"ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ყოველი თამაშის შემდეგ ვერ ვიძინებ და ღამეს ვტეხ"
თურმე, ჯონ ტერის მარჯვენა ფეხზე დიდი ხანია ნერვის პრობლემა აქვს. ექიმები საქმეს, რასაკვირველია, მონდომებით შეუდგნენ, მაგრამ რა დრო დასჭირდება „ჩელსის“ კაპიტნის გამოჯანმრთელებას, კაციშვილი ვერ ამბობს. ეს ცნობა დასავლეთ ლონდონელთა თავკაცისთვის კარლო ანჩელოტისთვის, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა – მოგეხსენებათ, „ლურჯებმა“ ბოლო ტურში

„სანდერლენდთან“ 0:3 წააგეს და ცხრილში „არსენალი“ ორქულიან მანძილზე მიუშვეს. ტერის გარდა ანჩელოტის სატკივართა შორისაა ფრენკ ლემპარდისა და მიკაელ ესიენის ტრავმები, რასაც, ცოტა ხნის წინ, დიდიე დროგბას მალარიაც ემატებოდა.

მაინც რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ტერი? სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა, თუმცა მისმა მკურნალობამ შეიძლება თვეებიც გასტანოს. სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ პრობლემა, რომელიც ცენტრალურ მცველს გასული სეზონის ბოლოდან აწუხებს, საჭიროა ბოლომდე აღმოიფხვრას. თავად ტერიმ ასე თქვა:

„ნერვის ტკივილი, რომელიც ბარძაყიდან მეწყება, ორთავა კუნთს ითრევს და წვივთან მთავრდება, გასული სეზონის ბოლოდან მაწუხებს. სამწუხაროდ, „ჩელსიში“ ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა, რომ დასვენება და მკურნალობა ვერ მოვასწარი. სეზონი რომ დამთავრდა, ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრე.

სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულს სამი კვირა დასვენება მერგო, რაც მაიმედებდა. მეგონა, შვებულების შემდეგ საქმეს გამოჯანმრთელებული შევუდგებოდი, მაგრამ პირიქით მოხდა. მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. ნოემბრის დასაწყისამდე კიდევ არა მიშავდა, განძრევა შემეძლო, მაგრამ „ფულჰემთან“ შეხვედრაში, კლინტ დემპსისთვის ბურთი რომ წამერთმია გავიწელე და საბოლოოდ დავიზიანე რაღაც. ამიერიდან ძველებურად გაგრძელება აღარ შემიძლია. თუკი აქამდე თამაშის სურვილი ტკივილის დათრგუნვაში მეხმარებოდა, ახლა ის იმდენად ძლიერია, რომ უნდა ვიმკურნალო, სხვა გზა არ არის.

ყოველი თამაშის შემდეგ ღამეს ვტეხ, ტკივილისგან ვერ ვიძინებ. რა ვქნა, რამდენიმე კვირა უნდა დავისვენო, ექიმებთან ვიარო და ტრავმა მოვირჩინო“.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სპეციალისტი კაპიტანს მისმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ურჩია და ისიც უახლოეს დღეებში იტალიას გაემგზავრება. იტალიელი პროფესორის გარდა ტერი ნერვის ლონდონელ ექიმთანაც მკურნალობს. პრემიერლიგის ბოლო ტურში „სანდერლენდთან“ შეხვედრას და ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების კარსმომდგარ თამაშს გამაყუჩებლით აღარაფერი ეშველა. ტერიმ განმარტა:

„გაყუჩებით ადამიანი შეიძლება თვენახევრიდან ორ წლამდეც კი ათამაშო, მაგრამ ექიმები იმასაც ამბობენ, რომ ამ მეთოდს ბოლომდე ადამიანთა 75 პროცენტი ექვემდებარება. მე, სამწუხაროდ დარჩენილ 25 პროცენტში აღვმოჩნდი. მართალი გითხრათ, მკურნალობის რა მეთოდსაც კი მთავაზობდნენ ყველაფერი ვცადე, მაგრამ მეტი მოთმენის საშულაება აღარ არის. თან, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზუსტად ვერც კი ვამბობ როდის დავუბრუნდები მოედანს. მკურნალობას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, თუმცა არც რამდენიმე თვის გაცდენაა გამორიცხული. ხომ გითხარით, ეს ისეთი ტკივილია, რომელიც ბურთის თამაშის დროს კი არა, საჭესთან, სადილობისას და ძილი დროსაც კი არ მანებებს თავს.

შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ვაჭარბებ, მაგრამ არავინ იცის, რას ვებრძვი და ვუძლებ სინამდვილეში. თამაშის წინ გასახურებლად რომ გავდივარ, უკვე ცუდად ვგრძნობ თავს. ფეხბურთელებმა, რომელთაც ასეთი ან დაახლოებით ამდაგვარი პრობლემა ჰქონია, თავიანთ ექიმებთან მისვლა მირჩიეს. ახლა, მთავარია შემოთავაზებულ ექიმთაგან იმ სპეციალისტს მივაგნო, რომელიც კონკრეტულად ჩემს პრობლემას მოაგვარებს. ვიცი, რომ არიან ინგლისელები, რომლებიც დიაგნოზტიკის კარგ აპარატებს ფლობენ, იტალიაშიც მირჩიეს სპეციალისტი, ვინც კვლევას სადღაც, უფრო სიღრმიდან იწყებს... ერთი სიტყვით, ჯერჯერობით იმის გამოკვლევაში ვარ თუ რა მჭირს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე