მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდებმა რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ერთმანეთს შეადარეს

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდებმა, ამერიკელმა ჯონ მაკინრომ და შვედმა ბიორნ ბორგმა თანამედროვე ჩოგბურთის ორი ლიდერი - ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შეადარეს ერთმანეთს. ისინი იმ აზრამდე მივიდნენ, რომ მომავალში რაფა ტიტულების რაოდენობით გაუსწრებს თავის ოპონენტს და ყველა დროის უდიადესი ჩოგბურთელი გახდება.

51 წლის მაკინროის თქმით, ფედერერი “დიდი სლემის” კიდევ ორი ტიტულით შეავსებს თავის კოლექციას, რომელიც 16 დიდ გამარჯვებას ითვლის. სამაგიეროდ, ნადალის ანგარიშზეა ტრიუმფი დევისის თასზე და ოლიმპიური თამაშების ერთეულთა თანრიგში, რითაც ფედერერი ვერ დაიკვეხნის. თანაც, რაფა როჯერთან ურთიერთშეხვედრებში 14:7-ს იგებს.

მაკინროის აზრით, “არსებობს სერიოზული არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ სწორედ რაფა გახდება საბოლოოდ ყველა დროის უდიდესი მოთამაშე”. ამერიკელს ეთანხმება 54 წლის ბიორნ ბორგი: “ფედერერი ამჟამად ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელია, თუმცა რაფას მისი გასწრების რეალური შანსი აქვს”.

მაკინროი და ბორგი კატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებიან, სადაც ვეტერანთა ტურნირი უნდა გაიმართოს. სწორედ იქ გააკეთეს მათ ეს კომენტარები და განაცხადეს, რომ ნადალი ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო ათლეტია და ამ მხრივ ის ფედერერზე მაღლა დგას. ათლეტურობისა და ამტანობის მხრივ ნადალს მხოლოდ ბორგი შეედრება - ამბობს ამერიკელი ლეგენდა.

“ყველა დროის ორი უდიადესი ათლეტია - ბორგი და ნადალი. რა თქმა უნდა, როჯერი დიადი ჩოგბურთელია იმათგან, ვინც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ მ ისეთი ათლეტი არ არის, როგორც ნადალი. შვეიცარიელი ფიზიკური მონაცემებით ახლოსაც ვერ მივა ნადალთან”, - განაცხადა “დიდი სლემის” ტურნირების შვიდგზის ჩემპიონმა.

თავის მხრივ, "სლემის" ჩემპიონატების 11-გზის გამარჯვებული ბორგი დარწმუნებულია, რომ 2011 წელს ნადალი შეძლებს მსოფლიოს რეიტინგში პირველი ადგილის შენარჩუნებას: “თუ ის ბოლომდე ჯანმრთელი და მოტივირებული იქნება, კიდევ დიდი ხანი მოახერხებს საჩოგბურთო მწვერვალზე ყოფნას”.

ორი კვირის წინ 29 წლის ფედერერმა ბაზელში საშინაო ტურნირზე კარიერაში 65-ე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე გადავიდა. მან უკან ჩამოიტოვა პიტ სამპარსი და ახლა მის წინ მხოლოდ სამი ამერიკელი - ივან ლენდლი, ჯიმი კონორსი და ჯონ მაკინროი იმყოფებიან.

ფედერერისა და ნადალის რიგით 22-ე შეხვედრა, შესაძლოა, წლის შემაჯამებელ ტურნირზე შედგეს, რომელიც 21 ნოემბერს ლონდონში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ფედერერს ეს ტურნირი ოთხჯერ აქვს მოგებული - 2003, 2004, 2006 და 2007 წლებში. 2005 წელს ის ფინალში გავიდა, სადაც არგენტინელ დავიდ ნალბანდიანთან წააგო.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე 24 წლის ნადალის საუკეთესო შედეგია ნახევარფინალში გასვლა - 2006 და 2007 წლებში. თანაც ორივეჯერ ფედერერთან წააგო. შარშან ესპანელმა ჯგუფში სამივე შეხვედრა დათმო და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა