ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ცინცაძე: უნდა მოვუმატოთ!

გიორგი ცინცაძე: უნდა მოვუმატოთ!

"ტარტუ როკი" ევროჩელენჯის მატჩში შვეიცარიულ "ლუგანოსთან"დამარცხდა
როგორც იქნა, დაიწყო ევროთასისა და ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის მატჩები. ევროთასის გათამაშებაში ჩაერთვნენ მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ", ტორინ გრინის "გრან კანარია" და ტაირონ ელისის "ესტუდიანტესი". ხოლო ევროჩელენჯზე პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა".

- მთავარი მწვრთნელის რანგში ევროტურნირებზე პირველ მატჩს ვატარებდი და ძალიან ვღელავდი. მსურდა, დასამახსოვრებელი დებიუტი გამომსვლოდა. მოხარული ვარ, რომ ჩემმა შეგირდებმა ბერძნულ "პანელინიოსთან" მატჩში ენერგია არ დაიშურეს და ყველაფერი კარგად დასრულდა, - თქვა "კანტუს" თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ.

"პანელინიოსის" მწვრთნელმა ათანასიოს სკურტოპულოსმა კი დასძინა:

- სამი პერიოდი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მეოთხეში გამოჩნდა, რომ მეტოქე ფიზიკურად უკეთეს კონდიციებშია და ამიტომაც წავაგეთ.

მწვრთნელების სიტყვებიდან შეხვედრის შესახებ ზოგადი სურათი შეგექმნებოდათ: "კანტუმ" მეოთხე პერიოდი - 20:9, ხოლო მატჩი 72:57 მოიგო.

მარკოიშვილმა ნაყოფიერად იმუშავა: 23 წუთში 8 ქულა (9-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა "გაიფორმა". მას თავიდან სროლა კარგად წაუვიდა, მოედანზე შესვლისთანავე 5 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელები 15:6 დააწინაურა, თუმცა შემდეგ რამდენიმე ორქულიანი ააცილა და, ალბათ, ამიტომაც, მეოთხე პერიოდში ძირითადად თანაგუნდელთა პასებით მომარაგებაზე ზრუნავდა.

"კანტუს" შეტევის ლიდერად ბელგიელი უკანახაზელი ჯონათან ტაბუ მოგვევლინა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.

მომდევნო კვირას, 23 ნოემბერს "კანტუ" თურქულ "გალათასარაის" ეწვევა. პირველ ტურში სტამბოლელებმა "გრონინგენი" ჰოლანდიაში 66:65 დაამარცხეს.

ევროთასი მოულოდნელი ძლევით გახსნა ტორინ გრინის "გრან კანარიამ". კუნძულელებმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უკრაინულ "ბუდიველნიკთან" 58:62 წააგეს.

გრინის გუნდმა მატჩი ცუდად დაიწყო, საწყის ორ მეოთხედში მხოლოდ 11-11 ქულა ჩააგდო. მეორე ტაიმიდან კანარელებმა თამაში გამოასწორეს და უკრაინელებს ბოლო წუთებამდე "კუდში" სდიეს, თუმცა საბოლოოდ 4-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ტორინ გრინი სასტარტო ხუთეულში იყო, 6-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას გამორჩა. მასპინძელთაგან მასზე მეტი მხოლოდ სავანემ მოაგროვა - 13 ქულა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვურმა "შიაულიაიმ" შინ ჩერნოგორუილ "ბუდუჩნოსტთან" წააგო (76:97). 23 ნოემბერს "გრან კანარია" ჩერნოგორიაში ჩავა.

ლამაზი ანგარიშით გაიმარჯვა ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმა" - ბერძნულ პაოკ-ს 88:77 აჯობა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა ელისმა 25 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

"ესტუდიანტესის" თანაჯგუფელმა იტალიურმა "ბენეტონმა" ფრანგულ "როანს" სძლია - 67:61.

ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის გასამართავად ესტონური "ტარტუ როკი" შვეიცარიაში ჩავიდა. თუ "როკერები" ევროტურნირებში ყოველწლიურად, თანაც წარმატებულად ასპარეზობენ, "ლუგანო" 2002 წლის შემდეგ პირველად გამოვიდა ევროასპარეზზე. ამის მიუხედავად, შვეიცარიელებმა მატჩის მეორე მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარეს, 10 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც - 73:61.

საქართველოს ნაკრებისა და "როკის" გამთამაშებელმა, გიორგი ცინცაძემ 25 წუთი ითამაშა, 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

მატჩის ბომბარდირი ლუგანოელი აბუკარი გახდა, რომელმაც 26 ქულას მოუყარა თავი.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა, ინდრიკ ვესპაანუმ გიორგი ცინცაძე იახლა. ქართველმა ხაზი გაუსვა მასპინძელთა დამაჯერებელ თამაშს დაცვაში:

- "ლუგანო" დაცვაში შესანიშნავად გაისარჯა. ამის მიუხედავად არაერთხელ აღმოვჩნდით თავისუფალ სატყორცნ სიტუაციაში, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. გადამწყვეტ მომენტებში რამდენიმე ბურთის ვერჩაგდებამ საბოლოო მარცხი განაპირობა. მომდევნო მატჩებში ერთი-ორად უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რადგან ჯგუფიდან მხოლოდ ორი გუნდი გადის და თითოეულ ქულას დიდი ფასი აქვს.

ინდრიკ ვესპაანუმ ერთი თქვა: კარგად მხოლოდ პირველ პერიოდში (17:17) ვითამაშეთო.

C ჯგუფის მეორე მატჩში ბულგარულმა "აკადემიკმა" პორტუგალიის "ბენფიკას" იოლად სძლია - 92:71.

ევროჩელენჯის მეორე ტურის მატჩები 23 ნოემბერს გაიმართება, "როკი" "აკადემიკს" უმასპინძლებს, "ბენფიკა" - "ლუგანოს".

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა