"ნტვ-ფუტბოლის" პოპულარულმა წამყვანმა ალექსეი ანდრონოვმა საქართველო-საფრანგეთის მატჩის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა
საქართველო-საფრანგეთის მატჩს რუსული ტელეკომპანიის, "ნტვ-ფუტბოლის" პოპულარული წამყვანი ალექსეი ანდრონოვიც ესწრებოდა.
თამაშის შემდეგ მან თავისი შთაბეჭდილებები "ლელოს" გაუზიარა...
- რას ფიქრობთ, რა მოხდა 6 სექტემბერს "დინამო არენაზე"?
- მოულოდნელი შედეგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას საერთოდ არავინ ელოდა. გრანდებს გასვლით შეხვედრაში პრობლემები პირველად არ შექმნიათ. თუმცა ჩემთვის გამოცანად დარჩა ის, თუ როგორი გუნდის ჩამოყალიბება სურს დიდიე დეშამს, რადგან საქართველოსთან ფრანგებს ფეხბურთი არ უთამაშიათ.
და ეს იმ დროს, როცა გუნდში ლამის ყველა მეგავარსკვლავია.
თითქოს ორი თავდამსხმელით თამაშობდნენ, მაგრამ რეალურად, საქართველოს ნაკრების კარს მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებში დაემუქრნენ, როცა თქვენებს დაღლა დაეტყოთ და შეცდომების დაშვება დაიწყეს.
თუმცა ფრანგების სუსტი თამაში საქართველოს ნაკრებს ვერ დააკნინებს. თემურ ქეცბაია გუნდის შესაძლებლობიდან გამოდიოდა, როცა ტაქტიკა შეარჩია და მიზანშიც მოარტყა.
- ცხადია, ეს კრიტიკა რამდენიმე მოთამაშეს ეხება, მაგრამ ამას ყველაზე ვერ ვიტყვით. მაგალითად, საქართველოსთან ფრანკ რიბერი ძალიან აქტიური და მონდომებული იყო. მაინც მგონია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მწვრთნელის გაუგებარი გადაწყვეტილებებია, რაც თავდასხმაზე კარგად არ მოქმედებს.
- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?
- ყოჩაღ ქართველებს! კარგად იომეს! თუმცა ვალდებულნი იყვნენ, შექმნილი მომენტებით ესარგებლათ.
- იბრძოლეს ერთია, მაგრამ როგორი ფეხბურთი ითამაშეს, თქვენი აზრით?
- ბოლო წლებში საქართველოს მებრძოლი ნაკრები ჰყავს, მაგრამ შეტევაში მაინც უჭირს. დააკვირდით, ბოლო დროს რომელი გუნდებიდან იწვევენ ფეხბურთელებს - "დნიპროდან", "ლეგიადან", "ილიჩევეციდან", ბაქოს "ინტერიდან", "ყარაბაღიდან"... ეს უკვე ქინქლაძე-არველაძე-ქეცბაიას თაობა აღარ არის. ისინი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობდნენ.
შესაძლოა, მათ დიდი შედეგების მიღწევა არ შეუძლიათ, მაგრამ გუნდს გარკვეული პოტენციალი აქვს და გამოცდილება უნდა დააგროვოს. ვინ იცის, იქნებ მომავალში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოს.
- ესპანეთი და საფრანგეთი ჯგუფის ფავორიტები არიან და პირველ-მეორე ადგილებს გაიყოფენ. თქვენი აზრით, ვინ გავა მე-3 ადგილზე?
- საქართველო ან ფინეთი. თქვენ ძალიან რთული კონკურენტი გყავთ. დასამალი რა არის, ციკლის დაწყებამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მესამეზე სწორედ ფინელები გავიდოდნენ, რადგან ეს გუნდი ბოლო შესარჩევებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მათ სწრაფი და მწვავე კონტრშეტევები ეხერხებათ...
მაგრამ დაიწყო ეს ციკლი და ფინეთს გაუჭირდა. საქართველო ვალდებული იყო, მოეგო ჰელსინკიში, მაგრამ... თქვენს გუნდს გატანა ძალიან უჭირს.
საერთოდ, ფინეთთან მატჩში პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორია, ამ ორი გუნდიდან კოზირებს რომელი გამოიყენებს და მოახერხებს თუ არა საქართველო "პირველ ნომრად" თამაშს. ბევრისგან მსმენია, რომ თქვენმა ნაკრებმა სათამაშო სტილი შეიცვალა, მაგრამ ტაქტიკური სქემა იმის მიხედვით კეთდება, რისი არჩევანიც მწვრთნელს აქვს. ასე რომ, ქეცბაიას სქემა ლოგიკური იყო.
- საფრანგეთთან რომელ ქართველ მოთამაშეს გამოარჩევდით?
- რა თქმა უნდა, გიორგი ლორიას. ის მთელი ციკლის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურება და მიმაჩნია, რომ საკმაოდ მაღალი დონის კიპერია.
ჩემთვის აღმოჩენა იყო გელაშვილი. სანამ ძალა ეყო, ის ღირსეულად თამაშობდა ისეთი ვარსკვლავის წინააღმდეგ, როგორიც პატრიკ ევრაა. რამდენიმე ეპიზოდში ისე გასცდა მას, თვალებს არ ვუჯერებდი. მისი მხოლოდ რამდენიმე თამაში ვნახე, მაგრამ ფრანგებთან გამაოცა.
ურიგოდ არ უთამაშიათ უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე ქართველებსაც. პროგრესი ეტყობა კანკავას, თანაც პიროვნული თვისებებიც გამოავლინა. ოქრიაშვილმა და კობახიძემ აფეთქება იციან...
საერთოდ, ქართველებიდან ყველაზე მეტად კობახიძე მომწონს, მაგრამ არასტაბილურია, ხან ძალიან ეფექტურად თამაშობს, თუმცა ამას ყოველთვის ვერ ახერხებს. ჯანო კი ყველამ იცის, ვინც არის და რას წარმოადგენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო VS ფინეთი - დღეს სხვა მოთხოვნა გვაქვს!
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
reso
ნახირი ,სირი ფეგბურტელებიტ
giorgi
გამოიცნო რა გინდა,ფინეთი მესამეზეა, ეხლა ბელორუსია როგორც ეტყობა თამაშს ქულას აიღებს ფრანგებთან და დაგვტოვებენ ჩვენს კუთვნილ ბოლო ადგილზე.
levani
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომ გავიდნენ არ ვუყურებ ამ ********* დოღს
ramo
აჰა ძმაო. მოაშორე ზრდილობიანი პასაჟები და დაგრჩება ცარიელი სიმართლე. კაცი აღიარებს რომ ფინეთი გჯობია, რომ ელოდა ფინეთის მესამე ადგილს, რომ ფინეთს ბრწყინვალედ შეუძლია კონტრშეტევა. ჩვენ ჰელსინკში 11 დავრჩით 10ზე პლის 1ჩხინკი ბურთი გავიტანეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ღმერთი იყო ჩვენთან, ჩვენ კიდე უაზრობით არ მივიღეთ საჩუქარი. გოლი გატანა მართლა გვიჭირს, თუ არ გაგვიმართლა ისე ვერ გაგვაქვს. იქნებ დღესაც ღმერთი დაგვეხმაროს.
"კვარა", ვისაც ესპანელებისთვის გააქვს - როდის, თუ არა ახლა?!
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ქვის ხანაში გვაბრუნებენ, რუსეთის საზოგადოების განუვითარებლობაზე მეტყველებს, რომ..." - ანდრონოვი სამშობლოზე, თავისუფლებასა და მარადიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე საუბრობს
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
ცნობილი რუსი კომენტატორი: "გაუმარჯოს საქართველოს!"
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"სპარტაკი" აქოთებული საღორეა" - ამტკიცებს "ბენფიკასთან" მარცხის შემდეგ რუსი კომენტატორი
"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...