საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში სატურნირო ცხრილის ერთ-ერთმა ლიდერმა "არმაზმა" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" "ჯიქებს" უმასპინძლა. უაღრესად საინტერესო დაპირისპირებას ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა გასულ სეზონში პლეი ოფის პირველ რაუნდში შედგა, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა "ჯიქებმა" მარცხი იწვნია.

ხანგრძლივი სეზონის სირთულეებიდან გამომდინარე, "არმაზის" მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა როტაციას მიმართა და გუნდის ლიდერები: ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი აბუსერიძე, მიხეილ არჩუაშვილი და ვილი კაიფაჯიანი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. სერიოზული საკადრო პრობლემები გააჩნდა "ჯიქებსაც". გუნდს ორი წამყვანი მოთამაშე შვიდკაცა ნაკრებში ჰყავს მივლინებული: შუამარბი გიორგი ხარაზიშვილი და მგეზავი დიმიტრი კალანდაძე.

"ჯიქებმა" შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან დაეუფლა როგორც ტერიტორიულ, ასევე სათამაშო უპირატესობას, რაც მალევე მათმა მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ მეტოქის კარში ზუსტად გატანილ სამ საჯარიმო დარტყმად აქცია - 9:0.

"არმაზი" ნელ-ნელა გამოფხიზლდა და მასირებული შეტევებიც წამოიწყო. ერთ მომენტში მასპინძლებმა თითქოს მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი წესების სრული დაცვით დაამიწეს, მაგრამ მსაჯმა მხოლოდ ჯარიმა დააფიქსირა მათ სასარგებლოდ, რომელიც დავით კიკნაძემ კარში ზუსტად დაარტყა - 3:9.

"არმაზი" კიდევ უფრო გააქტიურდა. ის რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო ლელოსთან, თუმცა ტექნიკური წუნი არ აძლევდა ამის საშუალებას. "ჯიქებმა" წარმატებით დაიცვა თავი და საპასუხოდ მშვენიერი კონტრშეტევაც წამოიწყო. ვეფხია ტუჩაშვილმა ძალისმიერი კონტაქტით ძირს დასცა მეტოქის ბურჯი, გაჭრა ხაზი და გადამწყვეტ მომენტში დროულად გადააწოდა ნიკოლოზ სუხაშვილს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ლელოს გატანა. გიორგაძემ გარდასახა და კიდევ უფრო სოლიდური გახადა საკუთარი გუნდის უპირატესობა - 16:3.

მასპინძლებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და უფრო დიდი მონდომებით შეუტიეს "ჯიქებს". 33-ე წუთზე სტუმართა შუამარბმა ვლადიმერ კუპრეიშვილმა უხეში ბოჭვით შეაჩერა დავით კიკნაძე. მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა, რომელიც დაზარალებულმავე აქცია სამ ქულად - 6:16.

ორიოდე წუთში "ჯიქების" მგეზავმა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით კვლავ აღადგინა საკუთარი გუნდის 13-ქულიანი უპირატესობა - 6:19.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე "არმაზმა" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მშვენივრად მოიგო აუტი, მაგრამ სტუმართა მარბიელმა ტუჩაშვილმა ჰაერში თამაშისას წესები დაარღვია, რისთვისაც არბიტრმა იგი სინბინში გაუშვა. არმაზელებმა მშვენივრად გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა. ჰავბეკმა გიორგი მისრიაშვილმა რაკიდან ბურთი აიტაცა და ჩათვლის მოედანში დაამიწა, კიკნაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა - 13:19. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ ვართანიანმა სათადარიგოთა სკამზე გამწესებული ლიდერები შეხვედრაში ჩართო, რამაც დადებითი შედეგი მყისიერად მოიტანა. კიკნაძემ 48 მეტრიდან ზუსტად დაარტყა საჯარიმო - 16:19.

თამაშში დაძაბულობამ იმატა. მოთამაშეებმა ერთმანეთზე რამდენიმეჯერ გაიწიეს. 45-ე წუთზე კაიფაჯიანმა ისარგებლა მოედანზე შექმნილი სიტუაციით, ადვილად გაჭრა მეტოქის თავდაცვითი ბარიერი, თუმცა 22-მეტრიან ზონასთან შებოჭეს. ირაკლი აბუსერიძე თითქოს მარჯვენა ფლანგზე აპირებდა შეტევის გაშლას, თუმცა მოულოდნელად დაფარული, მოკლე პასით რაკთან ახლოს არჩუაშვილი მოძებნა, რომელსაც აღარ გაძნელებია ლელოს გატანა. კიკნაძემ ამჯერადაც გარდასახა - 23:19.

შეხვედრის დასკვნით ფაზაში "ჯიქების" პირველმა ხაზმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი ძლიერი მხარე, დაჯაბნა რა მეტოქე როგორც სტატიკურ, ასევე ხელდახელ თამაშში, რის შედეგადაც გიორგაძემ 70-ე წუთზე ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი ჯერ მინიმუმამდე დაიყვანა საკუთარი გუნდის ჩამორჩენა, ხოლო 77-ე წუთზე უკვე წინ გაიყვანა "ჯიქები" - 25:23.

არმაზელებმა საკუთარი ძალების სრული მობილიზება შეძლეს, მეტოქის ნახევარზე 7-ფაზიანი შეტევა აკინძეს და უმნიშვნელოვანესი საჯარიმოც მოიპოვეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში უზადოდ მოასპარეზე დავით კიკნაძეს გადამწყვეტ მომენტში ნერვებმა უმტყუნა და ხელსაყრელი პოზიციიდან ვეღარ შეძლო ბურთის ძელებს შუა გატარება. მსაჯის საფინალო სასტვენიც მალე გაისმა. "ჯიქებმა" რევანში აიღო.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური

არმაზი-ჯიქები 23:25

არმაზი (15-9) ჩხაიძე, ხუციშვილი (მაჩხანელი 41), ლიპარტელიანი, ბროძელი (კაიფაჯიანი 41), პინაიშვილი, კიკნაძე, მისრიაშვილი; (1-8) ჯიბლაძე (მარგველიანი 41), თაგაური, ბუკია (ბეჟიაშვილი 41), კანდელაკი (არჩუაშვილი 41), ჭელიძე, ბარბაქაძე, გიგაური (მინაშვილი 41), სოსელია

2ლ: მისრიაშვილი, არჩუაშვილი; 2გ3ს: კიკნაძე

ჯიქები (15-9) სვანიძე, დევსურაშვილი (დიმ. კიკნაძე 58), ბერძული, კუპრეიშვილი (შარმაზანაშვილი 69), ბიწაძე, გიორგაძე, ნადირაძე (ჭინჭარაული 58); (1-8) ჯინჭარაძე, მამრიკიშვილი, ხატიაშვილი; გოგოლაძე (ტრაპაიძე 67), მჭედლიშვილი, ტუჩაშვილი, მოგელაშვილი (ოქრომელიძე 50), სუხაშვილი;

ლ: სუხაშვილი; 6ს,გ: გიორგაძე

სინბინი: ტუჩაშვილი

მსაჯი: გ. ჩიხლაძე

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓐᓘᓐ" ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓡᓔᓖᓝᓜᓡ ᓐᓮᓐᓚ ᓡᓢᓐᓓᓘᓝᓜᓖᓔ ᓓᓐᓘᓬᓧᓔᓑᓡ [PHOTO]
სარაგბო სეზონის წინ. წარდგენა: თბილისის "არმაზი"
დიდი 10. XII ტური: ექვსეული გამოიკვეთა
ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?

ᓠᓐᕒᓑᓘᓡ ᓩᕔᓛᓞᕘᕝᓜᓐᓢᕘ. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓔᓠᕗᓛᓐ ᓚᕔᓚᓝᓛ ᓒᓐᕓᓐᓬᓧᕕᓘᕢᕐ
ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓠᓐᓒᓑᕘᕡ ᓩ
ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა
ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
ᓒᓣᕚᓨᕔᓛᓐᓢᕙᓘᓕᕠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᕡ ᓔᓠᓝᓕᓜᕣᕚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᕜᕐᓢᕘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᕔᓑᓐ
აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო