კობი ბრაიანტმა თავისი გუნდის ზედიზედ მესამე წაგება არ დაუშვა
ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა "ლეიკერსმა". კალიფორნიელებს საკმაოდ რთული გასვლა გამოუვიდათ მილუოკიში. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ტეო რეტლიფის ტრავმის გამო "ლეიკერსს" მაღლებიდან მწყობრში მხოლოდ პაუ გასოლი და ლამარ ოდომი ჰყავდა. "ბაქსმა" პირველივე წუთებიდან თაბარი თამაში მოახვია თავს მეტოქეს. ბრენდონ ჯენინგსმა აშკარად დაჩაგდა დამსახურებული ვეტერანი დერეკ ფიშერი, ენდლრიუ ბოგუტი და დრიუ გუდენიც არაფერში ჩამოუვარდებოდნენ ოდომსა და გასოლს, რომლის შემცვლელი ფილ ჯექსონს არ აღმოაჩნდა და ესპანელმა 44 წუთი გაატარა მოედანზე.

მაგრამ თავისი გუნდის ზედიზედ მესამე წაგება კობი ბრაიანტმა არ დაუშვა. მეორე ნახევარში "ლეიკერსის" ლიდერმა არაფრად ჩააგდო მილუოკელთა მჭიდრო მეურვეობა და შენონ ბრაუნის დახმარებით გადამწყვეტი გაქცევის ინიციატორი გახდა.

ასევე რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა "პორტლენდმა", რომელიც მემფისში თავისი ლიდერის ბრენდონ როის გარეშე ჩავიდა. თუმცა ეს მცველი თითქმის სრულფასოვნად შეცვალა უესლი მეტიუზმა. მართალია, ის როის მსგავსად უნარიანად ვერ ხელმძღვანელობდა პარტნიორებს, სამაგიეროდ აქცენტი შედეგიან თამაშზე გადაიტანა. საბოლოოდ, "იუტას" ყოფილმა მოთამაშემ 30 ქულა ჩააგდო (11 ზუსტი ტყორცნა 19-დან და 10-დან 5 სამქულიანი) და დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა. თითქმის მთელი მატჩი ქულა ქულაში მიდიოდა და "მემფისმა" ბოლო წუთამდე გაძლო, თუმცა ნიკოლა ბატუმისა და ანდრე მილერის ტყორცნებზე პასუხი აღარ ჰქონდა.

ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო "ნიუ იორკმა". მაიკ დ'ანტონის გუნდის მორიგი წარუმატებლობა "დენვერთან" გასვლით შეხვედრას დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში საბოლოო სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "ნიქსს" მოგების შანსი არ ჰქონდა. სტუმართა ოთხმა მოთამაშემ 20 ქულაზე მეტის დაგროვება შეძლო, მაგრამ მათ შორის აღსანიშნავია დებიუტანტ ლენდრი ფილდსის თამაში, რომელმაც 21 ქულითა და 17 მოხსნით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება "ნაგეტსს" აქ ტრადიციულად პირველი ნომერი კარმელო ენტონი იყო.

"ნიუ იორკზე" არანაკლებ ცუდ დღეშია "ჰიუსტონი". ტრავმებით გაწამებული "რაკეტები" "ჩიკაგოს" მასპინძლობდნენ და ვერაფერი მოუხერხეს გუშინდელი დღის საუკეთესო მოთამაშეს დერიკ როუზს. "ჩიკაგოს ლიდერს ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა - 33 ქულა (თამაშიდან 20 ტყორცნა და 13 ზუსტი, ხუთიდან ოთხი სამქულიანი), 7 შედეგიანი პასი, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა 38 წუთის განმავლობაში. როუზმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა მეოთხე მეოთხედის სტარტზე - საწყისი 373 წამის განმავლობაში მან 16 ქულა დააგროვა - ექვსჯერ ისროლა და ყველა ჩააგდო, რისი წყალობითაც რვაქულიანი ჩამორჩენა ცხრაქულიან უპირატესობად აქცია.

მასპინძლებმა ლუის სკოლას, ბრედ მილერისა და კევინ მარტინის მონდომებით მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ როუზი მატჩის ბოლოსაც შეუდარებელი იყო - თავიდან კორტნი ლის დაარღვევინა წესი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, შემდეგ ფინალურ სირენასთან ერთად ჩაჭრა მიითვალა და ბოლო შეტევის საშუალება არ მისცა მეტოქეს - 95:92.

სტატისტიკური მიღწევები ჰქონდათ "ტორონტოსთან" მატჩში "ვაშინგტონის" კალათბურთელებს - კირკ ჰაინრიხსა და ჯავალ მაკგის. კირკმა კარიერაში 7 ათას ქულას მოუყარა თავი, მაკგიმ კი მეორასე დაფარება მიითვალა. დედაქალაქურმა კლუბმა ტრავმირებული ჯონ უოლისა და იი იანლიანის გარეშე ითამაშა, რის გამოც სეზონში პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში გილბერტ არენასი, რომელმაც სოლიდურ სტატისტიკას მოუყარა თავი - 20 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი.

კლივლენდი-ფილადელფია 101:93

19:23, 35:31, 26:16, 21:23

კ: გიბსონი (18+8 პასი), მუნი (13+8 მოხსნა), გრემი (13), ჯეიმისონი (10+6 მოხსნა), პარკერი (10).

ფ: იანგი (17+8 მოხსნა), ტერნერი (16+9 მოხსნა), ბრენდი (13+11 მოხსნა), ნოჩიონი (12), უილიამსი (10+7 პასი).

ინდიანა-ატლანტა 92:102

24:21, 25:29, 16:27, 27:25

ი: გრეინჯერი (22+6 მოხსნა), ჰიბერტი (18+15 მოხსნა), დანლივი (14), ჯონსი (10).

ა: სმიტი (25+8 მოხსნა+7 დაფარება), ბიბი (16+7 პასი), ჰორფორდი (15+6 მოხსნა), ჯონსონი (11+5 პასი), კპრუფრპლ (11+5 პასი), უილიამსი (11).

ვაშინგტონი-ტორონტო 109:94

27:23, 27:24, 36:21, 19:26

ვ: ბლეტჩი (22+7 მოხსნა+5 პასი), არენასი (20+7 მოხსნა+6 პასი), იანგი (20+6 პასი), ჰაინრიხი (13+12 პასი), არმსტრონგი (10).

ტ: უიმსი (16), კლეიზა (15+5 მოხსნა), ჯეკი (13+5 პასი), ბარნიანი (12), დეროზანი (12).

მილუოკი-ლეიკერსი 107:118

29:32, 30:25, 22:33, 26:28

მ: ჯენინგსი (31+6 პასი), გუდენი (22+13 მოხსნა), მაგეტი (15), ბოგუტი (12+18 მოხსნა+4 დაფარება), სალმონსი (10+6 პასი).

ლ: ბრაიანტი (31+7 მოხსნა), ბრაუნი (21), გასოლი (18+10 მოხსნა), ოდომი (13+7 მოხსნა+6 პასი), ფიშერი (10).

მემფისი-პორტლენდი 99:100

17:22, 28:29, 25:20, 29:29

მ: გეი (20+8 მოხსნა+5 პასი), რენდოლფი (19+14 მოხსნა), მაიო (17), კონლი (16+6 პასი).

პ: მეტიუზი (30), ოლდრიჯი (23), მილერი (19+9 პასი+5 ჩაჭრა), ბატუმი (11+6 მოხსნა), კემბი (6+17 მოხსნა).

ჰიუსტონი-ჩიკაგო 92:95

26:19, 15:30, 30:14, 21:32

ჰ: სკოლა (27+5 მოხსნა), მილერი (21+5 მოხსნა), მარტინი (18), ბატიე (11).

ჩ: როუზი (33+7 პასი), დენგი (16+10 მოხსნა), ნოა (12+9 მოხსნა), ბრიუერი (11), კორვერი (10+6 მოხსნა).

დენვერი-ნიუ იორკი 120:118

26:26, 35:28, 33:28, 26:36

დ: ენტონი (26+9 მოხსნა), ჰარინგტონი (22), ფორბსი (19+9 მოხსნა), ნენე (17+5 მოხსნა), ბილაპსი (13+8 პასი), უილიამსი (10+5 მოხსნა).

ნ-ი: სტაუდმაიერი (24+6 მოხსნა), ჩენდლერი (23), ფილდსი (21+17 მოხსნა), გალინარი (21+10 მოხსნა), ფელტონი (19+11 პასი+8 მოხსნა).

ალენის წაგებული დებიუტი

წარუმატებელი გამოდგა NBA-ის ყოფილი ვარსკვლავის ალენ აივერსონის დებიუტი თურქული “ბეშიქთაშის” შემადგენლობაში. ვეტერანის ახალი კლუბი რანგით მეორე ევროტურნირში - ევროთასის გათამაშებაში ჩაება. “ბეშიქთაში” საკუთარ მოედანზე ხვდებოდა სერბეთის “ჰემოფარმს” და 36 წუთის განმავლობაში ლიდერობდა. ერთი პირობა მასპინძელთა უპირატესობამ 18 ქულა შეადგინა, მაგრამ სერბებმა არამარტო შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, არამედ ბოლო წამებზე გამარჯვება გამოსტაცეს თურქებს.

აივერსონმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო და 15 ქულის დაგროვება მოასწრო. აღსანიშნავია, რომ მცველმა სამქულიანები უფრო უკეთ ესროლა, ვიდრე ორქულიანები. მისმა სამმა შორეულმა ტყორცნამ (ოთხიდან) მიაღწია მიზანს, საშუალო დისტანციიდან კი ექვსი სროლიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. ამას დაემატა სამი მოხსნა, ორი პასი, ორი შეცდომა და სამი პერსონალური.

“ბეშიქთაშის” მწვრთნელებმა ბოლო ტყორცნის უფლება სწორედ აივერსონს მიანდეს, მაგრამ ამერიკელის სამქულიანი მიზანს აცდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება