ქართულის მცოდნე სლოვენიელმა, რომელიც თურმე "სლოვენში" რეზო ათანელიშვილის გვერდით თამაშობდა, საინტერესო ამბავი გაიხსენა
ფოტოზე: საქართველოს დროშა ლუბლიანას პარკს დღესაც ამშვენებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შესახებ ოპერატიულად ვატანდით სლოვენიიდან ინფორმაციებს თანამედროვე მტრედებს - "სკაიპსა" და "იმეილს".

კიდევ ერთხელ დავწერთ, რომ ჩვენს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ცოტა დააკლდა და იძულებული გახდა, 10 სექტემბერს მწვანე ქვეყანა, სლოვენია დაეტოვებინა.

ნაკრები დილას, 11 საათზე ევრობასკეტის ემბლემიანი ავტობუსით ლაშკოს სასტუმრო "ტერმანადან" ლიუბლიანისკენ გაემგზავრა, საიდანაც თბილისში გამოფრინდა.

10 სექტემბრის დილას "ტერმანას" მივაშურე. ჯერ მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი ჩამოვიდნენ. მანუს "გალათასარაიზეც" ველაპარაკე, თუმცა მთავარი თემა მაინც ევრობასკეტი იყო:

"მინდა მადლობა გადავუხადო ქომაგს, რომელიც მხურვალედ გვქომაგობდა. დასანანია, რომ საქართველოდან გულშემატკივართა ორგანიზებულად ჩამოყვანა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვინც ცელიეში მოვიდა, დიდი დახმარება გაგვიწია", - თქვა მარკოიშვილმა.

იგორ კოკოშკოვი და რიკი ჰიკმანი სასტუმროში აღარ იყვნენ, როგორც ჩანს, მათ უფრო ადრე დატოვეს ლაშკო. ვიქტორ სანიკიძემ კი ჩვენთან ერთად გააცილა ნაკრების ავტობუსი. რომ შეიტყო, იმავე დღისით ლიუბლიანაში ჟურნალისტებს შორის 3X3-ზე კალათბურთიაო, დაინტერესდა.

ფოტოზე: საქართველოს ნაკრები ლაშკოს ტოვებს

ვიქტორის დახმარებით ჩემპიონებიც გავხდებოდით, მაგრამ ჯერ ერთი, შეჯიბრების წესები არ აძლევდა მოქმედ სპორტსმენს მონაწილეობის უფლებას და მეორეც - პროფესიონალები მოყვარულებთან არ თამაშობენ, მით უმეტეს ისეთ ტურნირში, რომელშიც არც ერთმანეთს ზოგავდნენ და მსაჯებისკენაც იწევდნენ.

ვიქტორი არა, მაგრამ მისი, საყვარელიძისა და ათანელიშვილის მეგობარი დროულად რომ მოსულიყო (მას ქვემოთ შევხვდებით), უთუოდ ჩემპიონები გავხდებოდით...

მოკლედ, ლუბლიანაში ჟურნალისტთა ტურნირი 16:30 საათზე დაიწყო. იქამდე ჯერ მატარებლით ვიმგზავრე და 11 სექტემბრის "ლელოში" დაბეჭდილი იგორ კოკოშკოვის ინტერვიუც სწორედ ვაგონში დავწერე, მე თქვენ გეტყვით და ვინმეს ხმაური შემაწუხებდა თუ შეძახილი - "აბა, ცივი სასმელები".

სლოვენიელები უხმაურო ხალხია და მატარებელი მეოთხედადაც არ იყო სავსე. ყოველი მგზავრობისას ასეთი სურათი მხვდებოდა. შემდეგში ამიხსნეს, რომ სლოვენიაში რკინიგზა მოგებაზე კი არ მუშაობს, მისი მთავარი ფუნქცია ხალხის დროულად გადაყვანაა. ამიტომაცაა, მთელი სლოვენია რელსებით დაქსელილი და მატარებლები ჭიანჭველებივით შეუჩერებლად მოძრაობენ.

ტრანსპორტის თემა ტაქსებით უნდა განვაგრძოთ. რკინიგზის სადგურის მეორე გასასვლელიდან რომ გამოვედი, ბარგით ვიყავი დატვირთული და დანიშნულების ადგილამდე ტაქსით გამგზავრება გადავწყვიტე. ზუსტად 45 წუთი ველოდე!

რამდენადაც ბევრია ტაქსი თბილისში, იმდენად ნაკლები - სლოვენიაში. რითი უნდა იყოს ეს გამოწვეული? - ალბათ, იმით, რომ სლოვენიაში უმუშევრები ნაკლებად არიან და თავის სარჩენად ტაქსაობაც არ სჭირდებათ.

ერთმა მძღოლმა მითხრა, ფარმაცევტულ ფირმა კრკა-ში ვმუშაობ და ტაქსზე მხოლოდ მოცალეობის ჟამს ვჯდებიო.

ბოლოს და ბოლოს, ქალაქის ცენტრში მდებარე ამფითეატრ "კრეჟანსკას" მივაღწიე, სადაც მედია-ტურნირი უნდა გამართულიყო.

გამოგიტყდებით, ცელიეში შეჯიბრებაში იმ იმედით დავრეგისტრირდი, რომ კარგად მოთამაშე ქართველ ჟურნალისტებს გვერდიდან გავამხნევებდი, მაგრამ ეროვნული ნაკრების ევრობასკეტიდან გამოთიშვამ ბევრს დასწყვიტა გული და დავრჩით მხოლოდ ოთხი ქართველი მედიელი, ერთი მანდილოსანი, ერთი ტრავმირებული... არადა, თითო გუნდში ოთხს უნდა ეთამაშა.

მეორე დღეს სწორედ საქართველოს მედიანაკრებზე დაწერა ფიბა-ევროპის ოფიციალურმა საიტმა:

ფოტოზე: მედიატურნირი 3X3

"3X3-ზე ტურნირში 10 ნაკრები მონაწილეობდა, რომელთაგან ზოგიერთს ნატურალიზებული კალათბურთელები ჰყავდა", - ორი სლოვენიელი დაგვეხმარა და ღირსეულადაც ვიბრძოლეთ, თუმცა, ისევე, როგორც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ჯგუფიდან გასასვლელად ცოტა დაგვაკლდა.

ჩემპიონი ინტერნაციონალური გუნდი "მაჟესტიკ ფლოპერსი" გახდა, რომელშიც ლიტველი, სერბი და ლატვიელი კალათბურთელები გამოდიოდნენ.

ამასობაში მოსაღამოვდა და პარკეტზე ლუბლიანას მერი ავიდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას შაბლონური სიტყვებით მიესალმა და ჩვენს ნაკრებებს წარმატება უსურვა. მერის სიტყვებში მოულოდნელად ქართულიც გამოერია - "გამარჯობა, ბიჭო!"

მალევე მივხვდი, რომ ეს სცენიდან არ იყო ნათქვამი, ჩემს გვერდით ტანმაღალი ახალგაზრდა აღიმართა და ღიმილით განაგრძო: "როგორა ხარ?"

გაკვირვებულმა ავხედე, სლოვენიური შესახედაობისა, ასე, 207-208 სმ სიმაღლისა იქნებოდა. ქართულად მოვიკითხე და ჩვენებურსავე ენაზე მითხრა - კარგად ვარო.

ლოგიკური კითხვა გამიჩნდა: საიდან იცი ქართული?

"რეზო ათანელიშვილის მეგობარი ვარ. მასთან შარშან საქართველოშიც ვიყავი და მანუჩარ მარკოიშვილის ქორწილი დაემთხვა. ასე რომ, ქართველებსაც შესანიშნავად ვიცნობ და თქვენი სუფრის ტრადიციებსაც", - მითხრა სლოვენიელმა, რომელიც თურმე "სლოვენში" რეზოს გვერდით თამაშობდა.

თუმცა, ათანელიშვილისგან განსხვავებით, ალიაჟ ვრაბეცმა კარიერა ნაადრევად დაასრულა და ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. ამჟამად გაზეთ "დნევნიკის" კორესპონდენტია. მისი სიმაღლისა ჟურნალისტებში ერთი არ მოიძებნებოდა.

დანანებით ვუთხარი - ცოტა ადრე რომ მოსულიყავი, ქართველ ჟურნალისტთა ნაკრებში ნატურალიზებულის სტატუსით ითამაშებდი და მედლებისთვისაც ვიბრძოლებდით-მეთქი. გაიკვირვა: რატომ ნატურალიზებული - ნახევრად ქართველი ვარ, წინადადებების გამართვა მიჭირს, თორემ ბევრი თქვენი სიტყვა ვიცი, ჟარგონიან-სასაუბრო სიტყვებიანადო.

ამაში მალე დავრწმუნდი.

ჟარგონები სლოვენიაშიც უხვად ჰქონიათ, თუმცა ხალხის ხასიათიდან გამომდინარე, აგრესიას მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. ალიაჟმა ისეთი საინტერესო ამბავი გაიხსენა, დღევანდელი "ტაიმლაინი" სწორედ ამით უნდა დავამთავრო:

"სლოვენიაში ერთი მეორეს თუ შეაგინებს, პასუხად გინებასვე მიიღებს. არ ბრაზდებიან.

კარგად ვიცი, რომ საქართველოში ასე არ არის. არ იცოდა "სლოვენის" მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელმა, რომელმაც ათანელიშვილს შელაპარაკებისას შეაგინა. უნდა გენახათ, რეზო როგორ გაბრაზდა, მოწინააღმდეგეს გასახდელამდე სდია".

თუ არ ვცდები, ათანელას ამ ინციდენტის გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ალიაჟ ვრაბეცს არც დამშვიდობება შეშლია:

- კარგად, ძმაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
TimeLine: ...ის მოიგებსო
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
TimeLine: ცეცხლი აენთო...
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
TimeLine: ცვლილებების ქარი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
TimeLine: ხინკლის მაკრატელა