უმაღლეს ლიგაში პირველი ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა
გასულ უქმეებზე სტარტი აიღო საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატმა.

უმაღლეს ლიგაში პირველი ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და სტადიონზე მისული გულშემატკივარი უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩენილა.

გთავაზობთ საწყისი ტურის საუკეთესო შვიდ მოვლენას.

1. სანდრო ესაკია

სანდრო ესაკია "ბოლნისის ყოჩების" მოთამაშე-მწვრთნელია. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა "ლელოსთან" პირველი ტაიმი თითქმის ყველა ასპექტში დათმო და შესვენებაზე 7-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 6:13. მატჩის მეორე ნახევარში გამოცდილი ბურჯი თავად ჩაერთო შეხვედრაში. თავისი დამაჯერებელი გარჯის წყალობით უმალ მოაწესრიგა შერკინების მწყობრი თამაში როგორც ხელდახელ, ასევე სტატიკურ მდგომარეობაში, რამაც დასაბამი დაუდო "ბოლნისის ყოჩების" გამარჯვებას.

2. შავლეგ მახარაშვილის და თემურ სოხაძის დუეტი

"ლელოსა" და "ბოლნისის ყოჩების" დაპირისპირების 53-ე წუთზე დაძაბულობამ პიკს უწია. ტაბლო ფრეს გვიჩვენებდა - 13:13. "ყოჩები" თავგამოდებით ცდილობდნენ ლელოს გატანას, თუმცა რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მოქმედი ჩემპიონები წარმატებით იცავდნენ თავს.

სწორედ ამ დროს ბოლნისელთა ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა გაიტანა არეკნი და დააწინაურა საკუთარი გუნდი - 16:13, ხოლო რამდენიმე წუთში მგეზავმა თემურ სოხაძემ რთული პოზიციიდან ანალოგიური გაიმეორა - 19:13, რამაც "კვანძი" საბოლოოდ გახსნა და ხელი შეუწყო "ყოჩების" დამაჯერებელ, 19-ქულიან გამარჯვებას - 32:13.

3. ზვიად მაისურაძე

"არმიისა" და "აკადემიის" დაპირისპირებისას მკაფიოდ გამოჩნდა, თუ როგორი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა ნიკო ჭავჭავაძემ სეზონის წინა პერიოდში, როდესაც საკუთარ გუნდში გადმოიბირა "ლოკომოტივის" ყოფილი ლიდერი ზვიად მაისურაძე.

"აკადემიასთან" დაპირისპირებისას "არმიამ" აქცენტი ძალისმიერ თამაშზე გააკეთა და პირველ ტაიმში წარმატებულად აგორებული მოლების შედეგად ორი ლელოც გაიტანა. გუნდის ახალწვეული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ შეტევასა და დაცვაში. იგი ძალიან კარგად "კრავდა" მოლს, აქტიურად ხელმძღვანელობდა თანაგუნდელებს და ლომის წილიც დაიდო გამარჯვებაში.

4. "არმაზი"

დავით ვართანიანის გაწვრთნილმა "არმაზმა" კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი. მათზე დაკისრებულმა პასუხისმგებლობამაც იმატა და მეტოქეებიც გაორმაგებული კონცენტრაციით გადიან მათთან სათამაშოდ. პირველ ტურში "არმაზს" ვერ ეხმარებოდა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჰავბეკი ირაკლი აბუსერიძე, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუნდმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა - "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 22-ქულიანი სხვაობით დაამარცხა "ბათუმი" და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანით (ლელოები 5-2) ერთი პრემიალური ქულაც დაიმსახურა, რამაც საშუალება მისცა "არმაზს", სატურნირო ცხრილს სათავეში მოქცეოდა.

5. თემურ ბენდიაშვილი

თემურ ბენდიაშვილის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" უმაღლესი ლიგის პირველ ტურში ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა "ჯიქები" - 19:17 და გამარჯვებისათვის განკუთვნილი 4 ქულაც ირგუნა. გამოცდილმა მწვრთნელმა თამაშის მიმდინარეობისას დროულად იგრძნო, რომ მის გუნდს მატჩის სადავეები ხელიდან გაურბოდა და მე-20 წუთზე სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. მან ორმაგი ცვლილება განახორციელა და ორივე ბურჯი გამოცვალა, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა.

მატჩის მიწურულს სწორედ პირველხაზელთა აქტიური თამაშის წყალობით რკინიგზელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ბექა წიკლაურმა უპრობლემოდ გაიტანა და "ლოკომოტივს" გამარჯვება მოუტანა.

6. დავით ლოსაბერიძე

საფრანგეთის ჩემპიონატიდან მშობლიურ, ქუთაისის "აიაში" დაბრუნებულმა დავით ლოსაბერიძემ მშვენიერი დებიუტი მოიწყო. ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ქუთათურები რუსთავის "ხარებს" მასპინძლობდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა გახლდათ გაჩაღებული.

ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 22 წლის შუამარბი ერთ ერთი საუკეთესო გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში. მატჩის მე-15 წუთზე "ლუიმ" ბურთი თანაგუნდელისაგან საკუთარ 22-მეტრიან ზონაში მიიღო, თითქმის მთელი მოედანი გადაირბინა, გზად ცრუ მოძრაობებით რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და ბრწყინვალე ლელო გაიტანა.

7. ძალათა თანაფარდობა

რაგბის კავშირის მიერ გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო. მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების შემდეგ უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი ფინანსურად მომძლავრდა, რამაც საშუალება მისცა მათ, სეზონს გაცილებით უფრო გაძლიერებული შემადგენლობით შეხვედროდნენ.

შედეგიც სახეზეა, წინა სეზონისგან განსხვავებით, ფაქტობრივად, შეხვედრებში ვერ ვხედავთ ანგარიშში გამანადგურებელ სხვაობებს, რადგან მეტ-ნაკლებად სათამაშო დონე გათანაბრდა და იოლად დასაჩაგრი გუნდი უმაღლეს ლიგაში აღარ მოიძებნება.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს
ზვიად მაისურაძე - 40 წელი რაგბისა და "ლოკომოტივის" სიყვარულში
ლელოს სტუმარი თემურ ბენდიაშვილი: ტონგამ სათამაშო კლასით გვაჯობა
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
სეზონის პირველი ეტაპის შეჯამება: "ყოჩები"
დიდი 10: ჩემპიონი ფარ-ხმალს არ ყრის
საქართველო VS რუსეთი - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა
ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!
არმაზი-ლოკომოტივი 17:31 - რკინიგზული რევანში "არმაზს"
ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
ყოჩები-ლელო 21:22 - "ლელო" დიდ ფინალშია!
"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" გრანპრიზე ადგილი შეინარჩუნეს
სეზონის პირველი ეტაპის შეჯამება: "ლოკომოტივი"
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე
აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო
ლელო VS ლოკომოტივი - დღეს ვაკეში დიდი ფინალია!