ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვლება?
ბოსნიის საკალათბურთო კავშირს ფულის სესხება დასჭირდა სლოვენიაში ევრობასკეტზე გასამგზავრებლად. ორგანიზაციას საჭირო თანხა მეგობრებმა და ნაკრების წევრმა ნიჰად ჯედოვიჩმა ასესხეს.

კავშირის გენერალური მდივნის, ჰარუნ მაჰმუტოვიჩის თქმით, მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშე პატიოსან სიტყვაზე ენდო ქვეყნის მთავარი საკალათბურთო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და 5 ათასი ევრო გაიმეტა. ამდენივე თანხა იშოვა ნაკრების დირექტორმა იგორ სტოიანოვიჩმა, თავად მაჰმუტოვიჩმა კი მეგობარს 10 ათასი ევრო გამოართვა.

"იძულებულნი ვიყავით, ფული გვესესხა, რადგან ჩვენმა მთავრობამ სლოვენიაში ნაკრების გამოსასვლელად ერთი დიდი ნული გაიმეტა", - ამბობს კავშირის ფუნქციონერი.

მაჰმუტოვიჩის სიტყვებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცო პეტროვიჩი ამ პოსტზე ორი წელია უფასოდ მუშაობს და მხოლოდ ერთხელ მიიღო 15 ათასი ევრო გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბოსნიის ნაკრები ევრობასკეტს პირველი ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა.

ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვლება?

არ არის გამორიცხული, FIBA-ევროპამ შეცვალოს ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ტურნირის ახალი მოდელი, რომელიც შეიძლება ძალაში 2015 წელს შევიდეს, მხოლოდ ერთი ჯგუფური ეტაპის გამართვას ითვალისწინებს.

ამგვარი ცვლილების მიზეზი შეიძლება გახდეს ამჟამინდელი ტურნირის დიდი ხანგრძლივობა, აგრეთვე, ვარაუდი იმისა, რომ ზოგიერთი გუნდი შეგნებულად აგებს მატჩებს მეორე ეტაპზე, რათა პლეი ოფში უფრო მოხერხებული მეტოქე ერგოს.

ვარაუდობენ, რომ ახალი ფორმატის მიხედვით, შენარჩუნდება მონაწილეთა დღევანდელი რიცხვი - 24, მაგრამ მეორე ჯგუფური ეტაპის ნაცვლად, პირველი რაუნდის დასრულებისთანავე დაიწყება მატჩები გავარდნაზე. ასე რომ, პლეი ოფის სტადია მერვედფინალური შეხვედრებიდან აიღებს სტარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე