მე-6 ნომრად განთესილი ჩვენიანი ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტს, რუს ალექსანდრა პანოვას დაუპირისპირდება
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა წარმატებით განაგრძობს წინსვლას ბათუმის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგში.

მე-6 ნომრად განთესილმა ჩვენიანმა გერმანელების - ქრისტინა შაკოვეცისა და ანა ცაიას ძლევის შემდეგ 19 სექტემბერს მე-3 ნომერ რუსს - ირინა ხრომაჩევას დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:3 და ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა პანოვას (რუსეთი) დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა სლოვენიელი დალილა იაკუპოვიჩი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.

მეორე ნახევარფინალში ალიაქსანდრა სასნოვიჩი (ბელორუსი, 8) და კატერინა კოზლოვა (უკრაინა, 2) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ბელორუსმა მეოთხედფინალში უკრაინელი ვალენტინა ივახნენკოს (4) წინააღმდეგობა დაძლია - 3:6, 7:6, 6:4, ხოლო უკრაინელს, პირიქით, ბელორუსი ილონა კრემენი (54) დანებდა - 4:6, 2:6.

წყვილებში ნახევარფინალური პაექრობები გაიმართა: ალიონა ფომინა (უკრაინა), ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) - მისა ეგუჩი, აკიკო ომაე (იაპონია, 3) 7:5, 6:4, ვალენტინა ივახნენკო, კატერინა კოზლოვა (უკრაინა, 2) - სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე (საქართველო) 7:5, 4:6, 10:8.

ფინალში ითამაშებენ ფომინა შაკოვეცი - ივახნენკო, კოზლოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს