საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფინეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
9 სექტემბერს თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მორიგი პრესკონფერენცია გამართა და ფინეთთან გასამართი შეხვედრისთვის მზადებაზე ილაპარაკა:

10 სექტემბერს, "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" I არხი განახორციელებს.

- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. მიხარია, რომ თბილისშია თამაში. საფრანგეთთან კარგი თამაშის შემდეგ ფინეთთან ყველა მოგებას ელის. ჩვენც ეს გვინდა, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ და უმძიმეს ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ, რაც მხოლოდ მოგებითაა შესაძლებელი.

ფინელებს ძლიერი ნაკრები და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ერთი კვირაა, ბიჭები მონდომებით ემზადებიან და გვჯერა, ეს შედეგზეც აისახება.

- ძლიერ ნაკრებებთან საქართველოს მოტივაცია არ აკლია და მონდომებით თამაშობს, რაც საფრანგეთთანაც დამტკიცდა. რა უნდა გააკეთოთ, რომ ანალოგიური სტიმული მოთამაშეებს ფინეთთანაც ჰქონდეთ?

- მარტო საფრანგეთთან კი არა, საერთოდ, თბილისში სულ ასე ვთამაშობთ. მაგრამ საწყენი ისაა, რომ 31 მატჩიდან უმრავლესობა გასვლაზე ჩავატარეთ. საფრანგეთთან ქულა დამსახურებულად ავიღეთ, არადა, ბევრი ფიქრობდა, რომ იოლად მოგვიგებდნენ.

ფინეთთან სხვა მატჩი იქნება. მეტოქეს თამაში რომ შეუძლია, ესპანეთთან გასვლაზე ქულის მოპოვებითაც დაამტკიცა. მათი შესაძლებლობები და მატჩის მნიშვნელობა ჩვენმა ბიჭებმაც კარგად იციან და საამისოდ სპეციალური ფსოქოლოგიური მომზადება არ სჭირდებათ. ვარჯიშს გეგმის მიხედვით ვაგრძელებთ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- გიორგი ლორიას გარდა, შემადგენლობაში სხვა ცვლილებებიც იქნება?

- ფრანგებთან კარგი თამაშის შემდეგ ბევრი ცვლილება მიზანშეწონილად არც მიმაჩნია. მატჩამდე კიდევ არის ფიქრის დრო და ჯერ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით.

- თითქოს გელაშვილსა და თარგამაძეს ტრავმები ჰქონდათ...

- რამდენიმე ფეხბურთელს მცირე ტრავმა მართლაც ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველა ჯანმრთელადაა და სათამაშოდაც მზადაა.

- ფინელებთან ტაქტიკურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

- მიზანი გამარჯვებაა და, ცხადია, ეს ტაქტიკაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. თუმცა არც თავქუდმოგლეჯილ შეტევებს ვაპირებთ, დაცვასაც სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ და შანსს მოთმინებით დაველოდოთ.

- წლის ბოლომდე ამხანაგური მატჩის ჩატარების შანსი არის?

- ვეცდებით, ნოემბერში ერთი მატჩი ჩავატაროთ და აუცილებლად - თბილისში. ეს შესაძლებლობა უკვე მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. საერთოდ, ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, მაგრამ საქართველოში, მგონი, დაავიწყდათ ეს.

- ალბათ, სპორტის პირველი ნომერი აღარც არის...

- ხუთეულში ხომ მაინც შედის. ეს ცუდია, რადგან ჩვენს ფეხბურთს ყურადღება და დახმარება სჭირდება.

- რატომ არის საშინაო ამხანაგური მატჩის ორგანიზება ასეთი პრობლემური? ევროპელებს საქართველოში ჩამოსვლა არ სურთ თუ დიდ თანხებს ითხოვენ?

- მარტო თანხაშიც არ არის საქმე...

- იქნებ საფრანგეთთან ფრემ მაინც გაზარდოს ევროპელთა ინტერესი?

- აქ მხოლოდ შედეგზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ, არავის სჭირდება ოთხსაათიანი ფრენა, როცა სასურველ მეტოქეებს ახლოს პოულობენ. დაახლოებით ისეა, ჩვენ რომ ისლანდიაში ან ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრება არ გვეხალისება. მეორე ფაქტორი, ალბათ, ისიცაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ. არადა, თბილისი საკმაოდ ლამაზი ქალაქია, გართობაც შეიძლება და დასვენებაც, კლიმატიც ხელს გვიწყობს. მაგრამ მათ ეს არ იციან და თავს გვარიდებენ.

- ფინეთთან მატჩს დავუბრუნდეთ. საერთოდ, ნაკრებები მატჩისწინა ვარჯიშს იმ სტადიონზე ატარებენ, სადაც უნდა ითამაშონ, თქვენ კი არც ამჯერად ავარჯიშეთ გუნდი "დინამო არენაზე". რა არის ამის მიზეზი?

- "დინამო არენას" მიჩვეულები ვართ და მოედანსაც კარგად ვიცნობთ. თანაც, წასვლა-წამოსვლაში ორსაათნახევარი მაინც გვეხარჯება და რა აზრი აქვს ამას, როცა ნაკრების ბაზაზეც ყველანაირი კომფორტი და მშვენიერი პირობებია.

- შარშან ჰელსინკიში 1:1 ითამაშეთ. მეტოქის მაშინდელი თამაშიდან გამომდინარე, მოულოდნელი იყო, ფინეთი ბელორუსთან 4 ქულას რომ აიღებდა და ესპანეთთან ფრედ ითამაშებდა. თქვენი აზრით, რის ხარჯზე მოუმატა ფინეთმა?

- ეტყობა, მაშინ ჩვენი ნაკრების კარგი თამაში ვერ დავაფასეთ. ვერ ვიტყვი, რომ ფინეთი შარშან სუსტი იყო. მართალია, ჰელსინკიში კარგად ვითამაშეთ და ის შეხვედრა უნდა მოგვეგო, მაგრამ მასპინძლებიც კარგად გამოიყურებოდნენ. საფრანგეთთან 0:1 წააგეს, რასაც, ჩემი აზრით, არ იმსახურებდნენ.

საერთოდ, ფინეთი კარგად ორგანიზებული გუნდია, მის ჩაგდებულ შეხვედრასაც ვერ ვიხსენებ. თუმცა, იქ რომ მოგვეგო, ფაქტობრივად, ჯგუფში მესამე ადგილი უკვე განაღდებული გვექნებოდა. ახლაც გვაქვს შანსი.

იმედია, გულშემატკივარი მრავლად მოვა და ეს წარმატებაში დაგვეხმარება.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო VS ფინეთი - დღეს სხვა მოთხოვნა გვაქვს!

kofe11
Nურავინ იფიქრებს რო ფინეთი სუსტი გუნდია. Nურც თემური დაგვაბრმავებს. A რას ნიშნავს მესამე ადგილი გარანტირებული გვექნებოდა. Mესამე კიარა ნაკრე ბის მინიმუმი მეორე ადგილი უნდა იყოს ჯგუფში. Nუ ვიქნებით სასაცილოები. ძაან კაი ფეხბურთელები გვყავს. შწორი ტაქტიკა შეურჩიეთ ფეხბურთელებს და კონკრეტული თამაშისთვის შეარჩიეთ ფეხბურთელები
qartveli
რას ტლიკინებთ ხალხნო რა იყოთ. ფრანგებთან ფრე ჩვენი ბრძოლის დამსახურება იყო და ქეცბაიას სწორი ტაქტიკის. გამოხვედით ფეხბურთის სპეციალისტები თამაშს მაინც არ უყურეთ? რა ნამუსით ლაპარაკობთ მაგას?
ზაალი
ამათ მართლა გონიათ წინა თამაში რომ ამათი დამსახურებაა,ნახეთ ტოტალიზატორში რა კუში იყო? ეგ ცოტა სხვაგან გადაწყდა და ნუ ვგონივართ ვინმეს ლოხები.
ფინეთი
თემურ ნუ ბლატაობ,საქმეს მიხედე....ეგ მესამე ადგილი შენ და ფედერაციას გჭირდებათ უფრო, რო გააპრავოთ შეჭმული ფულები!!! შენ იყო გალელი დვალიშვილი და ხიზანა თუ ათამაშო დღეს!!! ფრანგებთან ფრე ხიზანას დამსახურებაა რო არ ითამაშა იმიტომ!!! თუ დვალიშვილის მაგივრად დღეს სხვას ათამაშებ მოიგებ!!!
gff
ბილეთები რა ღირს ხომ არ იცით?
ramo
ფინეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. ბოლო ბოლო ცხრილი ან რეიტინგები ნახეთ. თან კონტრშეტევა მაგრად ეხერხებათ. ფრანგებთან ფრე იმათი დაკიდების ბრალია და არა ჩვენი სიძლიერის. ჩემის აზრით ჟურნალისტებს უნდა ეთქვათ ეს ქეცბასთვის ღიად. ხვალ რო დაუწყებენ გინებას.
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი ხერხემლის უმძიმესი ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსებმა გაიხარეს და უკრაინელებს ნიშნის მოგებით მიმართეს
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
ომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
პორტუგალიამ ფინეთს რონალდოს გარეშე სძლია [VIDEO]