ფრე, რომელიც ფეხბურთის სამშობლოს მკვიდრებს აწყობდათ
უკრაინა-ინგლისის შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ლოგიკურად აღნიშნა, რომ შედეგი კანონზომიერი იყო.

უგოლო დაპირისპირების მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. საეჭვო იყო არბიტრის გადაწყვეტილება მატჩის დებიუტში, როცა პედრო პროენშამ ჯო ჰარტის მიერ რომან ზოზულიას წაქცევისთვის 11-მეტრიანი არ დანიშნა. ჩვენი აზრით, პორტუგალიელს აუცილებლად უნდა დაესტვინა. ზოგადი სურათი ასეთი იყო: უკრაინა მეტს უტევდა და უფრო მონდომებული ჩანდა, თუმცა არც მასპინძელთა კარის დარაჯი ანდრეი პიატოვი მდგარა უსაქმოდ.

სტუმრებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოახერხეს ქულის მოპოვება, რამაც მათ ჯგუფში ლიდერის პოზიცია შეუნარჩუნა. ჰოჯსონის გუნდს ოქტომბერში ჩერნოგორიასა და პოლონეთთან დარჩა სათამაშო, თანაც ორივე საკუთარ მოედანზე. ასე რომ, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისის გარეშე არ ჩაივლის.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფრენკ ლემპარდის იუბილე. მან ეროვნულ გუნდში მე-100 თამაში ჩაატარა. აქედან 99 - "ჩელსის" ფეხბურთელის რანგში. ინგლისურმა პრესამ ფეხბურთელს ნაკრების ცენტურიონი უწოდა. გეტყვით, რომ რომის იმპერიაში ეს უკანასკნელი 100 კაცის მეთაურს ნიშნავდა.

მატჩის შემდგომ

როი ჰოჯსონი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი):

"ვფიქრობ, რომ შეხვედრა სამართლიანი შედეგით დასრულდა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მოგებაც კი შეგვეძლო, ბოლო წუთებზე ლემპარდს უფრო ზუსტად რომ დაერტყა.

ძირითადში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი მყავდა, რომელიც 70 ათასი ადამიანის წინაშე თამაშს შეჩვეული არ არის. მათთვის უცხო იყო ტრიბუნების მხრიდან ამხელა ზეწოლა. ამიტომაც მგონია, რომ მიღწეულით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. დღეს რუნი ან სტარიჯი რომ გვყოლოდა, შესაძლოა, მეტის პრეტენზიაც გაგვჩენოდა".

ფრენკ ლემპარდი (ინგლისი): "უკრაინამ ჩვენზე უკეთ ითამაშა. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ პირველ ტაიმში. უოლკოტსა და ჯერარდს კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა საკუთარ ნახევარზე გამოგვამწყვდიეს. ასეთ ძლიერ გუნდთან გასვლაზე ქულის აღება მშვენიერი შედეგია.

ჩემს მიღწევას რაც შეეხება, ცხადია, განსაკუთრებული საღამო იყო. წარსულს როცა ვიხსენებ, ვხვდები, რომ აქამდე ძალიან დიდი გზა გამოვიარე და ვამაყობ ამით".

ევგენი კონოპლიანკა (უკრაინა): "ვფიქრობ, ფრე უფრო მეტად ინგლისს აძლევდა ხელს. ერთი მხრივ, ამას ვაცნობიერებდით, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი აქცენტს შეტევაზე გავაკეთებდით, სტუმარს სწრაფი ფეხბურთელების წყალობით კონტრშეტევაზე მეტი შანსი მიეცემოდა. ცოტა ალბათ ბედმაც გვიმუხთლა, თორემ სტანდარტულებიდან შანსი რამდენჯერმე შეგვექმნა".

ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა): "ლოგიკური შედეგი მივიღეთ, თუმცა ქულამ უფრო მეტად ინგლისი დააკმაყოფილა, რადგან ჯგუფში ზუსტად რომ ერთი ქულით გვისწრებს. წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს. პირველ ადგილზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ. ვნახოთ, როგორ ითამაშებს ჩვენი დღევანდელი მეტოქე პოლონეთსა და ჩერნოგორიასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ანდრეი იარმოლენკო: უნდათ უკრაინას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური აჩუქონ
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
"ცხოველები შეიძლება გაგვინაწყენდნენ, რომ რუსებს შევადარე" - მიხაილიჩენკო
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
ევგენი კონოპლიანკას მადრიდის "რეალის" სკაუტები დააკვირდებიან
ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება [VIDEO]
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
"სულელური ნაბიჯი იყო..." - იარმოლენკო ოჯახის უკრაინაში გაგზავნაზე საუბრობს
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
უკრაინის ნაკრების ვარსკვლავები 2008 წლის ომს იხსენებენ
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა
მილანის "ინტერი" ევგენი კონოპლიანკათი დაინტერესდა
'ეს არასწორი იქნება' - ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა
"განდო**ებო!!!" - იარმოლენკო ოკუპანტების მორიგ აგრესიას ეხმაურება
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს განავლები უწოდეს
ჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
სკანდალი უკრაინის ნაკრებში - რებროვმა კაპიტან იარმოლენკოს არც კი დაურეკა, ახალი ტრავმები და უკრაინელთა მწვრთნელის დიდი თავსატეხი საქართველოსთან მატჩის წინ
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
უკვე ანრიზე წინ - სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის
ევგენი კონოპლიანკა - "შალკედან" "შახტარში"
ᓯᓐᓑᓐ ᓙᓐᓜᓙᕐᓕᕐ