დიდი ჩემპიონის აჩრდილი
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - ავსტრალიის რალი გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა სებასტიან ოჟიემ მოიგო, თუმცა "ფოლსკვაგენის" ფრანგმა პილოტმა ჯერ ვერ გაიფორმა ვადაზე ადრე ტიტული - ამისთვის მას ერთი ქულა დააკლდა.

ოჟიემ სამდღიანი ეტაპის პირველივე დღეს ხელთ იგდო ლიდერობა და საქმე სეზონში რიგით მეექვსე გამარჯვებამდე მიიყვანა. მეორე ადგილზე გავიდა ბელგიელი ტიერი ნოივილი და სწორედ ამ ფაქტორმა შეუშალა ხელი ოჟიეს, უკვე ავსტრალიის ეტაპზე გაეფორმებინა კარიერაში პირველი ჩემპიონობა. ახლა ფრანგსა და ბელგიელს შორის სხვაობა 83 ქულაა, ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ რბოლებში კი მაქსიმუმ 84 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი.

არადა, ნოივილი ვერ დაიკავებდა მეორე ადგილს, ბოლო სპეცმონაკვეთზე საბურავი რომ არ დაზიანებოდა მიკო ჰირვონენს. "სიტროენის" ფინელ პილოტს საბურავის გამოსაცვლელად სწორედ ის დრო დასჭირდა, რომლითაც, საბოლოოდ, ჩამორჩა კიდეც ბელგიელს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-11 ეტაპი ოქტომბრის პირველ რიცხვებში საფრანგეთში გაიმართება და, ალბათ, ოჟიესთვის ორმაგად სასიამოვნო იქნება ჩემპიონობის სამშობლოში მოპოვება. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მომენტი: საფრანგეთის რალიში მონაწილეობის მიღებას აპირებს ლეგენდარული ფრანგი, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი და ჯერაც მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ლოები, რომელმაც წელს უკვე ორი რბოლა მოიგო.

რა თქმა უნდა, თავის სეხნიას ის თითქმის გარანტირებულ ტიტულს ვერ წაართმევს, მაგრამ შეიძლება გაუფუჭოს დაგეგმილი ზეიმი, რადგან ჩემპიონობის გაფორმება ეტაპის გამარჯვებულის რანგში უფრო სასიამოვნოა. ასეა თუ ისე, საფრანგეთის რალი დიდ ინტერესს იწვევს თანამემამულეების მოსალოდნელი დუელის გამო.

ავსტრალიის რალი

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 3:19.55,0; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - +1.32,1; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +2.02,1; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - +2.57,4; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - +3.17,2; 6. ანდრეას მიკელსენი (დანია, Volkswagen) - +3.37,6; 7. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - +7.31,2; 8. ნათან ქუინი (ავსტრალია, Mini) - +13.10,2...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 212 ქულა; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - 129; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 110; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - 103; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 96; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - 77; 7. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) - 68; 8 მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - 49...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანიის რალი სენსაციითა და ტრაგედიით დასრულდა

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ᓠᓐᓚᓘ. ᕛᓡᓝᓤᕚᓘᕝᕡ ᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘ: ᕝᓟᓘᓔᓡ ᓒᓐᓡᓬᕠᕔᓑᓐ ᓨᓔᓘᕫᓚᓔᓑᓐ
მსოფლიოს რალი: ოჟიე - სამგზის ჩემპიონი
დაკარი 2017: ლოები წინ გაიჭრა
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიემ ფინეთში წააგო
ᓠᓐᓚᓘ. ᓛᓡᓝᓤᓚᕘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᕘᓝᓜᓐᓢᕘ: ᓩᓔᓛᓞᕘᓝᓜᓡ ᓕᓔᓠ
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ახალი ჩემპიონი ცნობილია
დაკარი 2017: ახალი ლიდერი ლოებია
დაკარი 2017: "პეჟოს" ზეიმი, "ტოიოტას" კრახი ნასერ ალ-ატიიასთვის
ჩემპიონის ვინაობას გერმანიაში გავიგებთ?
დაკარი 2016: ლოებს საინსი მიჰყვა
დაკარი 2016: ლოები გადატრიალდა
ᓠᓐᓚᓘ. ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘ: ᓘᓡᓔᓕ ᓝᓟᓘᓔ, ᓘᓡᓔᓕ "ᓤᓝᓚᓙᓡᓕᓐᓒᓔᓜᓘ"
რალი: ტრაგედია და ძველი გამარჯვებული
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს ექვსიდან ოთხი
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს მესამე ტიტული