ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თვალსაზრისი: ისევ "ცივი წყლის" ამბავზე

თვალსაზრისი: ისევ "ცივი წყლის" ამბავზე

ლევან ყენიამ უნდა აღიაროს შეცდომა, ხოლო თემურ ქეცბაიამ შეძლოს ამ შეცდომის პატიება...
ცოტა დაგვიანებული კი გამოგვდის რეპლიკა, მაგრამ სანაკრებო მატჩები იყო და შეგნებულად გადმოვწიეთ აქეთ, უკვე იმ დროისთვის, როცა გონება გაცივდა და ფიქრებიც თითქოს დალაგდა.

ჰოდა, ამ ცივ გონებაზე "ცივი წყლის" ამბავზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა, მით უმეტეს, ამ თემამ კიდევ ერთხელ წამოიწია წინა პლანზე...

თემურ ქეცბაიასა და ლევან ყენიას შორის მკვახე გაბაასების ისტორია, მგონი, შეხსენებას არ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ მაინც - "როგორ თქვა? ცივი წყალი დალიოსო?" - ყენიას ეს "რჩევა" ქეცბაიამ საფრანგეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაიხსენა, როცა ერთ-ერთი ჩემი კოლეგის კითხვას პასუხობდა.

იქვე მან ამ თემას წერტილიც დაუსვა - ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს და ვერც ფეხბურთელის რანგშიო. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ასე გამოჩნდა - სანამ ქეცბაია ამ პოსტზეა, ყენიასთვის ნაკრების კარი დახურული იქნება...

თემა ერთგვარად დახურა თავად ფეხბურთელმაც, როცა "ლელოსთან" ბოლო ინტერვიუში მწვრთნელთან კონფლიქტზე კომენტარი არ გააკეთა.

შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ყენიამ აღარ ისურვა ვითარების გამწვავება და, ასე ვთქვათ, ხიდები არ დაწვა. მოდი, დავუშვათ, რომ ისიც ეძებს ქეცბაიასთან "მისასვლელ გზებს"... თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია...

იმ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ ჟურნალისტებსაც გვისაყვედურა - იმ სიტყვებისთვის ("ვისაც ნაკრებში ჩემი არჩამოსვლა ეწყინა, ცივი წყალი დალიოსო") თქვენც უნდა მოგეთხოვათ პასუხიო...

საერთოდ, არ უნდა გვიჭირდეს რაღაცის აღიარება - ქეცბაია ამ შემთხვევაში მართალია. მე, მაგალითად, ღრმად მწამს, რომ ყენიას სიტყვების პირდაპირი ადრესატი ქეცბაია იყო, მაგრამ... მხოლოდ ქეცბაიაა, ვისაც მისი საქციელი ეწყინა? და იმ გულშემატკივრებს რაღა ვუყოთ, რომელთა შორისაც ყენიას ნიჭის (ამას ნუ გავხდით საკამათოდ) უამრავი თაყვანისმცემელია?..

მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანაში წყალი მაინც არ არის დეფიციტი და ყველას გვეყოფა, მაგრამ ხანდახან ცივი წყალიც მავნებელია, ყელის გაციება იცის. ასე რომ, ეს საჭირო სითხე, ამ შემთხვევაში, ვერ არის ზუსტი რეცეპტი.

პირადი ცხოვრება (ქორწილი, რომელიც სანაკრებო მატჩებს "დაემთხვა") გასაგებია, მაგრამ თუ მოინდომებ, ისეც შეიძლება მოაგვარო ყველაფერი, რომ საკუთარ თავსაც არ ავნო და საზოგადო ინტერესსაც პატივი სცე...

ახლა შორს წაგვიყვანს მაგალითების მოყვანა, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი შემთხვევა ყოფილა საფეხბურთო სამყაროში, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელს ყველაფერი გვერდზე გადაუდია და მავანთა (თუნდაც საკლუბო ბოსების) წინააღმდეგობის მიუხედავად, ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაზე უარი არ უთქვამს.

ეს არის პროფესიონალი ფეხბურთელის ვალი - როგორც ქვეყნის, ისე გულშემატკივრების წინაშე...

რაც შეეხება მწვრთნელს. ალბათ, ქეცბაიასთვის დილეტანტები ვართ და ფეხბურთში ვერ ვერკვევით. ის არც არის ვალდებული, ჟურნალისტებისა თუ გულშემატკივრების სიმპათიები გაითვალისწინოს და ნაკრები მათ ხუშტურებზე დააკომპლექტოს. ის გუნდს საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიის მიხედვით აყალიბებს და შედეგზეც თავადვე აგებს პასუხს (თუ რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა, ეს უკვე სხვა თემაა)...

ყენიასთან შეუთავსებლობაც იქიდან იღებს სათავეს, რომ ის ვერ ჯდება ქეცბაიასეულ ფილოსოფიაში. მარტივად შეიძლება განვმარტოთ - უფანტაზიო ფეხბურთი არწაგებაზე, სადაც ყენიას ტიპის ფეხბურთელის ადგილი ვერ მოიძებნა. ესეც მწვრთნელის გემოვნების ამბავია.

"მილანის" თავკაცმა მასიმო ალეგრიმ ანდრეა პირლო გაუშვა გუნდიდან - არ მჭირდებაო. ეს ის პირლოა, რომელმაც "იუვენტუსის" ორ სკუდეტოში ლომის წილი დაიდო...

დავანებოთ თავი ალეგრის და ჩვენი ვიკითხოთ. შედეგზე პასუხისმგებლობა ვახსენეთ და სად არის ეს შედეგი?! მაინც რომ ვაგებთ?! ადრე თითქოს ჭრიდა ამგვარი სტრატეგია - ქეცბაიას ნაკრებს ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა, ოღონდ მაშინ კალაძე და კობიაშვილი გვყავდა, ხიზანიშვილიც უკეთეს ფორმაში იყო...

დღეს? დღეს გუნდმა არ იცის, როგორ შეუტიოს, როგორ მოიგოს...

ეტყობა, არწაგებაზე ზრუნვაში ქეცბაიას ეს ფაქტორი მხედველობიდან "გამორჩა".

შედეგიც ადეკვატურია - მიმდინარე შესარჩევის შვიდ მატჩში საქართველოს მხოლოდ 3 (!) გოლი აქვს გატანილი. მეტი არგუმენტი საჭიროა?

ბოლო ორმა მატჩმა ნათლად გამოაჩინა (და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის) - საქართველოს ნაკრებს ჰაერივით სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ბურთს წაიღებს, დაიჭერს, კაცს მოატყუებს, საგოლე პასს გააკეთებს... ეს არის სწორედ ის განსხვავება, რაც ქეცბაიას გუნდს აკლია...

საქართველოს ნაკრები ყველასიაო, ხშირად იმეორებს ეროვნული გუნდის თავკაცი და მართალიცაა. ასე მგონია, რომ სწორედაც ნაკრების ინტერესების საპასუხოდ, ყენიამ უნდა აღიაროს შეცდომა, ხოლო ქეცბაიამ შეძლოს (იმედია, გულშემატკივარიც შეძლებს) ამ შეცდომის პატიება...

...თავის დროზე, ექტორ კუპერთან უთანხმოებას მალხაზ ასათიანის კარიერა შეეწირა, რითიც საქართველომ უნიჭიერესი ფეხბურთელი დაკარგა (ოღონდ არ ვამბობთ, რომ ასათიანი კუპერთან ცამდე მართალი იყო). დასაკარგი ფეხბურთელი კი, ბანალურად თუ ვიტყვით, საქართველოს ნამდვილად აღარ ჰყავს.

აკი ქეცბაიაც ჩივის - ფეხბურთელები არ გვყავსო...

პაატა გელაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს

NO COMMENT! - ლევან ყენიამ თემურ ქეცბაიას თემა დახურა

• jimmy jump

ვისაც საქართველოს ნაკრებში თამაში მხოლოდ პირადი კარიერის აწყობისთვის სჭირდება,ღმერთმა ხელი მოუმართოს,ოღონდ ნაკრებში მისი ადგილი აღარ უნდა იყოს და ამშემთხვევაში ქეცბაია აბსოლუტურად მართალია

• mano

ძალიან მომრავლდნენ ბუტია ფეხბურთელები. ამჯერად: ყენია, ხიზანისვილი. ყენია გასაგებია ძალიან ახალგაზრდაა და სიბრძნე აკლია, მაგრამ, ხიზანისვილს რა მოუვიდა. გასაგებია, თავში აქვტ ავარდნილი, ამპარტავნება ღუპავთ, არც მოზარდი ფეხბურთელებისთვის წარმოადგენენ მაგალითს. ხოდა ტავსი ავარდნილებს და ამპრტავნებს ვერც ვერაფერი მოუგიათ და შედეგიც სახეზეა

• guja_kakhadze

"საქართველოს ნაკრებს ჰაერივით სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ბურთს წაიღებს, დაიჭერს, კაცს მოატყუებს, საგოლე პასს გააკეთებს..." - ამდენ ლაპარაკს აჯობებდა პირდაპირ გეთქვათ: სასწრაფოდ გვესაჭიროება სანაკრებო გამოცდილების მქონე ძლიერი მწვრთნელი!

• levani

რა გააკეთა ესეთი ამ ყენია 22 წლის ფეხბურთელი ჯერაც ნიჭიერია მაგ ასაკშივარსკვლავები არიან უკვე. ნიჭიერი ფეხბურთელი ითვლება 18 წლამდე. ყენია არის არშემდგარი ფეხბურთელი. იმისი არაფერი არ გაუკეთებია რაღაც ულტიმატუმები და თავისი პირობები, რომ წამოაყენოს ნაკრებში. ორი თვით ადრე იცოდა ნაკრების თამაშები და კი შეეძლო ერთი კვირით გადაეწია ქორწილი. ეგეთი ადამიანი არც დადებს ყველაფერს მოედანზე და არც სასარგებლო არ არი ამ შემთხვევაში ვეთანხმები ქეცბაიას არ უნდა გამოიძახო . ვისაც არ უნდა თამაში ნუ ითამაშებს საერთოდ მაგაზე ბევრად ნიჭიერი ბავშვებიც გვყავს.

• ნიკოლოზ

ნაკრებს წესიერი ცენტრფორვარდი რომ არ ჰყავს რატომ არაფერს ამბობთ მაგაზე? ისე გამოგყავთ თითქოს ყენიას გამოუძახებლობაა მიზეზი გოლის ვერ გატანისა. საფრანგეთის და ფინეთის ნაკრებთან ძირითადში "ყარაბაღის" თავდასხმელის დაყენება რომ გიხდება იმის მერე კიდევ საკვირველია ის 3 გოლიც როგორ გავიტანეთ

• zviad

ქეცბაიას არ ეწყინოს, მაგრამ: "ფეხბურთიდან უნდა წავიდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც 0:0 ზე თამაშობენ და 1:0 მოგების იმედი აქვთ. მე ყოველთვის 3:0 მოგებაზე ვთამაშობდი" - სეზარ ლუის მენოტი. ქეცბა თვითონ შემტევი და მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ალბათ პრაგმატიზმმა მიიყვანა აქამდე, სამწუხაროდ.

• odala

მოთამაშე მონა ხომ არ არის??? სიმართლის თქმის და აზრის გამოხატვის უფლება ხომ აქვს, თუნდაც მწვრთნელზე? ჰო და დალიოს ქეცბაიამ ცივი წყალი და გადააბიჯოს ამპარტავნებას. თქვენ კიდევ ძალად გულისამაჩუყებელი სტატიების წერას მოეშვით.

• აჩიკო

ადვილი გამოსაცნობი იყო,ფრანგებთანთან თამაშის მერე ბევრი დადებდა ფსონს ქართველებზე.ქეცბაიამაც და ზოგიერთმა ვაი ფეხბურთელმა უბრალოდიყომარეს და დიდი ფული მოიგეს.რა არის აქ გაუგებარი?

• ramo

სტატია სიყვარულით არის დაწერილი. ეს ის შემთხვევაა როცა არც მწვადის დაწვა ვარგა და არც შამფურის. მე მგონი ჯამარაული იყო ნაკრების გულისთვის გუნდიდან რომ გაუშვეს, ან ნემსაძე. კარგი იქნება ამაზე გაზეთი სტატიას თუ დაწერს.

• lazio 1900

ყენიას ათამაშებს თუ არა, ეს ქეცბაიას გადასაწყვეტია. ამ ქეცბაიამაც რა ქნას როდესაც არ ყავს მაღალი კლასის კი არა საშუალო კლასის ფეხბურთელებიც კი. მაგრამ შედეგი ამ შემადგენლობითაც ძალიან ცუდია. უარესი ფეხბურთელებითაც მეტს აღწევს ბევრი გუნდი. ბელორუსიასაც არ ყავს ჩვენზე კარგი შემადგენლობა. მართალია 2:4 წააგო, მაგრამ დაჩვაში არ ჩაკეტილა. ან ამ ფინელებს ვინ ყავთ ასეთი? მაგრამ ფიზიკურად უკეთესად არიან მომზადებულები.

• tomazo59

ტრაპატონი სინდისიანი კაცია ირლანდია ვერ თამაშობს ადგა და გადადგა ამ ქართველებს რაღა ჭირთ პრეზიდენტმა ომი წააგო და ლამის გმირად გამოიყვანეს ქეცბაია თამაშს ვერ იგებს და არველაძეებს მომავლის მწვრთნელი გონიათ სირცხვილია

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს