"...როცა რაღაც არ შეგიძლია და არ გაქვს ამის ნიჭი, მწვრთნელმა ის უნდა დაგავალოს, რაც უკეთესად გამოგდის"
საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას ყველა მტკივნეულად აღიქვამს და ყველას საკუთარი აზრი აქვს ჩვენი უპირველესი გუნდის ხელმოცარვაზე, სპეციალისტის აზრს კი სულ სხვა ფასი აქვს.

ჩვენი რესპონდენტი შოთა არველაძე გახლავთ, ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი გოლის გამტანი, თემურ ქეცბაიას თანაგუნდელი საქართველოს ნაკრებში, რომელიც ახლა თურქული "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელია.

ქეცბაიას კრიტიკას ბევრი სპეციალისტი ერიდება, ალბათ, ისევ ჩვენი მენტალიტეტის გამო, რომლის მიხედვითაც, კრიტიკა ისეთი დელიკატური რამეა, რომ ჯობია, საერთოდ არ ამოიღო ხმა ან ნახევარსიმართლე ილაპარაკო...

ისიცაა, რომ ნაკრებზე საუბარი არ ნიშნავს იმას, მხოლოდ მწვრთნელზე ილაპარაკო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი უპირველესი გუნდის წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება...

მოკლედ, "ლელოს" კითხვებს შოთა არველაძე პასუხობს...

- როგორ შეაფასებდით ჩვენი ნაკრების თამაშს საფრანგეთთან და ფინეთთან? რა პოზიტივები და ნეგატივები დაინახეთ?

- განსაკუთრებული არაფერი მინახავს. ვნახე ის, რასაც ველოდი: ბრძოლისუნარიანი გუნდი ნაკლები იმპროვიზაციით.

- თემურ ქეცბაიამ ზურაბ ხიზანიშვილი არც საფრანგეთთან ათამაშა და არც ფინეთთან. როგორ ფიქრობთ, ხიზანიშვილმა უკვე ამოწურა საკუთარი თავი ნაკრებში?

- ხიზანიშვილმა საფრანგეთთან ქეცბაიასთან შეთანხმებით არ ითამაშა, ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა და იყო იმის საფრთხე, რომ ფინეთთან ვეღარ შეძლებდა მოედანზე გასვლას. ალბათ, ისე მოხდა, რომ ქეცბაიას საფრანგეთის მერე შემადგენლობის შეცვლა არ უნდოდა და ამიტომაც ვეღარ მოხვდა ხიზანიშვილი თერთმეტ კაცში.

ვფიქრობ, ხიზანიშვილს კვლავაც შეუძლია ნაკრების დახმარება. ეს საქართველო-ფინეთის შეხვედრაშიც გამოჩნდა.

- სანამ საქართველო კარგად დალაგებულ-დავარცხნილი ქვეყანა არ გახდება და სანამ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი საშუალო ევროპულ დონეს არ გაუტოლდება, ნაკრებს მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა არ უნდა მოვთხოვოთ - ეთანხმებით ასეთ პოზიციას?

- აუცილებელია, რომ ცხოვრების დონემ აიწიოს და ის ხალხი, ვინც ზრდის მომავალ საფეხბურთო თაობას, უამრავ ყოფით პრობლემას არ უნდა აწყდებოდეს. როცა ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელს ისე უჭირს, რომ ყოველდღე ბრძოლაში ყოფნა უწევს, ვერც საკუთარ განვითარებაზე ფიქრობს, ვერც - საკუთარი შვილების და ვერც - მისი აღსაზრდელების. ამიტომ საქართველოში არსებული სოციალური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს ფეხბურთის განვითარებაზეც.

- ნაკრები, რომელიც სულ დაცვით ფეხბურთს თამაშობს, როგორ უნდა განვითარდეს? როცა ფინეთს შინ ეთამაშები და შეტევაში გადასვლის დროს უკან ოთხი მცველი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი რჩება (ასე იყო პირველ ტაიმში), ეს სწორ ტაქტიკად მიგაჩნიათ?

- ტაქტიკა არ არის ის, რაც ფეხბურთელმა ისე უნდა შეასრულოს, როგორც ეს მწვრთნელს უნდა. საქართველოს ნაკრების არც ერთ მცველს წინ თამაში არ შეუძლია, ხიზანიშვილის გარდა. არ აქვთ იმის ნიჭი, რომ წინ წავიდნენ და შეტევას რამე შემატონ. ამიტომ იცვლებიან თითქმის ყოველ მეორე თამაშზე ამ პოზიციის ფეხბურთელები.

მთავარი ესაა - როცა რაღაც არ შეგიძლია და არ გაქვს ამის ნიჭი, მწვრთნელმა ის უნდა დაგავალოს, რაც უკეთესად გამოგდის. დღეს ვინ გვყავს ისეთი მცველი, ვინც ცოტათი მაინც დაეხმარება ამ ნაკრებს შეტევაში? ფაქტია, რომ ასეთი არავინაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა განსაკუთრებულად ძნელი?

- ალბათ, იმიტომ, რომ ფეხბურთი თითქმის ასი წლის განმავლობაში იყო ჩვენი ეროვნულობის, ნიჭისა და კიდევ ბევრი იმ თვისების გამომხატველი, რასაც ვერ ვამჟღავნებდით. სპორტის ეს სახეობა გარკვეულწილად იქცა ჩვენი პიროვნულობის ამსახველად და ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, გადამეტებულად გვგონია, რომ ბევრი რამ ვიცით. ამიტომაც არის ძნელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა.

ჩვენთან ხომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ექიმმა, დურგალმა თუ მძღოლმა ჩივაძეს ან ქეცბაიას ფეხბურთი ასწავლოს.

- ქეცბაიამ ერთხელაც თქვა, შემქმნელი ფეხბურთელები ბევრი არ გვყავსო - ეთანხმებით მას ამაში?

- შემქმნელი ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობა არ გვყავს და ვინც გვყავს, ისინი ჯერ ალბათ არ არიან მზად ლიდერობისთვის.

- ნაკრების მწვრთნელი ყველაფერს მუქ ფერებში ხატავს. მისი თქმით, არ გვყავს ბევრი შემქმნელი ფეხბურთელი, ქართულ ფეხბურთში მძიმე მდგომარეობაა... ასეთ დროს რამ უნდა მიიყვანოს გულშემატკივარი სტადიონზე?

- მე მაინც მგონია, რომ ქეცბაიასი სხვანაირად ესმით. ვფიქრობ, ის რეალობის ასახვას ცდილობს და იმას ითხოვს, რომ ყველამ იცოდეს, რას აკეთებს, რა გვინდა და რა შეიძლება მოვითხოვოთ დღევანდელობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტადიონზე არ უნდა ვიაროთ და რომ კარგ თამაშებს ვერ ვნახავთ, თუნდაც ისეთს, საფრანგეთთან და ხორვატიასთან რომ იყო.

- ბოლოს კი, ევროსარბიელზე "დინამოსა" და "დილას" გამოსვლაზეც გკითხავთ. შეძლებისდაგვარად, ალბათ, მათ თამაშებსაც ადევნებდით თვალს და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- თუ "დილას" მეტ ყურადღებას მიაქცევენ, "დინამოსთან" ერთად აუცილებლად ექნება წარმატება ევროსარბიელზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები საფრანგეთ-ფინეთთან მატჩების შემდეგ: ვინ როგორ...

საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]

საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]

zviad.
lasha. აი მაგ სიტყვების გულზე იმის ღირსი ხარ რომ მართლა არ დაადგეს საშველი ამ ნაკრებს, დღეს ქართველებს ლაყბობა რომ გვირჩევნია ყველაფერს მაგიტომაა ეგრე. ისე მამაღმერთის მეტი ვერავინ რომ უშველის ამ ნაკრებს ისედაც კაი ხანია ვიცით. და რატომ ხდება ასე? ხომ უნდა ვიფიქროთ რატომ? ერი როცა იმარჯვებს, გამარჯვება იმას ნიშნავს ის თითი საჩვენებელი სამაგალითო ერი და სახელმწიფოა და მაგიტომ იმარჯვებენ. აი ეხლა ჰოლანდიას მსოფლიო თასი რომ მოეგო, ამით მსოფლიოს უჩვენებდნენ რომ აი პი/დ/ა/რ/აზმი, მულტი-კულტურალიზმი და ყოველგვარი გათახსირება აქცევს ერს სამაგალითოდ და მაგიტომაც გაიმარჯვეს რომ ეგ არის "პროგრესი". ეხლა საქართველომ რომ მოიგოს, ნიშნავს რომ ყველაფერი სწორად კეთდება საქართველოში, ყველაფერი კარგადაა და განსაკუთრებით ერთი "ნიჭიერი" კაცის მოღვაწეობის შედეგია ეს ყველაფერი. ასე რომ, სანამ ჩვენი მოსაგები არ იქნება არც მოვიგებთ! 90 იან წლებში ვიყავით რამის ღირსები? ეხლა ვართ რამის ღირსები? ვინმემ გაბედოს და თქვას. მაგრამ მოწყალე ღმერთი ყოველ ციკლში თითო ხმაურიან სენსაციას გვჩუქნის ხოლმე რომ მთლად იმედი არ გაგვიქრეს და თამაშს თავი არ დავანებოთ. ამასობაში გამარჯვებული თაობა იზრდება და მოდის..
guja_kakhadze
გადაღლილობის მოხსნა ჩემი მეთოდით 30 წუთში გვარდება. 90 წუთის განმავლობაში წინ და უკან სირბილი (15კმ)და წონის პრობლემა 15 დღეში.ნაკრებისთვის კი 2 დღეში. ზამთარში ფედერაციაში მოტანილი ჩემი პროექტი მოითხოვეთ, გაეცანით და თუ მართლა გჭირდებათ, ესპანეთთან თამაშამდე მოგიგვარებთ ორივე პრობლემას და ნაკრების ფეხბურთელებს კარში დამიზნებით დარტყმასაც ვასწავლი.
mamuka
ან აკამდე რას აკედებდა
lasha
ქეცბაია კიარა მამაგმერთი ვერუშველის ამ ნაკრებს, მაგრამ შენ უნდა გეყოს ნამუსი და გადადგე მილიონებს როიდებ ჯიბეში.100 000 ლარიანი მწვრთნელიც ათამაშებს ამ ნაკრებს ისე როგორც გეცბაია ათამაშებს,ესაა სიმართთლე
tomazo
ქეცბაია უნდა წავიდეს ვერაფერი მიღწევაა
zviad
zviadi, საქართველოს ბრაზილიელების ნატურალიზება არ ჭირდება!!! ჯერ ჩვენ ბიჭებს მივხედოთ და მერე გამოჩნდება გვჭირდება თუ არა ნატურალიზება!!
Zviadi
ვინ იცის რამდენი ბრაზილიელი ფეხბურთელი ვერ ხვდება ნაკრებში იმის გამო,რომ იქ მასზე გაცილებით უკეთესები თამაშობენ,მივეთ მათ ნატურალიზაცია და იქნებ რაიმეს მივაღწიოთ
zestaphoni
თევზი თავიდან ყროლდება. ფედერაციაშია ყველა პრობლემა თავმოყრილი და უტრაკო ფეხბურთელების თავებში. გაიხსენეთ გაყიდული თამაშები შინ და გარეთ, ტოტალიზატორზე თამაში და ასე შემდეგ. ამაში მოქმედ და ვეტერან ფეხბურთელებს ურევია ხელი და ამიტომ ერთმანეთს ვერაფერს ეუბნებიან. ყველანი ნეხვში არიან გასვრილი... ფულის გარდა ამათ არაფერი აინტერესებთ. ხმა არ გაქვთ ამოსაღები ბატონებო. თქვენ არც ხალხი გიყვართ და არც ქვეყანა...
guja
ეს ფეხბურთელთა ნაკრებია, თუ ხეიბართა ნაკრები?
guja_kakhadze
ფეხბურტელებმა სირბილი ისწავლონ და ფეხბურთის დონეც აიწევს.
zviad
ასე მგონია, შოთის იმდენი ჭკუა და მოხერხება მაინც ეყოფა რომ ნაკრებში არ მოვიდეს და ქეცბასავით თავი არ გაიბანძოს, თავი "ყულფში" გაყოო რომ ამბობდნენ. ისე თუ გახსოვთ ერთი პერიოდი მთელი საქართველო არველაძეს აგინებდა მარა იმდენი მოახერხა მაინც გმირად წავიდა ფეხბურთიდან.. თავმდამსხმელური მოხერხება და ჟილკა აქვს, თუმცა მართლა მაგრად ითამაშა ალკმაარში მაშინ.. მაინც მაგარი იყო შოთი.. ოღონდ ამასაც 90 იანების "ჯადო" ქონდა რა, აბა რა უნდა დაარქვა იმას თუ ძმა ხარ, ეხლაც რომ არ დაგვხსნია ეგ ჯადო.., ის უკვირთ პატრიარქის დალოცვამაც ვერ უშველაო ქართულ ფეხბურთს, რა არის გასაკვირი ერთმა დალოცვამ თუ ვერაფერი უშველა ამხელა უბედურ რაღაცას? სხვა რამეა საჭირო.. ისე გული ნურავის ნუ დაგწყდებათ ამათმა თაობამ ვერაფერი რომ ვერ მოიგო, პირიქით! აი გეტყვით რატომ.. დინამოს წლისთავზე ჩამოვიდა სუფთა ღორი რუსი ჟურნალისტი, და ინტერვიუში ასე გვითხრა, კალაძე-კობიაშვილების თაობა რომ წავა გეტირებათ ყოფაო, ვეღარაფერს ვეღარ ითამაშებთ ფეხბურთსო, თაობები აღარ გეყოლებათ საერთოდო, იმიტომ რომ ის კალაძე და კობიაშვილი საბჭოთა სკოლა იყოო. (ქინქლაძის ხსენებისა შეეშინდა ალბათ, ქინქი სუფთა გენიოსი იყო და ვერანაირი "სკოლის" პროდუქტად ვერ გასაღდებოდა:)) ჰოდა წარმოიდგინეთ ეხლა, მაგათ ევროპის ჩემპიონატი რომ მოეგოთ რომელი სკოლის "დამსახურებად" ჩაითვლებოდა ეგ ამბავი? ჰოდა მაგიტომაც იქნება დამოუკიდებელ საქართველოში, ომში და გაპარტახებულ ქვეყანაში დაბადებული ბავშვები რომ გამოუყვანენ წირვას მაგათ!!! დიდება ღმერთს!!!
კუჭკუჭი
"აუცილებელია, რომ ცხოვრების დონემ აიწიოს" ვერ გავიგე,კალათბურთისა და რაგბის დონის აწევაზე თუ არ მოქმედებს საქართველოში არსებული ცხოვრების დონე(ნამდვილად ვამაყობ ჩვენი კალათბურთელებითა და რაგბისტებით), მაშინ მაინც და მაინც რაღა ბეხბურთისთვის არის აუცილებელი ცხოვრების დონის აწევა?
mosiniki
წავა ქეცბაია, თავის გზას იპოვის და ახალი მწვრთნელი ხელშიც რომ მაჩანჩალები ვიქნებით მივხვდებით რომ ერთ კაცში არ არის პრობლემა
zaza
აუ რატ უნდა ამდენი მარცჰიელობა არ იციან ტამასჰი პეხბურტელებმა ვერ ტამასჰობენ საგოლე მომენტ ვერ ქმნიან დზ იასჰვიატად,იმენა ქეცბაის ტვინი წაუგეს რააა რა ქნას მაგ კაცმა
adamiani
ეს იგულისხმება ჩემი აზრით იმაში რომ ფეხბურთელები არ გვყავს... თორემ პირდაპირი გაგებით ძალიანაც პერსპექტიული ბოვშები არიან უმეტესობა
adamiani
საქმე იმაშია, რომ ნამდვილად გამოხდილი შემქმნელი არ გვყავს არავინ... ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომელთაც რეალურად სათამაშო დრო არ აქვთ და მხოლოდ ერთეულ სიტუაციებში აქვთ გამონათება... ასეთი ფეხბურთელი შეტევის ლიდერობას თავის თავზე ვერ აიღებს... ამიტომაა როცა ერთი იღებს ბურთს დანარჩენი 10 კაცი უყურებს მას და მის იმედზეა რომ რამეს გააკეტებს...
avoieee
ყველა ფეხბურთელმა მოიყარეთ ერთად ტავი და გულშემატკივართან ერთად გაარჩიეთ გუნდის და ფედერაციის საქმიანობა.ფედერაციას თუ ბოლომდე ვერ დაამარცხებთ,ფრთებს მაინც დააჭრით.მწვრთნელს კი ნამდვილად გადააყენებთ,მაგრამ ეტყობა არ გაწყობთ ბევრს.მაინც არ ვარგიხართ და პატარა ფულს რომ აკეთებთ,მაგითაც კმაყოფილდებით.მოკლედ გასაწმენდია გუნდი,მაგრამ რა გაიწმინდა რომ მაგათ მოჰკითხო.
avoieee
ყველა ფეხბურთელმა მოიყარეთ ერთად ტავი და გულშემატკივართან ერთად გაარჩიეთ გუნდის და ფედერაციის საქმიანობა.ფედერაციას თუ ბოლომდე ვერ დაამარცხებთ,ფრთებს მაინც დააჭრით.მწვრთნელს კი ნამდვილად გადააყენებთ,მაგრამ ეტყობა არ გაწყობთ ბევრს.მაინც არ ვარგიხართ და პატარა ფულს რომ აკეთებთ,მაგითაც კმაყოფილდებით.მოკლედ გასაწმენდია გუნდი,მაგრამ რა გაიწმინდა რომ მაგათ მოჰკითხო.
w2018
ხიზანისშივლი არი ერთი ჩვეულებრი მცველი ,ასათიანის წასვლის და არ გამოძახების შემდეგ დაიწყო წაგებების სერია ბოლო წლები
ბეილი
'ბრძოლისუნარიანი გუნდი ნაკლები იმპროვიზაციით' ეს დიპლომატიური ენიდან ადამიანურზე რომ გადმოვთარგმნოთ 'ხარა-ხურა გუნდს' მივიღებთ მე თუ რამე არ მეშლება.
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...