ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი ესპანურ "სარაგოსასთან" ერთად ევროთასის მოგებისთვის იბრძოლებენ
დოსიე

ვიქტორ სანიკიძე

დაიბადა: 01.04.1986

სიმაღლე: 203 სმ

პოზიცია: ფორვარდი

კარიერა

2003 აკადემია (საქართველო)

2004 გლობ კოლეჯი (აშშ)

2004-06 დიჟონი (საფრანგეთი)

2004 NBA-ს დრაფტზე "ატლანტამ" აირჩია და "სან ანტონიოს" დაუთმო

2006-07 ესტუდიანტესი (ესპანეთი)

2008 დინამო (საქართველო)

2008-09 ტარტუ როკი (ესტონეთი)

2009-12 ვირტუსი (იტალია)

2012-13 მონტეპასკი (იტალია)

2013-დან სარაგოსა (ესპანეთი)

გიორგი შერმადინი არაგონულ "სარაგოსაში" რომ ჩაირიცხა, ჩვენი გაზეთის მკითხველს კარგად ეცოდინება. 18 სექტემბერს გიორგის კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა - ვიქტორ სანიკიძემაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სარაგოსასთან".

ასე რომ, არაგონულ ფრონტზე ორი ქართველი გვეყოლება და "სარაგოსასთან" ერთად ევროთასის მოგებისთვის იბრძოლებს.

თუ შერმადინი ესპანურ კლუბში ევრობასკეტის დაწყებამდე ჩაირიცხა, სანიკიძე დიდხანს ელოდა სხვადასხვა ვარიანტს, თუმცა 18-ში საღამოს გადაწყვიტა - "სარაგოსა".

რას ელოდა? ამაზე პასუხს ინტერვიუში მიიღებთ. საკლუბო ამბების გარდა, ვიქტორს სანაკრებო თემაზეც ველაპარაკეთ.

- "სარაგოსას" ხელმძღვანელებთან შეთანხმებას უკვე მივაღწიე. კონტრაქტიც გამომიგზავნეს, ხელს მოვაწერ და ესპანეთში გავუშვებ. ხელშეკრულება ერთწლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ არაგონულ კლუბში 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დავრჩები.

- კლუბის უფროსობასთან თუ ილაპარაკე?

- ჯერ არ მისაუბრია. მოლაპარაკებებს ჩემი აგენტი აწარმოებდა. ვიცი, რომ მწვრთნელს დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი დამატებისა და ისიც ვიცი, სერიოზული გუნდია.

საინტერესოა, რომ "სარაგოსაში" გიორგი შერმადინის გვერდით ვითამაშებ, გუნდი ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროთასზე იასპარეზებს. როგორც წესი, ევროტურნირებზე ესპანური გუნდები ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.

- "მონტეპასკიში", კონტრაქტის მიხედვით, კიდევ ერთი სეზონი უნდა დარჩენილიყავი. რა მოხდა სიენაში?

- გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ზოგმა კალათბურთელმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მოლაპარაკების შედეგად მეც თავისუფალი აგენტი გავხდი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემმა მენეჯერმა ოფიციალური მოლაპარაკებები. რომ არა დაგვიანება, ახლა NBA-ს წარმომადგენელი "ნიუ ორლეანის" წინასასეზონო კემპისთვის მზადებაში ვიქნებოდი.

- "ორლეანი" კონტრაქტს გთავაზობდა?

- ინტერესი რომ არ ჰქონოდათ, ოქტომბერში დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპისთვის არ მიმიწვევდნენ. რადგან 2004 წლის დრაფტის შემდეგ "სან ანტონიოს" ვეკუთვნი, ამ კლუბის ხელმძღვანელთა თანხმობის გარეშე NBA-ს სხვა გუნდში თამაშის უფლება არა მაქვს.

ნებართვის ოფიციალურად თხოვნის უფლება კი 25 აგვისტომდე გვქონდა, მაგრამ რადგან "მონტეპასკისთან" სიტუაცია ბოლომდე არ იყო გარკვეული, ვერ მოესწრო. ჩემმა აგენტმა "სან ანტონიოს" არაოფიციალურად მაინც სთხოვა და "ნიუ ორლეანთან" მოლაპარაკების წარმოების უფლებაც მიიღო. თუმცა, როცა გადაწყდა, რომ წინასასეზონო კემპზე უნდა წავსულიყავი, "სან ანტონიომ" მტკიცე უარი თქვა.

ამის შემდეგ ავარჩიე ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი.

- საინტერესოა, კიდევ რომელი გუნდები გიწვევდნენ...

- დასამალი არ არის - თურქული "ტრაბზონსპორი" აქტიურობდა, ლიტვის "ჟალგირისის" წინადადებაც მივიღე... სექტემბრის ბოლოსთვის ბევრი კლუბი ბოლომდე დაკომპლექტებულია და მოცდა აღარ ღირდა, ყველას "სარაგოსა" ვამჯობინე.

- სლოვენიის ევროპის ჩემპიონატიდან ბევრი გაორებული გრძნობით დაბრუნდა...

- არც მე ვარ გამონაკლისი: გული მწყდება, რადგან ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი გვქონდა და ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ამავე დროს, ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, სათადარიგოებიან-სასტარტოებიანად, რომლებმაც თავი არ დაზოგეს წარმატებისთვის.

ვიცოდით, რომ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია ვერ დაგვეხმარებოდნენ. ამიტომ ევროპის წამყვან ნაკრებებთან თანაბრად სათამაშოდ მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გაგვეღო. თავიდან ზოგს არაფრის იმედი არ ჰქონდა. ჩვენ კი ვიცოდით, რომ თუ თავს გადავახტებოდით, ღირსეულად თამაში შეგვეძლო. ...დღეს სპეციალისტებიც აღიარებენ, რომ საინტერესო, შეკრული, მებრძოლი გუნდი გვყავდა.

- იმის თქმაც შეიძლება, რომ მეტად რთულ ჯგუფში მოვხვდით.

- ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლები ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის რეალური კანდიდატები არიან (ინტერვიუ სლოვენია-საფრანგეთის მატჩამდეა ჩაწერილი). არადა, ბოლო წამებზე ან სლოვენიისთვის რომ მოგვეგო, ან ხორვატიისთვის, ჯგუფში შეგვეძლო ყველაფერი თავდაყირა დაგვეტრიალებინა.

ხორვატებთან, როგორც იტყვიან, მოგებული თამაში წავაგეთ, სლოვენიასთან გამარჯვების დიდი შანსი გვქონდა. შეჯიბრება კი პოლონეთთან ლამაზი გამარჯვებით გავხსენით.

სწორედ ამ მატჩის შემდეგ ალაპარაკდნენ საქართველოს ნაკრებზე. ზოგს ავიწყდება მოსამზადებელი ეტაპი: სწორედ იქ გამოჩნდა, რომ ევრობასკეტისთვის სათანადოდ ვიყავით მომზადებულნი და არავისზე ნაკლებები არ ვიყავით - დავამარცხეთ ბოსნია, ისრაელი (ორჯერ), სერბეთი, ოვერტაიმი ვითამაშეთ ლიტვაში.

- საინტერესო კონტრასტი გამოჩნდა შარშანდელთან შედარებით: თუ 2012 წლის მატჩებში საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში ვლიდერობდით და ბოლო მეოთხედში დაღმასვლა გვეწყებოდა, ახლა პირიქით - მატჩის გადამწყვეტ წუთებს აღმასვლით ვატარებდით.

- მიზეზი სწორედ ისაა, რაზეც წეღან ვილაპარაკე - ზაზასა და თორნიკეს არყოფნაში სხვა გზა არ გვქონდა. მეტოქე რომ დაწინაურდებოდა, დასაკარგავი არაფერი გვქონდა, თავი უნდა შეგვეკლა და ბოლომდე მიგვეყვანა თამაში. სწორედ ასეთ მომენტში ვგრძნობდით დამატებით ენერგიას.

- იგორ კოკოშკოვმა ინტერვიუში მითხრა, საქართველოს ნაკრები ის გუნდია, მწვრთნელი უნდა გაჰყვეს კალათბურთელებსო. როგორ ფიქრობ, რა იგულისხმა?

- სიტუაციას ორი მხრიდან უნდა შევხედოთ. იგორ კოკოშკოვი ჩვენთან 2008 წლიდან მუშაობს და ძირითად ბირთვს კარგად გვიცნობს. ისიც იცის, რომ ბოლომდე ვართ შეთამაშებულები, ერთმანეთისაც კარგად გვესმის და მწვრთნელისაც. მას შეუძლია გვენდოს და იმედებს არ გავუცრუებთ.

მეორე მხარე სლოვენიაში კარგად გამოჩნდა - ქართული კალათბურთის უპირატესობა ისტორიულად სწრაფი, ქაოსური თამაშია. ასეთ დროს მეტოქემ არ იცის, რას უნდა ელოდეს ჩვენი შეტევისგან, რაც გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდა. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ მუდმივად ასე ვთამაშობდით. გვქონდა კარგი ტაქტიკური არსენალი და საჭიროებისდა მიხედვით ვცვლიდით.

რაც შეეხება დაცვას, ყველასგან განსხვავებული დაცვა გვქონდა, მეტოქეებს ბოლომდე გაშიფვრა უჭირდათ და შეტევებისას დიდ დროს კარგავდნენ. ქაოსური, ანუ ინდივიდუალისტებზე აწყობილი თამაში ევროპის ჩემპიონატზე იშვიათი სანახავი როდია. შევხედოთ თუნდაც ესპანეთის, საფრანგეთის თამაშებს, სადაც შეტევათა ბედს ამა თუ იმ კალათბურთელის ინდივიდუალური მოქმედება წყვეტს.

- ევროგრანდები ვახსენეთ და შენი აზრით, ევრობასკეტზე როგორ განაწილდება მედლები?

- ჩემპიონი, ალბათ, ესპანეთი გახდება. ასევე, კარგი შანსი აქვს სლოვენიას. ვქომაგობ ხორვატიას, რომელიც შეჯიბრებას მართლაც მაღალ დონეზე ატარებს. ეს სამი გუნდი რაც უფრო წინ წავა, მით უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, რაოდენ რთულ ჯგუფში მოგვიწია თამაში.

- ამას წინათ კალათბურთელები მინისტრსაც შეხვდით. საინტერესოა ვიქტორ სანიკიძის დამოკიდებულება საკალათბურთო სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე...

- ამ საკითხში კალათბურთელი არ უნდა ჩაერიოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე და მას ვაკეთებთ. არა მგონია, საქართველოში ვინმეს ქართული კალათბურთისთვის ცუდი უნდოდეს. თუ ჩვენ საქმიანობაში ხელი რამენაირად გვეშლება, არავის მოვერიდებით, პირდაპირ ვიტყვით. ამის არაერთი მაგალითი სანაკრებო ისტორიაში უკვე არსებობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
სენეგალს სერიოზული დისციპლინური სასჯელი ემუქრება - ეს შესაძლოა მუნდიალსაც შეეხოს
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
[VIDEO] შენგელიას 20 წუთი "რეალთან" - "ბარსელონამ" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაზე - ქართველმა "ბარსელონას" "მაქაბისთან" ულიდერა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა