საქმე ჩაიხლართა. სერიალისთვის გამზადებული სიუჟეტია - "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან მოსწონს მილანის "ინტერში" მოთამაშე მარიო ბალოტელი...

მანჩესტერსა და მილანში (ქალაქებს ვგულისხმობთ) საქმე ჩაიხლართა. სერიალისთვის გამზადებული სიუჟეტია - "მანჩესტერ იუნაიტედს"

ძალიან მოსწონს მილანის "ინტერში" მოთამაშე მარიო ბალოტელი, რომელიც "იუნაიტედის" მეზობელ "მანჩესტერ სიტისაც" ძალიან მოსწონს. მაგრამ, ამასობაში "ინტერში" გამოჩნდება ვესლი სნეიდერი, რომელიც "იუნაიტედს" ბალოტელის პარალელურად მოეწონება და მილანელებს მის სანაცვლოდ 29 მილიონ ფუნტს ანუ თითქმის 44 მილიონ დოლარს შესთავაზებს. "ინტერი" გაოცდება, რადგან თუ მანჩესტერიდან რამეს ელოდა, მხოლოდ ბალოტელისთან დაკავშირებული წინადადება იყო და უცებ, სნეიდერის ამბავი...

როგორც ჰოლანდიელის აგენტი სორენ ლერბი ამბობს, ყველა მოლაპარაკება მისი კლიენტის ახალ გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გაიმართოს, თუმცა არც იქამდეა შორი - სამხრეთ აფრიკაში მუნდიალი კვირას, 11 ივლისს დამთავრდება. ამბობენ, რომ ამ პერიოდში "ინტერიც" აპირებს სნეიდერთან ახალ კონტრაქტზე დალაპარაკებას. ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით ფეხბურთელი დაქვითვის შემდეგ, ხელზე, წელიწადში 5.28 მილიონ დოლარს იღებს. რა იქნება იმ შემთხვევაში თუ "შავ-ლურჯები" მასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებენ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ერთადერთი, რისი თქმაც წინასწარ შეიძლება ის არის, რომ "ინტერს" სნეიდერთან 2015 წლამდე სურს თანამშრომლობა.

თუმცა, როგორც მოგახსენეთ, საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო და ეს ამბავი იტალიის ჩემპიონთა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც დაადასტურა. მილიონერმა თქვა:

"ვადასტურებ, რომ ვესლი სნეიდერის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" არის დაინტერესბული. ეს ნამდვილად არ გახლავთ ჭორი, მაგრამ არც მე ვაპირებ ფულს დავხარბდე და ჰოლანდიელის გაყიდვა ვიჩქარო. ისეთი თანხა, სნეიდერის გასხვისება რომ მომანდომოს ჩემთვის ჯერ არ შემოუთავაზებიათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მის გამოსვლას ვაკვირდები და მსურს თავად გავუხანგრძლივო ხელშეკრულება. მინდა სნეიდერი უახლოეს წლებში ჩვენთან დარჩეს".

და ბალოტელისთან დაკავშირებით რაღა ხდება? ვერ გეტყვით, რამდენად დიდი ვარსკვლავია ბალოტელი, მაგრამ მორატიმ ფასად 45,3 მილიონი დოლარი რომ დაადო ნამდვილია და შესაძლოა ცოტა გასაკვირიც. არ არის გამორიცხული ასეთი თანხის გამოცხადებისკენ იტალიელებს მყიდველის სახელმაც უბიძგა - კლუბი, რომელმაც პირველმა მოინდომა ამ აფრო-იტალიელის გადაბირება "მანჩესტერ სიტი" გახლდათ, შემდეგ კი ვაჭრობაში "იუნაიტედიც" ჩაერთო.

"ინტერის" ტექნიკური დირექტორი მარიო ბრანკა: "ბალოტელის შეძენის სურვილი "სიტიმ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოხატეს, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან მოლაპარაკებები მეტისმეტად ადრეულ ეტაპზეა. დღესდღეობით ბალოტელი "ინტერის" ფეხბურთელია, თუმცა მისი მომავალი მსჯელობის საგანია".

თავად "იუნაიტედმა" კი უარყო ხმები, თითქოს მისი მარცხენა მცველი პატრის ევრა "იუვენტუსში" ან "ბარსელონაში" მიდის. ევრა, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების სკანდალის ცენტრში იყო. "იუნაიტედმა" მას შვებულება ერთი კვირით გაუხანგრძლივა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ეს "სკანდალებთან" არანაირ კავშირში არ არის და მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელის გადაღლით გახლავთ განპირობებული - გასულ სეზონში ფრანგ მცველს 60 მატჩიანი მარათონი ჰქონდა. მეტიც, "იუნაიტედში" ფიქრობენ, რომ "ოლდ ტრეფორდი" ფრანგული ინტრიგებისგან დასამალავად საუკეთესო ადგილია და ევრა ფეხბურთის თამაშით უმალ აქ ისიამოვნებს, ვიდრე სამშობლოში. "მანჩესტერ სიტის" ვეტერანმა პატრიკ ვიეირამ კი, მოგეხსენებათ, განაცხადა, რომ ფრანგთა ეროვნული გუნდის ახალმა თავკაციმა ლორან ბლანმა რომც გამოიძახოს ნაკრებში აღარასოდეს ითამაშებს და კარიერის დარჩენილ ნაწილს მხოლოდ და მხოლოდ ისტლენდელთა გუნდს მიუძღვნის.

და ბოლოს, მანჩესტერული ამბებიდან კიდევ ამის თქმა შეიძლება: "სიტიმ" კოშიცეს MFK-დან სლოვაკი ფეხბურთელი ალბერტ რუსნაკი იყიდა. რუსნიაკმა რობერტო მანჩინის გასინჯვებზე მოაწონა თავი.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა