარცხებაში მონაწილეობდა.

ამ გადასახედიდან ვამბობ - რა მოხდა მერე, რომ ევროპელები არიან, ჩვენ უფრო ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს. ეს არის ამოსავალი პრინციპი და არა ის, რომ დანია, რადგან ერთ დროს ევროპის ჩემპიონი გახდა, აუცილებლად ჩვენზე უკეთესი უნდა იყოს.

მერწმუნეთ, ბევრად მეტი პოტენციალი გაგვაჩნია, ვიდრე დღეს ჩანს. ეგ არის, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი გვაწუხებს და ევროპელებთან "მეორე ნომრად" თავისუფლად ვთამაშობთ, "პირველ ნომრად" კი გვიჭირს.

- მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე რას იტყვით?

- მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვთამაშობთ, ფავორიტი მაინც საფრანგეთია. მათთან დაცვიდან თამაში ლოგიკური იქნება. თუმცა ბევრი მაყურებელი თუ მოვა, ვინ იცის, თამაში როგორ წარიმართება?!

მაგრამ, როგორც ამბობენ, ბურთი მრგვალია და იმედია, ქულის მოპოვება შესაძლებელი იქნება...

რაც შეეხება ფინეთთან მატჩს, სატურნირო მდგომარეობიდან და ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, პირველ ნომრად უნდა დავუხვდეთ, რადგან გამარჯვება ჰაერივით გვჭირდება.

"ორჰუსში" ფინელი მცველი პეტრი პასანენი თამაშობს. ნაკრებში ძალიან ბევრი შეხვედრა ჩაუტარებია და დღევანდელ გუნდსაც ძალიან კარგად იცნობს. იცით, რა მითხრა? - ფინეთი სუსტი ნაკრებია და წესით, უნდა მოუგოთო. მეც მჯერა, რომ ასე იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
" თქვენ ბევრი უნდა ირბინოთ, ქართველებმა კი იციან, რაც უნდა გააკეთონო." :D ვაწა შენ გენაცვალე, ჯიგარი ხარ
vaxo
კარგი რა !! ბოლო სეზონები სულ ლიგაზე ყავთ ერთი გუნდი დანიას ედრები რას კაიფობთ რა
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
კოპენჰაგენი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და სამხელისუფლებიანობა დანიის ჩემპიონატში
აქ საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე... მათე ვაწაძე ფანებს დაემშვიდობა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
მათე ვაწაძე "ორჰუსიდან" წამსვლელ ფეხბურთელთა სიაშია
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათე ვაწაძე: "ორჰუსის" მწვრთნელი ყველაფერს მე მაბრალებს...
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
უარი ომს, არჩევანი ისრაელი ან საქართველოა - სად ითამაშებს მათე ვაწაძე
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...