21 წლის ფეხბურთელის "ჰაიდუკში" თამაშმა კითხვები დაბადა - თუ ეს შეძლო, რატომ არ იყო საქართველოს ნაკრებში?
გიორგი ილურიძემ სპლიტის "ჰაიდუკის" ფორმა პირველად მოირგო. ეს 14 სექტემბერს მოხდა, როდესაც იგორ ტუდორის გაწვრთნილი გუნდი მშობლიურ "პოლიუდ არენაზე" პრინციპულ მეტოქეს, ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდა.

გიორგი "ჰაიდუკის" ძირითად შემადგენლობაში იყო და თავისიანების გამარჯვებაში (2:0) გარკვეული წვლილი შეიტანა.

როგორც შევიტყვეთ, მან სადებიუტო შეხვედრა ცენტრალური, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. გიორგი რამდენიმე მწვავე შეტევისა და ორივე საგოლე კომბინაციის წამომწყები გახლდათ.

23-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ანგარიშის გახსნის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბურთი ვერ დაამუშავა და მომენტი გაუცუდდა. 72-ე წუთზე გიორგი შეცვალეს.

მატჩის შემდეგ "ჰაიდუკის" მთავარ მწვრთნელს, იგორ ტუდორს ორი ახალწვეულის, ილურიძისა და ბოსნიელი ჰარის ბუკვას შესახებ კითხვა დაუსვეს.

"ვარჯიშებზე ორივეს დეტალურად ვაკვირდებოდი, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურეს. იგივეს ვიტყვი თამაშზეც, ილურიძე და ბუკვა აქტიურები იყვნენ და გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

საერთოდ, გუნდში ახალწვეულების მოსვლა კონკურენციას ზრდის" ,- თქვა ტუდორმა.

როგორც ცნობილია, ევროტურნირებზე კარგი თამაშის შედეგად, გიორგი ილურიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა თემურ ქეცბაიამ.

სამწუხაროდ, 21 წლის ფეხბურთელს შეკრებაზე ჩამოსვლის საშუალება ტრავმამ არ მისცა და საფრანგეთთან და ფინეთთან ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარა. არადა, გულშემატკივარი იმედოვნებდა, რომ ნიჭიერი მოთამაშე გუნდს გააძლიერებდა.

ამის შემდეგ, 14 სექტემბერს გიორგის "ჰაიდუკში" თამაშმა კითხვები დაბადა - თუ ეს შეძლო, რატომ არ იყო ნაკრებში? გემახსოვრებათ, 29 აგვისტოს, ევროპის ლიგის პლეი ოფში "რაპიდთან" შეხვედრაში კოჭი დაიზიანა და მეორე ტაიმი იძულებით ითამაშა, რადგან გორელებს შეცვლის ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ. ის ხორვატიაშიც ხელჯოხით გაემგზავრა.

სპლიტში ჩასვლისთანავე ილურიძე "ჰაიდუკის" ფიზიოთერაპევტთან მკურნალობდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოედანს მხოლოდ 7 სექტემბერს დაუბრუნდა, სრული დატვირთვით ვარჯიში კი მხოლოდ 10 სექტემბერს განაახლა (ანუ ფინეთთან მატჩის დღეს), გიორგი საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩისთვის მზად ვერ იქნებოდა.

აქვე ვიტყვით, რომ ილურიძის სანაცვლოდ გორის "დილამ" ცენტიც ვერ მიიღო, რადგან მას გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და "ჰაიდუკში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა – ამას ამტკიცებს ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი".

ამავე დროს, სააგენტომ მოთამაშის ფასი რადიკალურად გაზარდა: თუკი აგვისტომდე მისი ტრანსფერის მიახლოებითი შეფასება 125 ათას ევროს უდრიდა, ახლა ქართველს ტრანსფერის გრაფაში 500 ათასი ევრო ჩაუწერეს.

დაგვეთანხმებით, მცირე დროში არც ისე პატარა პროგრესია.

ლოგიკურიც არის: როდესაც მოთამაშე ფულს არ ხარბდება და კარიერის ასაწყობად არა რუსეთ-უკრაინაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყანაში მიდის, იქ ფეხბურთელს ზრდისა და თავის გამოჩენის მეტი შანსიც აქვს და მეტი პერსპექტივაც.

რაც მთავარია, ხორვატიაში მატჩებს იმდენი ევროპელი მენეჯერი ესწრება, პატარა "გაფაფხურებაც" საკმარისი იქნება, რომ ილურიძე ბევრად უფრო ძლიერ და ცნობილ ლიგაში მოხვდეს. მთავარია, გიორგიმ ეს ხორვატული შანსი გამოიყენოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
თუ ცოტა აზრზე არ მოვლენ ჩვენი კლუბები და ფეხბურთელები და ასე უცენტოდ გაუშვებენ მოთამაშეებს, პროგრესი არასოდეს გვექნება! ერთთვიანი და გაქცევაზე მყოფი ფეხბურთელები არ უნდა აიყვანონ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"ნაპოლის" პრეზიდენტმა "ბარი" შეიძინა და ახლა "ჰაიდუკის" ყიდვას გეგმავს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
ᓠᓐᓡ ᓔᓚᓝᓓᓔᓑᓐ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓨᓘ ᓣᓒᓣᓜᓓᓝᓓ ᓛᓧᓝᓤᓘ ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓘᓚᓣᓠᓘᓫᓔ?
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
"ჰაიდუკის" ფეხბურთელმა სიმეონესა და რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და გააძევეს
დინამო-ჰაიდუკი 1:2 - ლორიას ტრავმა და კოასის ორმაგი სალტო [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ხორვატებმა "გუდისონზე" ინგლისელების გალახვა მოინდომეს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა