გადავწყვიტეთ, ჟურნალისტებისთვის მიგვემართა ერთადერთი კითხვით: მომდევნო შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ისევ თემურ ქეცბაიამ უნდა უხელმძღვანელოს?
ჟურნალისტების პოზიცია ყოველთვის ანგარიშგასაწევი იყო. მასმედიის აზრი და ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებით იქ ფასობს, სადაც დალაგებული ქვეყანაა.

რა დაიწერება ბეჭდვით თუ ელექტრონულ მედიაში, რა ითქმება ტელევიზიით თუ რადიოთი - ეს არის ერთ-ერთი ბოძი, რაზეც დგას სახელმწიფო და მისი საზოგადოება.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია ისე დანიშნეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ აზრი არავის ჰკითხა.

საქართველოს უპირველეს გუნდში ქეცბაიას საქმიანობის შეფასებისგან მეტწილად თავს იკავებენ ჩვენი სპეციალისტები. თუ ვინმე რამეს იტყვის, ძალიან დიპლომატიურად ან ქვეტექსტებით.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჟურნალისტებისთვის მიგვემართა ერთადერთი კითხვით:

მომდევნო შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ისევ თემურ ქეცბაიამ უნდა უხელმძღვანელოს?

გამოკითხულებს პასუხის არგუმენტებით დასაბუთებაც ვთხოვეთ. ქართულ ფეხბურთში მოსაქმე მედიელების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვკითხეთ და ვფიქრობ, მათი პოზიცია არავისთვის უნდა იყოს ინტერესმოკლებული.

მერაბ მამულაშვილი, ლელო:

- არა, რადგან საქართველოს ნაკრებისა და ქეცბაიას "რომანი" წარუმატებლად მთავრდება. სამწუხაროდ, ჩვენმა სახელოვანმა ფეხბურთელმა ნაკრებს გასაღები ვერ მოარგო.

ილია ნანობაშვილი, მსოფლიო სპორტი:

- არა, რადგან შედეგი გაუარესდა და ამავე დროს - თამაშის ხარისხიც. ამას ემატება კონფლიქტები ფეხბურთელებთან, რომელთა მოგვარება ვერა და ვერ ხერხდება, ეს კი მწვრთნელის პრეროგატივა უნდა იყოს.

ლაშა თაბაგარი, მსოფლიო სპორტი:

- არა, ვინაიდან ქეცბაიამ, ჩემი აზრით, ამოწურა თავისი შესაძლებლობები ამ ნაკრებში. რისი გაკეთებაც მან მოახერხა, ეს მისი მაქსიმუმი იყო. თუ ჩვენი მიზანი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა, არა მგონია, რომ ეს ამ გუნდით, თამაშის ასეთი ხარისხით იყოს შესაძლებელი. საქართველოს ნაკრებისთვის ასეთი ძვირად ღირებული მწვრთნელი დიდი ფუფუნებაა.

დავით ერაძე, რუსთავი 2:

- კი, რადგან რეალობიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. ქეცბაიას ნაკრებს ჰქონდა დადებითიც, თუმცა უფრო მეტი იყო უარყოფითი - ჯგუფში დაკავებულ ადგილს და თამაშის ხარისხს ვგულისხმობ. ქეცბაია არის ადამიანი, ვისაც შეუძლია, ქართული საქმე აკეთოს. მას შეეძლო, უარი ეთქვა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ქართველობის გამო დათანხმდა ამ შეთავაზებას. მისი მწვრთნელობის პერიოდს დაემთხვა კარგი ფეხბურთელების დეფიციტი. იმედია, ქეცბაია პირად წყენას დაივიწყებს და მოახერხებს ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების შემორიგებასა და მობილიზებას.

გია ტუხაშვილი, ლელო:

- გარკვეული პრინციპული მოსაზრებების გამო, ასეთი ტიპის გამოკითხვაში არ ვმონაწილეობ.

დავით მინაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი:

- არა, გამომდინარე გუნდის შედეგიდან და თამაშის ხარისხიდან.

დიმიტრი ობოლაძე, რუსთავი 2:

- შედეგიდან გამომდინარე, არა. თანაც, ნაკრებში არის კომუნიკაციის პრობლემა. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს ვისი ბრალია, მაგრამ ნაკრებში ჯანსაღი სიტუაცია არ არის.

ლევან ჯანეზაშვილი, ქრონიკა პლუსი, ათიანი:

- არა, რადგან ნაკრების თამაშის ხარისხი გუნდის უკეთესი მომავლის იმედს არ იძლევა. არ მაქვს იმის ილუზია, რომ სხვა მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრები სასწაულებს მოახდენს, მაგრამ ორი შესარჩევი ციკლის განმავლობაში გუნდი ასე რომ თამაშობს, ჯობია, მომდევნო შესარჩევში სხვა მწვრთნელმა სცადოს ბედი. და კიდევ, დიდხელფასიანი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არ სჭირდება.

კობა ინასარიძე, რაო-რაო:

- არა, ვინაიდან ორი შესარჩევი ეტაპი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ქეცბაიას საკუთარი პოტენციალი გამოემჟღავნებინა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამას ემატება კონფლიქტი ფეხბურთელებთან. ბოლო შესარჩევში ნაკრები მხოლოდ 3 გოლს რომ გაიტანს, ის მწვრთნელი რატომ უნდა დარჩეს გუნდში?!

ილია ბაბუნაშვილი, ათიანი:

- არა, რადგან ნაკრების განვითარების შესაძლებლობები აღარ არის, ქეცბაიამ ამოწურა საკუთარი თავი ამ ნაკრებში და ეს დაინახეს ფეხბურთელებმაც და ხალხმაც. უკვე გასაგებია, რაც არის ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად და ის სტილიც, რითაც ის ათამაშებს გუნდს. ქეცბაია ახალს ვეღარაფერს გააკეთებს ნაკრებში, გუნდს კი ხალისი სჭირდება, თუნდაც "ახალი ცოცხის" პრინციპი.

რატი შელეგია, კვირის პალიტრა:

- არა, იმიტომ, რომ ქეცბაიას ხელში, გარდა ნაკრების გარკვეული პროგრესისა, არ იგრძნობა ის, რომ გუნდს მეტი შეუძლია. ქეცბაიას შემცვლელმა, შესაძლოა, ბევრად უკეთესი შედეგი ვერ აჩვენოს, თუმცა უკეთ გამოჩნდება, რა არის საქართველოს ნაკრების პრობლემა - მწვრთნელი თუ ფეხბურთელთა კონტინგენტი.

ელენე ბილიხოძე, საზოგადოებრივი რადიო:

- არა, რადგან საქართველოს ნაკრებში მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები და მისივე კარიერისთვის იქნება უკეთესი, თუ თვითონ დატოვებს ამ პოსტს.

ნიკოლოზ ნეფარიძე, ლელო:

- არა და ამის თქმის უფლებას, პირველ რიგში, მაძლევს ჩვენი ნაკრების შედეგი, მერე კი არასასურველი სიტუაცია გუნდში. ქეცბაიამ ჩვენი ნაკრებისთვის შეარჩია უინტერესო და უპერსპექტივო ფეხბურთი და ამ მიმართულებას არ ღალატობს შედარებით სუსტ მეტოქეებთანაც კი.

ლევან სალუქვაძე, GMG:

- არა, რადგან თვითონ მწვრთნელი ამბობს, მიზნის მისაღწევად საჭირო ფეხბურთელები არ მყავსო და რაღა მიზეზი უნდა იყოს, რომ ისევ ის დარჩეს გუნდის თავკაცად?! ქეცბაიას, როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა...

პაატა გელაშვილი, ლელო:

- არა. ის, რომ გუნდმა ბრძოლა ისწავლა, არ არის პატარა საქმე, თუმცა მარტო ეს ქეცბაიას სასარგებლო არგუმენტად ვერ გამოდგება. რა თქმა უნდა, ყველაფერი მისი ბრალი ვერ იქნება, მაგრამ ამ ყველაფერზეც მწვრთნელი აგებს პასუხს. ეს არის დაწერილი და დაუწერელი კანონიც. ჩვენ ვერ მოვთხოვდით მას, რომ ნაკრები ყოველ მიზეზგარეშე გაეყვანა ჯგუფიდან, მაგრამ უფლება გვაქვს, მოვთხოვოთ პროგრესი და... თუნდაც ის, რომ გუნდმა გოლები გაიტანოს. დაცვითი ფეხბურთის გარდა, ის არ ეძებდა ალტერნატიულ გზებს. ქეცბაია ყოველთვის ხელს იშვერს ფეხბურთელებისკენ. მესმის, რომ არ გვყავს გადასარევი თაობა, გნებავთ - სპორტული, გნებავთ - სხვა მონაცემებით, მაგრამ მწვრთნელმა ერთხელ მაინც უნდა თქვას, რომ თავადაც უშვებს შეცდომებს და ამ შეცდომებზე ხმამაღლა ილაპარაკოს.

გია პლატონიშვილი, საქართველოს რესპუბლიკა:

- არა. თავმოყვარე კაცი უფრო ადრე გადადგებოდა და გულშემატკივრებს ნერვებს არ მოუშლიდა. ვისურვებდი, რომ ქეცბაიამ, რა ავტორიტეტიც შეიქმნა ფეხბურთელობით, მწვრთნელობით წყალში არ გადაყაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgi
ეს ყველაფერი დოლარშია ლარში არ გეგონოთ
Giorgi
ქეცბაიას ხელფასი თვეში 30 000 კი არა 100 000-სს აღემატება ეს გაითვალიწინეთ სანამ მისი დარჩენის სურვილს გამოთქვამთ. ამ ხელფასს იმ თვეშიც იღებს როდესაც ნაკრებს თამაში არა აქვს... დღეში იღებს 3000-ზე მეტს!!!
gio
ბურტს ფეხს ვერ არტყამენ რა ქედზბაიას ბრალია ტო არ გახურეტ საქმე ამ სჰურნალისტებმა ქედზბაია რო წავიდეს ინატრებტ მაგის ტავს ვიც გიდატ ის მოიყვანეტ მაიც იგივე დარცჰება ან უარესი ქედზბაიას ნაირი წვტნელი არ არსებობს საქარტველოსჰი და ტუ გიდა ევროპასჰი არ ვიდზახი მე მაურინიოდა იმას ჯობიატქო
levani
უდა დარცჰეს საქარტველოს ნაკრების წვტნელად ქედზბაიას ბრალი არარის გუდი კარგად ვერ ტამასჰობს ეს უდა სჰეკიტხოტ ხალხს უდა დარცჰეს ტუარა ფეხბურტელები
guja_kakhadze
საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი მაშინ დასჭირდება, როდესაც კარგი ფეხბურთელები გვეყოლება. ნაკრებისთვის საქართველოს მეორე ლიგიდან მოიყვანეთ მწვრთნელი, სასწრაფოდ! დაზოგილი თანხა კი სასურველია ბავშვთა ფეხბურთს მოახმაროთ.
PARFIUMER
პ.ს მე მაინც მგონია რომ 18-ტი ისეთი ქართველი ფეხბურთელი მოიძებნება ფინეთს სახლში რომ მოუგებს და თან ულაპარაკოდ, ოღონდ იაფი და კარგი მწვრთნელით... მაგალითად აგერ გორის დილაა... ან ორი წლის წინანდელი ზესტაფონი.
PARFIUMER
წავიკითხე და ბაზარი არაა ყველაფერი მესმის, მაგრამ თუ არ ვარგა ფეხბურთელი და ნაკრების მწვრთნელი ვერაფერს აკეთებს, არ აქვს მიზანი, რატო ხარჯავს ამდენ ფულს ფედერაცია ვერ ვიგებ... გაუშვან ეს კაცი სახლში და ისეთი ვინმე დააყენონ ამ ყველაფერს ცოტა იაფად რომ გააკეთებს.. არ ვიცი ნაღდად რა ხელფასი აქვს, მარა 30 000-ზე მეტი თუ აქვს თვეში დავიგინებ რომ ნაღდად გასაშვებია, იმიტომ კი არა რომ ცუდი მწვრთნელია, იმიტომ რომ არ გვჭირდება ძვირი მწვრთნელი რომელსაც ფეხბურთელები არ ყავს... თუ დავეთანხმებით ბატონ მწვრთნელს.
lasha
პირველ რიგში ჟურნალისტებს მინდა ვკითხო, მიულერი,კუპერი რომლებსაც მილიონები გაატანეთ და 1 შესარჩევი ციკლის მერე გაუშვით, მაშინ სად იყავით? რატო არ ითხოვდით შეცვლას. არა იმიტო რო სტადიონზე ხმა გსიამოვნებდათ მთავარი მწვრთნელი ტოპ მიულერი და ოვსაციებით ხვდებიდით. ქეცბაიამ რა უნდა ქნას გამაგებინეთ ერთი? რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ტოპ კლუბში, რუსეთი,უკრაინა,ყაზახეთი მსგავს ჩემპიონატებში გვყავს ყველა. იმას რატო არ ფიქრობთ,რატო არცერთი ტოპ კლუბი არ დაინტერესდა ქართველი ფეხბურთელით? ამ თაობას ვგულისხმობ მე? ბურთს ვერ იღებს წესივრად უმრავლესობა,პასზე საუბარია ზედმეტი. გრძელ შორიდან მიცემულ ბურთს ნაკრების უმრავლესობა ვერ აჩერებს. კითხვა მაქ? რა ქნას ქეცბაიამ? თუ ტურკუდან, კრივბასიდან და ვოლგიდან გამოძახებული ფეხბურთელებით გინდათ რო საფრანგეთს,ესპანეთს და კიდე რომელ გუნდ მოვუგოთ და თან ბევრი გოლი გავუტანოთ?
Giorgi
თუ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელები არ გვყავს და ამიტომ არ გვაქვს შედეგი მაშინ მაღალანაზღაურებადი (წელიწადში მილიონზე მეტს იღებს) მწვრთნელი რაში გვჭირდება? დავნიშნოთ დაბალ ხელფასიანი მწვრთნელი და როცა ნიჭიერი თაობა მოვა მაშინ მოვიყვანოთ ძვირადღირებული მწვრთნელი. და ის მილიონები რასაც ქეცბაია იღებს ბავშვთა ფეხბურთს მოვახმაროთ. არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ იღებს თავის კლუბში იმხელა ხელფასს რამდენსაც ქეცბაია იღებს ნაკრებში. კვირაში ოციათასზე მეტს იღებს... აზრზე მოდით და ამ დროს ხალხი შიმშილით იხოცება
ukomentarod
მე უფრო მეტ პრობლემას ფეხბურთელებში ცხედავ ვიდრე მწვრთნელში. რაც არ უნდა ტაქტიკები და კომბინაციები შეიმუშავოს ქეცბაიამ, ფეხბურთელები პასს ვერ აკეთებენ და იღებენ.. რაზეა ლაპარაკი საერთოდ :((
guja_kakhadze
თამაშის დროს 15 კილომეტრი უნდა ირბინოს ფეხბურთელმაო რომ ამბობ, რატომ იძახებ იმათ ვინც ვერ დარბიან? იქნებ ქართველი ფეხბურთელებიდან ვერავინ ვერ დარბის? ფედერაციაში მოვიტანე პროექტი, სადაც ჩანს, რომ 14 დღე არის მაქსიმალერი ვადა და ნებისმიერ ფეხბურთელს (16 წლიდან ზევით)ვარბენინებ 15 კილომეტრს და სისწრაფესაც ვუმატებ. ნაკრებისათვის იგივეს 2 მსუბუქ ვარჯიშში ვაღწევ. ეს უამრავმა ჟურნალისტმა და მწვრთნელმა ნახა. ამის შემდეგ ვერ დარბიანო ლაპარაკი ცოტა უხერხულია. საინტერესოა რატომ არ იყენებთ ჩემს მეთოდს, როდესაც იცით რომ ნაკრების ყველა ფეხბურთელი თავისუფლად ირბენს 15 კილომეტრს?
tat
სასაცილოა ფეხბურთელი პასს ვერ იძლევა, 90 წუთს ვერ დარბის და კარში ვერ ურტყამს, ნაკრების მწვრთნელი ამას არ ასწავლის, მოურინიოც რომ მოიყვანონ შედეგი იგივე იკნება, სანამ ბავშვთა მწვრთნელებს არ გაუშვებენ 1 წლით მაინც სტაჟირებაზე საზღვარგარეთ კლუბებში
iloo
ქეცბაია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს გულშემატკივარი. მაგის ხელფასი ხალხს არ აინტერესებს, ღმერთმა უფრო მეტი მისცეს, მაგრამ ნაძირლობაა ის, რომ თვალში ნაცარს აყრის არა რომელიმე რიგით გულშემატკივარს, არამედ თავად ფეხბურთს, არადა ფეხბურთის ფასი იციან ჩვენში და ქეცბაია კი არა, ფერგიუსონი რომ დაუნიშნო ამ უნიჭო არსებების ხროვას, ისიც კი ვერ შეძლებს ამათგან შედეგის მიღებას მაგრამ თუ კაცი ხარ, თქვი სიმართლე და ბიჭებს ნუ აბრალებ იმას, რის აზრზეც არ ხარ...
Manuchar
წავიდეს უნდა რა ბოლობოლო დავიგალეტ მაგისი ბლატავიტ,უმჯობესი იქნებოდა ბიჭებთან დაელაგებია ურტიერტობა,ტუ არა ცავიდეს ძმაო თავი დაგვანებოს
qomaga
უნდა ცავიდეს აბა რაა.მოგვბეზრდა მაგისი ბლატავი და ყველაფრის გადაბრალება ფეხბურტელებზე,ებლატაოს კიპრზე ბერდზნებს
MMMMMM
ცავიდეს კვიპროსზე და დაგვანებოს ტავი რა,მისსი ბლატავის მოსმენა აგარ გვინდა
ac milan
ქეცბაიაზე მაგარი მწვრთნელი ჩვენ არ გვეყოლება არავინ.ის ასუფთავებს ნაკრებს ამ თავში ავარდნილ ფეხბურთელებისგან.ფეხბურთში კიდევაც უნდა ირბინო და დაიღალო.ნაკრების მაისურით რო თამაშობ თავი უნდა შეაკლა.ესენი ვისთანაც მას კონფლიქტი ჰქონდა ზოგს თავში ავარდნილი ჰქონდა ზოგი კი გასახდელლში სიგარეტს ეწეოდნენ.ჩვენი კომენტატორების აზრი საერთოდ არ არის გასათვალისწინებელი.იმიტომ ,რომ არცერთმა არ იცის ფეხბურთი და კომენტატორობაც.კოტე მახარაძე ეხლა იყოს მათ გამო შერცხვებოდა.
sdfghjk
საფრანგეთთან და ესპანეთთან თამაშში გამოჩნდა,რომ ფეხბურთელებს სძულთ ქეცბაია.შეუძლიათ თამაში ძლიერთან და არ თამაშობენ სუსტთან.სხვა რა უნდა იფიქრო.ზარალდება მაყურებელი და ქართული ფეხბურთი.ეს ძალიან კარგად იცის მაგანაც და ჩინოვნიკებმაც.ბევრი ფეხბურთელი უნდა ჩამოშორდეს ნაკრებს.ჟურნალისტები კი ფეხბურთის აზრზე არ ხართ და გთხოვთ წამყვანად ვინმე სხვა მოძებნოთ.
ბესიკ დუღაშვილი
ამ გენიოსმა ჟურნალისტებმა თუ დაუსვეს საკუთარ თავს კითხვა-და ფეხბურთელებმა თამაში იციან? ფეხბურთელი ბურთს რომ ვერ გააჩერებს, პასს ვერ მისცემს და 20 წუთის შემდეგ ენაგადმოგდებული რომ დარბის... ასეთი ფეხბურთელებით გინდათ შედეგი? ქეცბა მინიმუმ კიდევ 2 შესარჩევი ეტაპის განმავლობაში უნდა დარჩეს, რომ ის მიიღოს რაც საჭიროა და ის ამას შეძლებს! მოსემ ებრაელები 40 წელი ატარა.. თქვენ 4 წელი ვერ მოგითავებიათ..(((
Giorgi
ქეცბაია უნდა გადადგეს! 1-ლი მიზეზი: ბოლო 12 ოფიციალურ თამაშში ნაკრება მოიგო მხოლოდ 1 თამაში. მე-2 მიზეზი: ბოლო 9 თამაშში ნაკრებმა გაიტანა მხოლოდ 4 გოლი. მე-3 მიზეზი: არცერთ ოფიციალურ მატში (სულ 17 იყო) არ გაგვიტანია 1 გოლზე მეტი ერთ თამაშში. მე-4 მიზეზი: ჩააგდო ზედიზედ 2 შესარჩევი ციკლი (ორივეჯერ ბოლოდან მე-2 ადგილი) წინაში 10 თამაშიდან მოიგო მხოლოდ 2 (ერთი მალტასთან) ამ შესარჩევში 7 დან (ალბათ რვიდან) მოიგო მხოლოდ 1. მე-5 მიზეზი: წააგო 2ივე პრინციპული თამაში თბილისში ნოლზე ლატვიასთან (მე-4 ადგილისთვის)ფინეთთან მე-3 ადგილისთვის. მე-6 მიზეზი: ქეცბაია იღებს იმაზე მინიმუმ 10-ჯერ მეტ ხელფასს ვიდრე საშუალო ევროპული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები. (მაგალითად ჩეხეთი ლატვია ლიტვა ესტონეთი) კიდევ არაერთი მიზეზი არსებობს
Giorgi
ქეცბაია უნდა გადადგეს! 1-ლი მიზეზი: ბოლო 12 ოფიციალურ თამაშში ნაკრება მოიგო მხოლოდ 1 თამაში. მე-2 მიზეზი: ბოლო 9 თამაშში ნაკრებმა გაიტანა მხოლოდ 4 გოლი. მე-3 მიზეზი: არცერთ ოფიციალურ მატში (სულ 17 იყო) არ გაგვიტანია 1 გოლზე მეტი ერთ თამაშში.
fexburti
ზვიად, შენ ეტყობა ვერ წაიკითხე კარგად, რომ მე შეგნებულად სპორტზე გავამახვილე ყურადღება, თორემ საფეხბურთო ქვეყანა რომ არ არის ფინეთი (და არც საქართველო), ეგ რა ამერიკის აღმოჩენაა?! ტიტულებით არ გამაცინო ახლა. ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა ისაა, რომ სპორტსმენები არ არიან და უფრო ტინგიცობა და ჟონგლიორობა იციან, ისიც თუ მარტო აკაეთებენ ამას (ან საქართველოს ჩემპიონატში ირჯებიან, რაც მარტოობის ტოლფასია) და წინააღმდეგობას არავინ უწევს. ქინქიმ მართლა დასჭექა ევროპაში თავის დროზე, მაგრამ მაგასაც ზუსტად სპოტსმენობა აკლდა, რასაც იმსახურებდა ის რომ მიეღო, თორემ უდავოდ უნიჭიერესი და უძლიერესი იყო თანამედროვე ფეხბურთში. თუ გაიხსენებ, მაგ დროს იარი ლიტმანენის და თუნდაც სემი ჰიიპიას სტატუსს და წარმატებებს ფეხბურთში, ჩვენი და ფინური ფეხბურთის შესადარებლად კარგი იქნება. მაგრამ მაინც მთავარი ის არის, რომ ფეხბურთს ისტორიით არ იგებენ. ფეხბურთს სჭირდება თამაში. თამაშს უნდა ცოდნა და ა.შ. 1-1-ზე შეადარე ჩვენი და ფინელი ფეხბურთელები ნებისმიერ კომპონენტში (ეს აკვიატებული "ჩვენი ტექნიკა" გინდა, ფიზ-მოზადება, საფეხბურთო აზროვნება თუ რა) და თქვი, რის ხარჯზე უნდა მოეგო ჩვენს ნაკრებს? მერე კიდე ამიხსენი ჩამოთვლილმა "ჟურნალისტებმა" რატომ უნდა წერონ ფეხბურთზე და არა ბალეტზე?
Dato
ქეცბამ ამ ნაკრებს შთაბერა მებრძოლი სული. არავინ ამბობს, რომ უჯიგრო ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ დაბალი კლასის ფეხბურთელები გვყავს და ამ მოთამაშეებით მეტის მიღწევა ამ ეტაპზე წარმოუდგენელი მგონია. გუცაევი არ ვარგა, ტოპმიულერი არ ვარგა, ქეცბაია არ ვარგა, შუშაკი არ ვარგა, ჟირესი არ ვარგა, კუპერი არ ვარგა, ხომ უნდა მივხვდეთ ოდესმე, რომ მწვრთნელში არაა საქმე. დღევანდელ ნაკრებს რაც შეეხება, ნაკრებში მებრძოლი ბიჭები არიან, მაგრამ მათ აკლიათ ოსტატობა და ფიზიკური მომზადება. ამიტომაც ვერც ერთ თამაშში პირველ ნომრად ვერ ვთამაშობთ, არ შეგვიძლია და რა გინდა რომ ქნა? არ გვყავს ბურთის დამჭერი შუა ხაზი, ასეთ პირობებში როგორ უნდა ითამაშო პირველ ნომრად? ამიტომაც გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ქეცბაიას ვეთანხმები უკომპრომისობაშიც. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ნაკრებში ჩაწყობით ან ბლატებით მოხვდა. ნაკრები არაა ფეხბურთელთა აღსაზრდელი სკოლა. მწვრთნელი იყენებს იმ მასალას, რაც გააჩნია. ამიტომ, თუ ქართულ ფეხბურთში არ გვექნა პროგრესი, დაივიწყეთ სანაკრებო დონეზე პროგრესი. ყაზახეთს რატომ ვერ მოვუგეთო. თქვე დალოცვილებო, საკლუბო დონეზე ვუგებთ ყაზახეთს? აბა სანაკრებო დონეზე რატომღაც გიკვირთ წაგება?
murtalo
არაერთხელ დავწერე და კიდევ ერთხელ ვკითხავ ქეცბაიას დამცველებს, რა მოსწონთ ქეცბაია მწვრთნელის საქმიანობაში?...კაცს მწვრთნელისათვის აუცილებელ ვერცერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს...გუნდს არა აქვს არანაირი ტაკტიკა თუ სტრატეგია, სათამაშო სტილზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, 10 კაცით დაცვაში თამაში სტილი არაა, მით უმეტეს ქართველებისათვის...კაცს ორი წიგნი არა აქვს წაკითხული თავი იმდენად კიტრი გონია რომ არ სჭირდება...ურთიერთობის დამყარება არ შეუძლია არავისთან და შესაბამისად გუნდში ჩამძორებული ატმოსფეროა...არანაირი დამუშავებული კომბინაცია გუნდს არ გააჩნია...ფეხბურთელებისათვის ამპლუის არასწორად შერჩევა...ქართველობას ასწავლის ფეხბურთელებს და დისციპლინა დაამყარაო ვიღაცა წერს?!...სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...ამ უზრდელის ლაპარაკს ვინც უსმენს რა უნდა ისწავლოს ქართველობისა გამაგებინეთ?...მწვრთნელები არა გვყავსო, ვინ უნდა მოვიდესო...გაგიჟდით ხალხო?...ვინც არ უნდა მოვიდეს ამაზე უარესი არ იქნება, მით უმეტეს , რომ დღეისათვის საუკეთესო ქართველი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უმუშევარი გვყავს...ჟურნალისტებმა უნდა ითავონ სწორედ მისი მოხსნის პროცედურის დაწყებას, თუმცა რა პროცედურა უნდა ამას?...მხოლოდ ერთი ხელმოწერა იმ პიროვნებისა ვინც მის დანიშვნა-მოხსნას წყვეტს და ბოლოს და ბოლოს უნდა აიძულოთ ამის გაკეთება სწორედ მას...უნდა მოიხსნას, რადგან თვითონ ნამუსი არა აქვს!...სიმართლე დაწერა გულშემატკივარმა, მგონი ჩვენ სხვადასხვა თამაშს ვუყურებთო როცა ქეცბაიას მხარდაჭერებს ვუსმენო...სწორია...ან მართლაც დაბრმავდა უმეტესობა...თუნდაც ერთერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში ამბობს, ბიზნესმენებმა ქართულ ფეხბურთში ფული უნდა ჩადონო, თვითონ კი კვიპროსში ხსნის აკადემიას...ჰოდა მოაშორეთ ეს წურბელა და გაუშვით კვიპროსის აკადემიაში...კმარა!
guja_kakhadze
კაცი ამბობს ფეხბურთელები არ მყავსო და თქვენ შედეგს რატომ ითხოვთ? ან თვითონ ვის ავარჯიშებს? იქნებ სხვა სახეობაზეა ლაპარაკი და ჩვენ ყველას რატომღაც ფეხბურთი გვგონია? ქუთაისში იატაკზე ცურვას რომ ასწავლიდნენ ის გამახსენდა, მაგრამ იმათ აუზი გაუკეთეს და ალბათ უკვე აუზში სწავლობენ ცურვას. იმდენი წელი გაიძახოდნენ ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და რა ვქნათო? ახლა ხომ გვაქვს. შედეგი მაინც იგივეა.
გულშემატკივარი
ქეცბაია კიდე ყველა თამაში მერე გამოდის და ფეხბურთელებს აგინებს რო აი ეგ დებილები ვერ თამაშობენ და მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე შემედგენლობას არ ცვლის თუ ესეთი დებილები არიან და არაფერი იციან მოდი რა და ნუღა გამოიძახებ ამ "დებილებს" როგორც თითონ თვლის და იქნება საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბავშვებმა უფორო ჟილკით ითამაშონ და მეტი მონდომებით
გულშემატკივარი
რას თვლით შედეგად იმას რო 6 გუნდიან ჯგუფში 4 ადგილზე გავედით და მთელ შესარჩევ ციკლში 3 გოლი რო გავიტანეთ და გუნდი ცენტრი იქეთ ბურთიანად რო ვერ გადადის იმის გამო რო 11 კაცით კარებში ვდგევართ და ფრესაც რო ვერ ვთამაშობთ?
გულშემატკივარი
ეხლა გარკვეული კომენტარები წავიკითხე და ესე მგონია რო მე სხვა საქართველოს ნაკრებს უყურებდი და ამათი უმეტესობა სხვას!? ესპანეთთან და საფრანგეთთან გუნი ესე რო იბრძოლებს და ხაზახეთთან და ფინეთთან მომენტს ვერ შექმნის ეგ არაფერია და სულ ფეხბურ\ტელის ბრალია ყველაფერი?იმ ჟურნალისტის არ იყოს გუშინ თუ საფრანგეთთან მაგარი ვიყავი და მაგრად ვითამაშე დგეს ფინეთთან რა აღარ მიყვარს ჩემი სამშობლო?სახლში გარეთ სულ თავდამსხმელის გარეშე რო ვთამაშობთ ეგეც ფეხბურთელების ბრალია?უნამუსობაა მეტი არაფერი აღიაროს რო თითონც ადამიანი და მოსდის შეცდომები არავინ დამარხავს მაგის გამო მაგრამ არა სულ სხვები ხან ჟურნალისტები ხან ფეხბურთელები არიან დამნაშავენ სულ თითონ არასდროს
levani
ვეთანხმები barcelona-ს,მოცილებაში და კრიტიკაში მაგრები ვართ თანადგომაში არა,უნდა დარჩეს.რაც შეეხება არეულ სიტუაციას ნაკრებში ამაში ქეცბა მართალია,ასეთი უდისციპლინო და პრესაში მოჭორავე ფეხბურთელები ნაკრებს არ გამოადგება,არ ადგებიან თავიანთ გუნდებსაც კი.რაღაც არა მგონია ამ ტლიკინებმა ასე კარგად იცოდნენ ტაკტიკა ქეცბაიას რომ კარნახობენ,აქ არიან მაგრები,თორემ თავიანთ კლუბებში ხეხავენ სათადარიგო სკამებს და რატომღაც არ გამიგია იქ მწვრთნელის მიმართ პრეტენზიები გამოეთქვათ.ქეცბა იმიტომაც უნდა დარჩეს,რომ ჩვენ გუნდს პირველ რიგში დისციპლინა აკლია და ვინც მას არღვევს ან უნდა ისწავლოს ეს,ან უნდა წავიდეს ნაკრებიდან.ეს ციკლი ამისთვის უნდა გამოგვეყენებინდა და გამოვიყენეთ კიდეც.ახლა ქეცბაიამ იცის ვინ ვინაა.შტერს უნდა ქონოდა ამ ჯგუფიდან გასვლის იმედი.აქ პრინციპულობაა სჭირო,მაგ ჭორიკანა მოთამაშეებმა თავისი თუ გაიტანეს შემდეგი მწვრთნელის ხელში უფრო დიდი პრობლემები შეიქმნება და ეს ჟურნალისტები ისევ დაუჭერენ მხარს მწვრთნელის შეცვლას და გაგრძელდება იგივენაირად როგორც ყოველთვის
გიოQუთაისი
სადაც მივიდა ქეცბაია, ყველგან სული და გული ჩადო და შედეგი მიიღო. მისი ბრალია, ფეხბურთელებს ტლიკინი უფრო კარგად გამოდით ვიდრე თამაში? ფეხბურთელი რომ ქორწილს ნაკრების თამაშის დღეს დაამთხვევს, იმას რა პატრიოტიზმი ან შემართება უნდა მოთხოვო? ჟურნალისტები რომ მასეთ ფეხბურთელებს ხოტბას ასხამთ, თქვენ რა უნდა მოგთხოვოთ ვინმემ? მენტალიტეტშია პრობლემა, და ჟურნალისტებს შეგიძლიათ მენტალიტეტის სწორად ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანოთ, და ამის მაგივრად, ტყუილა ლაყბობთ რაღაცეებს..
fraternity
barcelona-s: ამაზე უარესი შედეგი ჩემი აზრით ფიზიკურად აღარ არსებობს. რომელ გაუარესებაზე ვლაპარაკობთ როცა სან მარინოსა და ანდორას შემდეგ შედეგიანობაში ბოლოდან მესამე შედეგი დავდეთ? ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი: რაში ხედავთ ქეცბაიას ფუნქციას ნაკრებში, რაში ვიხდით ამხელა ფულს? რატომ უნდა გააგრძელოს ქეცბაიამ მუშაობა? საკმარისი დრო არ მიგვიცია თუ რაიმე პერსპექტივას ხედავთ მის მუშაობაში? ვინ მოვა და რას შეცვლის ეს სხვა საკითხია, თუმცა ჩემი აზრით, ის არის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი და უკვე კარგა ხნის გაშვებული უნდა იყოს. კიდევ ვიმეორებ, მალტასთან ფრეს და ყაზახეთთან უგოლოდ წაგებას ჩემს უბანში რომ პატარა ბავშვებს ავარჯიშებს და მწვრთნელი ჰქვია, დარწმუნებული ვარ ისიც მოახერხებს, თან ოცჯერ ნაკლებ ფასად, ვიდრე ქეცბაია. ეს ფული სხვა რამეს მოახმარეთ წყალში ნუ ყრით, არ გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება.
jaba
საინტერესო მაგალითად აცდაათი ათასი ლარი რომ ქონოდა ქეცბაიას თვეში აქამდე არ წავიდოდა?
dalesi
ვთქვათ ქეცბაია გადავაყენეთ, რაც ფეხბურთელები გვყავს იმით რას მოთხოვთ ახალ მწვრთნელს? ან მითითეთ რატომ წავიდეს, სად დაუშვა შეცდომა. უბრალოდ ერთი სენი გვჭირს, ვაკრიტიკოთ და რატომ ვაკრიტიკებთ ამის თქმა საჭიროდ არ მიგვაჩნია. ისე პოლიტიკაშიც ასე ვართ 23 წელია და ვართ კარგად.
fui
ბარსელონა გეთანხმები,არას თქმა იოლია,ესენი ერთი დაკვეთიტ მუშაობენ...ვინ მოგყავთ უკეთესი საინტერესოა?ან გვარდიოლაც რომ მოვიდეს უკედთეს შედეგს დადებს?!სანამ ფეხბურთელების კლასი არ ამაღლდება არაფერი გამოვა..
odala
ერაძე, მინაშვილი, ილუშა ნანობაშვილი, ობოლაძე და სალუქვაძე რომ ვინმეს წასვლა- დარჩენაზე იტყვიან რამეს. ამ ხალხს ნამუსი რომ ჰქონდეს ჟურნალისტობას საერთოდ არ უნდა ეწეოდეს.
barcelona
ძალიან იშვიათად ვტოვებ კომენტარს ინტერნეტში, მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ ვერ მოვითმინე რომ რაიმე არ მეთქვა. ჯერ ერთი სტატიის ავტორი რომ წერს "საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია ისე დანიშნეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ აზრი არავის ჰკითხა", ჯერ ერთი სად გინახავთ, ფეხბურთის მმართველი ორგანო ჟურნალისტების მთელ კორპუსს კრებდეს და მათთან "კონსილიუმის" შედეგად ნიშნავდეს მთავარ მწვრთნელს? ან რომც მოეწვია ე.წ. "კონსილიუმი" რა, ვინმე წინააღმდეგი წახვიდოდით ქეცბაიას დანიშვნის? მერე მეორე თქვე უპასუხისმგებლო ხალხო, ამ "არას" თქმაში მაგრები ხართ, მოშორებაში, მოცილებაში ერთსულოვნობას იჩენთ, თუმცა იმას კი არ (ვერ) ამბობთ რა იქნება შემდეგ, ვინ უნდა მოვიდეს, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მიაღწიოს შედეგს ამ "მორდოვიას" და "კრივბასის" სკამიხეხია ფეხბურთელებით? თქვენ ხართ უპასუხისმგებლოები! არავითარი ვალდებულება არ გაკისრიათ, არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა, გარდა ბრტყელ ბრტყელი კომენტარებისა და მერე ქეცბაიას რომ მოხსნიან, ახალ მწვრთნელს რომ დანიშნავენ და ის უარეს შედეგს დადებს, იმაზეც ისე უსინდისოდ იტყვით რომ "ხელისუფლებამ ისე მოხსნა ქეცბაია, რომ არავის აზრი არ გაითვალისწინა" და რომ "თქვენ წინააღმდეგი იყავით ამ გადაწყვეტილების". თფუ
ynwa
სად იყვნენ ეს ჟურნალისტები აქამდე, ეხლა რიხით რომ გამოთქვამენ თავიანთ თვალსაზრისს? ამდენი ხნის მანძილზე ერთი ნორმალური ანალიზი ნაკრების თამაშის, მწვრთნელის მუშაობის, სელექციისა თუ მეტოქე გუნდების თამაშის გარჩევის, მისი ავ-კარგისა მე არც ტელევიზიით მომისმენია და არც პრესაში წამიკითხავს. სამაგიეროდ ბეილი გადავიდოდა რეალში თუა არა, ვაიმე მესიმ კუნთები დაიჭიმა და რაღა გვეშველება ჩვენ არგენტინის და ბარსას გულშემატკივრებს??? მოაწერს თუ არა ხელს რონალდო ახალ კონტრაქტს? როგორ შეხვდება რეალის ვარსკვლავი მასზე ძვირადღირებულ ბეილის და მისთანანი . . . აი ეს არის ჩვენი სპორტული ჟურნალისტების ინტერესების სფერო და კიდევ! მაზავშიკური საუბარი კუშებზე. ქეცბაია, რომ უნდა წავიდეს ეს გასაგებია, მაგრამ არ წავა სანამ სახელმწიფო არ ჩაერევა, თორემ ფეხბურთის ფედერაციას ფეხებზე ჰკიდია, ფულს სახელმწიფო უხდის და რაში ენაღვლება? ამიტომაც არის ქეცბაია დიდ გულზე და აქეთ გადმოდის შეტევაზე თქვენ არაფერი იცით და არაფერი გაგეგებათ ფეხბურთშიო...
შაკო
პაატა გელაშვილი, ლელო: - არა. ის, რომ გუნდმა ბრძოლა ისწავლა, არ არის პატარა საქმე, თუმცა მარტო ეს ქეცბაიას სასარგებლო არგუმენტად ვერ გამოდგება. რა თქმა უნდა, ყველაფერი მისი ბრალი ვერ იქნება, მაგრამ ამ ყველაფერზეც მწვრთნელი აგებს პასუხს. ეს არის დაწერილი და დაუწერელი კანონიც. ჩვენ ვერ მოვთხოვდით მას, რომ ნაკრები ყოველ მიზეზგარეშე გაეყვანა ჯგუფიდან, მაგრამ უფლება გვაქვს, მოვთხოვოთ პროგრესი და... თუნდაც ის, რომ გუნდმა გოლები გაიტანოს. დაცვითი ფეხბურთის გარდა, ის არ ეძებდა ალტერნატიულ გზებს. ქეცბაია ყოველთვის ხელს იშვერს ფეხბურთელებისკენ. მესმის, რომ არ გვყავს გადასარევი თაობა, გნებავთ - სპორტული, გნებავთ - სხვა მონაცემებით, მაგრამ მწვრთნელმა ერთხელ მაინც უნდა თქვას, რომ თავადაც უშვებს შეცდომებს და ამ შეცდომებზე ხმამაღლა ილაპარაკოს. ყველაზე ზუსტი კომენტარიიი!!!
Gocha
რუსთავი 2 ყველაფერში რუსთავი 2-ია.....
davidbe
პლატონიშვილო,ჯიგარ!!ზუსტად აეგრეა, ტლოპინოგრადამ რაც ფეხბურთელობის დროს შეგვაყვარა თავი, სულ უკან გაატანა ქარს თავისი მაფიოზობით და სიბრიყვით!!!მაგას ფედერაციასთან ძალიან აქვს კუდები გადაბმული და მაყუთებს ინაწილებენ .ის რიჟა ვირთხა უნდა მოშორდეს ფედერაციაც სამუდამოდ!!!ხვდებით ვისზეც ვამბობ,ამათი მაფიოზა ......!!!!
zviadi
fexburti, ფინეთს როგორ ააქვს უკეთესი საფეხბურთო ისტორია? მაჩვენე ფინეთის ყიფიანი, მესხი, მეტრეველი, გუცაევი, დარასელია, შენგელია ანდ თუნდაც ქინქლაძე? ტიტულებით არ გამაცინო ეხლა. ქეცბაიაც უნდა წავიდეს ვადაგასულებთან ერთად.
zviadi
"ფეხბურთიდან უნდა წავიდნენ ისეთი ადამიანები ვინც 0:0 ზე თამაშობენ და 1:0 მოგების იმედი აქვთ. მე ყოველთვის 3:0 მოგებაზე ვთამაშობდი." - სეზარ ლუის მენოტი.
მკითხველი
იქნებ ისიც გამოგვკითხოთ საზოგადოებას ვინ მიაჩნია ნამდვილ ჟურნალისტად ვინ არა. თქვენ ჯურნალისტები ხართ და უნდა შეაფასოთ მარტო სიტუაცია. გადაწყვეტილება მკითხველს მიანდეთ ამ გამოკითხვით ჩანს რომ არაპროფესიონალები ხართ და მეტი არაფერი. თქვენი ყველა სტატია იქნება ტენდენციური ნაკრების მიმართ
ფეხბურთის ქომაგი
ეს კაცი ამ კონტინგენტით მეტს ვერ აღწევს. ახლა სხვასაც მივცეთ საშუალება, იგივე დევდარიანს, ძოძუაშვილს. იმას მაინც გავიგებთ მართლა ასე უჯიგრო და უნიჭო ფეხბურთელები გვყავს? ისე დავანებოთ ამ ფეხბურთელების ლანძღვას თავი. საფრანგეთს რომ ფრე გაუგორეს, ესპანეთს რომ ეომეს, ხორვატიას რომ მოუგეს მაშინაც უჯიგროები, უნიჭოები და სამშობლოს გამყიდველები იყვნენ. ამ გუნდს პოტენცია აქვს. ფეხბურთელების ლანძღვას ჯობია ქეცბაიამ თანამედროვე ფეხბურთის ანბანი აითვისოს და გუნდს ოდნავ ტაქტიკურად განსწავლული მწვრთნელის ხელი დაატყოს. ფეხბურთელის ოსტატობაზე მეტად გუნდს მწვრთნელის ნააზრევი, თამაშის ელემენტარული ორგანიზაცია, საფეხბურთო აზროვნება აკლია
გიგა
მთელი ქართველი ფეხბურთელების ღირებულება (თანხაში და პროდუქტულობაში)რომ შეკრიბოთ, ერთი საშუალო დონის ევროპელი ფეხბურთელისას გაუტოლდება. ნაკრებში ჩამოყალიბებული ფეხბურთელი უნდა მივიდეს, თამაში კი არ უნდა ასწავლონ, მწვრთნელის მითითებები უსიტყვოდ უნდა შეასრულოს. ამ დონის სპორტსმენებით რისი მიღწევის იმედი გაქვთ. ქეცბაია მოქმედ ქართველ მწვრთნელებში ყველას ჯობია. თუ უცხოელი გინდათ, ტყუილად გადაყრით ფულს, შედეგი უარესი იქნება. ამ ფეხბურთელებს (ერთი-ორის გამოკლებით) არც ნიჭი აქვთ, არც ფიზიკური მომზადება და არც "ჯიგარი", პატრიოტიზმსა და განათლებაზე ხომ საერთოდ არ ღირს ლაპარაკი. ჟურნალისტები ქეცბაიას იმიტომ ემტერებიან, პირში ეუბნება სათქმელს. მოკლედ, ქეცბაია იქნება თუ სხვა, ევროპის საშუალო დონის საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატების მეორე დივიზიონში მონაწილე დაბალი დონის კლუბში შეცვლაზე მოთამაშე ფეხბურთელებით შედეგი ვერ დაიდება.კიდევ მაღალი შედეგებია მიღწეული.
irakli mgeladze
ბევრს არ ვიცნობ ჟურნალისტებიდან, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა არცერთ კომენტატორს თუ ჯურნალისტს არ ესმის ფეხბურთი საერთოდ, კომენტატორების გამო არ ვუყურებ ქართულ ენოვან ტრანსლიაციებს და რა უფლებ ააქვთ რომ ქეცბაიას აკრიტიკებენ... მეორე ხიზანიშვილი იქნება ყენია თუ სხვა ვინმე ტრენერი რომ ეტყვის კარსი დადექიო კარში უნდა დადგეს რონალდომ, მესიმ ან რომელიმე სხვამ გაბედოს და ამ პოზიციაზე არ ვითაამაშებო თქვას და უმჯობესია თამაშის ჩაწყობებს შეესვან .... ქეცბაია უნდა დარჩეს რადგანაც ბიჩებს ყველაზე ელემენტარული ბრძოლის უნარი გაუღვიძა, არვინ ვითხოვთ იტალიის და ესპანეთის დამარცხებას გირსეულ თამაშს ვითხოვთ გაბედულს და ვაჟკაცურს
fexburti
რა საქართველოს რატომ უნდა მოეგო ფინეთისთვის, უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს თამაშის ხარისხით, უკეთეს კლუბებში თამაშობენ, უკეთესი ცხოვრების დონე გაქვს, უკეთესი სპორტული ისტორია გაქვს თუ რა?
fexburti
ქეცბაია წავა თუ არა მაგაში კი არაა საქმე, საქართველოში სჭირდება ფეხბურთს განვითარება. ნაკრები არაა ფეხბურთის განვითარების ამინდის შემქმნელი, ნაკრები არის შედეგი - ეს ვერ გაგიგიათ ჟურნალისტებს. ამიტომ ჯობია საკუთარ თავს დაუსვათ ჯერ კითხვა - რა საქმე გაქვთ ფეხბურთთან?
David
ბევრს რო ტლიკინებენ ეს ჟურნალისტები დიდი ექსპერტებივით, ბევრი იცით თქვენ რა ბლიად...გადაჯმული რო აქვთ ამ ვაიდა ფეხბურთელებს თავზე და ყველას ისე რო უჭირავს თავი თითქოს რამის მაქნისი იყოს, ეგ არაფერია?! შარაშკინა კანტორად რო აქვსთ ნაკრები გადაქცეული, ქეცბაია ჯერ-ჯერობით იმას ცდილობს რომ ნაკრებში დისციპლინა იყოს და ყველამ თავის ადგილი იცოდეს და არა ყენიასავით, რჩევებს რო იძლევა ეგ სირისტიანი ცივი წყალი დალიეთო თუ ნელთბილია, ეგ როგორაა ერთი?!...ასე რომ თემურის პირიქით გვერდში უნდა დაუდგეთ და რამენაირად გაავმხნევოთ, ეგ ქვეყნის ინტერესებიდან იქცევა პირველ რიგში და ეგეთი უსინდისოცა და ნამუს გარეცხილიც არაა, რომ ხედავდეს როგორც მწვრთნელს არაფერი გამოსდის და არანაირი რეზულტატი არაა აქვს, ადგებოდა და თვითონ წავიდოდა!...კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფეხბურთელებს კიდიათ ერღ ადგილას ქვეყანა და სამშობლო, ნაკრები და საერთოდ ყველა ვინც გულშემატკივრობს, მარტო თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და თავი რამის მაქნისებათ მოაქვსთ კიდე!...სანამ მენტალიტეტი არ შეიცვლება და მართლაც არ დაუფიქრდებია თავიანთ საქციელებს, ცვალეთ და იყავით რამდენიც გინდათ, ხოლო დაიხლომეთ ერთი რამეც, ქეცბაიას მაგვარი და პროფესიონალი მწვრთნელი არ გვყოლია და არც გვეყოლება კიდევ, მაგრამ სანამ რამეს არ დაკარგავ მანამდე ვერ გაიგებ რასაც კარგავ! მერე მოგიწევთ იდაყვებზე კბენა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება!!!
gio
geguchadze moiyvanon magari kacia
abe
მაგრად მიკვირს თქვენი რააა. მიშაზეც ეგრე იძახდა ხალხი ეს რო წავიდეს ვინ უნდა მოვიდესოო. რა ვინ უნდა მოვიდეს, გადაობთ??? ქეცბაია არ არის იმ დონის რო შემცვლელი არ ყავდეს!!! შეიგნეთ რააა
Dato
უნდა დარჩეს. ამ ფეხბურთელებით მეტს ვერავინ მიაღწევს. ასეთი სუსტი თაობა საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. ფეხბურთელებს კი ის ურჩევნიათ, ამბიციები დაივიწყონ და ქვეყნის ჯარისკაცებად გადაიქცნენ. ზოგიერთს საერთოდ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, არ აქვს გუნდი და ამბიციები იმისთანა აქვს, იცოცხლე, ძირითადში თუ არ დააყენე, იბუტება. ქეცბას გუნდი იბრძვის ბოლომდე. შემტევი ფეხბურთი ვის იმედზე უნდა ვითამაშოთ, გვყავს შემსრულებლები?
zizi
ერთადერთი კაცია ვინც ნაკრებში გუნდური დისწიპლინის დამყარებას ცდილობს და ამ ეტაპზე ეს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ფინეთთან მოგება ან რომელიღაც ფეღბურტელის წყენა. სხვა ამას არავინ გააკეთებს– უცხოელი იმიტომ რომ ქართული ფეხბურტის მომავალი სულ ფეხზე კიდია, ქართველი კი იმიტო რომ, ან დაინტერესებულია ამა ტუ იმ ფეხბურთელის წარმატებით, ან ხათრს ვერ გაუტეხავს ერტი მხრივ "ვარსკვლავებს", მეორე მხრივ ამ "ჟურნალისტებს" და მესამე მხრივ ბრბოს(ზრდილობის გულისთვის შგვიძლია ვტქვათ გულშემატკივარი, ან საზოგადოება) აზრს.
daviti
pragmati მაგრად გამაცინე,რომ ვიხსენებ ქეცბაიას "რეჟიმმა"რას "მიგვაღწევია".პროგრესი რომელმაც 6გუნდიან ჯგუფში მე-5 ბოლოსწინა ადგილზე გაგვიყვანა,5 გუნდიანში კი მე-4,ისიც ბოლოსწინა ადგილი.3გატანილი გოლით და თვალწარმტაცი თამაშის ხარისხით.
galski
უნდა წავიდეს აბა რა,აქამდეც უნდა წასულიყო,არა აქვს ნაკრებს მომავალი მის ხელში,რას ქვია ვინ უნდა მოვიდეს,გეგუჩაძე,დევდარიანი თუნდაც ცეცაძე,გეგუჩაძე ყველაზე კარგი ვარიანტია
giorgi
დავიმახსოვრებ ამ ჟურნალისტების სახელებს.
pragmati
თქვენისტანა ვაი ჟურნალისტებმა და ბაქი ბუქობამ დაღუპეს ქართული ფეხბურთი,ზუსტად რეჟიმის(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ქვეშ უნდა გყავდეს ფეხბურთელები,რომ ვინმეს თავში არ აუვარდეს, რომ რამეს მიაღწიო,არ უნდა ნუ უნდა!!!! სხვანაირად ვიაროთ მოჯადოებულ წრეზე!!
saba
ქეცბაიას წასვლით ნაკრებს რო ეშველებოდეს ამდენი ლაპარაკი აღარ იქნებოდა საჭირო და ბოლო ბოლო თვითონ მიხვდებოდა და წავიდოდა ქეცბაია რო წავიდეს უკეთესი ვინ უნდა მოვიდეს რითი ვერ მიხვდა ეს ხალხი რო მწვრთნელის შეცვლით ნაკრებს არაფერი ეშველება
p.u.
ესე ხმადაბლა კი არა უნდა იძახოთ არაო.რისთვის ხართ ჟურნალისტები,ეს რომ ხდებოდეს სხვა ნორმალურ ქვეყანაში საითაც გვინდა წავიდეთ გაზეთები აჭრელებული იქნებოდა და ისე გაპრესაცდნენ როგორც ეს ეხლა ნამდვილად იმსახურებს.ამაზე უკეთესი სპეციალისტი თუ არ არსებობს და ფეხბურთის ............ მოეშვით ილუზიებს და მიაბრძანეთ და თავის ამბიციების იღლიაში ამოჩარეთ!
Kote
რამდენიმე წლის წინ ეს ჟურნალისტები ყვიროდნენ ქეცბაია უალტერნატივოაო, თან ქართულ მენტალიტეტს აწვებოდნენ. კონფლიკტი კი ყველა მწვრთნელთან ჰქონდათ ფეხბურთელებს და კიდევ ექნებათ, რადგან არაპროფესიონალები არიან
aleqsa
მანუჩარი. ვინ და თუნდაც ძოძუაშვილი, რომლის ხელში მართლაც თაობები გაიზარდა. შედეგი არაა, შედეგში იგულისხმება თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და არა ესპანეთის და საფრანგეთის დამარცხება გასვლაზე. სუსტ გუნდებთან რომ კარში ვერ დაარტყავ ეგ არაა თამაში. ჩემი აზრით უნდა წავიდეს აუცილებლად. დიდი პატივს ვცემ პიროვნულად, მაგრამ საკუთარი შეცდომების დაუნახაობით დიდ ზიანს აყენებს მის რეპუტაციას. გუშინ კლოპი გამოვიდა და ბოდიში მოიხადა საჯაროდ ჩემი ბრალია დორტმუნდმა რომ წააგოო. კოკოშკოვმა თქვა ჩემი ბრალია ხორვატიასთან რომ წავაგეთო, მიუხედავად იმისა რომ შეცვლების საშუალება ფაქტიურად არ ქონდა და 5 კაცს ათამაშებდა მთელი თამაში.ხომ შეეძლო ეთქვა ჯორდანები არ მყავს და რას მთხოვთო. თემურს როგორ არასდროს არაფერი არ ეშლება? არ შეიძლება ეგრე.
soso
სხვა ტუ არაფერი ბევრ ფეგბურთელს ქართველობას ასწავლის. იყოს კიდევ ერთი შესარჩევი და შეასრულოს თავისი გეგმა და მერე წავიდეს თუ ცუდი შედეგი ექნა
lasha
რა არა თქვე ხანიგა ჟურნალისთებო
მანუჩარი
და ძვირფასო ჟურნალისტებო რა შედეგს ელოდებოდით ორ შესარჩევ ციკში ქეცბაისაგან?? და ვინ უნდა მოვიდეს მის ნაცვლად გიფიქრიათ ამაზე??? ან ვინ რისი გამკეთებელია ამ გუნდით??? ქეცბაიასთანა მწვრთნელი არ დაგესიზმბერბათ..... სხვა....
dsd
ხო და წავიდეს არავის აღარ უნდა ვერ ხვდებაა?
sano
ეგებ პარლამენტშიც იგივე პროცედურა შეგვესრულებინა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს