ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოთარ გაბელია: ხიზანიშვილს თამაში რომ არ შეეძლოს, კლუბშიც არ ათამაშებდნენ

ოთარ გაბელია: ხიზანიშვილს თამაში რომ არ შეეძლოს, კლუბშიც არ ათამაშებდნენ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა მეკარემ გაზეთ "ლელოს" აზრი გაუზიარა
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეკარე ოთარ გაბელია ფეხბურთელობის მერე მწვრთნელი გახდა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის არაერთი გუნდი გაუწვრთნია; წლების განმავლობაში მუშაობდა ქვეყნის მთავარ გუნდშიც, სადაც მეკარეებს ავარჯიშებდა.

გაბელიას მიერ გაწვრთნილი გუნდები სწორი, დალაგებული თამაშით გამოირჩეოდნენ. ისეც მომხდარა, რომ იმ გუნდებში სტაბილური ფინანსური მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რიგიანი შედეგი ჰქონდა.

ბოლოს გაბელია "ზუგდიდში" მუშაობდა და, ალბათ, მალე ვიხილავთ სხვა გუნდში. მანამდე კი ბატონი ოთარი "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

- ბოლო პერიოდში რომელიმე გუნდიდან მიწვევა ხომ არ გქონიათ?

- ჯერჯერობით სამწვრთნელო საქმიანობისგან ვისვენებ. გამოჩნდა ირანის ვარიანტი, ერთ-ერთი იქაური გუნდი უნდა ჩამებარებინა, დოკუმენტაციაც გავგზავნე, თუმცა საქმე ამის იქით ჯერ არ წასულა და ვნახოთ, რა იქნება.

- ალბათ, უყურეთ საქართველოს ნაკრების თამაშს საფრანგეთთან და ფინეთთან. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა საფრანგეთთან, ფინეთთან კი სასურველ შედეგს რომ ვერ მივაღწიეთ, ყველანი გულდაწყვეტილები ვართ. მესამე ადგილზე გასვლა გვინდოდა და არ გამოვიდა.

ვფიქრობ, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალების უცბად აღდგენა ვერ მოახერხეს და ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა შედეგზე.

დასამალი არ არის, რომ ფინეთთან მეც მოგებას ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის.

- ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები კარგად რომ ვერ გამოვიდა, ამას რას დააბრალებდით?

- ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობა თავიანთ კლუბებში ნაკრებისთვის პრობლემას წარმოადგენს. როცა ზედიზედ 3-4 მატჩს ვერ თამაშობ ძირითადში, რამდენიმედღიან სანაკრებო შეკრებაზე ძნელია ამ ყველაფრის კომპენსირება. ასეთ დროს შესაძლებელია, რომ ნაკრებმა ერთი-ორი მატჩი კარგად ჩაატაროს შესარჩევში, მაგრამ საბოლოო შედეგის მიღწევა, უთამაშებელი ფეხბურთელებით, ძალიან რთულია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაკრები სულ სხვა დონეა, სულ სხვა მოწინააღმდეგესთან გიწევს თამაში.

- ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების რომელ მოთამაშეებს გამოარჩევდით?

- ცალკეულ მატჩებში იყო გამონათებები. კმაყოფილი დავრჩი საქართველოს ნაკრების მეკარეებით.

- მეკარეების გარდა ვერავის გამოარჩევდით?

- ძნელია ვინმეს გამორჩევა. რამდენიმე შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი იყო გამორჩეული, ბელორუსთან ეფექტური გოლიც გაიტანა... ვფიქრობ, ოქრიაშვილსა და ნაკრების სხვა ფეხბურთელებს უფრო მეტიც შეუძლიათ.

- ზურაბ ხიზანიშვილი ნაკრებიდან წავიდა - როგორ ფიქრობთ, ის აღარ სჭირდება საქართველოს ნაკრებს? აღარ შეუძლია სანაკრებო დონეზე თამაში?

- ხიზანიშვილს თამაში რომ აღარ შეეძლოს, მაშინ კლუბშიც არ ათამაშებდნენ. 38-40 წლის ფეხბურთელები თამაშობენ ნაკრებში და მხოლოდ ასაკის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ისე არ გაქვს საქმე, რომ ნაკრების კანდიდატთა სიაში 40-50 ფეხბურთელი გვყავდეს.

ერთი სიტყვით, ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხის გაცემას მოვერიდები.

- ნუკრი რევიშვილზეც გკითხავთ. ფინეთის ნაკრებთან მის თამაშს როგორ შეაფასებდით?

- რევიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გორის "დილაში" რომ მივიდა, მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკა ხომ უაღრესად აუცილებელია.

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მან ძალიან კარგად ითამაშა. რაც შეეხება ფინეთთან შეხვედრას, ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგად ითამაშა, ორი-სამი ისეთი მომენტი განმუხტა, გუნდი გოლისგან რომ იხსნა.

საფრანგეთთან გიორგი ლორიამ ძალიან კარგად რომ ითამაშა, ამის მერე, რამდენიმე დღეში, მას სხვა მეკარე რომ შეცვლის, ეს არცთუ პატარა ფსიქოლოგიური ტვირთია. ასეთი წნეხის ქვეშ ნებისმიერი მაღალი დონის მეკარე მოექცეოდა.

- ახალგაზრდა ქართველ მეკარეებზე რას გვეტყოდით?

- ლორიასა და რევიშვილის გარდა, გვყავს როინ კვასხვაძე და ომარ მიგინეიშვილი. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, აქ გაბრიელ თებიძეს გამოვყოფდი, რომელმაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიჩინა თავი. არიან სხვა ნიჭიერი მეკარეებიც, თუმცა ეროვნულ ნაკრებში თამაში მათთვის ჯერ ადრეა. მთავარია, ერთ ადგილზე არ გაჩერდნენ.

- ბოლოს მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზეც გკითხავთ. რა ტენდენციებს ამჩნევთ?

- სოლიდური გუნდია "დინამო", თუმცა ვისურვებდი, რომ უკეთესი იყოს. ჯერჯერობით სტაბილურობა აკლია "ზესტაფონს". ნორმალური გუნდი ჩანს "მეტალურგი", იგივე უნდა ითქვას "ჩიხურაზეც"; ახალგაზრდული "ტორპედო" რამდენად სტაბილურად გააგრძელებს ჩემპიონატს, ახლა გამოჩნდება; "დილამ" როგორც ითამაშა ევროსარბიელზე, ყველამ ვნახეთ.

მე მაინც მგონია, რომ საშუალოევროპული დონის გუნდებთან ქართველებს შეუძლიათ თამაში, თუ იქნება დაცული სათამაშო დისციპლინა, თუ ექნებათ სათანადო ფიზიკური მომზადება და თუ ითამაშებენ სწორ ფეხბურთს. რა თქმა უნდა, საშუალოევროპული დონის გუნდებში "ტოტენჰემს" არ ვგულისხმობ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!

ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის

თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა

• nika

chemi azrit saqartvelos nakrebs arayavs iseti dzlieri pexburteli rom raime seriozul shedegs miagcion, yvelze kargi iqneboda bavshvta pexburts tu mieqceva yuradgeba. dzalian nichieri bavshvebi arian saqartveloshi da mat schirdebat scori agzrda romelic aq araris da amitomac bevri nichieri pexburteli ikargeba, gazardon eg nichieri bavshvebi sheucyon xeli da momavalshi gveyoleba dzlieri pexburtelebi da dzlieri nakrebi.

• roma

ერთი რამე ვერ გავიგე,კი ბატონო ფეხბურთელები არ გვყავსო ამბობთ,გეთანხმებით არ გვყავს,თუ არ გვყავს ფეხბურთელები მაშინ მაღალანაზღაურებადი ქეცბაია რაში გვჭირდება? ვერ გავიგე,რა გაჭივრებულია და ვეხმარებით?თუ რაშია საქმე.დანიშნონ ვინმე 150000-200000 ლარიანი მწვრთნელი და მორჩა.მეორეც არცერთი მწვრთნელი მსოფლიოში არ გამოიძახებდა ყენიას ნაკრებში,რომელსაც ორწელიწად ნახევარი ბურთზე ფეხი არ დაუკარებია და რის ნაკრები რა ნაკრები,მესმის კაცურად დაუდგა გვერდში,მაგრამ დაუფასაეს,არა.რაც შეეხება ხიზანას არც ის არ უნდა გამოეძახებინა ხოლმე,მაგრამ უღირსი,რომ გამოიძახე ესეც შენი არცოდნის ბრალია თემურ ბატონო.კი ბატონო გამოიძახე და ვალდებულს გხდის ფორმაშია თუ არა მათამაშეო.რაც შეეხება გაბელიას,რომ თამაში,რომ არ შეეძლოს ხიზანას კლუბში არ ათამაშებდნენო:კლუბში თუ არა ეგეც თამაშობს ახლა რეალში ან ბარსელონაში.

• nikoloz

აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის

• iguaini

ხიზანიშვილი რო ვერ თამაშობდა იმ ტლოპინას ბრალია და არა ფეხბურთელის.რატო იძახებდა? თუ ხიზანა აძალებდა და აშანტაჯებდა? და კიდე ქეცბაიას დამცველებს მინდა ვკითხო როდემდე ვაცალოთ ჩვენ უმაგრეს მწვრთნელს?

ხაზანიშვილი უფრო ადრე იყო გასაშვები. კოვზით დაგროვილი წარმატება თავისი უხეში შეცდომებით "ლაფათქით" გადაყარა. ამ ტურში ჩვენს კარში გაშვებულ თითქმის ყველა გოლში წვლილი მიუძღვის. ლორიას დამტვრევაშიც, მას მერე გაგვიტანეს ესპანელებმა... არ გავაგრძელებ. თან ქეცბაია თითქმის ყველა შეხვედრაზე იძახებდა. ერთხელ არ გამოიძახა და ნაკრები დატოვა. ამას რა უნდა უწოდო კაცმა? მე ქეცბაიასი მიკვირს, რატომ იშლის ასე ნერვებს, წავიდეს ევროპაში და გაწვრთნას ერთი ნორმალური საშუალო დონის კლუბი, მეტი ხელფასიც ექნება და დაფასებაც.

• ssss

ნეტა თუ ვინმეს გონია რო ქეცბაია რამეში დამნაშავეა, ჩვენი ფეხბურთელების თამაში საცოდავობაა და მეტი არაფერი, გვყავს ტავდამსხმელები რომლებიც გოლს ვერ იტანენ ვერასოდეს ხალხო ვერ ხედავთ/ ძაან კარგად მიყვება ქეცბაია ხიზანიშვილი უფრო ადრე იყო გასაშვები ყველა თამაში მაგის გამო წავაგეთ თითქმის.

• paata

რა ვქნათ ბ-ნო ოთარ, უნდა მოწმინდო შენი მეგობრის ვაჟს ერთი ადგილი, თორემ შენ გაწვრთნილ ყვარლის დურუჯშია მაგის ამპლუა, არც ფორმაშია და სინდისის დეფიციტიც ჰქონია...

• roma

გაბელია იყო საუკეთესო მეკარე და ყველა დროის სტაბილური მეკარე დინამოში,მაგრამ,როგორც მწვრთნელი მისი შედეგი იყო 0_ის ტოლი ყველგან ამიტომ ჟურნალისტებო იყავით სამართლიანნი,წერეთ სიმართლე,ირანის გარდა კაცს,რომ არსად მიიწვევენ სამუშაოდ,რაზეა ლაპარაკი,ამით თქვენ იმ ტოტს ჭრით რაზედაც ზიხართ და მოადინეთ უკვე მიწაზე ზღართანი.ბატონი ოთარ კი ბატონო ფეხბურთელებს ასაკის მიხედვით არ უნდა უზღუდავდნენ გამოსვლებს,მაგრამ შეკაცო ბოლო წლების ნაკრების თამაშებს არ უყურებ,ხოდა თუ უყურებ ვერ გებულობ რა ხდება?რამდენი გოლები გადის ხიზანიშვილის შეცდომების გამო ვერ ხვდები?შენ თუ ასე მოგწონს ხიზანა წაიყვანე სახლში და გყავდეს.

• Georgi

ერთ თამაშზე რომ მწვრთნელი არ გამოიძახებს და ამის გამო ქვექნის ნაკრებში თამაშზე უარს იტყვის, რა უნდა დააბრალოთ ქეცბაიას? თან ხიზანიშვილის ბრალია ფინეთთან სტუმრად ფრე, ლორიას დამტვრევა ესპანეთთან, და რამდენიმე ბოლო წაგება..

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია

"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

"იუნაიტედის" სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა" - მერსონმა შეშკო გააკრიტიკა

"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას

ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი

ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან