ორი ფოტოსურათის ამბავი უნდა მოგიყვეთ
ორი ფოტოსურათის ამბავი უნდა მოგიყვეთ. ორივე ქალაქ ცელიეში, ერთსა და იმავე ადგილასაა გადაღებული. პირველი - 4 სექტემბერს, მეორე - მომდევნო დღეს.

ევრობასკეტის გახსნის დღეს, პოლონეთთან თამაშის წინ სლოვენიის ქალაქ ცელიეს ქუჩებში გავიარე, მაინტერესებდა, ტრიალებდა თუ არა ჰაერში კალათბურთის სუნი. ყოველ კუთხე-კუნჭულს ევრობასკეტის სიმბოლო ამშვენებს, ხოლო კაფე-რესტორნებში ცელიეს ჯგუფში მოთამაშე გუნდების დროშებია გამოფენილი.

ქალაქის ცენტრში საინტერესო ადგილს ჩავუარე: ერთ დაწესებულებაში ერთმანეთის გვერდით ლუდისა და ნაყინის ჩამოსასხმელი მოწყობილობები იდგა. ამ კაფე-ბარს ჩვენი ჯგუფის გუნდების დიდი დროშები ამშვენებდა - ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი... საქართველო არსად ჩანდა. ყველა მხრიდან მოვუარე, მაგრამ ხუთჯვრიანი ალამი მაინც ვერ ვიპოვე. შევედი და მეპატრონეს ვკითხე:

- საქართველოს დროშა რატომ არ გიკიდიათ?

- არ მაქვს. ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიშოვე, - მიპასუხა ღიმილით, - თქვენ ხომ არ გაქვთ?

საქართველოს დროშები სადღეისოდ ცელიეს დარბაზში უნდა იყოს თავმოყრილი, იქიდან კაფეს დასამშვენებლად წაღება არ ეგების.

ამიტომ სლოვენიელს არაფერს დავპირებივარ, ღიმილით დავემშვიდობე და "ზლატოროგის არენის" გზას გავუყევი.

მეორე დღეს, გათენდა თუ არა, ქალაქში გავედი, მაინტერესებდა, როგორ აფასებდნენ საქართველოს ნაკრების პოლონეთთან თამაშს ადგილობრივები.

ხორვატულ გაზეთ "სპორტსკი ნოვინეში" ჩვენი გუნდის შესახებ ვრცელი სტატია ეწერა, რომლის სათაურის თარგმნა გაზეთების გამყიდველს ვთხოვე: "გორტატი ევრობასკეტზე მედლებისთვის ჩავიდა, მაგრამ საქართველომ პარკეტზე დაანარცხა".

სლოვენიურ გაზეთ "ეკიპში" საქართველო-პოლონეთს საშუალო ზომის სტატია ეძღვნებოდა, თუმცა მისი სათაურის გადათარგმნისთვის იქვე მდებარე კაფე-ბარს მივაკითხე, სადაც ნაცნობი მეპატრონე და საქართველოს გარდა, ხუთივე გუნდის დროშა მეგულებოდა.

განსაკუთრებით საინტერესო ფოტოზე მინაწერი აღმოჩნდა: "საქართველომ პირველი მატჩი ისე ჩაატარა, მედლებზე ფიქრიც შეუძლია", - მითარგმნა სლოვენიელმა მეპატრონემ და იქვე კუთხეში გაკრულ საქართველოს დროშაზე მიმითითა: ორი დროშა ჩემი ხელით დავხატე და კაფე-ბარის ყველაზე გამოსაჩენ ადგილებზე მივაწებეო. ამ სიტყვების სიმართლეში გაზეთში გამოქვეყნებული ფოტოც დაგარწმუნებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]

რომან გამგებელი
საღოლ ავტორ, ჯიგარი ხარ!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
TimeLine: ...ის მოიგებსო
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
TimeLine: ცეცხლი აენთო...
TimeLine: ცვლილებების ქარი
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
TimeLine: ხინკლის მაკრატელა