ფინალში სერბეთი ჩეხეთს შეხვდება
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა დევისის თასის გათამაშება - გასულ უქმეებზე გამოვლინდნენ მსოფლიოს არაოფიციალური გუნდური პირველობის ფინალისტები.

ორივე წყვილში გამოკვეთილი იყო ფავორიტი. მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთის ნაკრები პრაღაში იღებდა არგენტინას, რომელსაც აკლდა თავისი ორი ლიდერი - ხუან მარტინ დელ პოტრო და დავიდ ნალბანდიანი. ამიტომაც ჩეხებს ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ.

ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიძლებოდა ყოფილიყო რადეკ შტეპანეკის ასაკი - 34 წლის ჩოგბურთელს შეიძლება ვერ გაეძლო ხუთსეტიანი ორთაბრძოლებისთვის, მაგრამ ვეტერანმა ნახევარფინალის პირველივე მატჩში ძალიან კარგად გადაანაწილა ძალები და სამ სეტში მოუგო ხუან მონაკოს.

მეორე მატჩში ლეონარდო მაიერს სასწაული უნდა მოეხდინა იმისთვის, რომ მსოფლიოს მეხუთე ნომერი ტომაშ ბერდიხი დაემარცხებინა. სტუმარმა შეძლო მეორე სეტის მოგება, მაგრამ ბერდიხს ჰქონდა მცირე უპირატესობა მესამე და მეოთხე სეტებში და პირველი დღის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა.

ჩეხებს მატჩისთვის წერტილი შაბათს, წყვილთა მატჩში უნდა დაესვათ, რომელშიც თავიდან როსოლი და ვესელი ჰყავდათ განაცხადში შეყვანილი, მაგრამ კორტზე ბერდიხი და შტეპანეკი შეუშვეს. ეს სავსებით მოსალოდნელი ცვლილება იყო, რადგან ეს წყვილი ხშირად თამაშობს დევისის თასზე, თან წარმატებულად - 13 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

მასპინძლების უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მეორე სეტის ერთ მომენტში მათ 21 ქულა ზედიზედ აიღეს. მათ მეტოქეებს - ბერლოკსა და სებალიოსს სტაბილურობაც აკლდათ და შეთამაშებაც და მატჩის შედეგიც სავსებით ლოგიკური იყო - 6:3, 6:4, 6:2.

ჩეხეთმა დევისის თასზე ზედიზედ მერვე მატჩი მოიგეს და ფინალში ისევ ითამაშებენ.

ჩეხეთი-არგენტინა 3:2

1:0 რადეკ შტეპანეკი-ხუან მონაკო 7:6(3), 6:3, 6:2

2:0 ტომაშ ბერდიხი-ლეონარდო მაიერი 6:4, 4:6, 6:3, 6:4

3:0 ბერდიხი/შტეპანეკი-ბერლოკი/სებალიოსი 6:3, 6:4, 6:2

3:1 ლუკაშ როსოლი-ორასიო საბელიოსი 6:4, 6:7(6), 4:6

3:2 ირჟი ვესელი-ლეონარდო მაიერი 4:6, 4:6

ასევე ფავორიტად მოჩანდა მასპინძელი სერბეთისა და კანადის მატჩში, რომელიც ბელგრადში გაიმართა. სერბებს ბოლო პერიოდში პრობლემები შეექმნათ - ვიქტორ ტროიცკი დისკვალიფიცირებულია, იანკო ტიპსარევიჩი რეიტინგის TOP20-დან გავარდა, კანადელები კი პირიქით, პროგრესს განიცდიდნენ - მონრეალში გამართულ მასტერსში ნახევარფინალში გავიდნენ მილოშ რაონიჩი და ვაშეკ პოსპიშილი.

გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ის ღიას ფინალის შემდეგ სამი დღე ჰქონდა ადაპტაციისთვის. მიუხედავად ამისა, პოსპიშილთან მატჩში მსოფლიოს პირველი ნომერი მხნედ გამოიყურებოდა. კანადელმა მხოლოდ რამდენიმე წუთი იბრძოლა თანაბრად, შემდეგ კი ნოვაკმა ზედიზედ 13 გეიმი მოიგო და ბოლომდე შეინარჩუნა თამაშზე კონტროლი - 6:2, 6:0, 6:4.

პირველი დღის მეორე მატჩი კი ნამდვილი თრილერი აღმოჩნდა. ტიპსარევიჩისა და რაონიჩის შეხვედრა ხუთი სეტი გაგრძელდა, სერბი სეტებში 2:1-ს იგებდა, მეხუთე პარტიაში მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ მაინც წააგო ბოლო სეტი - 8:10.

რაონიჩმა კარგად აამოქმედა თავისი მთავარი იარაღი - მოწოდება. ტიპსარევიჩს პირველ ოთხ პარტიაში 17 ეისი ჰქონდა, კანადელმა კი ამდენი ეისი მარტო მეხუთე სეტში დააგროვა; ბოლო გეიმში კი ოთხჯერ ჩააწოდა ისე, რომ მეტოქე ბურთს არ შეხებია - 5:7, 6:3, 3:6, 6:3, 10:8.

ანალოგიური სცენარისა იყო მეორე დღეს წყვილების მატჩი. ერთ მხარეს იყვნენ ილია ბოჟოლიაკი და ნენად ჟიმონჟიჩი, მეორე მხარეს - დანიელ ნესტორი და ვაშეკ პოსპიშილი. ამ ოთხი ჩოგბურთელიდან ორი (ნესტორი და ჟიმონჟიჩი) წყვილებში თამაშის სპეციალისტია. ამასთან, ნესტორს კარგად გამოსდის გრუნტზე თამაში, რაზეც მეტყველებს სამჯერ როლან გაროსის მოგება, თან ერთხელ (2010) საფრანგეთის ღიაზე სწორედ ჟიმონჟიჩთან ერთად იმარჯვა. ამ დუეტმა სამნახევარი წელი იარსება და მის ანგარიშზე 21 ტიტული იყო, მათ შორის, ორი უიმბლდონი.

აქაც სერბები წინ იყვნენ სეტებში - 2:1, მაგრამ კანადამ გაათანაბრა ანგარიში. მეხუთე სეტში ორივე გუნდს ჰქონდა საბოლოო მოგების შანსი. მასპინძლები პირველები აწვდიდნენ, მაგრამ მიღებაზე ერთხელაც ვერ მივიდნენ მატჩბოლამდე, კანადამ კი 8:8-ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა.

სერბეთს შეცდომის უფლება არ ჰქონდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა და იანკო ტიპსარევიჩმა მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინეს და სამ სეტში მოიგეს თავიანთი შეხვედრები. ჯოკოვიჩს მხოლოდ პირველ სეტში დასჭირდა ბოლომდე დახარჯვა რაონიჩის წინააღმდეგ და ტაი-ბრეიკზე იმარჯვა, მეორე და მესამე სეტებში კი მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო მეტოქეს.

ტიპსარევიჩს კი პირველ და მესამე სეტებში მოუწია მე-13 გეიმის თამაში პოსპიშილის წინააღმდეგ, თუმცა ბოლო სეტში ეს შეიძლება არც მომხდარიყო, ბოლოსკენ კანადელს ბრეიკი რომ არ გაეკეთებინა. ასეა თუ ისე, ფინალში ფავორიტები გავიდნენ - ჩეხეთი და სერბეთი 15-17 ნოემბერს გამოავლენენ გამარჯვებულს.

სერბეთი-კანადა 3:2

1:0 ნოვაკ ჯოკოვიჩი-ვაშეკ პოსპიშილი 6:2, 6:0, 6:4

1:1 იანკო ტიპსარევიჩი-მილოშ რაონიჩი 7:5, 3:6, 6:3, 3:6, 8:10

1:2 ბოჟოლიაკი/ჟიმონჟიჩი-ნესტორი/პოსპიშილი 7:6(6), 4:6, 6:3, 6:7(7), 8:10

2:2 ნოვაკ ჯოკოვიჩი-მილოშ რაონიჩი 7:6(1), 6:2, 6:2

3:2 იანკო ტიპსარევიჩი-ვაშეკ პოსპიშილი 7:6(3), 6:2, 7:6(6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ენდი მარეი: დევისის თასი ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს

ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
დღეს ამერიკაში: ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძლის დამარცხებას შეეცდება
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
როჯერ ფედერერმა პირველი წრე გაიარა
ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓘ. ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓔᓑᓘ: ᓒᓠᓣᓜᓢᓘ ᓓᓐᓒᓕᓔᓛᓨᓕᓘᓓᓝᓑᓐ
იმპერიის დაცემა: აშშ
დევისის თასზე ნახევარფინალების დროა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
რაფაელ ნადალი - მისტერ მასტერსი
მსოფლიოს ყოფილი მეათე ჩოგანი ჩოგბურთიდან წავიდა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
როჯერ ფედერერი და ტომი ჰაასი ერთად მიდიან
როჯერ ფედერერი ორშაბათიდან კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდება
აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი - ბასილაშვილი ახალ შეჯიბრებაში ითამაშებს
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
რაფაელ ნადალისთვის ჰარდიც გრუნტია
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]
ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓘ.
პეტრ ჩეხმა "უიმბლდონზე" ბურთის მომწოდებლად იმუშავა
სერბეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი: აგასიმ არ იცოდა, რა ერჩია ჯოკოვიჩისთვის
ტიმის ქამბექი და ამღერებული გულშემატკივარი [VIDEO]
დევისის თასი: მხოლოდ ჯოკოვიჩი საკმარისი არ არის
ჯოკოვიჩმა მასტერსი მოიგო და ნადალს დაეწია [VIDEO]