ბათუმში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილმა სოფიომ გერმანელ ანა ცაიას სძლია იოლად - 6:2, 6:1
ბათუმში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მე-6 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ ერთეულებში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო - 18 სექტემბერსაც გერმანელს - ანა ცაიას სძლია იოლად - 6:2, 6:1.

შაფათავა 18-ში მეორედაც გავიდა კორტზე - ამჯერად წყვილებში ეკატერინე გორგოძესთან ერთად. ისინი თანამემამულეებს - მარგალიტა ჩახნაშვილსა და სოფიო ქვაცაბაიას დაუპირისპირდნენ.

დაძაბული პაექრობა არც აქ ყოფილა - შაფათავა-გორგოძის დუეტმა ადვილად ჩამოიშორა გზიდან მეტოქე - 6:2, 6:2.

წყვილებში დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ალიონა ფომინა (უკრაინა), ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) - ილონა კრემენი, ალიაქსანდრა სასნოვიჩი (ორივე - ბელორუსი) - 6:2, 6:4, ვალენტინა ივახნენკო, კატერინა კოზლოვა (ორივე - უკრაინა) - ტუტიანა არეფიევა (უკრაინა), ანა ცაია (გერმანია) 6:1, 7:5, მისა ეგუჩი, აკიკო ომაე (ორივე - იაპონია) - განა პოზნიხირენკო, ანა შკუდენი (ორივე - გერმანია) 6:0, 6:3.

ნახევარფინალში გორგოძე და შაფათავა მე-2 ნომერ ივახნენკო-კოზლოვას ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ფომინა, შაკოვეცი და ეგუჩი ომაე ითამაშებენ.

რაც შეეხება ერთეულებს, იქ ოთხი ჩვენებური ჩაება და, როგორც გაუწყეთ, მხოლოდ შაფათავა შემორჩა კორტებს. მეოთხედფინალში მას მეტოქეობას გაუწევს დოროთეა ერიჩის (სერბეთი) მძლეველი (7:6, 7:5) ირინა ხრომაჩევა (რუსეთი), რომელიც ტურნირზე მესამე ნომერია.

18 სექტემბერს მეორე წრის 8 შეხვედრა გაიმართა. ორი ორთაბრძოლის შედეგზე უკვე მოგახსენეთ. დანარჩენი ექვსი პაექრობა ასე დასრულდა: ალექსანდრა პანოვა (რუსეთი, 1) - ბასაკ ერაიდინი (თურქეთი) 6:3, 6:1, დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) - მარინა შამაიკო (რუსეთი) 6:3, 5:7, 6:2, ალიაქსანდრა სასნოვიჩი (ბელორუსი, 8) - სვიატლანა პირაჟენკა (ბელორუსი) 6:2, 6:3, ვალენტინა ივახნენკო (უკრაინა, 4) - განა პოზნიხირენკო (უკრაინა) 7:5, 6:1 ილონა კრემენი (ბელორუსი) - მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი) 4:6, 6:2, 6:2, კატერინა კოზლოვა (უკრაინა, 2) - ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) 6:4, 2:6, 6:3.

მეოთხედფინალში ითამაშებენ: პანოვა-იაკუპოვიჩი, ხრომაჩევა-შაფათავა, სასნოვიჩი-ივახნენკო, კრემენი-კოზლოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასს ბელორუსით იწყებს
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ᓤᓔ
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
ᕐᓜ
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ᓥᓐ
განახლებული რეიტინგით - სოფიო შაფათავა ჩეხეთის 50-ათასიან ტურნირში ითამაშებს
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე

გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს