"ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" "ლივერპულის" ფრანგი თავდამსხმელის დავიდ ნგოგის ყიდვა მონდომებია. მოგეხსენებათ, "ვესტ ბრომვიჩი" ის გუნდია, რომელმაც...

"ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" "ლივერპულის" ფრანგი თავდამსხმელის დავიდ ნგოგის ყიდვა მონდომებია. მოგეხსენებათ, "ვესტ ბრომვიჩი" ის გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში "ჩემპიონატში" მეორე ადგილი მოიპოვა და პრემიერლიგაში აღზევდა, ასე რომ ნგოგს უმაღლესი ეშელონის დატოვება არ ემუქრება.

"ალბიონს" წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი, თავის დროზე "ჩელსიში" ნათამაშები რობერტო დი მატეო წვრთნის. იმისათვის, რომ პრემიერლიგიდან არ გავარდეს, დი მატეოს თავდამსხმელი სჭირდება. და სჭირდება კი "ლივერპულს" ნგოგი? ამბობენ, რომ მერსისაიდელები ნგოგის თავიდან მოსორებას არ აპირებენ, რადგან ჯერ უნდა გაარკვიონ, დარჩება თუ არა მათთან ფერნანდო ტორესი და დაიმატებენ თუ არა ჰოლანდიური "ტვენტედან" ბრაიან რუისს. სხვათა შორის, "წითლების" ახალ მწვრთნელ როი ჰოჯსონს მილანის "ინტერიდან" სლოვენიელი ნახევარმცველის, 20 წლის რენე კრჰინის გადაბირებაც სურს...

მაგრამ დავუბრუნდეთ "ვესტ ბრომვიჩს", რომელსაც ფორვარდის პოვნა გასჭირვებია. ვესტბრომვიჩელებმა (ვესტ ბრომვიჩი ქალაქია ინგლისში, ლონდონიდან 200 კილომეტრში, სადაც 137 ათასი ადამიანი ცხოვრობს) "პორტსმუთში" თავგამოჩენილ ფეხბურთელ ფრედერიკ პიკიონსაც მიაკითხეს, თუმცა ამ უკანასკნელის შესაძენად რიგი დგას - წარმოშობით ახალკალედონიელი ფრანგის შეძენა "ფულჰემსაც" უნდა და "ვესტ ჰემსაც". დი მატეო "ჰამბურგის" 23 წლის თავდამსხმელ მარკუს ბერგითაც დაინტერესდა, თუმცა აქაც "ფულჰემი" უშლის ხელს - ლონდონელები, რომლებიც პარალელურად "ვალენსიას" მცველ მიგელზე ევაჭრებიან და ცდილობენ საქმე 1,6 მილიონ ფუნტად გაჩარხონ, ბერგითაც დაინტერესებულნი არიან. ბერგი შვედია. მას თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 14 თამაში აქვს ჩატარებული.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა