საქართველოში მოთამაშე ეგვიპტელი ფეხბურთელის აზრით, "ზუგდიდში" ფულის ჩადება ნამდვილად ღირს
ფოტოზე: ამირ აზმი მეგაჰედი და კობა წიტაიშვილი

მესამე კვირაა, რაც "ზუგდიდში" ამირ აზმი მეგაჰედი დაიმატეს. ეგვიპტელ ფეხბურთელს ზუგდიდელთა მთავარი მწვრთნელი კობა წიტაიშვილი ფამაგუსტას "ანორთოსისიდან" იცნობს, სადაც ერთად თამაშობდნენ.

ტანმაღალი ეგვიპტელი (190 სმ), რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფორმა 5 მატჩში (1 გოლი) მოურგია, "ზუგდიდში" ჩვეულ პოზიციაზე - საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს.

საბერძნეთის პაოკ-ი, კვიპროსის "ანორთოსისი", თურქეთის სუპერლიგის "ჰაჩეთეფე", ლარნაკას აეკ-ი, ასევე თურქული "დიარბაქირი" - მეგაჰედს ამ კლუბებში უთამაშია. ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო თემურ ქეცბაიას იმ "ანორთოსისისა", რომელიც მისი წასვლიდან სამ თვეში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

ამირ აზმი მეგაჰედს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.

- საქართველოში უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეთ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

- აქაურ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ცხადია, კობა წიტაიშვილს ველაპარაკე და რაღაცები გავიგე, მაგრამ უშუალოდ თამაშებმა საქართველოს ჩემპიონატის დონეზე უფრო ზუსტი წარმოდგენა შემიქმნა.

- თქვენი აზრით, რა დონისაა საქართველოს ჩემპიონატი?

- არც ძალიან მაღალი დონეა და არც - ძალიან დაბალი. ძლიერი და სუსტი გუნდები კი ყველა ჩემპიონატშია. განსხვავება ქართულ კლუბებშიც არის, მაგრამ თვალშისაცემი ისაა, რომ აქ ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა.

ძალიან მომეწონა თბილისის "დინამოც", ევროპული დონის გუნდია, საკმაოდ აზრიან ფეხბურთს თამაშობს და რამდენიმე კარგი ფეხბურთელიც ჰყავს. სამწუხაროდ, მათ გვარებით არ ვიცნობ და ვერ დაგიკონკრეტებთ.

"დინამოსთან" შეხვედრა ძალიან რთული კი იყო, მაგრამ ამავდროულად - სასიამოვნოც. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, ამ დონის კლუბი რომ ვნახე.

- მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ დაბალი ტემპია...

- დიახ, ესეც თვალშისაცემია, მაგრამ მე ვლაპარაკობდი მოთამაშეებისა და გუნდების პოტენციალზე. მაგალითად, "ზუგდიდი" სეზონისთვის კარგად ვერ მოემზადა, მაგრამ აქ ნიჭიერი ბავშვები არიან.

ზოგადად ვიტყვი - ფეხბურთელების 80 პროცენტს შეუძლია, კარიერა მაღალ დონეზე გააგრძელოს. მესმის, რომ ქართული ფეხბურთი დიდი ფულით განებივრებული არ არის, მაგრამ "ზუგდიდში" თანხის ჩადება ნამდვილად ღირს. ეს ბიჭები მომზადებულნი რომ ყოფილიყვნენ, "დინამოსთან" დიდი ანგარიშით არ წავაგებდით და უფრო ღირსეულად ვითამაშებდით.

საერთოდაც, კარგი პირობები რომ გქონდეთ, ბევრად უკეთესი ჩემპიონატი და გუნდები გეყოლებოდათ. ფეხბურთელების შეფასებაში არ ვცდები და კარგად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. მაგრამ იმასაც არ დავმალავ, რომ ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო.

- ეგვიპტეში რა დონის ჩემპიონატია?

- საკმაოდ კარგი ჩემპიონატი გვქონდა, ეგვიპტის კლუბები აფრიკაში მუდამ მოწინავეთა შორის იყვნენ და შემთხვევითი არ იყო, ჩვენს ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში ხშირად რომ იწვევდნენ.

სამწუხაროა, რომ ეგვიპტეში ძალიან ცუდი პროცესები დაიწყო. ამის გამო ფეხბურთისთვის აღარავის ეცალა და ჩემპიონატიც ჩაიშალა.

კობასთან (წიტაიშვილთან - ავტ) "ანორთოსისიდან" ვმეგობრობდი, კარგად იცნობდა ჩემს შესაძლებლობებს, დავუკავშირდი და ასე აღმოვჩნდი ზუგდიდში. მან ისიც იცის, რომ არც ერთ გუნდში შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა არ მქონია.

- როგორც ვიცით, "ზუგდიდში" განსაკუთრებული პირობები არ მოგითხოვიათ...

- ჩემგან რაიმე პირობის წამოყენება სწორი არ იქნებოდა.

- ჯერ ფორმაში არ ხართ...

- სამი კვირა ვერ ვვარჯიშობდი და ცხადია, საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ ყოველდღე სულ უფრო უკეთ ვგრძნობ თავს. იმედია, მალე კონდიციებს აღვიდგენ და "ზუგდიდს" დავეხმარები, მეც და ჯამალ ჰამზაც. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და მიხარია, რომ ერთად ვითამაშებთ.

- ეგვიპტის ნაკრებშიც გითამაშიათ...

- მქონდა ეს ბედნიერება და იმ დროს დღემდე სიამაყით ვიხსენებ. ეგვიპტეში ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ და, სხვათა შორის, ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო აფრიკის თასი... ახლა კი არავინ იცის, რა იქნება.

ეგვიპტეში ისეთი ამბებია, შესაძლოა, საშინაო შეხვედრები ვერც ჩავატაროთ. ამით ჩვენი ნაკრები ძალიან დაზარალდება. არადა, საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს.

- რამე თუ გსმენიათ იმაზე, რომ 267 წლის განმავლობაში ეგვიპტის მმართველებს შორის 47 - წარმოშობით ქართველი იყო და შემდგომშიც ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაშიც...

- ფეხბურთელი კი ვარ, მაგრამ წიგნის კითხვა მიყვარს და ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც კარგად ვიცნობ.

სხვათა შორის, აქ ხალხის ბუნება, ემოცია და ტემპერამენტი იმდენად ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიფიქრე - მგონი, ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს და მეც მამლუქების შთამომავალი ვარ-მეთქი.

ზუგდიდში ძალიან თბილი და გულიანი ხალხი ცხოვრობს, უცხო ადამიანებს კარგად ექცევიან. ეს ქართველი ხალხის კეთილ ბუნებაზე მეტყველებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
ᓕᕘ
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ᓠ
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ფეხბურთი და ფინანსები: რა ღირს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა?
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"არაფრისმომცემ ეგვიპტელებს "ზუგდიდში" აქაურებზე მეტი ხელფასი ჰქონდათ!"
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
მალხაზ ჭეჟია კობა წიტაიშვილს პასუხობს: ეს საერთოდ აღმაშფოთებელია!..
"ᓖᓣᓒᓓᓘᓓᓘᓓᓐᓜ" ᓬᓐᓡᓣᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚ-ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓔᓑᓘ ᓙᓚᓣᓑᓡ ᓕᓐᓚᓘᓡ ᓒᓐᓡᓢᓣᓛᓠᓔᓑᓐᓡ ᓡᓗᓮᓝᓕᓔᓜ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა