ზუსტად 2008 წლის შემდეგ პირველად, მომავალ აკი ბაშოზე მოხდება, რომ უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ ერთი ქართველი იასპარეზებს - თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ)
25 წლის ლევან გორგაძე, რომელიც პროფესიულ სუმოში ტოჩინოშინ ცუიოშის საბრძოლო სახელით ჭიდაობს, 2008 წელს გადავიდა უმაღლეს დივიზიონში და დღემდე ელიტაში რჩებოდა.

მაგრამ მძიმე ტრავმის გამო სექტემბრის ბაშოსთვის ლევანი რანგით მე-2, ძურიოს დივიზიონში გაამწესეს.

საბედისწერო ივლისის ბაშოს მე-5 დღე იყო, როცა ჩვენებურმა ტოკუშორიუ კი დაამარცხა, მაგრამ მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა.

ეს ისეთი ტრავმაა, რომელიც სპორტსმენს თვეებს გააცდენინებს. ახალი რეიტინგით, ტოჩინოშინი ძურიოს ნომერ პირველი რიკიშია.

ზუსტად 2008 წლის შემდეგ პირველად, მომავალ აკი ბაშოზე მოხდება, რომ უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ ერთი ქართველი იასპარეზებს - თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). გაგამარუსთვისაც წარუმატებელი იყო ივლისის ბაშო, 3-12 ბალანსის გამო ის რეიტინგში მე-2 მაეგაშირობიდან მე-9 მაეგაშირობამდე დააქვეითეს.

ახალ რეიტინგში ორი სიახლეა აღსანიშნავი - ტაკაიასუ გახდა ჰეისეის ეპოქაში (1989 წლის იანვრის შემდეგ) დაბადებული პირველი სპორტსმენი, ვინც სანიაკუს რიგებში ავიდა - კომუსუბი გახდა.

მეორე კი შოთა ენდოა (ეს სახელი ენდომ შოთა ჩოჩიშვილის საპატივცემულოდ დაარქვა თავის ვაჟს. რედ), ვინც აბსოლუტური რეკორდი დაამყარა - 23 წლის ენდომ ნახევარ წელიწადში მიაღწია ელიტას.

ბუნებრივია, ეს შეუძლებელი იქნებოდა (8 დივიზიონის გავლა სამ ბაშოზე), რომ არა გამონაკლისი, რომელიც იაპონელი შოთასთვის დაუშვეს - მოყვარულებში იაპონიის ორგზის ჩემპიონმა აღმასვლა მაკუშიტას დივიზიონიდან დაიწყო, ივლისში კი ძურიო 14-1 ბალანსით მოიგო. შოთა ენდოს ხშირად ადარებენ ცნობილ მონღოლ იოკოძუნა ასაშორიუს.

აკი ბაშოს წინ გაიმართა სუმოისტთა ოფიციალური აწონვები. ელიტაში ისევ ჩვენებური გაგამარუა ყველაზე მძიმე რიკიში - თეიმურაზი 203 კილოგრამს იწონის, მაგრამ მას სადანოფუჯი (201 კგ) მიუახლოვდა.

აკი ბაშო სუმოს მექა "კოკუგიკანში" 15-29 სექტემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"როცა მაკუშიტაში ორჯერ დავმარცხდი, ვფიქრობდი, ამათთან როგორ ვაგებ-მეთქი?!" - გაგამარუ ტრავმებსა და კარიერის გაგრძელებაზე
14-წლიანი კარიერის მანძილზე პირველად - გაგამარუმ კიუჯო გამოაცხადა
კიუშუ ბაშო. XII დღე: გაგამარუმ მე-11 მარცხი იწვნია
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
საოცარი სანახაობა! - ტოჩინოშინმა პატარა ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან გადადგა [VIDEO]
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს იწყებს - ქართველის საწყისი მეტოქეები ცნობილია
კიუშუ ბაშო. VII დღე: გაგამარუ ტრავმასაც ებრძვის და მეტოქესაც [VIDEO]