რომაულ დერბიში გამარჯვება რუდი გარსიამ შეგირდებთან ერთად აღნიშნა
პეტკოვიჩი შეგუებული იყო...

...63-ე წუთზე ბალცარეტიმ ცაციათი ჰაერში ამოსცხო ბურთს და მარკეტის დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა - ასე გავიდა რომაული დერბის პირველი გოლი.

მოგვიანებით, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, "ლაციოს" მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი იტყვის - ნათელი იყო, რომ ვინც პირველი გაიტანდა, დერბისაც ის მოიგებდაო...

გამოდის, რომ პეტკოვიჩი სწორედ 63-ე წუთიდან შეეგუა მარცხს, რომელსაც, მატჩის სცენარიდან გამომდინარე, იმსახურებდა კიდეც. ვერ ვიტყვით, რომ 22 სექტემბრის დერბი გადასარევი იყო - ორივე გუნდი ფრთხილობდა და მწვავე მომენტებიც უხვად არ იქმნებოდა.

მაგალითად, "ლაციალემ" მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში შექმნა (უფრო სწორად, შეექმნა) საგოლე შანსი - ერნანეშის ჯარიმის შემდეგ ბურთი თავზე შეეხო სიანის და მერე ხარიხას მოხვდა...

მეორე ტაიმში უპირატესობას "რომა" ფლობდა და უფრო ორგანიზებულადაც თამაშობდა. ფაქტია, რუდი გარსიამ გუნდში დისციპლინა (პირველ რიგში - სათამაშო) დაამკვიდრა.

კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი - ამ სეზონში "ჯალოროსიმ" ყველა გოლი მეორე ტაიმში გაიტანა და ესეც კიდევ ერთი არგუმენტი საიმისოდ, რომ კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებს.

და მაინც, მიუხედავად პეტკოვიჩის სკეპტიციზმისა, "ლაციო" უშანსოდ როდი იყო - ლულიჩის გასწვრივი პასის შემდეგ კლოზეს უნდა გაეტანა, მაგრამ რამდენიმე მეტრიდან ააცილა.

81-ე წუთზე "ლაციო" 10 კაცით დარჩა და ეს, ალბათ, საბოლოო განაჩენი იყო. უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, როცა "ბიანკოჩელესტემ" უკანა ხაზი მოაშიშვლა, ლედესმა აკრძალული ხერხით გაუმასპინძლდა ლიაიჩს და დაზარალებულმა თავადვე აღასრულა უმაღლესი ზომა - 2:0.

"რომამ" თასის ფინალში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და 2011 წლის მერე, მასპინძლის სტატუსით, პირველად დაამარცხა "ლაციო"...

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ პეტკოვიჩმა ისიც თქვა, რომ კმაყოფილი იყო თავისი გუნდის თამაშით:

"პირველ ტაიმში ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს და მეტი მწვავე მომენტიც შევქმენით. ნათელი იყო, რომ მოიგებდა ის, ვინც პირველი გაიტანდა... რაც შეეხება ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკას, რაზეც ხშირად მეკითხებიან, უნდა გითხრათ, ამ მხრივ სულაც არ ვარ იმედგაცრუებული. ბევრი ტრავმირებული გვყავს... ვფიქრობ, სეზონის მსვლელობისას "ლაციო" თავის ფასს აუცილებლად დაამტკიცებს".

"რომას" 100-პროცენტიანი შედეგი კი აქვს, მაგრამ რუდი გარსია ღრუბლებში ფრენას არ აპირებს. მისი ფილოსოფია მარტივია - იბრძოლე მცირედისთვის, რათა მიიღო მაქსიმუმი:

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და, შესაბამისად, ასეთივე ფასი ადევს ჩვენს გამარჯვებასაც. პირველ ტაიმში "ლაციოს" მეტი ფიზიკური ძალა ჰქონდა და ხანდახან წნეხშიც გვაქცევდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ძალა მეორე ტაიმისთვის აღარ ეყოფოდა, რადგან ევროპალიგაზე ჰქონდა ნათამაშები...

ამ სეზონში ჩვენი მიზანი ხუთეულში მოხვედრა და ევროპაში დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, "რომა" არ არის უამბიციო გუნდი, მაგრამ უფრო მაღალ მიზნებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა", - ასე მსჯელობს გარსია.

"ნაპოლი" ასიანია, ბალოტელი აღარ...

რაფა ბენიტესმა ტიფოზებს ლამის ვალტერ მაცარის ერა დაავიწყოს. "ნაპოლი" ბრწყინვალედ მოემზადა სეზონისთვის და ჩემპიონთა ლიგასაც თუ მივათვლით, ახალი სეზონის ხუთივე მატჩი მოიგო.

"მილანი" შესუსტებული შემადგენლობით იყო, მაგრამ ასეთ უკბილო თამაშს გამართლება მაინც არ აქვს. "როსონერის" წლევანდელი სტარტი შარშანდელს ჰგავს. მასიმო ალეგრი ნელ-ნელა ალბათ მოქოქავს გუნდს, მაგრამ ვინძლო, იმ დროისთვის კონკურენტებს თვალი ვეღარ მიაწვდინოს...

ბალოტელიმ ვერ გაიტანა 11-მეტრიანი და 100-პროცენტიანი მაჩვენებელი გააფუჭა. სამაგიეროდ, ბრწყინვალე გოლი შეაგდო ფარდის დაშვების წინ - რეინას შორეულ კუთხეში "მოუჭრა" და "მილანს" გადარჩენის შანსი უბოძა, მაგრამ 1:2 ძალაში დარჩა.

იხილეთ ვიდეო

სად გადარჩა "იუვე"...

ევროპამოვლილმა ანტონიო კონტემ "ვერონასთან" საშინაო მატჩისთვის ძირითადში როტაციას მიმართა. კარში სტორარი დადგა, არ იყო კიელინიც, ხოლო სასტარტოში დებიუტი ჰქონდა ფერნანდო ლორენტეს...

მართალია, "იუვენტუსი" უტევდა და "ვერონას" საჯარიმოში გვარიანად "ცხელოდა", მაგრამ მწვავე მომენტებს სტუმრებიც ქმნიდნენ. კაჩას დარტყმის შემდეგ ბურთს ბარძალი გადაეღობა, თორემ... მერე იყო კონტრშეტევა, რომლის დროსაც ჟორჟინიო ვერ გაერკვა სიტუაციაში...

ანგარიში მაინც "ვერონამ" გახსნა - კუთხურის შემდეგ კაჩატორე უმეთვალყურეოდ დარჩა და შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა ბურთი კარში შეაგორა...

"ვერონას" დაცვას სულ უფრო უჭირდა ტევესის შეჩერება. სტატუს-კვოც მალევე აღდგა - არგენტინელმა ბონუჩის ბრწყინვალე პასი შეირგო, მეურვისგან გათავისუფლდა და რაფაელს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ტაიმის მიწურულს კი ლორენტემ "იუვეს" მაისურით პირველი გოლიც გაიტანა - ვიდალის პასს თავი კარგად შეუშვირა...

მეორე ტაიმში მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდათ და ვალდებულნიც იყვნენ, კიდევ ერთი გოლით სიტუაცია ადრევე დაემშვიდებინათ და რაკი ეს ვერ მოახერხეს, ლამის დაისაჯნენ - წამატებულ დროში ბარძალიმ კიდევ ერთხელ მოწმინდა ნამუსი სტორარის და ჟორჟინიოს კარი არ დაანება.

იხილეთ ვიდეო

"ფიორენტინამ" მნიშვნელოვანი თამაში მოიგო ბერგამოში, სადაც გომესის, კუადრადოსა (ორივე ტრავმირებული იყო) და პისაროს (დისკვალიფიკაცია) გარეშე ჩავიდა. მაგრამ რისთვისაა ჯუზეპე როსი? - მეორე ტაიმში, კუთხურის შემდეგ, ნახევარბრუნით დაარტყა და, ფაქტობრივად, იქვე წერტილი დაუსვა თამაშს.

"ინტერმა" "სასუოლოსგან" ქვა-ქვაზე არ დატოვა - 7:0. იტალიაში ამ ანგარიშით მოგება, თან გასვლაზე, იოლი საქმე რომ არ არის, ამბავი არახალია. ამიტომ ქება და ქება ვალტერ მაცარის გუნდს! აღსანიშნავია ლაზარეთიდან დაბრუნებული მილიტოს დუბლიც.

იხილეთ ვიდეო

რად გინდა ასეთი თავდასხმა?..

"პარმას" რომ თავდასხმა ჰყავს (კასანო-ამაური), ბევრი გუნდი ინატრებდა, მაგრამ ამისგან ხეირი ჯერ არ ჩანს. ამით ისარგებლა "კატანიამ" და პირველი ქულა აიღო. ისე კი, თავადაც არაფრად ვარგა, თორემ ასეთ "პარმასთან" მოგებაც შეიძლებოდა.

"ტორინომ" ბოლონიაში გაიმარჯვა და ერთხელაც დაადასტურა, რომ ამ სეზონში უფრო მეტი ამბიცია ექნება, ვიდრე ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

შაბათს სეზონის პირველ მატჩი მოიგო "კიევომ", ხოლო "კალიარის" 3 ქულა "სამპდორიამ" ცხვირწინ ააცალა (თუმცა ისიც საკითხავია, ვინ ვის ააცალა) - 89-ე წუთზე გენუელებმა პირველად გაათანაბრეს ანგარიში, 93-ეზე კი - მეორედაც!

ისიც უნდა ვთქვათ, ამაში მარტო "სამპის" (კერძოდ, გაბიადინის) კი არა, სარდინიელთა მეკარე აგაცის "დამსახურებაცაა". და ის, რაზეც ზემოთ მივანიშნეთ - "სამპდორიას" იქნებ არც მიეყვანა საქმე აქამდე, პირველ ტაიმში არბიტრს მისთვის გოლი რომ არ "წაერთმია".

"ჯენოა"-"ლივორნო" 0:0 კი დასრულდა, მაგრამ ბევრ გოლუხვ თამაშსაც აჯობებდა - ხარიხა გინდათ, კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთები თუ სხვა არაერთი საგოლე შანსი...

მოკლედ, "ლივორნო" ყოჩაღი გუნდია - ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ დამსახურებული ქულა წაიღო გენუიდან და ევროზონის სიახლოვეს გამაგრდა.

იტალია. სერია A. IV ტური

კალიარი-სამპდორია 2:2

გოლები: 1:0 ეკდალი (26), 1:1 გაბიადინი (89), 2:1 კონტი (90), 2:2 გაბიადინი (90)

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ (67. იბრაიმი) - პინილია, საუ (72. იბარბო).

სამპდორია (3-5-1-1): და კოშტა - გასტალდელო, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი, ობიანგი, ბიარნასონი (46. სანსონე), გავაცი (73. ბარილა) - ვშოლეკი (55. პოცი) - გაბიადინი.

გაფრთხილება: კონტი, ეკდალი, როსეტინი - ვშოლეკი, ობიანგი, გასტალდელო.

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13-15 (4-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 2 000 (ტრიესტე)

კიევო-უდინეზე 2:1

გოლები: 0:1 მაიკოსუელი (1), 1:1 პალისიერი (13), 2:1 ლ. რიგონი (40)

კიევო (4-4-2): პუჯონი - ბერნარდინი, ჩესარი, ნ. ფრეი, დრამი - სესტუ (74. ჰეტემაი), რადოვანოვიჩი, რიგონი, ესტიგარიბია - პელისიერი (88. ტერო), პალოსკი (90. ბენტივოლიო).

უდინეზე (3-5-2): კევალა - დანილო, ბუბნიჩი (80. ზილინსკი), ოტრო - ბაშტა, ალანი, ბადუ (63. პერეირა), ლაძარი (46. დი ნატალე), გაბრიელ სილვა - მაიკოსუელი, მურიელი.

გაფრთხილება: ჩესარი, ესტიგარიბია, პელისიერი, სესტუ, ნ. ფრეი - ბაშტა, დანილო, გაბრიელ სილვა.

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 13-14 (5-3); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 7 800

ჯენოა-ლივორნო 0:0

ჯენოა (3-5-2): პერინი - გამბერინი (88. ფეტფაციდისი), პორტანოვა, მანფრედინი - ვრსალიკო, ბიონდინი, ლოდი (55. კოფი), მათუსალემი (72. სტოიანი), ანტონინი - კალაიო, ჯილარდინო.

ლივორნო (3-5-2): ბარდი - კოდა, რინაუდო (86. ემერსონი), ჩეკერინი - სკიატარელა, ლუჩი, მბაიე, ბიაჯანტი (25. დანკანი), გრეკო - ემეგარა (70. სილიგარდი), პაულინიო.

გაფრთხილება: ლოდი, მანფრედინი, ჯილარდინო, სტოიანი - პაულინიო.

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-9 (4-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 16 000

სასუოლო-ინტერი 0:7

გოლები: 0:1 პალასიო (7), 0:2 ტაიდერი (23), 0:3 პუჩინი (33-საკ. კარში), 0:4 ალვარესი (53), 0:5 მილიტო (63), 0:6 კამბიასო (74), 0:7 მილიტო (83)

სასუოლო (4-3-3): პომინი - გაცოლა (13. პუჩინი), როსინი (57. ბიანკო), აჩერბი, ციგლერი - კურტიჩი, მანიანელი, ჩიბსა (37. ძაძა) - სკელოტო, ფლორო ფლორესი, მისიროლი.

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუანი - ჯონათანი (67. უოლესი), გუარინი, კამბიასო, ტაიდერი (56. კოვაჩიჩი), ნაგატომო - ალვარესი (54. მილიტო), პალასიო.

გაფრთხილება: მანიანელი, მისიროლი, ბიანკო - ტაიდერი

კუთხური: 2-7; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 7-23 (4-11); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 8 000

რომა-ლაციო 2:0

გოლები: 1:0 ბალცარეტი (63), 2:0 ლიაიჩი (90-პენ)

რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენატია, კასტანი, ბალცარეტი - პიანიჩი (86. ტადეი), დე როსი, სტროოტმანი - ფლორენცი (51. ლიაიჩი), ტოტი (90. ბორიელო), ჟერვინიო.

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი - კავანდა (71. ფლოკარი), სიანი (78. ანდრე დიასი), კანა, კონკო - ლედესმა - კანდრევა, გონსალესი, ერნანეში (78. ედერსონი), ლულიჩი - კლოზე.

გაფრთხილება: დე როსი, ფლორენცი, მაიკონი, სტროოტმანი - ლულიჩი, კავანდა, კანა.

გაძევება: ანდრე დიასი (81. ლაციო)

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-8 (5-0); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 48 000

ატალანტა-ფიორენტინა 0:2

გოლები: 0:1 მატიას ფერნანდესი (41), 0:2 ჯ. როსი (70)

ატალანტა (3-5-1-1): კონსილი - სტენდარდო, იეპესი, ლუკინი - რაიმონდი, კარმონა, ბაზელი, მილიაჩო (67. ბრიენცა), ბრივიო (56. ბონავენტურა) - მორალესი (74. ლავაია) - დენისი.

ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო როდრიგესი, სავიჩი - პასკუალი, ამბროზინი, აკვილანი, ბორხა ვალერო, მატიას ფერნანდესი (70. ბაკიჩი) - ვოლსკი (54. ხოაკინი), ჯ. როსი (79. მატოსი).

გაფრთხილება: კარმონა, იეპესი, ლუკინი - ვოლსკი

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-12 (2-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 23 000

ბოლონია-ტორინო 1:2

გოლები: 0:1 დ'ამბროზიო (2), 1:1 ნატალი (29), 1:2 ჩერჩი (45-პენ)

ბოლონია (4-3-1-2): კურჩი - დარიჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩეხი - დელა როკა (71. პერესი), პაციენცა (80. კრისტალდო), კონე - დიამანტი - მოსკარდელი (46. მანტოვანი), ბიანკი.

ტორინო (3-5-2): პადელი - გლიკი, ბოვო, მორეტი - დარმიანი, ბრიგი, ვივესი, ელ ქადური, დ'ამბროზიო - ჩერჩი, მეჯორინი (68. ფარნერუდი).

გაფრთხილება: დიამანტი, პაციენცა, კონე, პერესი - ელ ქადური, ბოვო, ფარნერუდი, ვივესი, პადელი, გლიკი.

გაძევება: ნატალი (45. ბოლონია)

კუთხური: 1-5; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 13-9 (3-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 20 000

კატანია-პარმა 0:0

კატანია (3-5-2): ანდუხარი - ბელუში, ლეგროტალიე, სპოლი - ალვარესი, პლაშილი, ალმირონი (64. ბოატენგი), გუარენტე, მონსონი - ბარიენტოსი (87. კეკო), ბერხესიო (33. მაქსი ლოპესი).

პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ფელიპე, ლუკარელი - ბიაბიანი (80. როზი), აკუა, მარკიონი, პაროლო (64. ობი), გობი - კასანო (46. პალადინო), ამაური.

გაფრთხილება: მარკიონი, ფელიპე, კასანი

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-26; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-11 (2-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 14 000

იუვენტუსი-ვერონა 2:1

გოლები: 0:1 კაჩატორე (37), 1:1 ტევესი (40), 2:1 ლორენტე (45)

იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა - ისლა, ვიდალი, პირლო (66. მარკიზიო), პოგბა, ასამოა - ტევესი (79. ჯოვინკო), ლორენტე (69. ვუჩინიჩი).

ვერონა (3-5-1-1): რაფაელი - გონსალესი, მორასი, ბიანკეტი - კაჩატორე, რომულო, დონატი (58. გომეს თალები), ჰალფრედსონი (77. დონადელი), აგოსტინი (67. იტურბე) - ჟორჟინიო - კაჩა.

გაფრთხილება: ასამოა, ოგბონა, ვუჩინიჩი, მარკიზიო - დონადელი

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 35-3 (15-1); ბურთის ფლობა: 62%-38?%.

მაყურებელი: 31 000

მილანი-ნაპოლი 1:2

გოლები: 0:1 ბრიტოსი (6), 0:2 იგუაინი (54), 1:2 ბალოტელი (90)

გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი (60. მილანი)

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე (79. ნოჩერინო), საპატა, მექსე, ემანუელსონი - პოლი (73. ნიანგი), დე იონგი, მუნტარი - ბირსა (56. რობინიო) - მატრი, ბალოტელი.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, ალბიოლი, ბრიტოსი, სუნიგა - ბეჰრამი, ჯემაილი - კალიეხონი, ჰამშიკი (67. პანდევი), ინზინიე (84. ინლერი) - იგუაინი (78. მერტენსი).

გაფრთხილება: ბალოტელი, პოლი, დე იონგი - ბრიტოსი

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 22-9 (8-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი:

ბომბარდირები:

4 - ჰამშიკი (ნაპოლი), ჯ. როსი (ფიორენტინა); 3 - კალიეხონი (ნაპოლი), ჩერჩი (ტორინო), პაულინიო (ლივორნო), პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ვიდალი (იუვენტუსი), ბალოტელი (მილანი), იგუაინი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
იტალიის თასი. 1/2-ფინალი: "ინტერი" "იუვენტუსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓚᓔᓝ ᓛᓔᓡᓘ ᓒᓐᓛᓝᓪᓝᓪᓮᓚᓓᓐ [VIDEO]
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ბენიტესი: "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ჩემი წყალობით მოიგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
ᓣᕚᕢᓘᕛᕐᓢᕣᕛᕘ ᓕᓐ
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა
იტალიის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: თითქმის სასწაული "მეაცაზე"
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
ᓘᕢᓐᓚᕘᕐ. ᓡᓔᓠᓘᓐ A. XXXVII ᓢᓣᕠᓘ: "ᓘᓜᓢᕔᕠᓘ" ᕔᓕᓠᓝᓞᓐᓖᓔ, "ᓛᓘᓚᓐᓜᓘ"? [VIDEO]
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
40 წლის როდრიგო პალასიომ კალათბურთში გადაინაცვლა - მას ჯერ საფეხბურთო კარიერის დასრულება არ გამოუცხადებია
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა