საქართველოს ნაკრებმა მორიგი ციკლი ჩააგდო, თუმცა გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ გუნდს მომავალ ციკლშიც თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ნაკრებმა მორიგი ციკლი ჩააგდო, თუმცა ჯერ არავის უთქვამს, ქუდს დავიხურავ და წავალო და არც ის უთქვამს რომელიმე ოფიციალურ პირს, ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გაწყვეტაზე დავფიქრდებითო.

აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მომავალ შესარჩევ ციკლშიც საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს...

მიმდინარე საკვალიფიკაციოში საქართველოს ნაკრებს ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი - 15 ოქტომბერს, სტუმრად ესპანეთთან.

თემურ ქეცბაიამ ფინეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა - წინა შესარჩევში მეხუთე ადგილი დავიკავეთ, ახლა კი, შესაძლოა, მეოთხეზე გავიდეთო.

სტატისტიკა კარგი რამეა, თუმცა ის ყველაფერს ვერ მოიცავს, მაგალითად, თამაშის ხარისხს, მწვრთნელის შემოქმედებით უნარებს და გუნდში შექმნილ სიტუაციას. მაგრამ თუ მაინცდამაინც სტატისტიკურად გვინდა ყველაფრის შეფასება, არც ეგ არის ურიგო საქმე. უეფას ზონაში 8 ჯგუფია და მივყვეთ თანმიმდევრობით.

A ჯგუფის აუტსაიდერებმა, მაკედონიამ და უელსმა ჯგუფში 2-2 თამაში მოიგეს, მაკედონიამ 6 გოლი გაიტანა, უელსმა - 7.

B ჯგუფის ბოლო გუნდმა მალტამ 1 მატჩი მოიგო და 4 გოლი გაიტანა.

C ჯგუფის მაჩანჩალა ფარერებმა 3 გოლი გაიტანა, თუმცა ერთი თამაშიც ვერ მოიგო.

D ჯგუფის ჯაბანმა ანდორამ თამაშიც ვერ მოიგო და გოლიც ვერ გაიტანა.

E ჯგუფის ბოლოადგილოსანმა კვიპროსმა ერთი თამაში მოიგო და 4 გოლი გაიტანა.

F ჯგუფის აუტსაიდერმა აზერბაიჯანმა თამაში ვერ მოიგო, ისე კი 4 გოლის გატანა მოახერხა.

G ჯგუფში ვერ მოიგო თამაში ლიხტენშტაინმაც, თუმცა 3 გოლი კი გაიტანა.

H ჯგუფში ბოლო ადგილზე მყოფმა სან მარინომ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ყველა მატჩი წააგო.

I ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილზე დამკვიდრებულმა საქართველომ ერთი თამაში მოიგო და 3 გოლი გაიტანა.

გოლების მიხედვით საქართველო მაჩანჩალებიდან აღემატება მხოლოდ ანდორასა და სან მარინოს, თანაბარი მონაგარი აქვს ფარერებთან და ლიხტენშტაინთან.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ასეთ სტატისტიკაზე ქეცბაია და მისი მომხრეები...

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს კარგი მაჩვენებელი აქვს გაშვებული გოლების მიხედვით - ჯერ მხოლოდ 8 ბურთი მიიღო მეტოქეებისგან და ამის მიხედვით, ყველა ჯგუფის აუტსაიდერს სჯობნის. ეგ კი არა, C ჯგუფის მეორე და მესამეადგილოსნებმა - შვედეთმა და ავსტრიამაც 8-8 გოლი გაუშვეს. იგივე მაჩვენებელი აქვს F ჯგუფის მეორეადგილოსან პორტუგალიასაც.

ფინეთთან მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია რომ დასრულდა, რამდენიმე ჟურნალისტმა ქეცბაიას ტაში დაუკრა. დღეს ასეთი ვითარებაა ქართულ მასმედიაში და ყოველგვარი ირონიის გარეშე უნდა ითქვას, რომ ასეთ ქვეყანაში ძალიან ძნელია ჟურნალისტობაც.

ჟურნალისტი ცნობისმოყვარე უნდა იყოს და, ალბათ, ჩემი ბრალია, ამ ჟურნალისტებს რომ არ ვკითხე, რისთვის დაუკრეს ტაში ნაკრების მთავარ მწვრთნელს?..

ფინეთთან შეხვედრაში ათასობით გულშემატკივარმა ტაში დაუკრა ჯაბა კანკავასაც, როცა ის არბიტრმა გააძევა და მოედანს ტოვებდა. კანკავამ გუნდი ათი კაცით დატოვა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. გასაკვირი აქაც ისაა, რისთვის დაუკრეს მას ტაში?

როცა კლაუს ტოპმიოლერი იყო საქართველოს ნაკრების თავკაცი და შინ იტალიას ვეთამაშებოდით, კანკავა მაშინაც გააძევეს და მაშინაც, რატომღაც, ტაში დაიმსახურა.

ისე, ქეცბაია ერთ რამეში მართალია - სანამ ქვეყანა წინ არ წავა, აქ ყველაფერი ძნელია, ყველაფერი საჯახიროა...

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლი. საქართველოს ნაკრები

საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]

საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელორუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯაბა კანკავა: ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს

თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა

murtalo
ნეტა თუ მოვა ის დილა, რომ კომპს გავხსნი და ქეცბაიას გაგდების შესახებ წაავიკითხავ...მსგავსი ბედნიერი დილა ალბათ არ ექნება ქართულ ფეხბურთსაც.
svet
კაცებო, არ გეწყინოთ და ქეთევანმა გაჯობათ ანალიზში! :) ასპროცენტიანია. და ნურავის დავაბრალებთ, ფეხბურთი რომ არ ვითარდება. ამას ვერც ფედერაცია უშველის და ვერც ვითომ მილიონერი კლუბების პრეზიდენტები. ეზოში ბავშვების გაშვებაც ხომ არაა მაგათზე დამოკიდებული?! მაშ, რატომ არ თამაშობენ ბავშვები ეზოში ფეხბურთს - იმიტომ, რომ არაა ფეხბურთი საქართველოში პოპულარული და შედეგიც ზუსტად ისეთი გვაქვს, როგორიც შეგვეფერება (შეიძლება მეტიც კი).
Qetevan
საქართველოში ფეხბურთი მკვდარია,გაიხედეთ ეზოში რამდენი ბავშვი თამაშობს ფეხბურთს.
zviad
pompeus შენც ნუ გექნება იმის იმედი რომ ეგ სულ ეგრე იქნება :) ისე მართალი ხარ, მწვრთნელი ვერ მოგვაგებინებს ღმერთმა თუ არ ინება, იმიტომ რომ მაგ წარმატებით ისინი დაიტრაბახებენ ვინც საერთოდ არ უნდა ასოცირდებოდეს საქართველოსთან!! მოკლედ, არაა მაგათი მისაწერი "დამსახურება" და არც ეღირსებათ.
guja_kakhadze
ავტორი როგორ ახსნის რაგბისტების და კალათბურთელების შედეგს? თუ არც რაგბისტებმა და არც კალათბურთელებმა აღარ უნდა აჩვენონ შედეგი სანამ ქვეყანა წინ არ წავა? აჯობებდა ფეხბურთში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებაზე მოეწოდებინა საკუთარი ხედვა!!!!
toktoka
რა კერცხები ხართ...ჯერ ფეხბურთელების დონე გამოიკვლიეთ და მერე აკრიტიკეთ ქეცბა
pompeus
მომავალი მწვრთნელი იმედიც არ გქონდეთ.. შედეგი იგივე იქნება !!!!
Dato
ქებაია წადიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!
David
სან-მარინო რომ გვყოლოდა ჯგუფში მე-6 გუნდად +6 ქულა ხომ გვექნებოდა და შენც დათვლა აღარ გაგიჭირდებოდა
David
ჩვენსავით მე-4 ადგილებზეა: შოტლანდია, ჩეხეთი, ირლანდია, რუმინეთი, პოლონეთი. ამ ქვეყნის ჟურნალისტებს შენ რითი ჯობიხარ, ნაკრები რომ ჯობდეს
David
2 გრანდი ჯგუფში გვყავს და შედეგს ითხოვს ეს ...
Dato
გიტანეთ, გაააიიიიტანეეეეთ ქეცბაია
Dato
სანამ ქეცბაია იქნება ჩვენ წინსვლა არ გვეღირსება, მალე ანდორაზე უარეს ფეხბურთს გვათამაშებს... მაინდამაინც ხალხი უნდა შეიკრიბოს ფედერაციასთან საპროტესტო გამოსვლებით რომ ქეცბაია მოვიშოროთ? თუ მასეა შევიკრიბოთ ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა!
David
როგორი სპორტული ჟურნალისტიც თავართქილაძეა, ისეც მიდის ჩვენი საქმე.
daviti
Georgian_football,ქეცბაიამ,წინა ციკლში მე-5 გავედით,ახლა მეოთხეზეო და ეს პროგრესად ჩათვალა,წინა შესარჩევში 6 გუნდიანი ჯგუფი რომ,იყო ახლა 5 და ორივე შემთხვევაში ბოლოსწინა ადგილია ანალოგიური კითხვა მის მიმართ გაგიჩნდა?
soxumi
ჩემი აზრით იმ მატჩში ყველაზე მეტად კანკავა ცდილობდა რამე გაეკეთებინა , მაგრამ ტაშის ღირსი ნამდვილად არ იყო გაგდების მომენტში. რაც შეეხება მის განცხადებას მივესალმები ესეთ საქციელს, მე პირადად მეგონა რომ თავს გაიმართლებდნენ ქართველი ფეხბურთელები
Georgian_football
აი, ხო, ბაზარი არაა, მაჩანჩალებთან ვართ გატანილი გოლების მიხედვით , მაგრამ ის მაინც დაეწერა ავტორს (თან ობიექტურობაზე პრეტენზია აქვს, როგორც ჩანს და პროფესიონალიზმსაც იჩემებს, ისე აკრიტიკებს კოლეგებს) ჩვენ რომ 5- გუნდიან ჯგუფში გვაქვს ეს შედეგი და დანარჩენებს 6-გუნდიანებში. :))
murtalo
მოაშორეთ ქეცბაია ნაკრებს ვისაც ამის გაკეთება შეუძლია...ფედერაციას არ დაუნიშნავს და ვერც მოხსნის მათივე თქმით...ბოლოს და ბოლოს მოვიშოროთ ეს კიბო!
tornike
თუ სტადიონზე ნამყოფი ხარ მიხვდები რომ ძნელია კარგად მომენტის დანახვა მითუმეს 50მეტრის დაშორებით და 5ლარიან ბილეთზე
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...