რუსთავის "ხარებს" უკვე 23-წლიანი სარაგბო ტრადიცია აქვს, რომლის განმავლობაშიც თითოჯერ ყველა სინჯის მედლები აქვს მოგებული
რუსთავის "ხარებს" უკვე 23-წლიანი სარაგბო ტრადიცია აქვს, რომლის განმავლობაშიც თითოჯერ ყველა სინჯის მედლები აქვს მოგებული (1993 წელი - ოქრო, 1994 - ვერცხლი, 1997 - ბრინჯაო).

გუნდმა არაერთგზის გამოიარა მძიმე პერიოდი.

წლების განმავლობაში სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები ენთუზიაზმის, რაგბის სიყვარულის ხარჯზე გადიოდნენ ფონს, რაც, რა თქმა უნდა, დაუფასდათ კიდეც.

უდიდესი ძალისხმევისა და მონდომების შედეგად 2009 წელს ისინი კვლავ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში და დღემდე სტაბილურად ინარჩუნებენ ადგილს უძლიერესთა შორის.

ხარები

პალიკო ჯიმშელაძის და ზაზა ხუციშვილის გაწვრთნილმა "ხარებმა" წინა სეზონი გასავარდნი ზონიდან 8-ქულიანი დაშორებით დაასრულეს, თუმცა პლეი ოფში გამსვლელ მეექვსე ადგილამდე ერთბაშად 16 ქულა დააკლდათ. საბოლოოდ, გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მერვე ადგილს დასჯერდა.

XXIV სარაგბო სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი "ხარებმა" რუსთავში, ახალაშენებულ ბაზაზე გაიარეს, სადაც მართლაც მშვენიერი პირობებია, როგორც სავარჯიშოდ, ასევე სათამაშოდ.

გუნდმა ერთი საკონტროლო მატჩიც გამართა, რომელშიც პირველლიგელ თბილისის "დევებს" სძლია.

წლეულს რუსთაველთა უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, ხოლო თუ წამყვანმა მოთამაშეებმა ტრავმები აიცილეს თავიდან, შეიძლება საპლეიოფო ზონაშიც შეაღწიონ.

შერკინება

"ხარების" მთავარი იარაღი, ტრადიციულად, მძიმე და მობილური შერკინება იქნება. მწყობრში გახლავთ გუნდის ლიდერი სოლომონ ქარუხნიშვილი, რომელსაც ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში.

კლუბი დატოვეს და საფრანგეთში განაგრძობენ კარიერას ლევან შაშიაშვილი და თომა ბალიაშვილი, "ლოკომოტივში" გადაბარგდა რატი ხარძიანი. მათ შემცვლელად კი სამწვრთნელო შტაბმა სათადარიგო გუნდიდან პერსპექტიული გიორგი გოგოლაშვილი, მიხეილ ზურიკაშვილი და ჟორა მღებრიშვილი დააწინაურა. პირველი ხაზი გაძლიერდა გამოცდილი მიხეილ წიკლაურით.

უკანა ხაზი

ცხრა ნომრის პოზიციაზე გაირჯება 20 წლის "ბორჯღალოსანი" ვაჟა ხუციშვილი. სპორტული კარიერა დაასრულა მგეზავმა მიხეილ წიკლაურმა, ამიტომ მის პოზიციაზე სამწვრთნელო შტაბს მანუჩარ ჭაავასა და გიორგი ბასილაიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

გუნდი დატოვა და "ლელოში" დაბრუნდა ფულბეკი უჩა მჭედლიშვილი, რაც ძირითადი შემადგენლობისაკენ გზას გაუხსნის 18 წლის დათო გულიტაშვილს. უკანა ხაზი, პრაქტიკულად, სულ ახალგაზრდებით გახლავთ დაკომპლექტებული, რაც დიდ პრობლემად შეიძლება ექცეს "ხარებს".

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სამწვრთნელო შტაბის უდიდეს პროფესიონალიზმს და ახალგაზრდა მოთამაშეთა კარგ სელექციას, მეტოქის ცუდად შეფასების შემთხვევაში ბევრმა ფავორიტმა შეიძლება წაიტეხოს რქები "ხარებთან" ჭიდილში.

სამწვრთნელო შტაბი

ზაზა ხუციშვილი და პალიკო ჯიმშელაძე ყოფილი "ბორჯღალოსნები" არიან. მათი სარაგბო ინტელექტი და გამოცდილება უდიდეს სამსახურს გაუწევს გუნდს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებს, რათა პირველი ეტაპიდანვე გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული რაგბი ითამაშონ.

კლუბის პრეზიდენტი დავით კაკაბაძე შერკინების მომზადების დიდი მცოდნეა, რომელსაც რეალურად ძალუძს, რუსთაველთა მძიმე შერკინება ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფიგურად აქციოს.

მთავრობისაგან გაწეული ფინანსური დახმარების გარდა, კლუბს რუსთავის მერიაც პატრონობს, რაც სამწვრთნელო შტაბს საშუალებას მისცემს, მომავალში უფრო მეტი მორაგბე მოიზიდოს "ხარებში" და მედლებისათვის ბრძოლაში აქტიურად ჩაებას.

შემადგენლობა

პირველი ხაზი: შოთა მაჭარაშვილი, მიშა წიკლაური, უჩა აღაშვილი, მიშა ზურიკაშვილი, გიორგი ხაბაშვილი, გიორგი გოგოლაძე, მინდია ყირიმლიაშვილი;

მეორე ხაზი: გენო ხელია, სოლომონ ქარუხნიშვილი, თედო ივანიშვილი, მიშა ქუფარაშვილი, გიორგი მაჭავარიანი;

მესამე ხაზი: ლაშა გოგიაშვილი, ზვიად ღამბარაშვილი, რატი ტყეშელაშვილი, გიგა ქვლივიძე, ჟორა მღებრიშვილი, გურამ თედელური;

#9: ვაჟა ხუციშვილი, კობა ბუჯიაშვილი;

#10: მანუჩარ ჭაავა, გიორგი ბასილაია;

#12-13: რატი ღამბაშიძე, ბექა ბებიაშვილი, გიორგი ნათელაშვილი, შოთა დევიძე;

#11-14: გიორგი ბებიაშვილი, ლექსო მელიქიშვილი, თორნიკე კიკნაძე;

#15: თორნიკე თეგეთაშვილი, დათო გულიტაშვილი.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა